პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

29

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 05:58-ზე, მთვარე კირჩხიბშია – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია მძიმე ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. შეგიძლიათ წახვიდეთ სამოგზაუროდ ან მივლინებაში. რაც შორს წახვალთ, მით უფრო წარმატებული იქნება მოგზაურობა. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უკრაინის უარი ასოცირების ხელშეკრულებას - რა გამოხმაურება მოყვა ფაქტს ევროპაში
უკრაინის უარი ასოცირების ხელშეკრულებას - რა გამოხმაურება მოყვა ფაქტს ევროპაში

უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ უარი თქვა ევ­რო­კავ­შირ­თან ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ზე. უკ­რა­ი­ნის მთავ­რო­ბის პრეს­სამ­სა­ხუ­რის ცნო­ბით, ქვეყ­ნის მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნეტ­მა მი­ი­ღო გან­კარ­გუ­ლე­ბა, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, უკ­რა­ი­ნის ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ევ­რო­კავ­შირ­თან ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­ფორ­მე­ბის მზა­დე­ბის პრო­ცე­სი შე­ჩერ­და.

"გან­კარ­გუ­ლე­ბა მი­ღე­ბულ იქნა დე­ტა­ლუ­რი შეს­წავ­ლი­სა და კომ­პლექ­სუ­რი ზო­მე­ბის გა­ტა­რე­ბის მიზ­ნით, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნამ უნდა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს და­კარ­გუ­ლი წარ­მო­ე­ბის, რუ­სეთ­თან, ასე­ვე დსთ-ს სხვა სა­ხელ­მწი­ფო­ებ­თან სა­ვაჭ­რო-ეკო­ნო­მი­კუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბის აღ­სად­გე­ნად, შიდა ბაზ­რის სა­თა­ნა­დო დო­ნე­ზე ფორ­მი­რე­ბის­თვის, რო­მე­ლიც უზ­რუნ­ველ­ყოფს უკ­რა­ი­ნა­სა და ევ­რო­კავ­ში­რის წევრ-სა­ხელ­მწი­ფო­ებს შო­რის პა­რი­ტე­ტულ ურ­თი­ერ­თო­ბას", - ნათ­ქვა­მია უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

უკ­რა­ი­ნის ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ევ­რო­კავ­ში­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც გა­მო­ეხ­მა­ურ­ნენ. ევ­რო­კავ­ში­რი უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლია.

ევ­რო­კავ­ში­რი იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლია უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, შე­ა­ჩე­როს ევ­რო­კავ­შირ­თან ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის და თა­ვი­სუ­ფა­ლი ვაჭ­რო­ბის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბის ხელ­მო­წე­რის მომ­ზა­დე­ბის პრო­ცე­სი. ამის შე­სა­ხებ ევ­რო­კავ­ში­რის სა­გა­რეო საქ­მე­თა და უსაფრ­თხო­ე­ბის პო­ლი­ტი­კის სა­კი­თხებ­ში უმაღ­ლეს­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, კეტ­რინ ეშ­ტონ­მა გა­ნა­ცხა­და.

"მიგ­ვაჩ­ნია, რომ ეს იმედ­გაც­რუ­ე­ბაა არა მხო­ლოდ ევ­რო­კავ­ში­რის­თვის, არა­მედ უკ­რა­ი­ნე­ლი ხალ­ხის­თვი­საც. რე­ფორ­მე­ბი, რომ­ლე­ბიც ბოლო თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ტარ­დე­ბო­და, იმე­დის­მომ­ცე­მი იყო", - გა­ნა­ცხა­და კეტ­რინ ეშ­ტონ­მა.

ეშ­ტონ­მა ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ ევ­რო­კავ­შირ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა უცხო­ე­ლი ინ­ვეს­ტო­რე­ბი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ფი­ნან­სუ­რი ინ­სტი­ტუ­ტე­ბის­თვის იმის ნა­თე­ლი სიგ­ნა­ლი გახ­დე­ბო­და, რომ უკ­რა­ი­ნა მზა­და არის მო­დერ­ნი­ზა­ცი­ის­თვის და შე­სა­ბა­მი­სად, სა­ერ­თა­შო­რი­სო ბაზ­რის მყა­რი პარტნი­ო­რი გახ­დე­ბო­და.

"გვჯე­რა, რომ უკ­რა­ი­ნა გა­აგ­რძე­ლებს ევ­რო­კავ­შირ­თან მჭიდ­რო ურ­თი­ერ­თო­ბებს და ჩვენ კვლა­ვაც ვი­ნარ­ჩუ­ნებთ უკ­რა­ი­ნე­ლი ხალ­ხის წი­ნა­შე არ­სე­ბულ მტკი­ცე ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს", - გა­ნა­ცხა­და კეტ­რინ ეშ­ტონ­მა.

უკ­რა­ი­ნის მიერ ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ზე უა­რის თქმის შემ­დეგ, ქვე­ყა­ნა­ში ვი­ზი­ტი გა­ა­უქ­მა ევ­რო­კო­მი­სარ­მა შტე­ფან ფუ­ლემ. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, შტე­ფან ფუ­ლემ ქვე­ყა­ნა­ში ჩას­ვლა მას შემ­დეგ გა­და­ი­ფიქ­რა, რაც უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ევ­რო­კავ­შირ­თან ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის შე­თან­ხმე­ბის მზა­დე­ბის პრო­ცე­სი შე­ა­ჩე­რა.

უკ­რა­ი­ნა­ში შტე­ფან ფუ­ლეს ჩას­ვლა დღე­ის­თვის იყო დად­გე­მი­ლი. ევ­რო­კო­მი­სარს მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი უნდა გა­ე­მარ­თა უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან, ოპო­ზი­ცი­ას­თან და სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან. ამას­თან, ევ­რო­კო­მი­სა­რი ფულე აღ­ნიშ­ნავს, რომ შე­საძ­ლოა უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ასე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა რუ­სე­თის მხრი­დან ეკო­ნო­მი­კუ­რი და სა­ვაჭ­რო ზე­წო­ლის შე­დე­გად მი­ი­ღო.

"მი­ზე­ზე­ბის გან­ხილ­ვი­სას, რო­მელ­მაც უკ­რა­ი­ნა აი­ძუ­ლა მსგავ­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ე­ღო, რთუ­ლია არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნო რუ­სე­თის მხრი­დან უკ­რა­ი­ნის­კენ მი­მარ­თუ­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი და სა­ვაჭ­რო ზე­წო­ლა", - და­წე­რა შტე­ფან ფუ­ლემ "ტვი­ტე­რის" სა­კუ­თარ ექა­უნთზე.

რუ­სე­თის მხრი­დან ზე­წო­ლის ფაქ­ტო­რი არ უარ­ყო არც უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა ვიქ­ტორ ია­ნუ­კო­ვიჩ­მაც.

რო­გორც ია­ნუ­კო­ვიჩ­მა გა­ნა­ცხა­და, რუ­სე­თის მხრი­დან ეკო­ნო­მი­კუ­რი ზე­წო­ლი­სა და შან­ტა­ჟის გამო უკ­რა­ი­ნას ევ­რო­კავ­შირ­თან ასო­ცი­რე­ბის შე­თან­ხმე­ბის გა­ფორ­მე­ბა არ შე­უძ­ლია.

ამის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა, ვიქ­ტორ ია­ნუ­კო­ვიჩ­მა ლიტ­ვის პრე­ზი­დენტ, და­ლია გრი­ბა­უს­კა­ი­ტეს­თან სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და. ინ­ფორ­მა­ცი­ას ლიტ­ვუ­რი სა­ა­გენ­ტო BNS ავ­რცე­ლებს.

"უკ­რა­ი­ნამ ვერ შეძ­ლო, წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გა­ე­წია ეკო­ნო­მი­კუ­რი ზე­წო­ლი­სა და შან­ტა­ჟის­თვის. ქვე­ყა­ნას ემუქ­რე­ბოდ­ნენ რუ­სეთ­ში პრო­დუქ­ცი­ის იმ­პორ­ტის შე­ზღუდ­ვით, გან­სა­კუთ­რე­ბით აღ­მო­სავ­ლეთ უკ­რა­ი­ნის კომ­პა­ნი­ებს, სა­დაც კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლია წარ­მო­ე­ბის ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლი, რო­მელ­შიც ასო­ბით ადა­მი­ა­ნია და­საქ­მე­ბუ­ლი. ქვე­ყა­ნა­ში ჩათ­ვა­ლეს, რომ უკ­რა­ი­ნას მი­ლი­არ­დო­ბით ზა­რა­ლი მი­ად­გე­ბო­და. სწო­რედ ეს მი­ზე­ზე­ბი და­ა­სა­ხე­ლა უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა ვიქ­ტორ ია­ნუ­კო­ვიჩ­მა ლიტ­ვის პრე­ზი­დენ­ტთან სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რი­სას. ამ­გვა­რად, ჩვენ ვხე­დავთ კავ­ში­რებს, რო­მე­ლიც იქ­მნე­ბა ზე­წო­ლის არა­ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი მე­თო­დე­ბით. ასე­თი კავ­ში­რე­ბი არ შე­იძ­ლე­ბა იყოს გრძელ­ვა­დი­ა­ნი", - გა­ნუ­ცხა­და ლიტ­ვურ სა­ა­გენ­ტოს გრი­ბა­უს­კა­ი­ტეს მრჩე­ველ­მა ნი­ა­ლუპ­შე­ნემ.

21 ნო­ემ­ბერს უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გა­ნა­ცხა­და, რომ ევ­რო­კავ­შირ­თან ასო­ცი­რე­ბის შე­სა­ხებ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­ფორ­მე­ბის მზა­დე­ბის პრო­ცე­სი შე­ა­ჩე­რა. ოფი­ცი­ა­ლურ მი­ზე­ზად რუ­სეთ­თან და დსთ-ს ქვეყ­ნებ­თან სა­ვაჭ­რო-ეკო­ნო­მი­კუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა და­სა­ხელ­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

უკრაინის უარი ასოცირების ხელშეკრულებას - რა გამოხმაურება მოყვა ფაქტს ევროპაში

უკრაინის უარი ასოცირების ხელშეკრულებას - რა გამოხმაურება მოყვა ფაქტს ევროპაში

უკრაინის ხელისუფლებამ უარი თქვა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე. უკრაინის მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ქვეყნის მინისტრთა კაბინეტმა მიიღო განკარგულება, რომლის თანახმადაც, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების გათვალისწინებით, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების მზადების პროცესი შეჩერდა.

"განკარგულება მიღებულ იქნა დეტალური შესწავლისა და კომპლექსური ზომების გატარების მიზნით, რომელიც უკრაინამ უნდა განახორციელოს დაკარგული წარმოების, რუსეთთან, ასევე დსთ-ს სხვა სახელმწიფოებთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის მიმართულების აღსადგენად, შიდა ბაზრის სათანადო დონეზე ფორმირებისთვის, რომელიც უზრუნველყოფს უკრაინასა და ევროკავშირის წევრ-სახელმწიფოებს შორის პარიტეტულ ურთიერთობას", - ნათქვამია უკრაინის ხელისუფლების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უკრაინის ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის წარმომადგენლებიც გამოეხმაურნენ.  ევროკავშირი უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებით იმედგაცრუებულია.

ევროკავშირი იმედგაცრუებულია უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, შეაჩეროს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის მომზადების პროცესი. ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა,  კეტრინ ეშტონმა განაცხადა.

"მიგვაჩნია, რომ ეს იმედგაცრუებაა არა მხოლოდ ევროკავშირისთვის, არამედ უკრაინელი ხალხისთვისაც. რეფორმები, რომლებიც ბოლო თვეების განმავლობაში ტარდებოდა, იმედისმომცემი იყო", - განაცხადა კეტრინ ეშტონმა.

ეშტონმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირთან თანამშრომლობა უცხოელი ინვესტორებისა და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისთვის იმის ნათელი სიგნალი გახდებოდა, რომ უკრაინა მზადა არის მოდერნიზაციისთვის და შესაბამისად, საერთაშორისო ბაზრის მყარი პარტნიორი გახდებოდა.

"გვჯერა, რომ უკრაინა გააგრძელებს ევროკავშირთან მჭიდრო ურთიერთობებს და ჩვენ კვლავაც ვინარჩუნებთ უკრაინელი ხალხის წინაშე არსებულ მტკიცე ვალდებულებებს", - განაცხადა კეტრინ ეშტონმა.

უკრაინის მიერ ასოცირების ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემდეგ, ქვეყანაში ვიზიტი გააუქმა ევროკომისარმა შტეფან ფულემ. გავრცელებული ინფორმაციით, შტეფან ფულემ ქვეყანაში ჩასვლა მას შემდეგ გადაიფიქრა, რაც უკრაინის ხელისუფლებამ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შეთანხმების მზადების პროცესი შეაჩერა.

უკრაინაში შტეფან ფულეს ჩასვლა დღეისთვის იყო დადგემილი. ევროკომისარს მოლაპარაკებები უნდა გაემართა უკრაინის ხელისუფლებასთან, ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან. ამასთან, ევროკომისარი ფულე აღნიშნავს, რომ შესაძლოა უკრაინის ხელისუფლებამ ასეთი გადაწყვეტილება რუსეთის მხრიდან ეკონომიკური და სავაჭრო ზეწოლის შედეგად მიიღო.

"მიზეზების განხილვისას, რომელმაც უკრაინა აიძულა მსგავსი გადაწყვეტილება მიეღო, რთულია არ გაითვალისწინო რუსეთის მხრიდან უკრაინისკენ მიმართული ეკონომიკური და სავაჭრო ზეწოლა", - დაწერა შტეფან ფულემ "ტვიტერის" საკუთარ ექაუნთზე.

რუსეთის მხრიდან ზეწოლის ფაქტორი არ უარყო არც უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმაც.

როგორც იანუკოვიჩმა განაცხადა, რუსეთის მხრიდან ეკონომიკური ზეწოლისა და შანტაჟის გამო უკრაინას ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გაფორმება არ შეუძლია.

ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვიქტორ იანუკოვიჩმა ლიტვის პრეზიდენტ, დალია გრიბაუსკაიტესთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა. ინფორმაციას ლიტვური სააგენტო BNS ავრცელებს.

"უკრაინამ ვერ შეძლო, წინააღმდეგობა გაეწია ეკონომიკური ზეწოლისა და შანტაჟისთვის. ქვეყანას ემუქრებოდნენ რუსეთში პროდუქციის იმპორტის შეზღუდვით, განსაკუთრებით აღმოსავლეთ უკრაინის კომპანიებს, სადაც კონცენტრირებულია წარმოების ძირითადი ნაწილი, რომელშიც ასობით ადამიანია დასაქმებული. ქვეყანაში ჩათვალეს, რომ უკრაინას მილიარდობით ზარალი მიადგებოდა. სწორედ ეს მიზეზები დაასახელა უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა ლიტვის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრისას. ამგვარად, ჩვენ ვხედავთ კავშირებს, რომელიც იქმნება ზეწოლის არაცივილიზებული მეთოდებით. ასეთი კავშირები არ შეიძლება იყოს გრძელვადიანი", - განუცხადა ლიტვურ სააგენტოს გრიბაუსკაიტეს მრჩეველმა ნიალუპშენემ.

21 ნოემბერს უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულების გაფორმების მზადების პროცესი შეაჩერა. ოფიციალურ მიზეზად რუსეთთან და დსთ-ს ქვეყნებთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება დასახელდა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა