გურჯაანის გამგეობამ აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოვაჭრეებს გარევაჭრობის უფლება 15 იანვრამდე მისცა. გურჯაანის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელის, ემზარ ჯიქურაშვილის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება გიორგობის და საახალწლო დღესასწაულების მოახლოებასთან დაკავშირებით მიიღეს.
"პირადად შევხვდი მოვაჭრეებს და შევთანხმდით. ახალი წლის დღესასწაულები მოდის, ბევრი მალფუჭებადი პროდუქტი აქვთ ნაყიდი და ამიტომ გადავწყვიტეთ ამ პერიოდში ხელი არ შევუშალოთ", - განაცხადა ემზარ ჯიქურაშვილმა.
იხილეთ ვრცლად