პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვის რა ეცვა ინაუგურაციაზე
ვის რა ეცვა ინაუგურაციაზე

17 ნო­ემ­ბერს პრე­ზი­დენ­ტის ინა­უ­გუ­რა­ცია გა­ი­მარ­თა. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ამ მნიშ­ვნე­ლო­ვან დღეს ყვე­ლა დე­ტა­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის გან­სჯის სა­გა­ნი ხდე­ბა; ყვე­ლას აინ­ტე­რე­სებს, რო­გო­რი სტი­ლის სა­მო­სი, მა­კი­ა­ჟი და ვარ­ცხნი­ლო­ბა შე­არ­ჩი­ეს ქვეყ­ნის ლი­დე­რებ­მა, სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბილ­მა სა­ხე­ებ­მა და მათ­მა მე­ო­რე ნა­ხევ­რებ­მა.

ინა­უ­გუ­რა­ცი­ა­ზე ბიზ­ნეს­მე­ნი ლე­ვან ვა­სა­ძე მე­უღ­ლეს­თან ერ­თად მი­ვი­და. ბიზ­ნეს­მენ­მა არ­ჩე­ვა­ნი შავ შარ­ვალ-კოს­ტუმ­ზე შე­ა­ჩე­რა. მას მკერდს ის ჯვა­რი უმ­შვე­ნებ­და, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს სა­მე­ფო ოჯახ­მა მი­ა­ნი­ჭა. ვა­სა­ძის მე­უღ­ლეს, მკერ­დზე თეთ­რი ფე­რის გვი­რი­ლის ფორ­მის გულ­საბ­ნე­ვით დამ­შვე­ნე­ბუ­ლი გრძე­ლი შავი კაბა ეცვა.

პარ­ლა­მენ­ტის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე ეკა ბე­სე­ლია ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე თეთ­რი ფე­რის ღი­ლე­ბით გა­ფორ­მე­ბულ ლურჯ სა­მოს­ში გა­მო­წყო­ბი­ლი მი­ვი­და - ბე­სე­ლი­ამ სა­მო­სის შე­სა­ფე­რი­სად, უპი­რა­ტე­სო­ბა ლურ­ჯი ფე­რის სა­ყუ­რეს მი­ა­ნი­ჭა. ინა­უ­გუ­რა­ცი­ა­ზე ენერ­გე­ტი­კის მი­ნის­ტრი კახი კა­ლა­ძე მე­უღ­ლეს­თან, დი­ზა­ი­ნერ ანუ­კი არე­ში­ძეს­თან ერ­თად მი­ვი­და. კა­ლა­ძეს შავი შარ­ვალ-კოს­ტუ­მი, თეთ­რი პე­რან­გი და ლურ­ჯი ფე­რის ჰალ­სტუ­ხი ეკე­თა. ფეხ­მძი­მე ანუ­კი სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე მუხლსქვე­მოთ სიგ­რძის ნაც­რის­ფე­რი კა­ბით წარ­სდგა, რო­მელ­საც შავი გრძე­ლი კოს­ტუ­მი ეხა­მე­ბო­და.

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე შავი მან­ტო­თი მი­ვი­და. მის მე­უღ­ლეს, ეკა­ტე­რი­ნე ხვე­დე­ლი­ძეს, "დი­ო­რის" პალ­ტო ეცვა. წელ­სა და მხრებ­ზე გა­მოყ­ვა­ნი­ლი და თე­ძო­ებ­ზე გაშ­ლი­ლი პალ­ტო ორი­ვე მხა­რეს დიდი ზო­მის ჯი­ბე­ე­ბით არის გა­წყო­ბი­ლი; შავი ფე­რის პალ­ტო მკერ­დზე ჰარ­მო­ნი­უ­ლად შე­ხა­მე­ბუ­ლი თეთ­რი ფე­რის სარ­ტყე­ლით იყო გა­ფორ­მე­ბუ­ლი - მო­სას­ხა­მის შე­სა­ბა­მი­სად, ეკა­ტე­რი­ნემ თეთ­რი ფე­რის სა­ყუ­რე შე­არ­ჩია.

პრე­ზი­დენტ გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის მე­გო­ბა­რი ქალი, მაკა ჩი­ჩუა ინა­უ­გუ­რა­ცი­ა­ზე კრე­მის­ფე­რი კოს­ტუ­მი­თა და შავი გვი­რი­ლე­ბით გა­წყო­ბი­ლი მო­ვერ­ცხლის­ფრო-მო­ნაც­რის­ფრო სა­მო­სით მი­ვი­და - ან­სამ­ბლს ოქ­როს­ფერ რგოლ­სა და ნაც­რის­ფერ შიგ­თავსში გა­და­წყვე­ტი­ლი დახ­ვე­წი­ლი ყელ­სა­ბა­მი აგ­ვირ­გვი­ნებ­და. ღო­ნის­ძი­ე­ბის მთა­ვა­რი პერ­სო­ნა - სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე შავ შარ­ვალ-კოს­ტუმ­ში, მან­ტო­სა და თეთრ პე­რან­გში გა­მო­წყო­ბი­ლი მი­ვი­და; ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტმაც არ­ჩე­ვა­ნი ლურ­ჯი ფე­რის ჰალ­სტუხზე შე­ა­ჩე­რა.

ინა­უ­გუ­რა­ცი­ა­ზე მე­უღ­ლეს­თან ერ­თად მი­ვი­და თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ალა­სა­ნი­აც. ალა­სა­ნი­ამ არ­ჩე­ვა­ნი ლურჯ შარ­ვალ-კოს­ტუმ­ზე, თეთრ პე­რანგსა და წი­თელ ჰალ­სტუხზე შე­ა­ჩე­რა. მისი მე­უღ­ლის ნა­თია ფან­ჯი­კი­ძის არ­ჩე­ვა­ნი შავი ფე­რის კაბა და კოს­ტუ­მი იყო. ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი თეთ­რი მაქ­მა­ნე­ბით გა­ფორ­მე­ბულ შავი ფე­რის მან­ტო­თი მი­ვი­და, რო­მელ­საც მოყ­ვი­თა­ლო-მომ­წვა­ნო ფე­რის შარ­ფი შე­უ­ხა­მა. ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე უპი­რა­ტე­სო­ბა მუქი ლურ­ჯი ფე­რის შარ­ვალ-კოს­ტუმ­სა და ჰალ­სტუხს მი­ა­ნი­ჭა.

ქალ­ბა­ტო­ნებ­მა სა­ღა­მოს წვე­უ­ლე­ბის­თვის არა­ნაკ­ლებ ლა­მა­ზი კოს­ტუ­მე­ბი შე­არ­ჩი­ეს. მა­გა­ლი­თად სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა მაია ფან­ჯი­კი­ძემ უპი­რა­ტე­სო­ბა წი­თელ სა­მოს­ზე შე­არ­ჩია. სადა ქვე­და­ბო­ლოს­თან შე­და­რე­ბით თვალ­ში­სა­ცე­მი იყო მაქ­მა­ნე­ბით გა­წყო­ბი­ლი კოს­ტუ­მი, რო­მე­ლიც წე­ლის არე­ში ერ­თგვა­რი "დაპ­რე­სი­ლი" გაშ­ლი­ლი ნაჭ­რით სრულ­დე­ბო­და. მი­ნის­ტრმა სა­მო­სის­თვის ოქ­როს­ფე­რი ყელ­სა­ბა­მი და სა­მა­ჯუ­რი შე­არ­ჩია.

ეკა­ტე­რი­ნე ხვე­დე­ლი­ძე ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე კლა­სი­კუ­რი შავი კა­ბით მი­ვი­და. კაბა მკლა­ვებ­სა და ყელ­ზე შავი ფე­რის ყვა­ვი­ლის ფორ­მის ნა­ქარ­გი­ა­ნი ე.წ. თხე­ლი ბა­დე­თი იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ფეხ­მძი­მე­დაა, ანუ­კი არე­ში­ძეს წო­ნა­ში საგ­რძნობ­ლად არ მო­უ­მა­ტია, შე­სა­ბა­მი­სად, თა­მა­მი ვარ­დის­ფე­რი კა­ბის ჩაც­მის არ შე­ე­შინ­და. კაბა გულ-მკერ­დზე და­ხუ­რუ­ლი იყო და გრძე­ლი მკლა­ვე­ბი ჰქონ­და. კა­ბის "ძი­რი­თად ნა­ჭერს" მაქ­მა­ნე­ბი­ა­ნი ბადე ფა­რავ­და. არე­ში­ძემ სამ­კა­უ­ლე­ბი­დან მხო­ლოდ სა­ყუ­რე და ბეჭ­დე­ბი შე­არ­ჩია.

წვე­უ­ლე­ბა­ზე ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის მე­უღ­ლე ნუ­ნუ­კა თა­მა­ზაშ­ვი­ლი ჭრე­ლი კა­ბით წარ­სდგა. კა­ბის შავ ფონ­ზე მთელ სიგ­რძე­ზე სხვა­დას­ხვა ფე­რის ყვა­ვი­ლე­ბი იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი. ნუ­ნუ­კას თმა გაშ­ლი­ლი ჰქონ­და და მსუ­ბუ­ქი მა­კი­ა­ჟით შე­მო­ი­ფარ­გლა.

ეკა­ტე­რი­ნე ცი­ცხვა­ია, Ambebi.ge

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ:

კად­რე­ბი ინა­უ­გუ­რა­ცი­ის და­ხუ­რუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბი­დან -

ქვეყ­ნის პირ­ვე­ლი პი­რე­ბი პირ­ველ ნა­ხევ­რებ­თან ერ­თად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

ვის რა ეცვა ინაუგურაციაზე

ვის რა ეცვა ინაუგურაციაზე

17 ნოემბერს პრეზიდენტის ინაუგურაცია გაიმართა. რასაკვირველია, ამ მნიშვნელოვან დღეს ყველა დეტალი საზოგადოებისა და ჟურნალისტების განსჯის საგანი ხდება; ყველას აინტერესებს, როგორი სტილის სამოსი, მაკიაჟი და ვარცხნილობა შეარჩიეს ქვეყნის ლიდერებმა, საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა და მათმა მეორე ნახევრებმა.

ინაუგურაციაზე ბიზნესმენი ლევან ვასაძე მეუღლესთან ერთად მივიდა. ბიზნესმენმა არჩევანი შავ შარვალ-კოსტუმზე შეაჩერა. მას მკერდს ის ჯვარი უმშვენებდა, რომელიც საქართველოს სამეფო ოჯახმა მიანიჭა. ვასაძის მეუღლეს, მკერდზე თეთრი ფერის გვირილის ფორმის გულსაბნევით დამშვენებული გრძელი შავი კაბა ეცვა.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ღონისძიებაზე თეთრი ფერის ღილებით გაფორმებულ ლურჯ სამოსში გამოწყობილი მივიდა - ბესელიამ სამოსის შესაფერისად, უპირატესობა ლურჯი ფერის საყურეს მიანიჭა. ინაუგურაციაზე ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე მეუღლესთან, დიზაინერ ანუკი არეშიძესთან ერთად მივიდა. კალაძეს შავი შარვალ-კოსტუმი, თეთრი პერანგი და ლურჯი ფერის ჰალსტუხი ეკეთა. ფეხმძიმე ანუკი საზოგადოების წინაშე მუხლსქვემოთ სიგრძის ნაცრისფერი კაბით წარსდგა, რომელსაც შავი გრძელი კოსტუმი ეხამებოდა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ღონისძიებაზე შავი მანტოთი მივიდა. მის მეუღლეს, ეკატერინე ხვედელიძეს, "დიორის" პალტო ეცვა. წელსა და მხრებზე გამოყვანილი და თეძოებზე გაშლილი პალტო ორივე მხარეს დიდი ზომის ჯიბეებით არის გაწყობილი; შავი ფერის პალტო მკერდზე ჰარმონიულად შეხამებული თეთრი ფერის სარტყელით იყო გაფორმებული - მოსასხამის შესაბამისად, ეკატერინემ თეთრი ფერის საყურე შეარჩია.

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მეგობარი ქალი, მაკა ჩიჩუა ინაუგურაციაზე კრემისფერი კოსტუმითა და შავი გვირილებით გაწყობილი მოვერცხლისფრო-მონაცრისფრო სამოსით მივიდა - ანსამბლს ოქროსფერ რგოლსა და ნაცრისფერ შიგთავსში გადაწყვეტილი დახვეწილი ყელსაბამი აგვირგვინებდა. ღონისძიების მთავარი პერსონა - საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საზოგადოების წინაშე შავ შარვალ-კოსტუმში, მანტოსა და თეთრ პერანგში გამოწყობილი მივიდა; ქვეყნის პრეზიდენტმაც არჩევანი ლურჯი ფერის ჰალსტუხზე შეაჩერა.

ინაუგურაციაზე მეუღლესთან ერთად მივიდა თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანიაც. ალასანიამ არჩევანი ლურჯ შარვალ-კოსტუმზე, თეთრ პერანგსა და წითელ ჰალსტუხზე შეაჩერა. მისი მეუღლის ნათია ფანჯიკიძის არჩევანი შავი ფერის კაბა და კოსტუმი იყო. ღონისძიებაზე იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი თეთრი მაქმანებით გაფორმებულ შავი ფერის მანტოთი მივიდა, რომელსაც მოყვითალო-მომწვანო ფერის შარფი შეუხამა. ირაკლი ღარიბაშვილმა ღონისძიებაზე უპირატესობა მუქი ლურჯი ფერის შარვალ-კოსტუმსა და ჰალსტუხს მიანიჭა.

ქალბატონებმა საღამოს წვეულებისთვის არანაკლებ ლამაზი კოსტუმები შეარჩიეს. მაგალითად საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ უპირატესობა წითელ სამოსზე შეარჩია. სადა ქვედაბოლოსთან შედარებით თვალშისაცემი იყო მაქმანებით გაწყობილი კოსტუმი, რომელიც წელის არეში ერთგვარი "დაპრესილი" გაშლილი ნაჭრით სრულდებოდა. მინისტრმა სამოსისთვის ოქროსფერი ყელსაბამი და სამაჯური შეარჩია.

ეკატერინე ხვედელიძე ღონისძიებაზე კლასიკური შავი კაბით მივიდა. კაბა მკლავებსა და ყელზე შავი ფერის ყვავილის ფორმის ნაქარგიანი ე.წ. თხელი ბადეთი იყო წარმოდგენილი.

მიუხედავად იმისა, რომ ფეხმძიმედაა, ანუკი არეშიძეს წონაში საგრძნობლად არ მოუმატია, შესაბამისად, თამამი ვარდისფერი კაბის ჩაცმის არ შეეშინდა. კაბა გულ-მკერდზე დახურული იყო და გრძელი მკლავები ჰქონდა. კაბის "ძირითად ნაჭერს" მაქმანებიანი ბადე ფარავდა. არეშიძემ სამკაულებიდან მხოლოდ საყურე და ბეჭდები შეარჩია.

წვეულებაზე ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლე ნუნუკა თამაზაშვილი ჭრელი კაბით წარსდგა. კაბის შავ ფონზე მთელ სიგრძეზე სხვადასხვა ფერის ყვავილები იყო წარმოდგენილი. ნუნუკას თმა გაშლილი ჰქონდა და მსუბუქი მაკიაჟით შემოიფარგლა.

ეკატერინე ციცხვაია, Ambebi.ge

ასევე დაგაინტერესებთ:

კადრები ინაუგურაციის დახურული ღონისძიებიდან -

ქვეყნის პირველი პირები პირველ ნახევრებთან ერთად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია