საზოგადოება
პოლიტიკა

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ანუკი არეშიძე - "საღამოობით კახის ყველაფერს ვუყვები"
ანუკი არეშიძე - "საღამოობით კახის ყველაფერს ვუყვები"

დი­ზა­ი­ნე­რი ანუ­კი არე­ში­ძე საქ­მი­ა­ნო­ბა­ში გა­აქ­ტი­უ­რე­ბას და უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში ბრენ­დის - "ანუ­კი და ბი­ჭო­ლა" მა­ღა­ზი­ის გახ­სნას გეგ­მავს. ანუ­კის მიერ დას­რუ­ლე­ბუ­ლი წი­ნა­და­დე­ბე­ბი­დან შე­ი­ტყობთ, თუ ვის მი­უ­ძღვის ყვე­ლა­ზე დიდი წვლი­ლი მის წარ­მა­ტე­ბა­ში, რა არ მოს­წონს სა­კუ­თარ თავ­ში და რას გრძნობს, როცა მე­უღ­ლის კრი­ტი­კას ის­მენს...

- და­ბა­დე­ბის თა­რი­ღი...

- 1989 წლის 1-ლი ივ­ლი­სი.

- ბავ­შვო­ბა­ში მინ­დო­და გა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი...

- ...ექი­მი, მაგ­რამ როცა წა­მო­ვი­ზარ­დე, მერე სხვა ინ­ტე­რე­სე­ბი გა­მიჩ­ნდა. ექი­მო­ბის სურ­ვი­ლი თან­და­თან გა­მიქ­რა.

- ჩემს წარ­მა­ტე­ბა­ში ყვე­ლა­ზე დიდი წვლი­ლი მი­უ­ძღვის...

- ...დე­დას. ერთი შე­ხედ­ვით, ძა­ლი­ან ად­ვი­ლია, წახ­ვი­დე პა­რიზ­ში, მერე - მი­ლან­ში და იქ პო­დი­უმ­ზე გახ­ვი­დე. სი­ნამ­დვი­ლე­ში, ამის მი­საღ­წე­ვად ბევ­რი ვიშ­რო­მე. ჩემი თა­ო­ბის გო­გო­ნებ­მა კარ­გად იცი­ან, თბი­ლის­ში არც ერთ კას­ტინგზე არ მირ­ჩევ­დნენ, ყვე­ლას­გან და­წუ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, მაგ­რამ დე­დამ შთა­მა­გო­ნა, რომ შე­მეძ­ლო წარ­მა­ტე­ბუ­ლი მო­დე­ლი გავმხდა­რი­ყა­ვი. ვარ­ჯი­ში და­ვი­წყე. ბევ­რი დამ­ცი­ნო­და, - პა­რიზ­ში რომ წახ­ვალ, წინ და­ჯე­ქი და მალე ჩახ­ვა­ლო. მარ­თლა წინ დავ­ჯე­ქი, ჩა­ვე­დი და და­უ­ღა­ლავ­მა შრო­მამ შე­დე­გი გა­მო­ი­ღო. მერე ყვე­ლა­ფე­რი დავ­თმე - ეს კა­ხის მო­თხოვ­ნა არ ყო­ფი­ლა, უბ­რა­ლოდ, სი­ტუ­ა­ცი­ამ ასე მო­ი­ტა­ნა. ჰოდა, მეც მო­ვეშ­ვი, აღარ მო­ვინ­დო­მე. მერე ორ­სუ­ლად ვი­ყა­ვი... არა­ფერს ვნა­ნობ. სხვა­თა შო­რის, მას შემ­დეგ, რაც მო­დე­ლო­ბას შე­ვეშ­ვი, მი­ლან­ში მო­დის 2 ინ­სტი­ტუ­ტი და­ვამ­თავ­რე.

- ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ...

- ...მყავს ოჯა­ხი. ეს ჩემი ყვე­ლა­ზე დიდი სიმ­დიდ­რეა.

- თვი­სე­ბა, რო­მე­ლიც ჩემ­ში ყვე­ლა­ზე მე­ტად მომ­წონს...

- ...მი­ზან­და­სა­ხუ­ლი ვარ.

- რო­მე­ლიც არ მომ­წონს და ვცდი­ლობ, გა­მო­ვას­წო­რო...

- ...ცო­ტა­თი ზარ­მა­ცი ვარ.

- ცხოვ­რე­ბას თა­ვი­დან რომ ვი­წყებ­დე...

- ...გა­ცი­ლე­ბით მეტ ადა­მი­ანს და­ვეხ­მა­რე­ბო­დი, ურ­თი­ერ­თო­ბებს უფრო მე­ტად გა­ვუფრ­თხილ­დე­ბო­დი.

- დაშ­ვე­ბულ შეც­დო­მებს...

- ...ვა­ა­ნა­ლი­ზებ და ვცდი­ლობ, აღარ გა­ვი­მე­ო­რო. ვერ ვი­ტყვი, რომ ბევ­რი შეც­დო­მა მაქვს დაშ­ვე­ბუ­ლი, მაგ­რამ პა­ტა­რა შეც­დო­მე­ბიც მა­წუ­ხებს. მად­ლო­ბა უფალს, სა­ნა­ნე­ბე­ლი არა­ფე­რი გა­მი­კე­თე­ბია.

- ვე­რაფ­რით ვის­წავ­ლე...

- ...ჯერ კი­დევ ბევ­რი რამ მაქვს სას­წავ­ლი. მა­გა­ლი­თად, ვერ ვის­წავ­ლე, რო­გორ მო­ვა­ხერ­ხო, რომ არ ვიყო ზე­და­პი­რუ­ლი. ეს თვი­სე­ბა საქ­მის კე­თე­ბი­სას არ მაქვს, უფრო ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში მა­ხა­სი­ა­თებს და სი­მარ­თლე გი­თხრათ, არ მომ­წონს.

- დათ­მო­ბა შე­მიძ­ლია, თუ...

- ...ადა­მი­ა­ნი მიყ­ვარს. ყვე­ლას­თან ბო­ლომ­დე ვი­ხარ­ჯე­ბი, მხარ­ში ვუდ­გე­ბი. საკ­მა­რი­სია, ისე­თი რა­ღაც შე­ე­შა­ლოს, რა­საც სა­კუ­თარ თავს არ ვა­პა­ტი­ებ­დი, მერე ის ადა­მი­ა­ნი ჩემ გვერ­დით ვე­ღარ იქ­ნე­ბა. ბავ­შვო­ბა­ში ბევ­რმა გული მატ­კი­ნა. ახლა ჩემ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის აღ­დგე­ნას ცდი­ლო­ბენ, მაგ­რამ მათ­თან მე­გობ­რო­ბის სურ­ვი­ლი ნაკ­ლე­ბად მაქვს.

- თავს ვერ ვი­კა­ვებ და ვტი­რი, როცა...

- ...ადა­მი­ა­ნე­ბი სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბებს ჰყვე­ბი­ან. ემო­ცი­უ­რი ვარ და სენ­ტი­მენ­ტა­ლუ­რიც. საკ­მა­რი­სია, ფილმში ვნა­ხო, რო­გორ სჯი­ან ძაღლს, რომ ტი­რილს ვი­წყებ.

- როცა მო­მა­ვალ­ზე ვფიქ­რობ...

- ...უფრო ხში­რად ჩემი შვი­ლე­ბის მო­მა­ვალ­ზე ვფიქ­რობ.

- როცა თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო მაქვს...

- ...მე და კახი ბაღ­ში გავ­დი­ვართ და ყვა­ვი­ლებს ვუვ­ლით.

- ვიბ­ნე­ვი, როცა...

- ...მა­ქე­ბენ.

- ამ წუთ­ში ძა­ლი­ან მინ­და ვიყო...

- ...მი­ლან­ში, ჩემს ოჯახ­თან ერ­თად, თა­ნაც - პარკში, ნა­ყი­ნით ხელ­ში. ბო­ლოს მი­ლან­ში 2 თვის წინ ვი­ყა­ვი. კა­ხის დღის რე­ჟი­მის გამო, იქ ყოფ­ნას ვე­ღარ ვა­ხერ­ხებ.

- კა­ხის პო­ლი­ტი­კა­ში წას­ვლის შემ­დეგ, მის დღის რე­ჟიმ­თან შე­გუ­ე­ბა...

- ...არ გამ­ჭირ­ვე­ბია.

- წო­ნას­წო­რო­ბი­დან ჩემი გა­მოყ­ვა­ნა შე­უძ­ლია...

- ...უსა­მარ­თლო­ბას, ტყუ­ილს. ამას მარ­თლა ვერ ვე­გუ­ე­ბი, არა­და - მსგავს ფაქ­ტებს ხში­რად ვა­წყდე­ბი.

- როცა წო­ნას­წო­რო­ბი­დან გა­მოვ­დი­ვარ...

- ...ყვი­რი­ლი არ მა­ხა­სი­ა­თებს; უბ­რა­ლოდ, მწა­რე სი­ტყვებს ვამ­ბობ ხოლ­მე.

- შუ­რის­ძი­ე­ბა­ზე წავ­სულ­ვარ...

- ...რამ­დენ­ჯერ­მე და მიზ­ნის­თვი­საც მი­მიღ­წე­ვია, მაგ­რამ ამას ისე ვა­კე­თებ­დი, რომ თა­ვად ის ადა­მი­ა­ნიც ვერ ხვდე­ბო­და, მას­ზე შური რომ ვი­ძიე.

- მე­ზა­რე­ბა...

- ...დი­ლით ადრე ად­გო­მა.

- მე ვარ შე­უმ­დგა­რი...

- ...მო­ცეკ­ვა­ვე.

- ჩემ­ზე ამ­ბო­ბენ, რომ...

- ...არ ვიცი, ბევრ რა­მეს ამ­ბო­ბენ. სა­კუ­თარ თავ­ზე ცუდი არა­ფე­რი გა­მი­გია. ამ­ბო­ბენ, - კარ­გი გო­გო­აო. ოღონდ, ეს სი­ტყვე­ბი თა­ვის ქე­ბა­ში არ ჩა­მით­ვა­ლო.

- როცა ჩემს მე­უღ­ლეს აკ­რი­ტი­კე­ბენ...

- ...ვცდი­ლობ, კა­ხის იმ კრი­ტი­კო­სის თვა­ლით შევ­ხე­დო. ჯან­სა­ღი, არ­გუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლი კრი­ტი­კის მოს­მე­ნა არ მა­ღი­ზი­ა­ნებს, ეს სა­სურ­ვე­ლიც კი არის, მაგ­რამ უსა­მარ­თლო კრი­ტი­კის მოს­მე­ნი­სას ვბრაზ­დე­ბი.

- ჩვე­ვად მაქვს...

- ...ამ ბოლო დროს, სა­ღა­მო­ო­ბით კა­ხის ყვე­ლა­ფერს ვუყ­ვე­ბი, რა­საც მას­ზე ვი­გებ, რაც მის საქ­მი­ა­ნო­ბას­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ჩვენ მთე­ლი დღის ნაგ­რო­ვებ ემო­ცი­ებს ერ­თმა­ნეთს ვუც­ვლით. ვფიქ­რობ, ეს ნორ­მა­ლუ­რია.

- კა­ხის ხში­რად ვურ­ჩევ...

- ...რჩე­ვებს ვაძ­ლევ, მაგ­რამ დე­ტა­ლებ­ზე სა­ჯა­როდ ლა­პა­რა­კი არ მინ­და, ეს ჩვე­ნი სა­ი­დუმ­ლოა; ზოგ­ჯერ რჩე­ვებს ვაძ­ლევ ჩაც­მუ­ლო­ბა­ზეც.

- ბო­ლოს შე­ნიშ­ვნა მი­ვე­ცი...

- ...ეს მარ­თლა არ მახ­სოვს. იმ ცო­ლე­ბის კა­ტე­გო­რი­ას არ გან­ვე­კუთ­ვნე­ბი, რომ­ლე­ბიც ქმრებს გა­მუდ­მე­ბით შე­ნიშ­ვნებს აძ­ლე­ვენ. ასე­თი რამ ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თად ხდე­ბა.

- მას­ში ყვე­ლა­ზე მე­ტად მომ­წონს და მიყ­ვარს...

- ...ყვე­ლა­ფე­რი მიყ­ვარს. კახი გაც­ნო­ბის დღი­დან ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი იყო და დღე­საც ასეა. მას ბევ­რი კარ­გი თვი­სე­ბა აქვს. ასე რომ არ იყოს, მერ­წმუ­ნეთ, ჩვენ ერ­თად ვერ ვი­ცხოვ­რებ­დით. პო­ლი­ტი­კუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, 31 მა­ი­სის­თვი­საც ემ­ზა­დე­ბა - ამ დღეს კა­ხის ფეხ­ბურ­თი­დან გა­სა­ცი­ლე­ბე­ლი მატ­ჩია და­გეგ­მი­ლი. ჯერ დე­ტა­ლე­ბი არ ვიცი, მაგ­რამ ცნო­ბი­ლია, რომ ყვე­ლა ფეხ­ბურ­თე­ლი ჩა­მო­ვა, ვი­საც მას­თან ერ­თად, გუნდში უთა­მა­შია.

- მას­ში არ მომ­წონს...

- ...არ ვიცი, ამა­ზე არ დავ­ფიქ­რე­ბულ­ვარ.

- ცხოვ­რე­ბას ვი­ლა­მა­ზებ...

- ...შვი­ლე­ბით.

- სიყ­ვა­რუ­ლი ეს...

- ...სიყ­ვა­რუ­ლი ეს არის ზა­ფხუ­ლი ზამ­თარ­ში, წვი­მა­ში - მზე.

- ვოც­ნე­ბობ...

- ...დრო­ის უკან დაბ­რუ­ნე­ბა შე­მეძ­ლოს.

- ვეპ­რან­ჭე­ბი...

- ...სა­კუ­თარ თავს, მე­უღ­ლეს.

- ყო­ველ­თვის შე­უძ­ლია კარგ ხა­სი­ათ­ზე და­მა­ყე­ნოს...

- ...კარ­გმა მუ­სი­კამ.

- ცხოვ­რე­ბა­ში რის­კზე...

- ...გა­მი­რის­კავს, მაგ­რამ ხში­რად - არა. ბავ­შვო­ბი­დან მახ­სოვს მა­მის და­რი­გე­ბა: ვიდ­რე რა­მეს იტყვი ან გა­ა­კე­თებ, ათამ­დე და­ით­ვა­ლეო. ჰოდა, მეც ყო­ველ­თვის ასე ვიქ­ცე­ვი.

- ჩემი ყვე­ლა­ზე დიდი სი­სუს­ტე...

- ...არ მაქვს სი­სუს­ტე­ე­ბი... ან მაქვს და არ ვიცი.

- როცა სა­ჯა­როდ მა­ქე­ბენ...

- ...ვწით­ლდე­ბი.

- მე­ში­ნია...

- ...სიკ­ვდი­ლის.

- ხში­რად მსაყ­ვე­დუ­რო­ბენ...

- ....გულ­მა­ვი­წყო­ბის გამო.

- ვუფრ­თხილ­დე­ბი...

- ...ოჯახს, ჩემ­თვის ძვირ­ფას ადა­მი­ა­ნებს.

- და­რი­გე­ბა, რო­მე­ლიც არას­დროს და­მა­ვი­წყდე­ბა...

- ...ერ­თმა ახ­ლო­ბელ­მა მი­თხრა: ცხოვ­რე­ბა დიდი კი­ბეა. მას­ზე ას­ვლი­სას, არ უნდა გა­ჩერ­დე, თო­რემ შენ სა­დღაც, შუ­ა­ში დარ­ჩე­ბი და სხვა აგას­წრებ­სო.

- ჩემი ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა­ზე დიდი ტკი­ვი­ლი...

- ...რო­გორც ყვე­ლა ადა­მი­ანს, დიდი ტკი­ვი­ლი მეც მაქვს, მაგ­რამ არ მინ­და, ახლა ამა­ზე ვი­ლა­პა­რა­კო.

- და­ბო­ლოს, გე­ტყვით, რომ...

- ...მინ­და, ყვე­ლა­ნი ბედ­ნი­ე­რე­ბი და ჯან­მრთე­ლე­ბი იყოთ.

თა­მუ­ნა კვი­ნი­კა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

ასე­ვე იხი­ლეთ:

-სტუმ­რად კა­ლა­ძე­ებ­თან - უკ­რა­ი­ნუ­ლი არ­ხის ინ­ტერ­ვიუ ანუ­კა არე­ში­ძეს­თან

- ვინ უც­ვლის ანუ­კი არე­ში­ძეს ქმარს?! - ბი­ჭო­ლა და ანუ­კი უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დი­ის ობი­ექ­ტივ­ში

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

ანუკი არეშიძე - "საღამოობით კახის ყველაფერს ვუყვები"

ანუკი არეშიძე - "საღამოობით კახის ყველაფერს ვუყვები"

დიზაინერი ანუკი არეშიძე საქმიანობაში გააქტიურებას და უახლოეს პერიოდში ბრენდის - "ანუკი და ბიჭოლა" მაღაზიის გახსნას გეგმავს. ანუკის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ, თუ ვის მიუძღვის ყველაზე დიდი წვლილი მის წარმატებაში, რა არ მოსწონს საკუთარ თავში და რას გრძნობს, როცა მეუღლის კრიტიკას ისმენს...

- დაბადების თარიღი...

- 1989 წლის 1-ლი ივლისი.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...ექიმი, მაგრამ როცა წამოვიზარდე, მერე სხვა ინტერესები გამიჩნდა. ექიმობის სურვილი თანდათან გამიქრა.

- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის...

- ...დედას. ერთი შეხედვით, ძალიან ადვილია, წახვიდე პარიზში, მერე - მილანში და იქ პოდიუმზე გახვიდე. სინამდვილეში, ამის მისაღწევად ბევრი ვიშრომე. ჩემი თაობის გოგონებმა კარგად იციან, თბილისში არც ერთ კასტინგზე არ მირჩევდნენ, ყველასგან დაწუნებული ვიყავი, მაგრამ დედამ შთამაგონა, რომ შემეძლო წარმატებული მოდელი გავმხდარიყავი. ვარჯიში დავიწყე. ბევრი დამცინოდა, - პარიზში რომ წახვალ, წინ დაჯექი და მალე ჩახვალო. მართლა წინ დავჯექი, ჩავედი და დაუღალავმა შრომამ შედეგი გამოიღო. მერე ყველაფერი დავთმე - ეს კახის მოთხოვნა არ ყოფილა, უბრალოდ, სიტუაციამ ასე მოიტანა. ჰოდა, მეც მოვეშვი, აღარ მოვინდომე. მერე ორსულად ვიყავი... არაფერს ვნანობ. სხვათა შორის, მას შემდეგ, რაც მოდელობას შევეშვი, მილანში მოდის 2 ინსტიტუტი დავამთავრე.

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...მყავს ოჯახი. ეს ჩემი ყველაზე დიდი სიმდიდრეა.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...მიზანდასახული ვარ.

- რომელიც არ მომწონს და ვცდილობ, გამოვასწორო...

- ...ცოტათი ზარმაცი ვარ.

- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...

- ...გაცილებით მეტ ადამიანს დავეხმარებოდი, ურთიერთობებს უფრო მეტად გავუფრთხილდებოდი.

- დაშვებულ შეცდომებს...

- ...ვაანალიზებ და ვცდილობ, აღარ გავიმეორო. ვერ ვიტყვი, რომ ბევრი შეცდომა მაქვს დაშვებული, მაგრამ პატარა შეცდომებიც მაწუხებს. მადლობა უფალს, სანანებელი არაფერი გამიკეთებია.

- ვერაფრით ვისწავლე...

- ...ჯერ კიდევ ბევრი რამ მაქვს სასწავლი. მაგალითად, ვერ ვისწავლე, როგორ მოვახერხო, რომ არ ვიყო ზედაპირული. ეს თვისება საქმის კეთებისას არ მაქვს, უფრო ყოველდღიურ ცხოვრებაში მახასიათებს და სიმართლე გითხრათ, არ მომწონს.

- დათმობა შემიძლია, თუ...

- ...ადამიანი მიყვარს. ყველასთან ბოლომდე ვიხარჯები, მხარში ვუდგები. საკმარისია, ისეთი რაღაც შეეშალოს, რასაც საკუთარ თავს არ ვაპატიებდი, მერე ის ადამიანი ჩემ გვერდით ვეღარ იქნება. ბავშვობაში ბევრმა გული მატკინა. ახლა ჩემთან ურთიერთობის აღდგენას ცდილობენ, მაგრამ მათთან მეგობრობის სურვილი ნაკლებად მაქვს.

- თავს ვერ ვიკავებ და ვტირი, როცა...

- ...ადამიანები საინტერესო ამბებს ჰყვებიან. ემოციური ვარ და სენტიმენტალურიც. საკმარისია, ფილმში ვნახო, როგორ სჯიან ძაღლს, რომ ტირილს ვიწყებ.

- როცა მომავალზე ვფიქრობ...

- ...უფრო ხშირად ჩემი შვილების მომავალზე ვფიქრობ.

- როცა თავისუფალი დრო მაქვს...

- ...მე და კახი ბაღში გავდივართ და ყვავილებს ვუვლით.

- ვიბნევი, როცა...

- ...მაქებენ.

- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო...

- ...მილანში, ჩემს ოჯახთან ერთად, თანაც - პარკში, ნაყინით ხელში. ბოლოს მილანში 2 თვის წინ ვიყავი. კახის დღის რეჟიმის გამო, იქ ყოფნას ვეღარ ვახერხებ.

- კახის პოლიტიკაში წასვლის შემდეგ, მის დღის რეჟიმთან შეგუება...

- ...არ გამჭირვებია.

- წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია...

- ...უსამართლობას, ტყუილს. ამას მართლა ვერ ვეგუები, არადა - მსგავს ფაქტებს ხშირად ვაწყდები.

- როცა წონასწორობიდან გამოვდივარ...

- ...ყვირილი არ მახასიათებს; უბრალოდ, მწარე სიტყვებს ვამბობ ხოლმე.

- შურისძიებაზე წავსულვარ...

- ...რამდენჯერმე და მიზნისთვისაც მიმიღწევია, მაგრამ ამას ისე ვაკეთებდი, რომ თავად ის ადამიანიც ვერ ხვდებოდა, მასზე შური რომ ვიძიე.

- მეზარება...

- ...დილით ადრე ადგომა.

- მე ვარ შეუმდგარი...

- ...მოცეკვავე.

- ჩემზე ამბობენ, რომ...

- ...არ ვიცი, ბევრ რამეს ამბობენ. საკუთარ თავზე ცუდი არაფერი გამიგია. ამბობენ, - კარგი გოგოაო. ოღონდ, ეს სიტყვები თავის ქებაში არ ჩამითვალო.

- როცა ჩემს მეუღლეს აკრიტიკებენ...

- ...ვცდილობ, კახის იმ კრიტიკოსის თვალით შევხედო. ჯანსაღი, არგუმენტირებული კრიტიკის მოსმენა არ მაღიზიანებს, ეს სასურველიც კი არის, მაგრამ უსამართლო კრიტიკის მოსმენისას ვბრაზდები.

- ჩვევად მაქვს...

- ...ამ ბოლო დროს, საღამოობით კახის ყველაფერს ვუყვები, რასაც მასზე ვიგებ, რაც მის საქმიანობასთან არის დაკავშირებული. ჩვენ მთელი დღის ნაგროვებ ემოციებს ერთმანეთს ვუცვლით. ვფიქრობ, ეს ნორმალურია.

- კახის ხშირად ვურჩევ...

- ...რჩევებს ვაძლევ, მაგრამ დეტალებზე საჯაროდ ლაპარაკი არ მინდა, ეს ჩვენი საიდუმლოა; ზოგჯერ რჩევებს ვაძლევ ჩაცმულობაზეც.

- ბოლოს შენიშვნა მივეცი...

- ...ეს მართლა არ მახსოვს. იმ ცოლების კატეგორიას არ განვეკუთვნები, რომლებიც ქმრებს გამუდმებით შენიშვნებს აძლევენ. ასეთი რამ ძალიან იშვიათად ხდება.

- მასში ყველაზე მეტად მომწონს და მიყვარს...

- ...ყველაფერი მიყვარს. კახი გაცნობის დღიდან ყურადღებიანი იყო და დღესაც ასეა. მას ბევრი კარგი თვისება აქვს. ასე რომ არ იყოს, მერწმუნეთ, ჩვენ ერთად ვერ ვიცხოვრებდით. პოლიტიკური საქმიანობის პარალელურად, 31 მაისისთვისაც ემზადება - ამ დღეს კახის ფეხბურთიდან გასაცილებელი მატჩია დაგეგმილი. ჯერ დეტალები არ ვიცი, მაგრამ ცნობილია, რომ ყველა ფეხბურთელი ჩამოვა, ვისაც მასთან ერთად, გუნდში უთამაშია.

- მასში არ მომწონს...

- ...არ ვიცი, ამაზე არ დავფიქრებულვარ.

- ცხოვრებას ვილამაზებ...

- ...შვილებით.

- სიყვარული ეს...

- ...სიყვარული ეს არის ზაფხული ზამთარში, წვიმაში - მზე.

- ვოცნებობ...

- ...დროის უკან დაბრუნება შემეძლოს.

- ვეპრანჭები...

- ...საკუთარ თავს, მეუღლეს.

- ყოველთვის შეუძლია კარგ ხასიათზე დამაყენოს...

- ...კარგმა მუსიკამ.

- ცხოვრებაში რისკზე...

- ...გამირისკავს, მაგრამ ხშირად - არა. ბავშვობიდან მახსოვს მამის დარიგება: ვიდრე რამეს იტყვი ან გააკეთებ, ათამდე დაითვალეო. ჰოდა, მეც ყოველთვის ასე ვიქცევი.

- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...

- ...არ მაქვს სისუსტეები... ან მაქვს და არ ვიცი.

- როცა საჯაროდ მაქებენ...

- ...ვწითლდები.

- მეშინია...

- ...სიკვდილის.

- ხშირად მსაყვედურობენ...

- ....გულმავიწყობის გამო.

- ვუფრთხილდები...

- ...ოჯახს, ჩემთვის ძვირფას ადამიანებს.

- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...

- ...ერთმა ახლობელმა მითხრა: ცხოვრება დიდი კიბეა. მასზე ასვლისას, არ უნდა გაჩერდე, თორემ შენ სადღაც, შუაში დარჩები და სხვა აგასწრებსო.

- ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი ტკივილი...

- ...როგორც ყველა ადამიანს, დიდი ტკივილი მეც მაქვს, მაგრამ არ მინდა, ახლა ამაზე ვილაპარაკო.

- დაბოლოს, გეტყვით, რომ...

- ...მინდა, ყველანი ბედნიერები და ჯანმრთელები იყოთ.

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ასევე იხილეთ:

-სტუმრად კალაძეებთან - უკრაინული არხის ინტერვიუ ანუკა არეშიძესთან

- ვინ უცვლის ანუკი არეშიძეს ქმარს?! - ბიჭოლა და ანუკი უკრაინული მედიის ობიექტივში

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება