სპორტი
სამართალი
პოლიტიკა

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
კონფლიქტები
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სად არის სააკაშვილი და რა ფორმებით დაბრუნდება ქართულ პოლიტიკაში
სად არის სააკაშვილი და რა ფორმებით დაბრუნდება ქართულ პოლიტიკაში

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა სა­ქარ­თვე­ლო ინა­უ­გუ­რა­ცი­ამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე და­ტო­ვა, ინა­უ­გუ­რა­ცი­ის წინა დღეს კი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი მის გა­რე­შე და­ემ­შვი­დობ­ნენ სა­სახ­ლეს, რო­მელ­შიც პრე­ზი­დენ­ტმა სა­ა­კაშ­ვილ­მა მმარ­თვე­ლო­ბის წლე­ბი გა­ა­ტა­რა. მას შემ­დეგ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი მხო­ლოდ ინ­ტერ­ნეტ-აუ­დი­ტო­რი­ას ეკონ­ტაქ­ტე­ბა "ფე­ის­ბუ­ქის" სა­შუ­ა­ლე­ბით. კი­თხვა კი, რას გა­ა­კე­თებს ექ­სპრე­ზი­დენ­ტი ქვე­ყა­ნა­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ, პა­სუ­ხგა­უ­ცე­მე­ლი რჩე­ბა...

Ambebi.ge შე­ე­ცა­და გა­ერ­კვია, თუ რა მი­სი­ით იმ­ყო­ფე­ბა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ამ დრო­ი­სათ­ვის სა­ზღვარ­გა­რეთ, და რა გეგ­მე­ბით დაბ­რუ­ნე­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში ექ­სპრე­ზი­დენ­ტი. რო­გორც მისი თა­ნა­გუნ­დე­ლე­ბი და ყო­ფი­ლი პრეს­სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი, ნა­თია ბან­ძე­ლა­ძე ამ­ბო­ბენ, სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბის შე­სა­ხებ კონ­კრე­ტუ­ლი არა­ფე­რი იცი­ან. ნა­თია ბან­ძე­ლა­ძის თქმით, არ­სე­ბობს ვერ­სია, რომ, შე­საძ­ლოა, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა საქ­მი­ა­ნო­ბა უცხო­ეთ­ში რო­მე­ლი­მე სა­ერ­თა­შო­რი­სო სტრუქ­ტუ­რა­ში გა­აგ­რძე­ლოს, ან და­სავ­ლე­თის რო­მე­ლი­მე უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ლექ­ცი­ე­ბი წა­ი­კი­თხოს.

სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­მო­მავ­ლო გეგ­მებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ გან­სხვა­ვე­ბულ ვერ­სი­ა­ზე სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბის წევ­რი და­ვით დარ­ჩი­აშ­ვი­ლი გა­ზეთ "ყვე­ლა სი­ახ­ლეს­თან" სა­უბ­რობს. მისი თქმით, სა­ა­კაშ­ვილს ძა­ლი­ან ბევ­რი შე­თა­ვა­ზე­ბა აქვს უცხო­ე­ლე­ბის­გან, რისი მომსწრე თა­ვა­დაც გამ­ხდა­რა:

"დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი­და­ნაც ექ­ნე­ბო­და შე­თა­ვა­ზე­ბე­ბიsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო!. რა­ღაც პე­რი­ო­დი შე­იძ­ლე­ბა მან ეს გზა აირ­ჩი­ოს, და­ის­ვე­ნოს აქ­ტი­უ­რი პო­ლი­ტი­კის­გან, მაგ­რამ გარ­წმუ­ნებთ, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი თა­ვი­სი ენერ­გი­ი­თა და გა­მოც­დი­ლე­ბით ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კი­დან არ გაქ­რე­ბა. კონ­კრე­ტუ­ლად სად, რო­მელ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ან კვლე­ვით ცენ­ტრში სთა­ვა­ზობ­დნენ საქ­მი­ა­ნო­ბის გაგ­რძე­ლე­ბას, ვერ გე­ტყვით, მაგ­რამ ეს იდე­ე­ბის დო­ნე­ზე რომ გა­მო­ით­ქმე­ბო­და, ვა­დას­ტუ­რებ. სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნე­ზე ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტო­ბა ისე­თი გა­მოც­დი­ლე­ბაა, რომ ნე­ბის­მი­ე­რი კვლე­ვი­თი ცენ­ტრი ან უნი­ვერ­სი­ტე­ტი და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ამ გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბით," - ამ­ბობს და­ვით დარ­ჩი­აშ­ვი­ლი.

პრე­ზი­დენ­ტის კი­დევ ერთი თა­ნა­გუნ­დე­ლი, გოგა ხა­ჩი­ძე Ambebi.ge-სთან სა­უბ­რი­სას ამ­ბობს, რომ არც მან იცის სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­მო­მავ­ლო გეგ­მებ­ზე იმა­ზე მეტი, რაც სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის არის ცნო­ბი­ლი გარ­და იმი­სა, რომ შე­საძ­ლოა, სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბულ­მა სა­ა­კაშ­ვილ­მა დიდი დრო არა პო­ლი­ტი­კას, არა­მედ მეღ­ვი­ნე­ო­ბას და­უთ­მოს...

ვიდ­რე მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი და მისი სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ბუნ­დო­ვა­ნია, ექ­სპრე­ზი­დენ­ტი აქ­ტი­უ­რო­ბას თა­ვის ოფი­ცი­ა­ლურ "ფე­ის­ბუქ­ზე" არ წყვეტს და მისი პრე­ზი­დენ­ტო­ბის პე­რი­ოდ­ში გა­ნახ­ლე­ბუ­ლი თბი­ლი­სის ფო­ტო­ებს თა­ვის კე­დელ­ზე ათავ­სებს.

რა მოხ­დე­ბა იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში დიდი პო­ლი­ტი­კუ­რი გეგ­მე­ბით დაბ­რუნ­დე­ბა. მო­უ­წევს თუ არა მას ცვლი­ლე­ბე­ბის შე­ტა­ნა პარ­ტი­უ­ლი დრო­შის მსგავ­სად იმი­ჯი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის ფორ­მებ­ში. ამ თე­მა­ზე პი­ა­რი­სა და მარ­კე­ტინ­გუ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის კომ­პა­ნია "ჯეპ­რა"-ს უფ­როს კონ­სულ­ტანტს, სოსო გა­ლუ­მაშ­ვილს ვე­სა­უბ­რეთ.

"ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა ჩათ­ვა­ლეს, რომ შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო გარ­კვე­უ­ლი ვირ­ტუ­ა­ლუ­რი რე­ა­ლო­ბის შექ­მნა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც შე­იძ­ლე­ბო­და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­რით მა­ნი­პუ­ლი­რე­ბა. 2007 -2008 წლის შემ­დეგ ინ­ვეს­ტი­ცი­ებ­მა იკლო ქვე­ყა­ნა­ში და სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო ჯგუფს აღარ ჰქონ­და ადა­მი­ა­ნუ­რი და ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სი ვირ­ტუ­ა­ლუ­რი რე­ა­ლო­ბის შე­საქ­მნე­ლად. შემ­დეგ ეს ვირ­ტუ­ა­ლუ­რი რე­ა­ლო­ბა რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბას ას­ცდა და მათ მო­უ­წი­ათ მა­თი­ვე გა­მო­გო­ნი­ლი პრო­ცე­სე­ბის მარ­თვა. ამ გა­ო­რე­ბამ კი მათი მარ­ცხი გა­მო­იწ­ვია - პრო­პა­გან­და ას­ცდა სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ცხოვ­რე­ბას. ამან გა­მო­იწ­ვია სა­ა­კაშ­ვი­ლის არა მარ­ტო რე­ა­ლუ­რი, არა­მედ პიარ-და­მარ­ცხე­ბა.

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის პო­ლი­ტი­კა­ში დაბ­რუ­ნე­ბა თე­ო­რი­უ­ლად არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, მაგ­რამ ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის მხარ­და­ჭე­რით მისი მოს­ვლა შე­უძ­ლებ­ლად მი­მაჩ­ნია. რად­გან ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა დაც­ლი­ლია იდე­ე­ბის­გან. ისი­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში კონ­კრე­ტუ­ლი მიმ­ზიდ­ვე­ლი იდე­ე­ბით მო­ვიდ­ნენ - არა კო­რუფ­ცი­ას, და­სავ­ლე­თის­კენ მი­მა­ვა­ლი კურ­სი და ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბა. სა­მი­ვე ვექ­ტო­რი ამ­ჟა­მად ქარ­თულ ოც­ნე­ბის ხელთ არის. სა­ა­კაშ­ვი­ლი­სა და ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის ერთ-ერთი მთა­ვარ ნაკ­ლად კი ის მი­მაჩ­ნია, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­მაც სხვა­დას­ხვა სფე­რო­ში და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი სის­ტე­მე­ბი შექ­მნეს, არ ჩა­მო­ი­შო­რეს. ამან კი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნდო­ბის და­კარ­გვა გა­ნა­პი­რო­ბა".

სოსო გა­ლუ­მაშ­ვი­ლის მსგავ­სად სა­ა­კაშ­ვი­ლის ოპო­ნენ­ტე­ბიც მი­იჩ­ნე­ვენ, რომ 9 წლი­ა­ნი მმარ­თვე­ლო­ბის შემ­დეგ, სა­ა­კაშ­ვილს, პო­ლი­ტი­კა­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, კვლავ მო­უ­წევს სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნდო­ბის აღ­დგე­ნა, თუმ­ცა რო­დის და რა ფორ­მით გახ­დე­ბა ექ­სპრე­ზი­დენ­ტი დიდი ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კის მო­თა­მა­შე, ამას მო­მა­ვა­ლი გვიჩ­ვე­ნებს...

სა­ლო­მე ში­ხაშ­ვი­ლი, Ambebi.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გამარჯვება პირველივე წუთებზე - ილია თოფურიამ ოლივიერა ნოკაუტში ჩააგდო და ჩემპიონი გახდა

სად არის სააკაშვილი და რა ფორმებით დაბრუნდება ქართულ პოლიტიკაში

სად არის სააკაშვილი და რა ფორმებით დაბრუნდება ქართულ პოლიტიკაში

მიხეილ სააკაშვილმა საქართველო ინაუგურაციამდე რამდენიმე დღით ადრე დატოვა, ინაუგურაციის წინა დღეს კი მოქალაქეები მის გარეშე დაემშვიდობნენ სასახლეს, რომელშიც პრეზიდენტმა სააკაშვილმა მმართველობის წლები გაატარა. მას შემდეგ მიხეილ სააკაშვილი მხოლოდ ინტერნეტ-აუდიტორიას ეკონტაქტება "ფეისბუქის" საშუალებით. კითხვა კი, რას გააკეთებს ექსპრეზიდენტი ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ, პასუხგაუცემელი რჩება...

Ambebi.ge შეეცადა გაერკვია, თუ რა მისიით იმყოფება მიხეილ სააკაშვილი ამ დროისათვის საზღვარგარეთ, და რა გეგმებით დაბრუნედება საქართველოში ექსპრეზიდენტი. როგორც მისი თანაგუნდელები და ყოფილი პრესსამსახურის უფროსი, ნათია ბანძელაძე ამბობენ, სააკაშვილის სამომავლო გეგმების შესახებ კონკრეტული არაფერი იციან. ნათია ბანძელაძის თქმით, არსებობს ვერსია, რომ, შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილმა საქმიანობა უცხოეთში რომელიმე საერთაშორისო სტრუქტურაში გააგრძელოს, ან დასავლეთის რომელიმე უნივერსიტეტში ლექციები წაიკითხოს.

სააკაშვილის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებულ განსხვავებულ ვერსიაზე საპარლამენტო უმცირესობის წევრი დავით დარჩიაშვილი გაზეთ "ყველა სიახლესთან" საუბრობს. მისი თქმით, სააკაშვილს ძალიან ბევრი შეთავაზება აქვს უცხოელებისგან, რისი მომსწრე თავადაც გამხდარა:

"დარწმუნებული ვარ ამერიკის შეერთებული შტატებიდანაც ექნებოდა შეთავაზებებიsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო!. რაღაც პერიოდი შეიძლება მან ეს გზა აირჩიოს, დაისვენოს აქტიური პოლიტიკისგან, მაგრამ გარწმუნებთ, მიხეილ სააკაშვილი თავისი ენერგიითა და გამოცდილებით ქართული პოლიტიკიდან არ გაქრება. კონკრეტულად სად, რომელ უნივერსიტეტში ან კვლევით ცენტრში სთავაზობდნენ საქმიანობის გაგრძელებას, ვერ გეტყვით, მაგრამ ეს იდეების დონეზე რომ გამოითქმებოდა, ვადასტურებ. საერთაშორისო დონეზე ქვეყნის პრეზიდენტობა ისეთი გამოცდილებაა, რომ ნებისმიერი კვლევითი ცენტრი ან უნივერსიტეტი დაინტერესებული იქნება ამ გამოცდილების გაზიარებით," - ამბობს დავით დარჩიაშვილი.

პრეზიდენტის კიდევ ერთი თანაგუნდელი, გოგა ხაჩიძე Ambebi.ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ არც მან იცის სააკაშვილის სამომავლო გეგმებზე იმაზე მეტი, რაც საზოგადოებისთვის არის ცნობილი გარდა იმისა, რომ შესაძლოა, საქართველოში დაბრუნებულმა სააკაშვილმა დიდი დრო არა პოლიტიკას, არამედ მეღვინეობას დაუთმოს...

ვიდრე მიხეილ სააკაშვილის ადგილსამყოფელი და მისი სამომავლო გეგმები საზოგადოებისთვის ბუნდოვანია, ექსპრეზიდენტი აქტიურობას თავის ოფიციალურ "ფეისბუქზე" არ წყვეტს და მისი პრეზიდენტობის პერიოდში განახლებული თბილისის ფოტოებს თავის კედელზე ათავსებს.

რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დიდი პოლიტიკური გეგმებით დაბრუნდება. მოუწევს თუ არა მას ცვლილებების შეტანა პარტიული დროშის მსგავსად იმიჯისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის ფორმებში. ამ თემაზე პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია "ჯეპრა"-ს უფროს კონსულტანტს, სოსო გალუმაშვილს ვესაუბრეთ.

"ნაციონალურმა მოძრაობამ და მიხეილ სააკაშვილმა ჩათვალეს, რომ შესაძლებელი იყო გარკვეული ვირტუალური რეალობის შექმნა, რომლის მიხედვითაც შეიძლებოდა საზოგადოებრივი აზრით მანიპულირება. 2007 -2008 წლის შემდეგ ინვესტიციებმა იკლო ქვეყანაში და სახელისუფლებო ჯგუფს აღარ ჰქონდა ადამიანური და ფინანსური რესურსი ვირტუალური რეალობის შესაქმნელად. შემდეგ ეს ვირტუალური რეალობა რეალურ ცხოვრებას ასცდა და მათ მოუწიათ მათივე გამოგონილი პროცესების მართვა. ამ გაორებამ კი მათი მარცხი გამოიწვია - პროპაგანდა ასცდა საზოგადოებრივ ცხოვრებას. ამან გამოიწვია სააკაშვილის არა მარტო რეალური, არამედ პიარ-დამარცხება.

მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკაში დაბრუნება თეორიულად არ არის გამორიცხული, მაგრამ ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერით მისი მოსვლა შეუძლებლად მიმაჩნია. რადგან ნაციონალური მოძრაობა დაცლილია იდეებისგან. ისინი ხელისუფლებაში კონკრეტული მიმზიდველი იდეებით მოვიდნენ - არა კორუფციას, დასავლეთისკენ მიმავალი კურსი და ეკონომიკური განვითარება. სამივე ვექტორი ამჟამად ქართულ ოცნების ხელთ არის. სააკაშვილისა და ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი მთავარ ნაკლად კი ის მიმაჩნია, რომ ადამიანები, რომლებმაც სხვადასხვა სფეროში დანაშაულებრივი სისტემები შექმნეს, არ ჩამოიშორეს. ამან კი საზოგადოების ნდობის დაკარგვა განაპირობა".

სოსო გალუმაშვილის მსგავსად სააკაშვილის ოპონენტებიც მიიჩნევენ, რომ 9 წლიანი მმართველობის შემდეგ, სააკაშვილს, პოლიტიკაში დაბრუნების შემთხვევაში, კვლავ მოუწევს საზოგადოების ნდობის აღდგენა, თუმცა როდის და რა ფორმით გახდება ექსპრეზიდენტი დიდი ქართული პოლიტიკის მოთამაშე, ამას მომავალი გვიჩვენებს...

სალომე შიხაშვილი, Ambebi.ge

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა