პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სად დასდევს მარიკა დარჩია სასიამოვნო მოულოდნელობებს და რა ''აჩუქა'' გურამ რჩეულიშვილის მამამ
სად დასდევს მარიკა დარჩია სასიამოვნო მოულოდნელობებს და რა ''აჩუქა'' გურამ რჩეულიშვილის მამამ

ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტის სა­ავ­ტო­რო გა­და­ცე­მა "სტუმ­რად მა­რი­კა დარ­ჩი­ას­თან" "პა­ლიტ­რა ტი­ვის" ეთერ­ში სა­ღა­მოს 8-ის ნა­ხე­ვარ­ზე გა­დის, რა­დი­ომსმე­ნელს კი FM 103.9-ზე მისი მოს­მე­ნა დღის ორი სა­ა­თი­დან შე­უძ­ლია. ალ­ბათ დღე­ვან­დელ ქარ­თულ ტე­ლე­სივ­რცე­ში იშ­ვი­ა­თია ისე­თი ტე­ლე­წამ­ყვა­ნი, რო­მელ­საც ამ­ხე­ლა ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს. მა­რი­კა დარ­ჩი­ას ენერ­გია და ენ­თუ­ზი­აზ­მი წლე­ბის მა­ტე­ბას­თან ერ­თად იზ­რდე­ბა. მისი ინ­ტე­რე­სის სფე­რო კი ნე­ბის­მი­ე­რი რამ შე­იძ­ლე­ბა აღ­მოჩ­ნდეს. სწო­რედ თა­ვის მძაფრ ინ­ტე­რე­სი­ა­ნო­ბას უკავ­ში­რებს იმას, რომ ბევ­რი რა­მის გემო გა­ი­გო და ბევ­რი რამ ის­წავ­ლა, თუმ­ცა სწავ­ლას ახ­ლაც აგ­რძე­ლებს და ახალ საქ­მეს შე­ე­ჭი­და...

- ეს არის თოქ­შოუ?

- რა­ტომ­ღაც ავ­ცდი ამ სი­ტყვას, მაგ­რამ კლა­სი­კუ­რი ჟურ­ნა­ლის­ტი­კის გა­გე­ბით, ეს ასეც არის. ძი­რი­თად შემ­თხვე­ვა­ში, ერთი თემა მაქვს და მის შე­სა­ხებ ორი ან მეტი ადა­მი­ა­ნი მსტუმ­რობს, ზოგ­ჯერ ერთი. მა­გა­ლი­თად, რო­დე­საც უსი­ნათ­ლო­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო დღეს ვსა­უბ­რობ­დით, იქ ორი სტუ­მა­რი მო­ვიწ­ვი­ეთ, ღი­მი­ლის სა­ერ­თა­შო­რი­სო დღეს კი გა­დავ­წყვი­ტე, რომ გა­და­ცე­მა­ში არა მი­მე­ბი და ჯამ­ბა­ზე­ბი, არა­მედ სევ­დი­ა­ნი ღი­მი­ლის მქო­ნე ქალ­ბა­ტო­ნის, ინო­ლა გურ­გუ­ლი­ას შვი­ლე­ბი მო­მეწ­ვია. უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში, თუკი კონ­კრე­ტუ­ლი თემა არ არის, ჩემი გა­და­ცე­მა მცდე­ლო­ბაა, ადა­მი­ა­ნე­ბის პორ­ტრე­ტე­ბი შევ­ქმნა. ამ კუ­თხით საკ­მა­ოდ შორს მი­მა­ვა­ლი გეგ­მე­ბი მაქვს. შე­საძ­ლოა, ეს ყვე­ლა­ფე­რი ერთ რა­მედ შე­იკ­რას, მა­გა­ლი­თად, - ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც უნდა იც­ნობ­დეთ. ჯერ არ ვიცი, რო­გორ უნდა შე­იკ­რას ეს ყვე­ლა­ფე­რი, ვი­დე­ო­ე­ბად, მუ­სი­კა­ლუ­რად... სხვა­თა შო­რის, ჩემს სტუმ­რებს ვთხოვ ხოლ­მე, მათი ცხოვ­რე­ბის თა­ნამ­დე­ვი მუ­სი­კა მო­ი­ტა­ნონ. მა­გა­ლი­თად, დათო ლორ­თქი­ფა­ნი­ძე მოგ­ვიყ­ვა სა­ინ­ტე­რე­სო ის­ტო­რი­ას იმის შე­სა­ხებ, რა­მაც მის ცხოვ­რე­ბა­ში გა­დატ­რი­ა­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა. საქ­მე ეხე­ბო­და ერთ-ერთ სა­მარხში აღ­მო­ჩე­ნილ ქა­ლის ძვლებს, რო­მელ­საც შემ­დგომ ლი­უ­სი და­არ­ქვეს, იმი­ტომ, რომ გა­თხრე­ბი­სას ამ სა­ხელ­წო­დე­ბის სიმ­ღე­რას უს­მენ­დნენ... ყვე­ლას მო­აქვს კომ­პო­ზი­ცი­ე­ბი და ყვე­ლას­თვის ეს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მუ­სი­კაა, მათ ცხოვ­რე­ბას­თან ასო­ცი­რე­ბუ­ლი.

"სტუმ­რად მა­რი­კა დარ­ჩი­ას­თან" არის მშვი­დი სა­უ­ბა­რი ადა­მი­ა­ნებ­თან, რომ­ლე­ბიც მიყ­ვე­ბი­ან თა­ვი­ან­თი ცხოვ­რე­ბის გზა­ზე, არ­ჩე­ვან­ზე. ეს არის ცდა, სხვა­დას­ხვა გზით, მუ­სი­კას­თან, ნივ­თებ­თან, წიგ­ნებ­თან ასო­ცი­ა­ცი­ა­ში შექ­მნა ადა­მი­ა­ნის გარ­კვე­უ­ლი პორ­ტრე­ტი.

- თქვენ­თვის რო­მე­ლი რეს­პონ­დენ­ტი იყო ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო?

- მარ­თა­ლი გი­თხრა, ყვე­ლა რეს­პონ­დენ­ტმა გა­მაკ­ვირ­ვა. მათ­თან შეხ­ვედ­რამ­დე წი­ნას­წარ ვემ­ზა­დე­ბი, ვაგ­რო­ვებ ინ­ფორ­მა­ცი­ას, ბევ­რი მეხ­მა­რე­ბა ამა­ში და დიდი მად­ლო­ბა მათ ამის­თვის, მაგ­რამ ხან­და­ხან რეს­პონ­დენ­ტი ისე­თი გზით წა­გიყ­ვანს, რა­საც არ ელო­დე­ბი და აქამ­დე არ იცო­დი. მა­გა­ლი­თად, დათო ყვი­რი­ლი­ანს, უსი­ნათ­ლოს, და­ვუს­ვი შე­კი­თხვა თა­ვის ქორ­წი­ნე­ბა­ზე, მი­პა­სუ­ხა, ჩემს მე­უღ­ლეს მხო­ლოდ დი­ლით და სა­ღა­მოს ვხე­და­ვო. გა­მაჟ­რი­ა­ლა... ნამ­დვი­ლად არ ვე­ლო­დე­ბო­დი, რომ ის ამ სი­ტყვას ისე­ვე იყე­ნებს, რო­გორც ვთქვათ, მე. რო­დე­საც ინო­ლა გურ­გუ­ლი­ას შვილ­მა დათო შუღ­ლი­აშ­ვილ­მა მი­თხრა, სიმ­ღე­რას ვამ­ბო­ბო, ამა­ნაც გა­მაკ­ვირ­ვა, მაგ­რამ ის ამ­ბობს, ჰყვე­ბა სიმ­ღე­რას და ამი­ტო­მაც იყე­ნებს ამ სი­ტყვას. რო­დე­საც ექი­მი გე­უბ­ნე­ბა, - ნუ გე­ში­ნია დი­ა­ბე­ტის, პელე, ელა ფი­ცჯე­რალ­დი, ჰე­მინ­გუ­ეი, უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი დი­ა­ბე­ტით იყო და­ა­ვა­დე­ბუ­ლიო, უც­ბად გეც­ვლე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა და სხვა ხედ­ვა გიჩ­ნდე­ბა. მე სა­ერ­თოდ ამი­ტომ და­მა­ინ­ტე­რე­სა ამ პრო­ექ­ტის იდე­ამ და დავ­თან­ხმდი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ძა­ლი­ან და­კა­ვე­ბუ­ლი ვარ სამ­სა­ხუ­რით, პრო­ექ­ტე­ბით, ლექ­ცი­ე­ბით. ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო ფე­ნო­მე­ნი ადა­მი­ა­ნია და ამ შემ­თხვე­ვა­ში არ მაქვს ლა­პა­რა­კი მხო­ლოდ ცნო­ბილ ადა­მი­ა­ნებ­ზე. მათ თავს ვერ ავა­რი­დებთ, რად­გან მა­თაც აქვთ ისე­თი მხა­რე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც მა­ყუ­რებ­ლის­თვის აღ­მო­ჩე­ნა იქ­ნე­ბა. შე­საძ­ლოა, ძა­ლი­ან კარ­გად ვი­ცო­დეთ, რამ­დენ ქალ­თან ჰქონ­და ურ­თი­ერ­თო­ბა, მაგ­რამ არას­დროს მოგ­ვის­მე­ნია მათი ყვე­ლა­ზე დიდი ფა­სე­უ­ლო­ბის შე­სა­ხებ. გია ნი­ჟა­რა­ძეს სიმ­ღე­რის სი­ტყვე­ბი რომ ჰქო­ნია და­წე­რი­ლი, ეს ბევ­რმა არ იცო­და. ცნო­ბი­ლი სიმ­ღე­რაა, "საკ­ვა­მუ­რე­ბი" ჰქვია. ასე­ვე ფან­ტას­ტი­კუ­რი კუ­ლი­ნა­რი ყო­ფი­ლა და გა­და­ცე­მა­ში მო­მიყ­ვა, რო­გორ უნდა ჩა­ვა­ბას­ტურ­მო ხორ­ცი, ეს ძა­ლი­ან მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო და მე სა­სი­ა­მოვ­ნო მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბებს ვაგ­რო­ვებ. მე ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბიც მა­ინ­ტე­რე­სებს, ოღონდ სხვა კუ­თხით, და უც­ნო­ბე­ბიც, რომ­ლე­ბიც სა­ინ­ტე­რე­სო­ნი არი­ან.

- "ყვი­თე­ლი" ადა­მი­ა­ნი არ ხართ, მაგ­რამ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში კო­მერ­ცი­ას ვერ გა­ვექ­ცე­ვით და სად გაქვთ თქვენ ეს ჩა­დე­ბუ­ლი?

- მუ­სი­კა რომ ჩავ­დე, უკვე გან­სხვა­ვე­ბუ­ლია. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ "ყვი­თე­ლი" არ ვარ, ერთ დე­ტალ­ზე გა­ვა­მახ­ვი­ლებ ყუ­რა­დღე­ბას (იღი­მის). რო­დე­საც გა­და­ცე­მა და­ვი­წყეთ, წი­თელ სა­ვარ­ძელ­ში ვი­ჯე­ქი და ვთქვი, ეს სა­ვარ­ძე­ლი მა­წუ­ხებს-მეთ­ქი. ჩემი ფე­რია ყვი­თე­ლი, ფერი მზი­სა და ცხე­ლი ქვი­ში­სა... დღეს ყვი­თელ სა­ვარ­ძელ­ში ვზი­ვარ (იღი­მის). ვიცი, რომ ყვი­თე­ლი ამ­ბე­ბი კარ­გად იყი­დე­ბა და აინ­ტე­რე­სებთ, მაგ­რამ მგო­ნია, რომ ადა­მი­ა­ნი ყვი­თელ­ზე მეტი ფე­რის­გან შედ­გე­ბა და ამ ფე­რებს ვე­ძებ ჩემს გა­და­ცე­მა­ში. თუკი ძა­ლი­ან ყვი­თელს და­ვარ­ქმევთ, მა­გა­ლი­თად, სექ­სის თე­მას, მე ამა­ზე ვერ ვი­ლა­პა­რა­კებ და არც ვიცი ამა­ზე ლა­პა­რა­კი. მა­ინ­ტე­რე­სებს პი­რა­დი თე­მე­ბი, მაგ­რამ აქაც ძა­ლი­ან ღრმად ვერ შე­ვიჭ­რე­ბი. ეს ჩემი ძი­რი­თა­დი თემა არ არის. ჩემ­თვის უფრო სა­ინ­ტე­რე­სოა, ვინ იყ­ვნენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­მაც ჩემი რეს­პონ­დენ­ტი "გა­მო­აღ­ვი­ძეს" . ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა­ში არის ერთი ასე­თი მა­ინც.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

სად დასდევს მარიკა დარჩია სასიამოვნო მოულოდნელობებს და რა ''აჩუქა'' გურამ რჩეულიშვილის მამამ

სად დასდევს მარიკა დარჩია სასიამოვნო მოულოდნელობებს და რა ''აჩუქა'' გურამ რჩეულიშვილის მამამ

ჩვენი რესპონდენტის საავტორო გადაცემა ''სტუმრად მარიკა დარჩიასთან'' ''პალიტრა ტივის'' ეთერში საღამოს 8-ის ნახევარზე გადის, რადიომსმენელს კი FM 103.9-ზე მისი მოსმენა დღის ორი საათიდან შეუძლია. ალბათ დღევანდელ ქართულ ტელესივრცეში იშვიათია ისეთი ტელეწამყვანი, რომელსაც ამხელა ცხოვრებისეული გამოცდილება აქვს. მარიკა დარჩიას ენერგია და ენთუზიაზმი წლების მატებასთან ერთად იზრდება. მისი ინტერესის სფერო კი ნებისმიერი რამ შეიძლება აღმოჩნდეს. სწორედ თავის მძაფრ ინტერესიანობას უკავშირებს იმას, რომ ბევრი რამის გემო გაიგო და ბევრი რამ ისწავლა, თუმცა სწავლას ახლაც აგრძელებს და ახალ საქმეს შეეჭიდა...

- ეს არის თოქშოუ?

- რატომღაც ავცდი ამ სიტყვას, მაგრამ კლასიკური ჟურნალისტიკის გაგებით, ეს ასეც არის. ძირითად შემთხვევაში, ერთი თემა მაქვს და მის შესახებ ორი ან მეტი ადამიანი მსტუმრობს, ზოგჯერ ერთი. მაგალითად, როდესაც უსინათლოთა საერთაშორისო დღეს ვსაუბრობდით, იქ ორი სტუმარი მოვიწვიეთ, ღიმილის საერთაშორისო დღეს კი გადავწყვიტე, რომ გადაცემაში არა მიმები და ჯამბაზები, არამედ სევდიანი ღიმილის მქონე ქალბატონის, ინოლა გურგულიას შვილები მომეწვია. უმეტეს შემთხვევაში, თუკი კონკრეტული თემა არ არის, ჩემი გადაცემა მცდელობაა, ადამიანების პორტრეტები შევქმნა. ამ კუთხით საკმაოდ შორს მიმავალი გეგმები მაქვს. შესაძლოა, ეს ყველაფერი ერთ რამედ შეიკრას, მაგალითად, - ადამიანები, რომლებსაც უნდა იცნობდეთ. ჯერ არ ვიცი, როგორ უნდა შეიკრას ეს ყველაფერი, ვიდეოებად, მუსიკალურად... სხვათა შორის, ჩემს სტუმრებს ვთხოვ ხოლმე, მათი ცხოვრების თანამდევი მუსიკა მოიტანონ. მაგალითად, დათო ლორთქიფანიძე მოგვიყვა საინტერესო ისტორიას იმის შესახებ, რამაც მის ცხოვრებაში გადატრიალება მოახდინა. საქმე ეხებოდა ერთ-ერთ სამარხში აღმოჩენილ ქალის ძვლებს, რომელსაც შემდგომ ლიუსი დაარქვეს, იმიტომ, რომ გათხრებისას ამ სახელწოდების სიმღერას უსმენდნენ... ყველას მოაქვს კომპოზიციები და ყველასთვის ეს განსხვავებული მუსიკაა, მათ ცხოვრებასთან ასოცირებული.

''სტუმრად მარიკა დარჩიასთან'' არის მშვიდი საუბარი ადამიანებთან, რომლებიც მიყვებიან თავიანთი ცხოვრების გზაზე, არჩევანზე. ეს არის ცდა, სხვადასხვა გზით, მუსიკასთან, ნივთებთან, წიგნებთან ასოციაციაში შექმნა ადამიანის გარკვეული პორტრეტი.

- თქვენთვის რომელი რესპონდენტი იყო ყველაზე საინტერესო?

- მართალი გითხრა, ყველა რესპონდენტმა გამაკვირვა. მათთან შეხვედრამდე წინასწარ ვემზადები, ვაგროვებ ინფორმაციას, ბევრი მეხმარება ამაში და დიდი მადლობა მათ ამისთვის, მაგრამ ხანდახან რესპონდენტი ისეთი გზით წაგიყვანს, რასაც არ ელოდები და აქამდე არ იცოდი. მაგალითად, დათო ყვირილიანს, უსინათლოს, დავუსვი შეკითხვა თავის ქორწინებაზე, მიპასუხა, ჩემს მეუღლეს მხოლოდ დილით და საღამოს ვხედავო. გამაჟრიალა... ნამდვილად არ ველოდებოდი, რომ ის ამ სიტყვას ისევე იყენებს, როგორც ვთქვათ, მე. როდესაც ინოლა გურგულიას შვილმა დათო შუღლიაშვილმა მითხრა, სიმღერას ვამბობო, ამანაც გამაკვირვა, მაგრამ ის ამბობს, ჰყვება სიმღერას და ამიტომაც იყენებს ამ სიტყვას. როდესაც ექიმი გეუბნება, - ნუ გეშინია დიაბეტის, პელე, ელა ფიცჯერალდი, ჰემინგუეი, უამრავი ადამიანი დიაბეტით იყო დაავადებულიო, უცბად გეცვლება დამოკიდებულება და სხვა ხედვა გიჩნდება. მე საერთოდ ამიტომ დამაინტერესა ამ პროექტის იდეამ და დავთანხმდი, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დაკავებული ვარ სამსახურით, პროექტებით, ლექციებით. ყველაზე საინტერესო ფენომენი ადამიანია და ამ შემთხვევაში არ მაქვს ლაპარაკი მხოლოდ ცნობილ ადამიანებზე. მათ თავს ვერ ავარიდებთ, რადგან მათაც აქვთ ისეთი მხარეები, რომლებიც მაყურებლისთვის აღმოჩენა იქნება. შესაძლოა, ძალიან კარგად ვიცოდეთ, რამდენ ქალთან ჰქონდა ურთიერთობა, მაგრამ არასდროს მოგვისმენია მათი ყველაზე დიდი ფასეულობის შესახებ. გია ნიჟარაძეს სიმღერის სიტყვები რომ ჰქონია დაწერილი, ეს ბევრმა არ იცოდა. ცნობილი სიმღერაა, ''საკვამურები'' ჰქვია. ასევე ფანტასტიკური კულინარი ყოფილა და გადაცემაში მომიყვა, როგორ უნდა ჩავაბასტურმო ხორცი, ეს ძალიან მოულოდნელი იყო და მე სასიამოვნო მოულოდნელობებს ვაგროვებ. მე ცნობილი ადამიანებიც მაინტერესებს, ოღონდ სხვა კუთხით, და უცნობებიც, რომლებიც საინტერესონი არიან.

- ''ყვითელი'' ადამიანი არ ხართ, მაგრამ ტელევიზიაში კომერციას ვერ გავექცევით და სად გაქვთ თქვენ ეს ჩადებული?

- მუსიკა რომ ჩავდე, უკვე განსხვავებულია. მიუხედავად იმისა, რომ ''ყვითელი'' არ ვარ, ერთ დეტალზე გავამახვილებ ყურადღებას (იღიმის). როდესაც გადაცემა დავიწყეთ, წითელ სავარძელში ვიჯექი და ვთქვი, ეს სავარძელი მაწუხებს-მეთქი. ჩემი ფერია ყვითელი, ფერი მზისა და ცხელი ქვიშისა... დღეს ყვითელ სავარძელში ვზივარ (იღიმის). ვიცი, რომ ყვითელი ამბები კარგად იყიდება და აინტერესებთ, მაგრამ მგონია, რომ ადამიანი ყვითელზე მეტი ფერისგან შედგება და ამ ფერებს ვეძებ ჩემს გადაცემაში. თუკი ძალიან ყვითელს დავარქმევთ, მაგალითად, სექსის თემას, მე ამაზე ვერ ვილაპარაკებ და არც ვიცი ამაზე ლაპარაკი. მაინტერესებს პირადი თემები, მაგრამ აქაც ძალიან ღრმად ვერ შევიჭრები. ეს ჩემი ძირითადი თემა არ არის. ჩემთვის უფრო საინტერესოა, ვინ იყვნენ ადამიანები, რომლებმაც ჩემი რესპონდენტი ''გამოაღვიძეს'' . ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში არის ერთი ასეთი მაინც.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები