პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისში ეთნიკურად უცხოელ მოქალაქეს თავს დაესხნენ
თბილისში ეთნიკურად უცხოელ მოქალაქეს თავს დაესხნენ

თბი­ლის­ში ეთ­ნი­კუ­რად უცხო­ელ მო­ქა­ლა­ქეს თავს და­ესხნენ. 33 წლის ავ­სტრა­ლი­ის მო­ქა­ლა­ქეს ფი­ზი­კუ­რად ქარ­თვე­ლი გა­უს­წორ­და. შემ­თხვე­ვა ორი-სამი დღის წინ ფო­ნი­ჭა­ლა­ში მოხ­და. სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქემ პოლ ვი­ლინ­გი და­ახ­ლო­ე­ბით პირ­ველ სა­ათ­ზე სცე­მა.

მომ­ხდა­რის დე­ტა­ლებ­ზე "ამ­ბე­ბი.გე"-სთან თა­ვად და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის მე­უღ­ლემ თეო ბე­ქა­ურ­მა ისა­უბ­რა. მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, პოლ ვი­ლინ­გი ეზო­ში სი­გა­რე­ტის სა­ყიდ­ლად ჩა­ვი­და, თუმ­ცა მას შემ­დეგ რაც ახ­ლოს მდე­ბა­რე მა­ღა­ზია და­კე­ტი­ლი დახ­ვდა, სი­გა­რე­ტი ერთ-ერთ გამ­ვლელს სთხო­ვა. სი­გა­რე­ტის თხოვ­ნის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქემ პოლს არა­ფე­რი უპა­სუ­ხა, მი­ვარ­და და სა­ხე­ში მუშ­ტი ჩა­არ­ტყა.

"დარ­ტყმის შემ­დეგ პოლ­მა გო­ნე­ბა და­კარ­გა და თავი ას­ფალტს და­არ­ტყა. ამის შემ­დეგ ეს ადა­მი­ა­ნი თურ­მე მის ცე­მას მა­ინც გა­ნაგ­რძობ­და. თავ­დამ­სხმე­ლი რო­გორც ჩანს ამის შემ­დეგ გა­იქ­ცა. პოლი ერთ-ერთი ჯი­ხუ­რის გამ­ყიდ­ველ­მა შე­ნიშ­ნა. ამ დროს თურ­მე ჩემს მე­უღ­ლეს პი­რი­დან სის­ხლი მოს­დი­ო­და. ამ ქალ­ბა­ტონს პოლი მკვდა­რი ეგო­ნა. შემ­დეგ სას­წრა­ფო გა­მო­ი­ძა­ხეს, პატ­რუ­ლიც მო­სუ­ლა. მე ეს ამ­ბა­ვი მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ვი­გე, როცა პოლს შემ­თხვე­ვით და­ვუ­რე­კე, უნდა მეთ­ქვა სა­დი­ლი გა­ვამ­ზა­დე და სახ­ლში მალე მოდი მეთ­ქი", - იხ­სე­ნებს და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის მე­უღ­ლე.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ინ­ცი­დენ­ტის შემ­დეგ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ისი­ნი და­სა­კი­თხად პო­ლი­ცი­ა­ში წა­იყ­ვა­ნეს. საქ­მეც აღიძ­რა.

რო­გორც თეო ბე­ქა­უ­რი აცხა­დებს, ინ­ცი­დენ­ტის ად­გილ­ზე "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის" სერ­ვის ცენ­ტრია და იქ და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი კა­მე­რე­ბიც თავ­დამ­სხმელს სა­ვა­რა­უ­დოდ აუ­ცი­ლებ­ლად და­ა­ფიქ­სი­რებ­და.

პოლ ვი­ლინგს და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აქვს სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა მი­და­მო­ში, ექი­მებ­მა ტვი­ნის შერ­ყე­ვაც და­უდ­გი­ნეს. ამ­ჟა­მად მკურ­ნა­ლო­ბის კურსს სახ­ლში გა­დის.

და­ზა­რა­ლე­ბულს ამ დრომ­დე უჭირს ვა­რა­უ­დი, თუ რა­ტომ შე­იძ­ლე­ბო­და მას ფი­ზი­კუ­რად გას­წო­რე­ბოდ­ნენ, მისი მე­უღ­ლე კი არ გა­მო­რი­ცხავს, რომ ეს შემ­თხვე­ვა ბოლო პე­რი­ოდ­ში უცხო­ე­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ და­წყე­ბუ­ლი კამ­პა­ნი­ის ნა­წი­ლი იყოს.

"მი­ზე­ზებ­ზე ვე­რა­ფერს გე­ტყვით. დღემ­დე ვერ მოვ­დი­ვართ აზ­რზე, რა შე­იძ­ლე­ბა გამ­ხდა­რი­ყო იმ ადა­მი­ა­ნის აგ­რე­სი­ის მი­ზე­ზი. თუ მხო­ლოდ იმი­ტომ სცე­მეს, რომ პოლს სა­ყუ­რე უკე­თია, არ ვიცი", - აცხა­დებს და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის მე­უღ­ლე.

ეთ­ნი­კუ­რად არა­ქარ­თვე­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ფი­ზი­კუ­რი ან­გა­რიშწო­რე­ბის ფაქ­ტე­ბი ბოლო დროს არც ისე იშ­ვი­ა­თია. შემ­თხვე­ვე­ბი რე­გი­ო­ნებ­შიც ხდე­ბა. რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ მე­დი­ის­თვის ცნო­ბი­ლიც გახ­და, რომ ქუ­თა­ის­ში, წე­რეთ­ლის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ნი­გე­რი­ე­ლი სტუ­დენ­ტი სცე­მეს.

მინ­დია აფ­ცი­ა­უ­რი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

თბილისში ეთნიკურად უცხოელ მოქალაქეს თავს დაესხნენ

თბილისში ეთნიკურად უცხოელ მოქალაქეს თავს დაესხნენ

თბილისში ეთნიკურად უცხოელ მოქალაქეს თავს დაესხნენ. 33 წლის ავსტრალიის მოქალაქეს ფიზიკურად ქართველი გაუსწორდა. შემთხვევა ორი-სამი დღის წინ ფონიჭალაში მოხდა. საქართველოს მოქალაქემ პოლ ვილინგი დაახლოებით პირველ საათზე სცემა.

მომხდარის დეტალებზე "ამბები.გე"-სთან თავად დაზარალებულის მეუღლემ თეო ბექაურმა ისაუბრა. მისი ინფორმაციით, პოლ ვილინგი ეზოში სიგარეტის საყიდლად ჩავიდა, თუმცა მას შემდეგ რაც ახლოს მდებარე მაღაზია დაკეტილი დახვდა, სიგარეტი ერთ-ერთ გამვლელს სთხოვა. სიგარეტის თხოვნის შემდეგ საქართველოს მოქალაქემ პოლს არაფერი უპასუხა, მივარდა და სახეში მუშტი ჩაარტყა.

"დარტყმის შემდეგ პოლმა გონება დაკარგა და თავი ასფალტს დაარტყა. ამის შემდეგ ეს ადამიანი თურმე მის ცემას მაინც განაგრძობდა. თავდამსხმელი როგორც ჩანს ამის შემდეგ გაიქცა. პოლი ერთ-ერთი ჯიხურის გამყიდველმა შენიშნა. ამ დროს თურმე ჩემს მეუღლეს პირიდან სისხლი მოსდიოდა. ამ ქალბატონს პოლი მკვდარი ეგონა. შემდეგ სასწრაფო გამოიძახეს, პატრულიც მოსულა. მე ეს ამბავი მოგვიანებით გავიგე, როცა პოლს შემთხვევით დავურეკე, უნდა მეთქვა სადილი გავამზადე და სახლში მალე მოდი მეთქი", - იხსენებს დაზარალებულის მეუღლე.

მისივე ინფორმაციით, ინციდენტის შემდეგ სამართალდამცველებმა ისინი დასაკითხად პოლიციაში წაიყვანეს. საქმეც აღიძრა.

როგორც თეო ბექაური აცხადებს, ინციდენტის ადგილზე "საქართველოს ბანკის" სერვის ცენტრია და იქ დამონტაჟებული კამერებიც თავდამსხმელს სავარაუდოდ აუცილებლად დააფიქსირებდა.

პოლ ვილინგს დაზიანებები აქვს სხეულის სხვადასხვა მიდამოში, ექიმებმა ტვინის შერყევაც დაუდგინეს. ამჟამად მკურნალობის კურსს სახლში გადის.

დაზარალებულს ამ დრომდე უჭირს ვარაუდი, თუ რატომ შეიძლებოდა მას ფიზიკურად გასწორებოდნენ, მისი მეუღლე კი არ გამორიცხავს, რომ ეს შემთხვევა ბოლო პერიოდში უცხოელების წინააღმდეგ დაწყებული კამპანიის ნაწილი იყოს.

"მიზეზებზე ვერაფერს გეტყვით. დღემდე ვერ მოვდივართ აზრზე, რა შეიძლება გამხდარიყო იმ ადამიანის აგრესიის მიზეზი. თუ მხოლოდ იმიტომ სცემეს, რომ პოლს საყურე უკეთია, არ ვიცი", - აცხადებს დაზარალებულის მეუღლე.

ეთნიკურად არაქართველი მოქალაქეეების წინააღმდეგ ფიზიკური ანგარიშწორების ფაქტები ბოლო დროს არც ისე იშვიათია. შემთხვევები რეგიონებშიც ხდება. რამდენიმე კვირის წინ მედიისთვის ცნობილიც გახდა, რომ ქუთაისში, წერეთლის უნივერსიტეტში ნიგერიელი სტუდენტი სცემეს.

მინდია აფციაური

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია