Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ ადარებენ ერთმანეთს რუსკა მაყაშვილსა და ნინო შავგულიძეს
რატომ ადარებენ ერთმანეთს რუსკა მაყაშვილსა და ნინო შავგულიძეს

მსა­ხი­ო­ბი ნინო შავ­გუ­ლი­ძე კო­მე­დი­ურ სე­რი­ალ­ში - "ჩვე­ნი ამ­ბა­ვი" უზო­მოდ ეჭ­ვი­ა­ნი და სა­სა­ცი­ლო თა­მუ­ნას როლს ას­რუ­ლებს. რო­გორც ნი­ნომ გვი­თხრა, გა­რეგ­ნო­ბა­ზე მო­ზარ­დო­ბის პე­რი­ოდ­ში უფრო მე­ტად ზრუ­ნავ­და, ვიდ­რე - ახლა... თურ­მე, 14 წლი­სას პირ­ვე­ლი სიყ­ვა­რუ­ლი ეწ­ვია, ჰოდა, სი­ლა­მა­ზის სა­ლონს პირ­ვე­ლად სწო­რედ ამ ასაკ­ში ეს­ტუმ­რა.

თმის ფერი და ვარ­ცხნი­ლო­ბა

- თმა არა­სო­დეს შე­მი­ღე­ბავს. ზა­ფხულ­ში თმა რომ ხუნ­დე­ბა, ეს ძა­ლი­ან მომ­წონს და მსურ­და, სწო­რედ ასე­თი ფერი მქო­ნო­და ზამ­თარ­შიც, მაგ­რამ ყვე­ლა სტი­ლის­ტმა მირ­ჩია, - ახლა შე­ღებ­ვა რომ და­ი­წყო, შე­იძ­ლე­ბა, ჭა­ღა­რა გა­გიჩ­ნდეს, ამი­ტომ მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ი­კა­ვე თავი ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბის­გა­ნო... როცა ჭა­ღა­რა გა­მიხ­შირ­დე­ბა, თმას მა­შინ შე­ვი­ღე­ბავ, მაგ­რამ სა­ვა­რა­უ­დოდ, ისევ ბუ­ნებ­რივ ფერს "და­ვის­ვამ".

მთე­ლი ცხოვ­რე­ბა გრძე­ლი თმა მქონ­და. ბავ­შვო­ბა­ში "ჩოლ­კას" ვა­ტა­რებ­დი, მაგ­რამ და­ახ­ლო­ე­ბით 18 წლი­სამ მისი გაზ­რდა გა­დავ­წყვი­ტე და მას შემ­დეგ აღარც შე­მიჭ­რია. მე­გობ­რე­ბი მე­უბ­ნე­ბი­ან, - შე­ი­ჭე­რი, ფო­ტო­ებ­ში ძა­ლი­ან გიხ­დე­ბაო, მაგ­რამ ჩემი აზ­რით, "ჩოლ­კა" მო­სა­ბეზ­რე­ბე­ლია, თან - გა­მუდ­მე­ბით მოვ­ლა სჭირ­დე­ბა. თმას ფენ­საც არ ვა­კა­რებ და ამი­ტო­მაც, ში­ნი­დან ბევ­რჯერ სვე­ლი თმი­თაც გავ­სულ­ვარ.

მა­კი­ა­ჟი და სა­ხის კა­ნის მოვ­ლა

- გა­და­ღე­ბებ­ზე გრი­მის გა­კე­თე­ბა მი­წევს - ტე­ლე­ვი­ზი­ის­თვის ეს აუ­ცი­ლე­ბე­ლია. ისე, მა­კი­ა­ჟი დი­დად არ მი­ზი­დავს. თუმ­ცა, როცა წვე­უ­ლე­ბა­ზე მივ­დი­ვარ, მა­შინ ვი­კე­თებ. ასეთ დროს ჩემს გა­რეგ­ნო­ბა­ზე ძი­რი­თა­დად, მე­გობ­რე­ბი ზრუ­ნა­ვენ. ისი­ნი ყო­ველ­თვის მე­ჩხუ­ბე­ბი­ან, - სა­ხე­ზე რამე წა­ის­ვი, ტუ­ჩებ­ზე პო­მა­და მა­ინც გა­და­ის­ვიო (იღი­მის).

- მა­კი­ა­ჟის გა­კე­თე­ბა თა­ვად არ გე­ხერ­ხე­ბა?

- თე­ატ­რა­ლურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მას­წავ­ლეს გრი­მის გა­კე­თე­ბა და მა­კი­ა­ჟის გა­კე­თე­ბაც მშვე­ნივ­რად გა­მომ­დის. ზოგ­ჯერ ისეთ გან­წყო­ბი­ლე­ბა­ზე ვარ, რომ მინ­და, მა­კი­ა­ჟი გა­ვი­კე­თო. ძი­რი­თა­დად, ეს ზა­ფხულ­ში ხდე­ბა - "ზა­გარ­ზე" კარ­გი მა­კი­ა­ჟი მომ­წონს. ზამ­თრის მო­ახ­ლო­ე­ბას­თან ერ­თად, ისე­თი გან­წყო­ბი­ლე­ბა მე­უფ­ლე­ბა, რო­გო­რიც დათვს, რო­მე­ლიც იძი­ნებს და გა­ზა­ფხულს ელო­დე­ბა.

- სა­ხის კანს რო­გორ უვლი?

- კოს­მე­ტო­ლოგ­თან დავ­დი­ვარ და ჩემი სა­ხის კან­ზე ის ზრუ­ნავს.

- მას­თან ვი­ზი­ტი ხში­რად გი­წევს?

- რად­გან მალე 25 წელს გა­და­ვა­ბი­ჯებ, სა­ხის კანს უკვე სის­ტე­მა­ტუ­რი მოვ­ლა სჭირ­დე­ბა და ეს ამ­ბა­ვი მა­გი­ჟებს. არ მე­გო­ნა, ოდეს­მე ჩემი სა­ხის კანი თუ და­ბერ­დე­ბო­და (იცი­ნის). როცა ბავ­შვი ხარ, ვერ წარ­მო­გიდ­გე­ნია, რომ შე­იძ­ლე­ბა, ოდეს­მე მე­ზო­თე­რა­პია და მსგავ­სი რა­ღა­ცე­ბი დაგ­ჭირ­დეს, მაგ­რამ ეს დროც და­მიდ­გა...

- მე­ზო­თე­რა­პი­ას იკე­თებ?

- ჯერ­ჯე­რო­ბით - არა, მაგ­რამ ჩემი კოს­მე­ტო­ლო­გი ამის გა­კე­თე­ბას უკვე მი­რ­ჩევს. ეს სა­ხის კან­ში აუც­ილე­ბე­ლი ვი­ტა­მი­ნე­ბის და­მა­ტე­ბას ნიშ­ნავს.

- სა­ხის კა­ნის მო­სავ­ლე­ლად ხალ­ხუ­რი მე­თო­დე­ბის­თვის მი­გი­მარ­თავს?

- კი, ბავ­შვო­ბა­ში: ვიდ­რე გა­ვი­გებ­დი, "სკრა­ბი" რა იყო, სა­ხეს მჭა­დის ფქვი­ლით ვიწ­მენ­დდი - ამას გა­სარ­თო­ბად ვა­კე­თებ­დი, რად­გან მა­შინ სა­ხის კან­ზე ზრუნ­ვა არ მჭირ­დე­ბო­და.

ვარ­ჯი­ში და დი­ე­ტა

- დი­ე­ტა­ზე იშ­ვი­ა­თად, ძი­რი­თა­დად - ზა­ფხუ­ლის მო­ახ­ლო­ე­ბი­სას ვარ. მკაც­რი დი­ე­ტა ცხოვ­რე­ბა­ში ერთხელ, რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ვი­ცა­ვი. სა­ერ­თოდ, წო­ნა­ში იო­ლად ვიკ­ლებ და ვი­მა­ტებ: მა­გა­ლი­თად, 2 დღე არა­ფე­რი რომ არ ვჭა­მო, საკ­მა­ოდ კარგ შე­დეგს "დავ­დებ" და პი­რი­ქით - 2 დღე აქ­ტი­უ­რად რომ ვიკ­ვე­ბო, წო­ნა­ში მო­ვი­მა­ტებ. მოკ­ლედ, დღის რე­ჟიმს გა­აჩ­ნია: თე­ატ­რში რე­პე­ტი­ცი­ე­ბი თუ მაქვს, წო­ნა­ში მაგ­რად ვიკ­ლებ, როცა ბევ­რი საქ­მე არ მაქვს და მო­დუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ცო­ტაც რომ ვჭა­მო, ვი­მა­ტებ. სპორ­ტუ­ლი ცხოვ­რე­ბა მიყ­ვარს, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, მო­უც­ლე­ლო­ბის გამო, ცურ­ვი­თა და თხი­ლა­მუ­რე­ბით მხო­ლოდ სე­ზო­ნუ­რად თუ დავ­კავ­დე­ბი.

- დი­ლის გა­მამ­ხნე­ვე­ბელ ვარ­ჯი­შებს არ აკე­თებ?

- შენი ჭი­რი­მე, რა (იცი­ნის)!.. დი­ლის 7 სა­ათ­ზე ვდგე­ბი და სა­მუ­შა­ოდ რა­დი­ო­ში მივ­დი­ვარ. ჰოდა, ვარ­ჯი­ში ვი­ღას ახ­სოვს? ვცდი­ლობ, მთელ სა­ქარ­თვე­ლოს კარ­გი გან­წყო­ბი­ლე­ბა შე­ვუქ­მნა და მეც გა­მოვ­ფხიზ­ლდე. ამი­ტომ ენერ­გი­ულ მუ­სი­კას ვირ­ჩევ და იმის ფონ­ზე ვცეკ­ვავ.

- ცეკ­ვით შენი პერ­სო­ნა­ჟის - თა­მუ­ნას მსგავ­სად ხარ გა­ტა­ცე­ბუ­ლი?

- მთე­ლი ბავ­შვო­ბა ქარ­თულ ცეკ­ვა­ზე დავ­დი­ო­დი და მერე, როცა თე­ატ­რა­ლურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ვა­ბა­რე, იქაც ვსწავ­ლობ­დით. მოკ­ლედ, ცეკ­ვა ძა­ლი­ან მიყ­ვარს.

სა­მო­სი

- შო­პინ­გი მე­ზი­ზღე­ბა. ამ პრო­ცესს ვერ ვი­ტან, ძა­ლი­ან მღლის და შესა­ბა­მი­სად, მა­ღა­ზი­ებ­ში იშ­ვი­ა­თად დავ­დი­ვარ. სა­მა­გი­ე­როდ, ინ­ტერ­ნეტ­მა­ღა­ზი­ე­ბი მიყ­ვარს: შე­მიძ­ლია, და­უს­რუ­ლებ­ლად "ჩა­ვუჯ­დე" და ბევ­რი ტან­საც­მე­ლი გა­მო­ვი­წე­რო. როცა მე და ჩემი მე­გობ­რე­ბი სა­ზღვარ­გა­რეთ ვართ, მა­შინ შო­პინ­გის გარ­და, არა­ფე­რი გვა­ინ­ტე­რე­სებს - კულ­ტუ­რუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნი ხდე­ბა...

- სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ მა­ღა­ზი­ებს რას უწუ­ნებ?

- არა­ფერს, მაგ­რამ აქ შო­პინ­გის­თვის დროც არ მრჩე­ბა. პრო­დუქ­ცია სა­ქარ­თვე­ლო­შიც მომ­წონს, მაგ­რამ ფა­სე­ბი - სა­ზღვარ­გა­რეთ უფრო მიმ­ზიდ­ვე­ლია.

სამ­კა­უ­ლი და აქ­სე­სუ­ა­რე­ბი

- სა­ა­თი­სა და სა­ყუ­რის გა­რე­შე ში­ნი­დან არ გავ­დი­ვარ. მრგვა­ლი, ოქ­როს სა­ყუ­რე­ე­ბი მომ­წონს. სამ­ნა­ი­რი სა­ა­თი მაქვს: სპორ­ტუ­ლი, ტყა­ვის და ოქ­როს­ფე­რი კლა­სი­კუ­რი.

ჩან­თე­ბი მიყ­ვარს. მათი შერ­ჩე­ვი­სას მთა­ვა­რია, დიდი ზო­მის იყოს: ჩან­თა­ში სა­რე­პე­ტი­ციო ტან­საც­მე­ლი, პი­ე­სის ტექ­სტი, სე­რი­ა­ლის სცე­ნა­რი უნდა ეტე­ო­დეს.

საქ­მე

- მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სო­ხუ­მის სა­ხელ­მწი­ფო დრა­მა­ტუ­ლი თე­ატ­რის მმარ­თვე­ლო­ბა­ში ცვლი­ლე­ბე­ბია და ჯერ­ჯე­რო­ბით, მუ­შა­ო­ბაც შე­ჩე­რე­ბუ­ლია... ამ ეტაპ­ზე ჩემ­თვის პრი­ო­რი­ტე­ტულ საქ­მედ სე­რი­ა­ლი რჩე­ბა, რომ­ლის მთე­ლი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი გუნ­დი შე­მიყ­ვარ­და. სა­ერ­თოდ, სი­ტუ­ა­ცი­ას, ადა­მი­ა­ნებს ძა­ლი­ან ვეჩ­ვე­ვი და მერე გან­შო­რე­ბა მი­ჭირს. როცა კონ­კრე­ტულ სე­რი­ა­ზე მუ­შა­ო­ბას ვამ­თავ­რებთ, ერთი სული მაქვს ხოლ­მე, შემ­დე­გი ორ­შა­ბა­თი რო­დის მოვა, რათა ახა­ლი სე­რი­ე­ბის სცე­ნა­რებს გა­ვეც­ნო.

- შენი პერ­სო­ნა­ჟი მოგ­წონს?

- თა­მუ­ნა ვერ არის (იცი­ნის). ამ გო­გო­ნას აშ­კა­რად, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად არ აქვს... სა­მა­გი­ე­როდ, ჩემი მა­ყუ­რე­ბე­ლი მიყ­ვარს. დიდ მად­ლო­ბას ვუხ­დი იმ ადა­მი­ა­ნებს, ვინც გვი­ყუ­რებს და გვგულ­შე­მატ­კივ­რობს.

- უცხო ადა­მი­ა­ნე­ბის­გან შენ მი­მართ რო­გორ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას გრძნობ?

- მა­გა­ლი­თად, როცა მა­ღა­ზი­ა­ში შევ­დი­ვარ ან სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თავ­შეყ­რის ად­გი­ლას ვარ, ვგრძნობ, ვი­ღაც მაკ­ვირ­დე­ბა და ასეთ დროს ძა­ლი­ან ვიბ­ნე­ვი, ვკომ­პლექსდე­ბი. ვფიქ­რობ: - ვა­ი­მე, რა­ტომ მი­ყუ­რებს-მეთ­ქი? ადა­მი­ა­ნე­ბი მი­ღი­მი­ან, ყვე­ლას­გან და­დე­ბი­თი გან­წყო­ბი­ლე­ბა იგ­რძნო­ბა.

- სე­რი­ალ­ში გა­მოჩ­ნდი თუ არა, ბევ­რმა რუს­კა მა­ყაშ­ვილს შე­გა­და­რა, რამ­დე­ნი­მე დღის წინ კი ინ­ფორ­მა­ცია გავ­რცელ­და, თით­ქოს რუს­კამ სე­რი­ა­ლი და­ტო­ვა. რე­ა­ლუ­რად, რა ხდე­ბა?

- ზოგს ჩემი ცხვი­რის მი­მარ­თაც "რა­ღაც­ნა­ი­რი" და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვს, მაგ­რამ ეს არ მა­ღელ­ვებს (იცი­ნის). არ ვიცი, ასე მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში ხდე­ბა თუ უცხო­ეთ­შიც ანა­ლო­გი­უ­რი სი­ტუ­ა­ცი­აა, მაგ­რამ მსა­ხი­ო­ბის შე­ფა­სე­ბა ცხვი­რის ზო­მის მი­ხედ­ვით, ნამ­დვი­ლად მი­უ­ღე­ბე­ლია. რუს­კა უნი­ჭი­ე­რე­სი ადა­მი­ა­ნია და მი­ხა­რია, რომ ჩვენს სე­რი­ალ­შიც მო­ნა­წი­ლე­ობს. "ფე­ის­ბუკ­ში" გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ სტა­ტუსს რაც შე­ე­ხე­ბა, არ ვიცი, რა ხდე­ბა. არა მგო­ნია, ეს ყვე­ლა­ფე­რი რუს­კას და­ე­წე­რა, რად­გან ფაქ­ტია, რომ ის სე­რი­ა­ლი­დან არა­ვის გა­უშ­ვია და თა­ვა­დაც არ წა­სუ­ლა. უბ­რა­ლოდ, არი­ან პერ­სო­ნა­ჟე­ბი, რომ­ლე­ბიც სე­რი­ალ­ში ხან შე­მო­დი­ან, ხან - არა. რამ­დე­ნი­მე სე­რი­ის წინ პა­უ­ზა ჰქონ­და, შემ­დეგ კი ეკა­ტე­რი­ნე (რუს­კას პერ­სო­ნა­ჟი) ისევ დაბ­რუნ­და. თა­ნაც, ერთი პე­რი­ო­დი, თა­ვად რუს­კას არ ეცა­ლა - გას­ტროლ­ზე იყო...

მე­სა­მე წე­ლია, რა­დი­ო­ში ვმუ­შა­ობ - წამ­ყვა­ნი ვარ. ამ ამ­პლუ­ა­ში თავს ფან­ტას­ტი­კუ­რად ვგრძნობ. მსმე­ნე­ლე­ბი ყვე­ლა­ზე მე­ტად მიყ­ვარს! ძა­ლი­ან თბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან. სა­ო­ცა­რი გულ­შე­მატ­კივ­რო­ბა, მო­ფე­რე­ბა, მხარ­ში დგო­მა იცი­ან. სე­რი­ა­ლის ჩა­წე­რა­ზე ხში­რად და­დი­ან, ჩემი წარ­მა­ტე­ბა უხა­რი­ათ... რა­დი­ოს წამ­ყვა­ნო­ბა ის საქ­მეა, რო­მელ­საც თავს არ და­ვა­ნე­ბებ!

ოჯა­ხი

- სახ­ლში 5 ქალი ვართ: მე, ბე­ბია, დედა, და და ჩემი ძაღ­ლი - ლულუ. ჩემი მშობ­ლე­ბი გა­შო­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან, მაგ­რამ რა თქმა უნდა, მა­მას­თან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს. ოჯახ­ში ერ­თა­დერ­თი მსა­ხი­ო­ბი ვარ და აბ­სო­ლუ­ტუ­რად მთე­ლი სა­ნა­თე­სა­ვო მგულ­შე­მატ­კივ­რობს. ოჯა­ხის წევ­რე­ბი ერთ გუნ­დად შეკ­რუ­ლი ვართ, ერ­თმა­ნეთს მხარ­ში ვუდ­გა­ვართ. შინ მის­ვლა ყო­ველ­თვის მი­ხა­რია. ზოგ­ჯერ მე­გობ­რებ­თან ერ­თად კლუბ­სა თუ ბარ­ში წას­ვლას, სახ­ლში ყოფ­ნას ვამ­ჯო­ბი­ნებ, რად­გან ოჯა­ხის წევ­რებ­თან კარგ დროს ვა­ტა­რებ.

- შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ყო­ფილ­ხარ?

- ბევ­რჯერ. როცა შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ვარ, სა­ში­ნე­ლი და აუ­ტა­ნე­ლი ვხდე­ბი.

- რა­ტომ, თა­მუ­ნა­სა­ვით ეჭ­ვი­ა­ნი ხარ?

- (იცი­ნის) დო­ზი­რე­ბუ­ლად ეჭ­ვი­ა­ნი ვარ. როცა კონ­კრე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნი ჩემ მი­მართ ზედ­მე­ტად ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი არ არის, ეჭ­ვე­ბი მა­შინ მიჩ­ნდე­ბა. ყვე­ლა ადა­მი­ანს აქვს რა­ღაც ნაკ­ლი და მეც მაქვს ჩემი "ფხი­კე­ბი".

- ურ­თი­ერ­თო­ბის დან­გრე­ვის მიზე­ზი ოდეს­მე, შენი ეჭ­ვი­ა­ნო­ბა ყო­ფი­ლა?

- არა. უბ­რა­ლოდ, ჯერ უამ­რა­ვი რა­ღაც გროვ­დე­ბა, მერე კი ურ­თი­ერ­თო­ბა თა­ვის­თა­ვად ინ­გრე­ვა.

- ისე­თი სე­რი­ო­ზუ­ლი რო­მა­ნი თუ გქო­ნია, რომ ოჯა­ხის შექ­მნა­ზე გე­ფიქ­რა?

- კი, მაგ­რამ მა­შინ, როცა შე­და­რე­ბით პა­ტა­რა ვი­ყა­ვი. როცა 25 წელს გა­და­ა­ბი­ჯებ, მერე ფიქ­რობ: - რა დროს და­ო­ჯა­ხე­ბაა? მაგ­რამ სხვე­ბი არ გას­ვე­ნე­ბენ და გე­კი­თხე­ბი­ან: არ თხოვ­დე­ბი? რო­დის უნდა გა­თხოვ­დეო?.. "არ თხოვ­დე­ბი" რას ნიშ­ნავს? თუ მო­მინ­დე­ბა, გავ­თხოვ­დე­ბი და გა­გა­გე­ბი­ნებთ. ჯერ ერთი, შე­სა­ფე­რი­სი კან­დი­და­ტუ­რა არ არის და მე­ო­რეც: არ მომ­წონს სტე­რე­ო­ტი­პი, რომ გოგო აუ­ცი­ლებ­ლად, 25 წლამ­დე უნდა და­ო­ჯახ­დეს და შვი­ლი ჰყავ­დეს. შვი­ლი კარ­გია, მაგ­რამ ადა­მი­ან­მა ოჯა­ხი მა­შინ უნდა შექ­მნას, როცა ამის­თვის მზად იქ­ნე­ბა.

დას­ვე­ნე­ბა, გარ­თო­ბა

- წიგ­ნის კი­თხვა, ფილ­მე­ბის ყუ­რე­ბა მიყ­ვარს. ვი­ნა­ი­დან ლეპ­ტო­პი არ მაქვს და კომ­პი­უ­ტერს ლო­გინ­ში ვერ წა­ვი­ღებ, ამი­ტომ სა­ძი­ნე­ბელ ოთახ­ში მყოფს წიგ­ნის კი­თხვა მირ­ჩევ­ნია. როცა მე­გობ­რე­ბი და­სას­ვე­ნებ­ლად მივ­დი­ვართ, წიგ­ნე­ბი თან მიგ­ვაქვს. ერ­თდრო­უ­ლად, ერ­თსა და იმა­ვე ნა­წარ­მო­ებს ვკი­თხუ­ლობთ, შემ­დეგ კი ერ­თმა­ნეთს აზ­რებს ვუ­ზი­ა­რებთ. კლუ­ბებ­ში მხო­ლოდ ზა­ფხუ­ლო­ბით და თა­ნაც - სა­ზღვარ­გა­რეთ ყოფ­ნი­სას მივ­დი­ვარ, რად­გან აქა­ურ კლუ­ბებ­ში არ­სე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცია არ მომ­წონს: უცხო­ეთ­ში უფრო მე­ტად გა­ერ­თო­ბი, იქ "სხვა" თვა­ლით არ შე­მოგ­ხე­და­ვენ. ყვე­ლა ერ­თო­ბა, სა­ერ­თო გუნ­დი იქ­მნე­ბა და ყვე­ლა­ფე­რი "ფლეშ­მობს" ემ­სგავ­სე­ბა.

ეთო ყორ­ღა­ნაშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება

რატომ ადარებენ ერთმანეთს რუსკა მაყაშვილსა და ნინო შავგულიძეს

რატომ ადარებენ ერთმანეთს რუსკა მაყაშვილსა და ნინო შავგულიძეს

მსახიობი ნინო შავგულიძე კომედიურ სერიალში - "ჩვენი ამბავი" უზომოდ ეჭვიანი და სასაცილო თამუნას როლს ასრულებს. როგორც ნინომ გვითხრა, გარეგნობაზე მოზარდობის პერიოდში უფრო მეტად ზრუნავდა, ვიდრე - ახლა... თურმე, 14 წლისას პირველი სიყვარული ეწვია, ჰოდა, სილამაზის სალონს პირველად სწორედ ამ ასაკში ესტუმრა.

თმის ფერი და ვარცხნილობა

- თმა არასოდეს შემიღებავს. ზაფხულში თმა რომ ხუნდება, ეს ძალიან მომწონს და მსურდა, სწორედ ასეთი ფერი მქონოდა ზამთარშიც, მაგრამ ყველა სტილისტმა მირჩია, - ახლა შეღებვა რომ დაიწყო, შეიძლება, ჭაღარა გაგიჩნდეს, ამიტომ მაქსიმალურად შეიკავე თავი ექსპერიმენტებისგანო... როცა ჭაღარა გამიხშირდება, თმას მაშინ შევიღებავ, მაგრამ სავარაუდოდ, ისევ ბუნებრივ ფერს "დავისვამ".

მთელი ცხოვრება გრძელი თმა მქონდა. ბავშვობაში "ჩოლკას" ვატარებდი, მაგრამ დაახლოებით 18 წლისამ მისი გაზრდა გადავწყვიტე და მას შემდეგ აღარც შემიჭრია. მეგობრები მეუბნებიან, - შეიჭერი, ფოტოებში ძალიან გიხდებაო, მაგრამ ჩემი აზრით, "ჩოლკა" მოსაბეზრებელია, თან - გამუდმებით მოვლა სჭირდება. თმას ფენსაც არ ვაკარებ და ამიტომაც, შინიდან ბევრჯერ სველი თმითაც გავსულვარ.

მაკიაჟი და სახის კანის მოვლა

- გადაღებებზე გრიმის გაკეთება მიწევს - ტელევიზიისთვის ეს აუცილებელია. ისე, მაკიაჟი დიდად არ მიზიდავს. თუმცა, როცა წვეულებაზე მივდივარ, მაშინ ვიკეთებ. ასეთ დროს ჩემს გარეგნობაზე ძირითადად, მეგობრები ზრუნავენ. ისინი ყოველთვის მეჩხუბებიან, - სახეზე რამე წაისვი, ტუჩებზე პომადა მაინც გადაისვიო (იღიმის).

- მაკიაჟის გაკეთება თავად არ გეხერხება?

- თეატრალურ უნივერსიტეტში მასწავლეს გრიმის გაკეთება და მაკიაჟის გაკეთებაც მშვენივრად გამომდის. ზოგჯერ ისეთ განწყობილებაზე ვარ, რომ მინდა, მაკიაჟი გავიკეთო. ძირითადად, ეს ზაფხულში ხდება - "ზაგარზე" კარგი მაკიაჟი მომწონს. ზამთრის მოახლოებასთან ერთად, ისეთი განწყობილება მეუფლება, როგორიც დათვს, რომელიც იძინებს და გაზაფხულს ელოდება.

- სახის კანს როგორ უვლი?

- კოსმეტოლოგთან დავდივარ და ჩემი სახის კანზე ის ზრუნავს.

- მასთან ვიზიტი ხშირად გიწევს?

- რადგან მალე 25 წელს გადავაბიჯებ, სახის კანს უკვე სისტემატური მოვლა სჭირდება და ეს ამბავი მაგიჟებს. არ მეგონა, ოდესმე ჩემი სახის კანი თუ დაბერდებოდა (იცინის). როცა ბავშვი ხარ, ვერ წარმოგიდგე­ნია, რომ შეიძლება, ოდესმე მეზოთერაპია და მსგავსი რაღაცები დაგჭირდეს, მაგრამ ეს დროც დამიდგა...

- მეზოთერაპიას იკეთებ?

- ჯერჯერობით - არა, მაგრამ ჩემი კოსმეტოლოგი ამის გაკეთებას უკვე მი­რ­ჩევს. ეს სახის კანში აუც­ილებელი ვიტამინების დამატებას ნიშნავს.

- სახის კანის მოსავლელად ხალხური მეთოდებისთვის მიგიმართავს?

- კი, ბავშვობაში: ვიდრე გავიგებდი, "სკრაბი" რა იყო, სახეს მჭადის ფქვილით ვიწმენდდი - ამას გასართობად ვაკეთებდი, რადგან მაშინ სახის კანზე ზრუნვა არ მჭირდებოდა.

ვარჯიში და დიეტა

- დიეტაზე იშვიათად, ძირითადად - ზაფხულის მოახლოებისას ვარ. მკაცრი დიეტა ცხოვრებაში ერთხელ, რამდენიმე დღის განმავლობაში დავიცავი. საერთოდ, წონაში იოლად ვიკლებ და ვიმატებ: მაგალითად, 2 დღე არაფერი რომ არ ვჭამო, საკმაოდ კარგ შედეგს "დავდებ" და პირიქით - 2 დღე აქტიურად რომ ვიკვებო, წონაში მოვიმატებ. მოკლედ, დღის რეჟიმს გააჩნია: თეატრში რეპეტიციები თუ მაქვს, წონაში მაგრად ვიკლებ, როცა ბევრი საქმე არ მაქვს და მოდუნებული ვარ, ცოტაც რომ ვჭამო, ვიმატებ. სპორტული ცხოვრება მიყვარს, მაგრამ სამწუხაროდ, მოუცლელობის გამო, ცურვითა და თხილამურებით მხოლოდ სეზონურად თუ დავკავდები.

- დილის გამამხნევებელ ვარჯიშებს არ აკეთებ?

- შენი ჭირიმე, რა (იცინის)!.. დილის 7 საათზე ვდგები და სამუშაოდ რადიოში მივდივარ. ჰოდა, ვარჯიში ვიღას ახსოვს? ვცდილობ, მთელ საქართველოს კარგი განწყობილება შევუქმნა და მეც გამოვფხიზლდე. ამიტომ ენერგიულ მუსიკას ვირჩევ და იმის ფონზე ვცეკვავ.

- ცეკვით შენი პერსონაჟის - თამუნას მსგავსად ხარ გატაცებული?

- მთელი ბავშვობა ქართულ ცეკვაზე დავდიოდი და მერე, როცა თეატრალურ უნივერსიტეტში ჩავაბარე, იქაც ვსწავლობდით. მოკლედ, ცეკვა ძალიან მიყვარს.

სამოსი

- შოპინგი მეზიზღება. ამ პროცესს ვერ ვიტან, ძალიან მღლის და შესა­ბა­მისად, მაღაზიებში იშვიათად დავდივარ. სამაგიეროდ, ინტერნეტმაღაზიები მიყვარს: შემიძლია, დაუსრულებლად "ჩავუჯდე" და ბევრი ტანსაცმელი გამოვიწერო. როცა მე და ჩემი მეგობრები საზღვარგარეთ ვართ, მაშინ შოპინგის გარდა, არაფერი გვაინტერესებს - კულტურული ღონისძიებები მეორეხარისხოვანი ხდება...

- საქართველოში არსებულ მაღაზიებს რას უწუნებ?

- არაფერს, მაგრამ აქ შოპინგისთვის დროც არ მრჩება. პროდუქცია საქართველოშიც მომწონს, მაგრამ ფასები - საზღვარგარეთ უფრო მიმზიდველია.

სამკაული და აქსესუარები

- საათისა და საყურის გარეშე შინიდან არ გავდივარ. მრგვალი, ოქროს საყურეები მომწონს. სამნაირი საათი მაქვს: სპორტული, ტყავის და ოქროსფერი კლასიკური.

ჩანთები მიყვარს. მათი შერჩევისას მთავარია, დიდი ზომის იყოს: ჩანთაში სარეპეტიციო ტანსაცმელი, პიესის ტექსტი, სერიალის სცენარი უნდა ეტეოდეს.

საქმე

- მოგეხსენებათ, სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის მმართველობაში ცვლილებებია და ჯერჯერობით, მუშაობაც შეჩერებულია... ამ ეტაპზე ჩემთვის პრიორიტეტულ საქმედ სერიალი რჩება, რომლის მთელი შემოქმედებითი გუნდი შემიყვარდა. საერთოდ, სიტუაციას, ადამიანებს ძალიან ვეჩვევი და მერე განშორება მიჭირს. როცა კონკრეტულ სერიაზე მუშაობას ვამთავრებთ, ერთი სული მაქვს ხოლმე, შემდეგი ორშაბათი როდის მოვა, რათა ახალი სერიების სცენარებს გავეცნო.

- შენი პერსონაჟი მოგწონს?

- თამუნა ვერ არის (იცინის). ამ გოგონას აშკარად, ყველაფერი კარ­გად არ აქვს... სამაგიეროდ, ჩემი მაყურებელი მიყვარს. დიდ მადლობას ვუხდი იმ ადამიანებს, ვინც გვიყურებს და გვგულშემატკივრობს.

- უცხო ადამიანებისგან შენ მიმართ როგორ დამოკიდებულებას გრძნობ?

- მაგალითად, როცა მაღაზიაში შევდივარ ან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას ვარ, ვგრძნობ, ვიღაც მაკვირდება და ასეთ დროს ძალიან ვიბნევი, ვკომპლექსდები. ვფიქრობ: - ვაიმე, რატომ მიყურებს-მეთქი? ადამიანები მიღიმიან, ყველასგან და­დებითი განწყობილება იგრძნობა.

- სერიალში გამოჩნდი თუ არა, ბევრმა რუსკა მაყაშვილს შეგადარა, რამდენიმე დღის წინ კი ინფორმაცია გავრცელდა, თითქოს რუსკამ სერიალი დატოვა. რეალურად, რა ხდება?

- ზოგს ჩემი ცხვირის მიმართაც "რაღაცნაირი" დამოკიდებულება აქვს, მაგრამ ეს არ მაღელვებს (იცინის). არ ვიცი, ასე მხოლოდ საქართველოში ხდება თუ უცხოეთშიც ანალოგიური სიტუაციაა, მაგრამ მსახიობის შეფასება ცხვირის ზომის მიხედვით, ნამდვილად მიუღებელია. რუსკა უნიჭიერესი ადამიანია და მიხარია, რომ ჩვენს სერიალშიც მონაწილეობს. "ფეისბუკში" გამოქვეყნებულ სტატუსს რაც შეეხება, არ ვიცი, რა ხდება. არა მგონია, ეს ყველაფერი რუსკას დაეწერა, რადგან ფაქტია, რომ ის სერიალიდან არავის გაუშვია და თავადაც არ წასულა. უბრალოდ, არიან პერსონაჟები, რომლებიც სერიალში ხან შემოდიან, ხან - არა. რამდენიმე სერიის წინ პაუზა ჰქონდა, შემდეგ კი ეკატერინე (რუსკას პერსონაჟი) ისევ დაბრუნდა. თანაც, ერთი პერიოდი, თავად რუსკას არ ეცალა - გასტროლზე იყო...

მესამე წელია, რადიოში ვმუშაობ - წამყვანი ვარ. ამ ამპლუაში თავს ფანტასტიკურად ვგრძნობ. მსმენელები ყველაზე მეტად მიყვარს! ძალიან თბილი ადამიანები არიან. საოცარი გულშემატკივრობა, მოფერება, მხარში დგომა იციან. სერიალის ჩაწერაზე ხშირად დადიან, ჩემი წარმატება უხარიათ... რადიოს წამყვანობა ის საქმეა, რომელსაც თავს არ დავანებებ!

ოჯახი

- სახლში 5 ქალი ვართ: მე, ბებია, დედა, და და ჩემი ძაღლი - ლულუ. ჩემი მშობლები გაშორებულები არიან, მაგრამ რა თქმა უნდა, მამასთან კარგი ურთიერთობა მაქვს. ოჯახში ერთადერთი მსახიობი ვარ და აბსოლუტურად მთელი სანათესავო მგულშემატკივრობს. ოჯახის წევრები ერთ გუნდად შეკრული ვართ, ერთმანეთს მხარში ვუდგავართ. შინ მისვლა ყოველთვის მიხარია. ზოგჯერ მეგობრებთან ერთად კლუბსა თუ ბარში წასვლას, სახლში ყოფნას ვამჯობინებ, რადგან ოჯახის წევრებთან კარგ დროს ვატარებ.

- შეყვარებული ყოფილხარ?

- ბევრჯერ. როცა შეყვარებული ვარ, საშინელი და აუტანელი ვხდები.

- რატომ, თამუნასავით ეჭვიანი ხარ?

- (იცინის) დოზირებულად ეჭვიანი ვარ. როცა კონკრეტული ადამიანი ჩემ მიმართ ზედმეტად ყურადღებიანი არ არის, ეჭვები მაშინ მიჩნდება. ყველა ადამიანს აქვს რაღაც ნაკლი და მეც მაქვს ჩემი "ფხიკები".

- ურთიერთობის დანგრევის მიზე­ზი ოდესმე, შენი ეჭვიანობა ყოფილა?

- არა. უბრალოდ, ჯერ უამრავი რაღაც გროვდება, მერე კი ურთიერთობა თავისთავად ინგრევა.

- ისეთი სერიოზული რომანი თუ გქონია, რომ ოჯახის შექმნაზე გეფიქრა?

- კი, მაგრამ მაშინ, როცა შედარებით პატარა ვიყავი. როცა 25 წელს გადააბიჯებ, მერე ფიქრობ: - რა დროს დაოჯახებაა? მაგრამ სხვები არ გასვენებენ და გეკითხებიან: არ თხოვდები? როდის უნდა გათხოვდეო?.. "არ თხოვდები" რას ნიშნავს? თუ მომინდება, გავთხოვდები და გაგაგებინებთ. ჯერ ერთი, შესაფერისი კანდიდატურა არ არის და მეორეც: არ მომწონს სტერეოტიპი, რომ გოგო აუცილებლად, 25 წლამდე უნდა დაოჯახდეს და შვილი ჰყავდეს. შვილი კარგია, მაგრამ ადამიანმა ოჯახი მაშინ უნდა შექმნას, როცა ამისთვის მზად იქნება.

დასვენება, გართობა

- წიგნის კითხვა, ფილმების ყურება მიყვარს. ვინაიდან ლეპტოპი არ მაქვს და კომპიუტერს ლოგინში ვერ წავიღებ, ამიტომ საძინებელ ოთახში მყოფს წიგნის კითხვა მირჩევნია. როცა მეგობრები დასასვენებლად მივდივართ, წიგნები თან მიგვაქვს. ერთდროულად, ერთსა და იმავე ნაწარმოებს ვკითხულობთ, შემდეგ კი ერთმანეთს აზრებს ვუზიარებთ. კლუბებში მხოლოდ ზაფხულობით და თანაც - საზღვარგარეთ ყოფნისას მივდივარ, რადგან აქაურ კლუბებში არსებული სიტუაცია არ მომწონს: უცხოეთში უფრო მეტად გაერთობი, იქ "სხვა" თვალით არ შემოგხედავენ. ყველა ერთობა, საერთო გუნდი იქმნება და ყველაფერი "ფლეშმობს" ემსგავსება.

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"