პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

18

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 00:07-ზე. მთვარე კუროში გადავა 11:57-ზე – ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ მნიშვნელოვანი საქმეები. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. დღე იდეალურია ოჯახის შესაქმნელად. განსაკუთრებით თუ წყვილი ბევრ შვილზე ოცნებობს.
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სასწრაფოს" მძღოლების თავხედობა, მათი კოლეგების უგულობა თუ გაუმართავი კანონი?
"სასწრაფოს" მძღოლების თავხედობა, მათი კოლეგების უგულობა თუ გაუმართავი კანონი?

მას შემ­დეგ, რაც სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ავ­ტო­პარ­კი გა­ნახ­ლდა, არა­ერ­თი მო­ქა­ლა­ქე თუ მძღო­ლი მან­ქა­ნე­ბის ხმა­მა­ღა­ლი სი­რე­ნის გამო უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას გა­მოთ­ქვამს. მათი თქმით, "სას­წრა­ფოს" მან­ქა­ნე­ბი არა მარ­ტო სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში იყე­ნე­ბენ გა­მაფრ­თხი­ლე­ბელ სიგ­ნალს, არა­მედ მა­ში­ნაც, როცა თუნ­დაც, შუქ­ნი­შან­ზე დგა­ნან.

სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ცენ­ტრის დი­რექ­ტორ­მა, შალ­ვა ბრა­ჭულ­მა დაგ­ვი­დას­ტუ­რა, რომ თავ­და­პირ­ვე­ლად, უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის გა­მომ­ხატ­ვე­ლი ზა­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა მარ­თლაც დიდი იყო, მაგ­რამ ნელ-ნელა შემ­ცირ­და. სად გა­დის ზღვა­რი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის შე­წუ­ხე­ბა­სა და ავად­მყო­ფის სი­ცო­ცხლის საფრ­თხე­ზე ზრუნ­ვას შო­რის? რა არის ხში­რი ავა­რი­უ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ი­სა და მძღო­ლე­ბის ფი­ზი­კუ­რი ურ­თი­ერ­თდა­პი­რის­პი­რე­ბის მი­ზე­ზი? შე­ვე­ცა­დეთ, მკი­თხვე­ლამ­დე ორი მხა­რის - "სას­წრა­ფო­სა" და სხვა სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის პო­ზი­ცი­ებ­ში გავ­რკვე­უ­ლი­ყა­ვით. კვა­ლი ხსე­ნე­ბულ ორ მხა­რეს გას­ცდა

- "დამ­ნა­შა­ვე", სა­ბო­ლო­ოდ, გა­უ­მარ­თა­ვი კა­ნო­ნი აღ­მოჩ­ნდა - "სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნი სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ტრან­სპორ­ტის შე­სა­ხებ"...

შალ­ვა ბრა­ჭუ­ლი, სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რი:

- ბა­ტო­ნო შალ­ვა, რა­ტომ გახ­და შე­სამ­ჩნე­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის სი­რე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა ბოლო პე­რი­ოდ­ში?

- სა­ნამ ავ­ტო­პარ­კი გა­ნახ­ლდე­ბო­და, მან­ქა­ნე­ბის 90% არ მუ­შა­ობ­და. ამი­ტო­მაც იყო მათი მოძ­რა­ო­ბა შე­უმ­ჩნე­ვე­ლი. ჩვე­ნი დი­რექ­ტი­ვის თა­ნახ­მად, ციმ­ცი­მა­სა და ხმო­ვან სიგ­ნალს მხო­ლოდ გა­მო­ძა­ხე­ბა­ზე გა­სუ­ლი მან­ქა­ნე­ბი რთა­ვენ, ისიც, მხო­ლოდ ცენ­ტრა­ლურ ქუ­ჩებ­ზე. ასე­ვე, ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ი­სას - როცა პა­ცი­ენ­ტი ჰყავთ მან­ქა­ნა­ში. თუ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სა­ჭი­რო­ე­ბა არ არის, არც ღა­მის 12 სა­ა­თი­დან რთა­ვენ სიგ­ნალს, - შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად ვით­ვა­ლის­წი­ნებთ მო­სახ­ლე­ო­ბის ინ­ტე­რე­სებს. ავ­ტო­პარ­კის გა­ნახ­ლე­ბის პირ­ველ ხა­ნებ­ში მარ­თლაც, ძა­ლი­ან ბევ­რი ზარი ფიქ­სირ­დე­ბო­და მო­სახ­ლე­ო­ბის მხრი­დან, გა­მო­ხა­ტავ­დნენ უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას სი­რე­ნის ხმი­სა და ხან­გრძლი­ვო­ბის გამო. ახლა ზა­რე­ბი შემ­ცირ­და. ჩვენ შე­ვარ­ჩი­ეთ ყვე­ლა­ზე ოპ­ტი­მა­ლუ­რი ხმის მქო­ნე სიგ­ნა­ლე­ბი. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ეს ჩვე­ნი მო­გო­ნი­ლი არ არის, მსოფ­ლი­ო­ში მი­ღე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კაა. რე­ა­ლუ­რად არ­სე­ბუ­ლი სუ­რა­თის ფონ­ზე, როცა მოძ­რა­ო­ბა ასე გა­დატ­ვირ­თუ­ლია და მან­ქა­ნე­ბი "სას­წრა­ფოს" მან­ქა­ნას გზას არ უთ­მო­ბენ, სიგ­ნა­ლის გა­რე­შე ხომ სა­ერ­თოდ უგუ­ლე­ბელ­ყო­ფენ?!

- გა­მო­დის, თბი­ლი­სის ქუ­ჩებ­ში შექ­მნი­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა ხმო­ვა­ნი სიგ­ნა­ლე­ბის ხან­გრძლი­ვად ჩარ­თვის აუ­ცი­ლებ­ლო­ბას ქმნის?

- რა თქმა უნდა. ზო­გა­დად, მძღო­ლე­ბი გზას არ უთ­მო­ბენ "სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის" მან­ქა­ნებს, რომ­ლებ­საც ციმ­ცი­მაც და ხმო­ვა­ნი სიგ­ნა­ლიც ჩარ­თუ­ლი აქვთ. რამ­დე­ნი­მე ასე­თი შემ­თხვე­ვა მძღო­ლე­ბის შეხ­ლა-შე­მოხ­ლით დას­რულ­და. სა­ნამ ახა­ლი მან­ქა­ნე­ბი შე­მო­ვი­დო­და, ბავ­შვი გა­დაჰ­ყავ­დათ ისა­ნი-სამ­გო­რის ტე­რი­ტო­რი­ი­დან დიღ­მის ბავ­შვთა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში. სიგ­ნა­ლე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, წინ მი­მა­ვალ­მა მან­ქა­ნამ მძღოლს გზა არ და­უთ­მო, მერე კი მან­ქა­ნა გა­ა­ჩე­რე­ბი­ნა და მძღოლს ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მო­ნა­ცე­მე­ბი პატ­რულს გა­და­ვე­ცით და ის მძღო­ლი და­ი­სა­ჯა.

- ავა­რი­ის შემ­თხვე­ვა ხში­რია?

- საკ­მა­ოდ. კა­ნონ­მდებ­ლო­ბაც და­სახ­ვე­წია იმ მხრივ, რომ ციმ­ცი­მა­ჩარ­თულ მან­ქა­ნას უფრო მეტი უპი­რა­ტე­სო­ბა უნდა მი­ე­ნი­ჭოს. მინ­და, მძღო­ლებს მივ­მარ­თო - იყ­ვნენ მე­ტად გუ­ლის­ხმი­ერ­ნი, შე­საძ­ლე­ბე­ლია, კონ­კრე­ტუ­ლი "სას­წრა­ფოს" ბრი­გა­და მო­ცე­მულ მო­მენ­ტში მათი ახ­ლობ­ლის და­სახ­მა­რებ­ლად მი­დი­ო­დეს...

ახ­ლა­ხან, "ახ­მე­ტე­ლის" მეტ­რო­სად­გუ­რის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე "სას­წრა­ფოს" მან­ქა­ნი­სა და ავ­ტო­მან­ქა­ნის მძღო­ლებს შო­რის ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბის მი­ზე­ზი კვლავ გზის გან­ზრახ გა­და­კეტ­ვა გახ­და.

"სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის" მან­ქა­ნის მძღო­ლი, ჯიმ­შერ ტა­ბა­ტა­ძე:

- ჩემ წინ მი­მა­ვალ მან­ქა­ნას ჩარ­თუ­ლი ციმ­ცი­მი­თა და ხმო­ვა­ნი სიგ­ნა­ლით, და­ახ­ლო­ე­ბით 300 მეტ­რის მან­ძილ­ზე უკან მივ­ყვე­ბო­დი. და­მა­ტე­ბი­თი შუ­ქე­ბიც ავან­თე და ხმო­ვა­ნი სიგ­ნა­ლიც და­ვა­მა­ტე, მაგ­რამ მძღოლს ამის­თვის ყუ­რა­დღე­ბა არ მი­უქ­ცე­ვია, გან­ზრახ არ მა­ტა­რებ­და. მერე, რო­გორც ჩანს, სიგ­ნა­ლებ­მა გა­ა­ღი­ზი­ა­ნა, მან­ქა­ნი­დან გად­მოხ­ტა და გი­ნე­ბა და­მი­წყო. "სას­წრა­ფოს" მან­ქა­ნის კა­რიც გა­მო­ა­ღო და ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფის მო­ყე­ნე­ბაც მო­ას­წრო.

- ხში­რია ასე­თი შემ­თხვე­ვა?

- ნელ-ნელა სწავ­ლობს ხალ­ხი იმას, რომ "სას­წრა­ფო" აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­ა­ტა­როს, მაგ­რამ მა­ინც არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, ვი­საც სი­რე­ნე­ბის გამო პრო­ტეს­ტი უჩ­ნდე­ბა. უფრო ეფექ­ტი­ა­ნი, ჩვე­ნი, "სას­წრა­ფოს" მძღო­ლე­ბის აზ­რით, წინა სიგ­ნა­ლე­ბი იყო, რო­მე­ლიც ამა­ვე მან­ქა­ნებს ეყე­ნა, მაგ­რამ მოგ­ვი­ა­ნე­ბით მოგ­ვიხ­სნეს. პრობ­ლე­მას გვიქ­მნის შუქ­ნი­შან­ზე დგო­მაც. როცა წინ ერთი მან­ქა­ნა დგას და მინ­და, გა­მა­ტა­როს, ხაზს ვერ კვეთს, - და­ჯა­რიმ­დე­ბა. ამ დროს ვერ და­ა­ვალ­დე­ბუ­ლებ, გა­გა­ტა­როს. პი­რა­დად მე, როცა ჩემი მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლის მარ­თვი­სას "სას­წრა­ფოს" მან­ქა­ნა გა­მი­ტა­რე­ბია, 20-ლა­რი­ა­ნი ჯა­რი­მა მომ­სვლია. ამ მოძ­რა­ო­ბის­თვის მძღო­ლი არ უნდა ჯა­რიმ­დე­ბო­დეს, რად­გან ხში­რად პა­ცი­ენ­ტის­თვის სი­ცო­ცხლის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას წა­მე­ბი წყვეტს, ჩვენ კი ამ დროს შუქ­ნი­შან­ზე ვდგა­ვართ...

ვა­ლე­რი ნა­ჭყე­ბია, მძღო­ლი:

- გა­სა­გე­ბია, რომ სო­ლი­და­რო­ბის კულ­ტუ­რა ჩვენ­თან რა­ტომ­ღაც, და­ბა­ლია. ბევრ ქვე­ყა­ნა­ში მი­ნა­ხავს, რო­გო­რი სო­ლი­და­რუ­ლე­ბი არი­ან სხვა მძღო­ლე­ბი "სას­წრა­ფოს" მან­ქა­ნე­ბის მი­მართ. მაგ­რამ ისიც უნდა ით­ქვას, რომ "სას­წრა­ფოს" მან­ქა­ნებს ხში­რად და­ნიშ­ნუ­ლე­ბის გა­რე­შე აქვთ სი­რე­ნე­ბი ჩარ­თუ­ლი. გა­მა­ღი­ზი­ა­ნე­ბე­ლია, როცა შუქ­ნი­შან­ზე დგა­ხარ და გვერ­დით ეს გამ­კი­ვა­ნი ხმა ის­მის. რაც შე­ე­ხე­ბა დათ­მო­ბას, ხში­რად, როცა "სას­წრა­ფოს" უთ­მობ გზას, წინ გა­სულ "სას­წრა­ფოს" უკან ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბის მთე­ლი კო­ლო­ნა მიჰ­ყვე­ბა... "სას­წრა­ფოს" ბევ­რი უპი­რა­ტე­სო­ბა აქვს, ჩვე­უ­ლებ­რივ მძღოლს კი ისე­დაც უამ­რა­ვი "აზ­რი­ა­ნი" თუ "უაზ­რო" ჯა­რი­მა მის­დის და გა­მიზ­ნუ­ლად ჯა­რი­მებს ვერ "აი­კი­დებს".

მურ­თაზ ხო­მე­რი­კი, ავ­ტო­ინ­სტრუქ­ტორი:

- როცა მძღო­ლი შუქ­ნი­შან­ზე დგას, ვე­რაფ­რით გა­ა­ტა­რებს "სას­წრა­ფოს", - რა თქმა უნდა, ამის­თვის და­ჯა­რიმ­დე­ბა. ეს თა­ვად "სას­წრა­ფოს" მძღოლ­მა უნდა მო­ა­ხერ­ხოს, რად­გან უპი­რა­ტე­სო­ბა მას აქვს: წინ მდგომ მან­ქა­ნას შე­მო­უ­ა­როს და სიფრ­თხი­ლის მაქ­სი­მა­ლუ­რი დაც­ვით უნდა გა­ი­ა­როს. მოძ­რა­ო­ბი­სას კი დათ­მო­ბა შე­იძ­ლე­ბა, მაგ­რამ გა­ჩე­რე­ბუ­ლი მან­ქა­ნა ვე­რა­ფერს მო­ა­ხერ­ხებს.

- კი, მაგ­რამ, რო­გორ გა­ივ­ლის მა­შინ, როცა წინ მან­ქა­ნა უდ­გას და გვერ­დით გა­სას­ვლე­ლი ად­გი­ლი არ არის?

- "სას­წრა­ფოს" მძღოლ­მა ყო­ველ­თვის უკი­დუ­რეს მარ­ცხე­ნა ზოლ­ში უნდა იმოძ­რა­ოს და ამ ზოლ­ში­ვე გა­ა­ჩე­როს, რომ სა­ჭი­რო შემ­თხვე­ვა­ში გას­ვლა შეძ­ლოს.

ილია მე­კო­კიშ­ვი­ლი, სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო სკო­ლის ფე­დე­რა­ცი­ის დი­რექ­ტო­რი:

- დღე­ვან­დე­ლი კა­ნო­ნი ძა­ლი­ან ზო­გა­დი ფრა­ზე­ო­ლო­გი­ით შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა. პარ­ლა­მენ­ტში შე­სუ­ლი ახა­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტიც - ძვე­ლის გა­დამ­ღე­რე­ბაა. ისე მომ­ზად­და, სპე­ცი­ა­ლის­ტებს არ გა­მოგ­ვიგ­ზავ­ნეს. ათე­უ­ლი წლე­ბია, ამ საქ­მეს ვემ­სა­ხუ­რე­ბი, კონ­კრე­ტუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი გვაქვს შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი, მაგ­რამ ვინ ით­ვა­ლის­წი­ნებს?! მეტი და­კონ­კრე­ტე­ბაა სა­ჭი­რო. კა­ნო­ნი ბუნ­დო­ვა­ნი და "უსუ­სუ­რია". სწო­რედ ეს იწ­ვევს და­ვას მძღო­ლებს შო­რის. ოპე­რა­ტი­ულ მან­ქა­ნას კა­ნო­ნი ანი­ჭებს კონ­კრე­ტულ უფ­ლე­ბებს, მაგ­რამ ხში­რად ისეა დაბ­ლო­კი­ლი გზის სა­ვა­ლი ნა­წი­ლი, მისი გა­ტა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა ფი­ზი­კუ­რად არ არ­სე­ბობს. დიახ, ხში­რად სა­ჭი­როა, წი­თელ­ზე მდგარ­მა მან­ქა­ნამ ხაზი გა­დაკ­ვე­თოს. 112-ში რომ სხე­დან და მხო­ლოდ ბი­უ­ჯე­ტის შევ­სე­ბა­ზე ფიქ­რო­ბენ, კა­მე­რის მი­ხედ­ვით ხომ უნდა შე­ა­ფა­სონ მძღო­ლის მოქ­მე­დე­ბის მი­ზე­ზი?! მაგ­რამ ზო­გა­დად ასეა - მოხ­დე­ბა ავა­რია და არა­ვის აინ­ტე­რე­სებს მისი გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზი. აუ­ცი­ლე­ბე­ლია, "სას­წრა­ფოს" ყვე­ლა მან­ქა­ნა­ზე უმაღ­ლე­სი კლა­სის მძღო­ლი იჯ­დეს, რომ კონ­კრე­ტულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში თა­ვად­ვე მო­ა­ხერ­ხოს შექ­მნი­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის მარ­თვა.

შო­რე­ნა ლა­ბა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება სპეცოპერაციის კადრები და ფარული ჩანაწერები, რომლებშიც "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი ფიგურირებენ

"სასწრაფოს" მძღოლების თავხედობა, მათი კოლეგების უგულობა თუ გაუმართავი კანონი?

"სასწრაფოს" მძღოლების თავხედობა, მათი კოლეგების უგულობა თუ გაუმართავი კანონი?

მას შემდეგ, რაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკი განახლდა, არაერთი მოქალაქე თუ მძღოლი მანქანების ხმამაღალი სირენის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამს. მათი თქმით, "სასწრაფოს" მანქანები არა მარტო საჭიროების შემთხვევაში იყენებენ გამაფრთხილებელ სიგნალს, არამედ მაშინაც, როცა თუნდაც, შუქნიშანზე დგანან.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორმა, შალვა ბრაჭულმა დაგვიდასტურა, რომ თავდაპირველად, უკმაყოფილების გამომხატველი ზარების რაოდენობა მართლაც დიდი იყო, მაგრამ ნელ-ნელა შემცირდა. სად გადის ზღვარი მოქალაქეების შეწუხებასა და ავადმყოფის სიცოცხლის საფრთხეზე ზრუნვას შორის? რა არის ხშირი ავარიული სიტუაციისა და მძღოლების ფიზიკური ურთიერთდაპირისპირების მიზეზი? შევეცადეთ, მკითხველამდე ორი მხარის - "სასწრაფოსა" და სხვა სატრანსპორტო საშუალებების პოზიციებში გავრკვეულიყავით. კვალი ხსენებულ ორ მხარეს გასცდა

- "დამნაშავე", საბოლოოდ, გაუმართავი კანონი აღმოჩნდა - "საქართველოს კანონი საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ"...

შალვა ბრაჭული, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორი:

- ბატონო შალვა, რატომ გახდა შესამჩნევი მოსახლეობის სირენებთან დაკავშირებული გაღიზიანება ბოლო პერიოდში?

- სანამ ავტოპარკი განახლდებოდა, მანქანების 90% არ მუშაობდა. ამიტომაც იყო მათი მოძრაობა შეუმჩნეველი. ჩვენი დირექტივის თანახმად, ციმციმასა და ხმოვან სიგნალს მხოლოდ გამოძახებაზე გასული მანქანები რთავენ, ისიც, მხოლოდ ცენტრალურ ქუჩებზე. ასევე, ჰოსპიტალიზაციისას - როცა პაციენტი ჰყავთ მანქანაში. თუ განსაკუთრებული საჭიროება არ არის, არც ღამის 12 საათიდან რთავენ სიგნალს, - შეძლებისდაგვარად ვითვალისწინებთ მოსახლეობის ინტერესებს. ავტოპარკის განახლების პირველ ხანებში მართლაც, ძალიან ბევრი ზარი ფიქსირდებოდა მოსახლეობის მხრიდან, გამოხატავდნენ უკმაყოფილებას სირენის ხმისა და ხანგრძლივობის გამო. ახლა ზარები შემცირდა. ჩვენ შევარჩიეთ ყველაზე ოპტიმალური ხმის მქონე სიგნალები. მოგეხსენებათ, ეს ჩვენი მოგონილი არ არის, მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა. რეალურად არსებული სურათის ფონზე, როცა მოძრაობა ასე გადატვირთულია და მანქანები "სასწრაფოს" მანქანას გზას არ უთმობენ, სიგნალის გარეშე ხომ საერთოდ უგულებელყოფენ?!

- გამოდის, თბილისის ქუჩებში შექმნილი მდგომარეობა ხმოვანი სიგნალების ხანგრძლივად ჩართვის აუცილებლობას ქმნის?

- რა თქმა უნდა. ზოგადად, მძღოლები გზას არ უთმობენ "სასწრაფო დახმარების" მანქანებს, რომლებსაც ციმციმაც და ხმოვანი სიგნალიც ჩართული აქვთ. რამდენიმე ასეთი შემთხვევა მძღოლების შეხლა-შემოხლით დასრულდა. სანამ ახალი მანქანები შემოვიდოდა, ბავშვი გადაჰყავდათ ისანი-სამგორის ტერიტორიიდან დიღმის ბავშვთა საავადმყოფოში. სიგნალების მიუხედავად, წინ მიმავალმა მანქანამ მძღოლს გზა არ დაუთმო, მერე კი მანქანა გააჩერებინა და მძღოლს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მოგვიანებით, მონაცემები პატრულს გადავეცით და ის მძღოლი დაისაჯა.

- ავარიის შემთხვევა ხშირია?

- საკმაოდ. კანონმდებლობაც დასახვეწია იმ მხრივ, რომ ციმციმაჩართულ მანქანას უფრო მეტი უპირატესობა უნდა მიენიჭოს. მინდა, მძღოლებს მივმართო - იყვნენ მეტად გულისხმიერნი, შესაძლებელია, კონკრეტული "სასწრაფოს" ბრიგადა მოცემულ მომენტში მათი ახლობლის დასახმარებლად მიდიოდეს...

ახლახან, "ახმეტელის" მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე "სასწრაფოს" მანქანისა და ავტომანქანის მძღოლებს შორის ფიზიკური დაპირისპირების მიზეზი კვლავ გზის განზრახ გადაკეტვა გახდა.

"სასწრაფო დახმარების" მანქანის მძღოლი, ჯიმშერ ტაბატაძე:

- ჩემ წინ მიმავალ მანქანას ჩართული ციმციმითა და ხმოვანი სიგნალით, დაახლოებით 300 მეტრის მანძილზე უკან მივყვებოდი. დამატებითი შუქებიც ავანთე და ხმოვანი სიგნალიც დავამატე, მაგრამ მძღოლს ამისთვის ყურადღება არ მიუქცევია, განზრახ არ მატარებდა. მერე, როგორც ჩანს, სიგნალებმა გააღიზიანა, მანქანიდან გადმოხტა და გინება დამიწყო. "სასწრაფოს" მანქანის კარიც გამოაღო და ფიზიკური შეურაცხყოფის მოყენებაც მოასწრო.

- ხშირია ასეთი შემთხვევა?

- ნელ-ნელა სწავლობს ხალხი იმას, რომ "სასწრაფო" აუცილებლად უნდა გაატაროს, მაგრამ მაინც არიან ადამიანები, ვისაც სირენების გამო პროტესტი უჩნდება. უფრო ეფექტიანი, ჩვენი, "სასწრაფოს" მძღოლების აზრით, წინა სიგნალები იყო, რომელიც ამავე მანქანებს ეყენა, მაგრამ მოგვიანებით მოგვიხსნეს. პრობლემას გვიქმნის შუქნიშანზე დგომაც. როცა წინ ერთი მანქანა დგას და მინდა, გამატაროს, ხაზს ვერ კვეთს, - დაჯარიმდება. ამ დროს ვერ დაავალდებულებ, გაგატაროს. პირადად მე, როცა ჩემი მსუბუქი ავტომობილის მართვისას "სასწრაფოს" მანქანა გამიტარებია, 20-ლარიანი ჯარიმა მომსვლია. ამ მოძრაობისთვის მძღოლი არ უნდა ჯარიმდებოდეს, რადგან ხშირად პაციენტისთვის სიცოცხლის შენარჩუნებას წამები წყვეტს, ჩვენ კი ამ დროს შუქნიშანზე ვდგავართ...

ვალერი ნაჭყებია, მძღოლი:

- გასაგებია, რომ სოლიდარობის კულტურა ჩვენთან რატომღაც, დაბალია. ბევრ ქვეყანაში მინახავს, როგორი სოლიდარულები არიან სხვა მძღოლები "სასწრაფოს" მანქანების მიმართ. მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ "სასწრაფოს" მანქანებს ხშირად დანიშნულების გარეშე აქვთ სირენები ჩართული. გამაღიზიანებელია, როცა შუქნიშანზე დგახარ და გვერდით ეს გამკივანი ხმა ისმის. რაც შეეხება დათმობას, ხშირად, როცა "სასწრაფოს" უთმობ გზას, წინ გასულ "სასწრაფოს" უკან ავტომანქანების მთელი კოლონა მიჰყვება... "სასწრაფოს" ბევრი უპირატესობა აქვს, ჩვეულებრივ მძღოლს კი ისედაც უამრავი "აზრიანი" თუ "უაზრო" ჯარიმა მისდის და გამიზნულად ჯარიმებს ვერ "აიკიდებს".

მურთაზ ხომერიკი, ავტოინსტრუქ­ტორი:

- როცა მძღოლი შუქნიშანზე დგას, ვერაფრით გაატარებს "სასწრაფოს", - რა თქმა უნდა, ამისთვის დაჯარიმდება. ეს თავად "სასწრაფოს" მძღოლმა უნდა მოახერხოს, რადგან უპირატესობა მას აქვს: წინ მდგომ მანქანას შემოუაროს და სიფრთხილის მაქსიმალური დაცვით უნდა გაიაროს. მოძრაობისას კი დათმობა შეიძლება, მაგრამ გაჩერებული მანქანა ვერაფერს მოახერხებს.

- კი, მაგრამ, როგორ გაივლის მაშინ, როცა წინ მანქანა უდგას და გვერდით გასასვლელი ადგილი არ არის?

- "სასწრაფოს" მძღოლმა ყოველთვის უკიდურეს მარცხენა ზოლში უნდა იმოძრაოს და ამ ზოლშივე გააჩეროს, რომ საჭირო შემთხვევაში გასვლა შეძლოს.

ილია მეკოკიშვილი, საავტომობილო სკოლის ფედერაციის დირექტორი:

- დღევანდელი კანონი ძალიან ზოგადი ფრაზეოლოგიით შემოიფარგლება. პარლამენტში შესული ახალი კანონპროექტიც - ძველის გადამღერებაა. ისე მომზადდა, სპეციალისტებს არ გამოგვიგზავნეს. ათეული წლებია, ამ საქმეს ვემსახურები, კონკრეტული რეკომენდაციები გვაქვს შემუშავებული, მაგრამ ვინ ითვალისწინებს?! მეტი დაკონკრეტებაა საჭირო. კანონი ბუნდოვანი და "უსუსურია". სწორედ ეს იწვევს დავას მძღოლებს შორის. ოპერატიულ მანქანას კანონი ანიჭებს კონკრეტულ უფლებებს, მაგრამ ხშირად ისეა დაბლოკილი გზის სავალი ნაწილი, მისი გატარების საშუალება ფიზიკურად არ არსებობს. დიახ, ხშირად საჭიროა, წითელზე მდგარმა მანქანამ ხაზი გადაკვეთოს. 112-ში რომ სხედან და მხოლოდ ბიუჯეტის შევსებაზე ფიქრობენ, კამერის მიხედვით ხომ უნდა შეაფასონ მძღოლის მოქმედების მიზეზი?! მაგრამ ზოგადად ასეა - მოხდება ავარია და არავის აინტერესებს მისი გამომწვევი მიზეზი. აუცილებელია, "სასწრაფოს" ყველა მანქანაზე უმაღლესი კლასის მძღოლი იჯდეს, რომ კონკრეტულ სიტუაციაში თავადვე მოახერხოს შექმნილი მდგომარეობის მართვა.

შორენა ლაბაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია