მსოფლიო
სამართალი

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
Faceამბები
სპორტი
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კახი კალაძის ყველაზე დიდი კრიტიკოსი მისი მეუღლეა
კახი კალაძის ყველაზე დიდი კრიტიკოსი მისი მეუღლეა

მას შემ­დეგ, რაც ფეხ­ბურ­თელ­მა კახი კა­ლა­ძემ პო­ლი­ტი­კა­ში გა­და­ი­ნაც­ვლა, ანუ­კა არე­ში­ძე მე­უღ­ლეს იშ­ვი­ა­თად ხე­დავს, თუმ­ცა მი­იჩ­ნევს, რომ მისი ქმა­რი მნიშ­ვნე­ლო­ვან საქ­მეს არის შე­ჭი­დე­ბუ­ლი და კი­დევ რომ გაგ­რძელ­დეს ასე­თი რე­ჟი­მი, ხმას არ ამო­ი­ღებს. მზად არის, პო­ლი­ტი­კო­სის მე­ო­რე ნა­ხევ­რის იმი­ჯი მო­ირ­გოს და მი­იჩ­ნევს, რომ ასეთ შემ­თხვე­ვა­ში ქალს ყო­ველ­თვის დიდი როლი აქვს. ანუ­კის­თან ლა­პა­რა­კი ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი მოვ­ლე­ნე­ბით და­ვი­წყეთ...

- პა­ტიმ­რე­ბის წა­მე­ბის კად­რე­ბი უკვე ორ კვი­რა­ზე მე­ტია, ყვე­ლა­ზე აქ­ტუ­ა­ლუ­რი თე­მაა სა­ქარ­თვე­ლო­ში. გვი­თხა­რი შენი აზრი...

- ბო­ლომ­დე ვერც ვუ­ყუ­რე კად­რებს. მყავს ორი ძმა, მამა, მე­უღ­ლე და ორი შვი­ლი. წარ­მო­ვიდ­გი­ნე, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩემს ოჯახ­საც ეხე­ბო­და. ეს ქვეყ­ნის პრობ­ლე­მაა. და­მი­რე­კეს იტა­ლი­ი­დან და მე­კი­თხე­ბოდ­ნენ, თქვენ­თან რა ხდე­ბაო. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ პრე­ზი­დენ­ტმა გა­ნა­ცხა­და, ასე­თი რამ ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში ხდე­ბაო, ჩემი იტა­ლი­ე­ლი მე­გო­ბა­რი გა­ოგ­ნე­ბუ­ლი იყო... დად­გე­ბა დრო, როცა ყვე­ლა დამ­ნა­შა­ვე პა­სუხს აგებს. ამ პა­ტიმ­რებს, ცი­ხი­დან რომ გა­მოვ­ლენ, აუ­ცი­ლებ­ლად დას­ჭირ­დე­ბათ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია. მე­ო­რე მხრივ, არ მი­ვე­სალ­მე­ბი იმას, რომ აგ­რე­სი­ას აგ­რე­სი­ით­ვე უნდა გას­ცე პა­სუ­ხი. მეს­მის მათი, ვინც გაბ­რა­ზე­ბუ­ლია ამ ფაქ­ტის გამო, მაგ­რამ... კახი გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი იყო. ბი­ჭე­ბი მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, მისი ძმა, ლე­ვა­ნი რომ გა­ი­ტა­ცეს, მა­შინ იყო ზუს­ტად ასეო. ჩემ გარ­შე­მო ყვე­ლა ასეა. ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც დღეს ამის გა­მარ­თლე­ბას და ნე­იტ­რა­ლუ­რი პო­ზი­ცი­ის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას ცდი­ლო­ბენ, აქ არ ვგუ­ლის­ხმობ მათ პო­ლი­ტი­კურ პო­ზი­ცი­ას, აგურს დე­ბენ იმ საქ­მე­ში, რა­საც ეს ჯა­ლა­თე­ბი სჩა­დი­ოდ­ნენ.

- აქ­ცი­ებ­ზე და­დი­ო­დი?

- ძა­ლი­ან მინ­დო­და წას­ვლა, მაგ­რამ რად­გან ჩემი მე­უღ­ლე "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" პირ­ვე­ლი ნო­მე­რია, არ მსურ­და, ამას პო­ლი­ტი­კუ­რი ელ­ფე­რი მის­ცე­მო­და. მთე­ლი ჩემი ოჯა­ხი, მშობ­ლე­ბი, ძმე­ბი და­დი­ოდ­ნენ აქ­ცი­ებ­ზე. ეს იყო სტუ­დენ­ტუ­რი აქ­ცია, მე კი სტუ­დენ­ტი არ ვარ, თა­ნაც, პო­ლი­ტი­კურ კუდს მო­ა­ბამ­დნენ და ეს არ მინ­დო­და.

- შენი ძმე­ბი კა­ხის ეხ­მა­რე­ბი­ან?

- სა­ნამ კახი თბი­ლის­ში ჩა­მო­ვი­დო­და, რატი და გი­ორ­გი უკვე აქ­ტი­უ­რად იყ­ვნენ ჩარ­თუ­ლი ამ პრო­ცე­სებ­ში. კა­ხის არ უყ­ვარს ვინ­მეს­თვის თხოვ­ნა, ჩემი ცო­ლისძმაა და და­ეხ­მა­რე­თო, ასე რომ, მის­გან და­მო­უ­კი­დებ­ლად ჩა­ერ­თვნენ და გა­ა­კე­თეს ყვე­ლა­ფე­რი. კა­ხის რაც სჭირ­დე­ბა, ყვე­ლა­ფერ­ში ეხ­მა­რე­ბი­ან. ძა­ლი­ან დიდი შრო­მა ჩა­დეს.

ის, რაც დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში ხდე­ბა, არა­ვის არ აძ­ლევს სახ­ლში ჯდო­მის უფ­ლე­ბას. ელე­მენ­ტა­რუ­ლი სო­ლი­და­რო­ბა მა­ინც უნდა გა­მო­ხა­ტო პა­ტიმ­რე­ბის მი­მართ.

- "ფე­ის­ბუქ­ზე" შენს მე­გობ­რებს და­უ­წე­რე სტა­ტუ­სი, სა­დაც ურ­ჩევ­დი, მა­ღა­ლა­ნა­ზღა­უ­რე­ბად სამ­სა­ხუ­რებ­ზე უა­რი თქვით და პრო­ტეს­ტი გა­მო­ხა­ტე­თო.

- მყავს ნაც­ნო­ბე­ბი, ახ­ლობ­ლე­ბი, რო­მელ­თა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ასე­თია - რად­გან თვი­თონ და მათი მე­უღ­ლე­ე­ბი მუ­შა­ო­ბენ და მა­ტე­რი­ა­ლუ­რად კარ­გად არი­ან, რა­ტომ არ უნდა მის­ცენ ხმა მმარ­თველ პარ­ტი­ას? მე მე­კი­თხე­ბოდ­ნენ, მერე შენ დაგ­ვა­წყე­ბი­ნებ მუ­შა­ო­ბა­სო? რო­დე­საც პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ხარ, არა­ვი­სი დახ­მა­რე­ბა არ დაგ­ჭირ­დე­ბა. ჩემ­ზე და კა­ხი­ზე კარ­გად ნამ­დვი­ლად არა­ვინ ყო­ფი­ლა, მი­ლან­ში თავს მშვე­ნივ­რად ვგრძნობ­დით, მაგ­რამ დღეს პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ას კი არა, ქვე­ყა­ნას უნდა და­უდ­გე გვერ­დით. 2000 ლარი აქვთ თუ მეტი ხელ­ფა­სი, ერთხელ მა­ინც უნდა გა­და­დონ სამ­შობ­ლოს­თვის თავი. გავა დრო და შვი­ლე­ბი შე­ე­კი­თხე­ბი­ან, რა გა­ა­კე­თეს მათ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის და ისი­ნი ვე­რა­ფერს უპა­სუ­ხე­ბენ. ამი­ტო­მაც მო­ვუ­წო­დე მათ სტა­ტუ­სის სა­შუ­ა­ლე­ბით, სწო­რი ნა­ბი­ჯი გა­დად­გან. რაც შე­ე­ხე­ბათ ნე­იტ­რა­ლურ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­საც პო­ზი­ცია არც ამ კად­რე­ბის ნახ­ვის შემ­დეგ შე­ეც­ვა­ლათ, მათ ვთხო­ვე, მე­გობ­რე­ბი­დან ამო­ვე­შა­ლე. როცა მხო­ლოდ ის გა­ინ­ტე­რე­სებს, რომ მა­ღა­ლი ხელ­ფა­სი გაქვს და ამი­ტომ შე­გიძ­ლია, რო­მე­ლი­მე პარ­ტი­ას მის­ცე ხმა, ეს ადა­მი­ა­ნის სიმ­დაბ­ლე­ზე მე­ტყვე­ლებს და იმა­ზე, რომ მხო­ლოდ გა­მორ­ჩე­ნა გა­ინ­ტე­რე­სებს. ქვე­ყა­ნას ისე უჭირს, რომ ახლა ყვე­ლამ მას­ზე უნდა იფიქ­როს.

- ბევ­რი პო­პუ­ლა­რუ­ლი სახე უჭერს მხარს მმარ­თველ პარ­ტი­ას.

- გა­ო­ცე­ბუ­ლი ვარ. ჩვე­ნი პრე­ზი­დენ­ტი რამ­დე­ნი­მე თვით ადრე ამ­ბობ­და, ფრან­გე­ბი ჩვენ­გან სწავ­ლო­ბენ ცი­ხე­ე­ბის მარ­თვა­სო, მო­მე­წო­ნა ჭა­ბუა ამი­რე­ჯი­ბის გა­მო­ნათ­ქვა­მი, თუკი არ იცო­დი, რა ხდე­ბო­და ცი­ხე­ებ­ში, ბა­რა­ქა­ლა შენს პრე­ზი­დენ­ტო­ბას, თუკი იცო­დი და არა­ფერს აკე­თებ­დი, ბა­რა­ქა­ლა შენს ადა­მი­ა­ნო­ბა­სო. ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც დღე­საც გუ­ლებს უწე­რენ პრე­ზი­დენ­ტის ფო­ტო­ებს და მხარ­ში უდ­გა­ნან, მის ზურგს უკან ლა­პა­რა­კო­ბენ, რომ უბ­რა­ლოდ, სხვა გზა არ აქვთ. კონ­ცერ­ტებ­ზე არ გა­მო­იყ­ვა­ნენ, დაბ­ლო­კა­ვენ ისე, რო­გორც ბევ­რი და­უბ­ლო­კავთ, მა­გა­ლი­თად, ნატო მე­ტო­ნი­ძე. ვი­ღაც უკ­რა­ი­ნე­ლი მომ­ღე­რა­ლი რომ ჩა­მო­იყ­ვა­ნეს და ამ­ღე­რე­ბენ, თა­ნაც ამ­ბობს, პო­პუ­ლა­რუ­ლი ვარ ჩემს ქვე­ყა­ნა­შიო, ვი­კი­თხე უკ­რა­ი­ნა­ში და არა­ვინ იც­ნობს.

მსოფ­ლიო მას­შტა­ბით მოგ­ვეჭ­რა თავი. ხალ­ხმა, ვინც ახ­ლან­დელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მხარს უჭერს, არ იცის, რა არის ნამ­დვი­ლი სი­ტყვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა. რო­დე­საც ბერ­ლუს­კო­ნი გახ­ლდათ იტა­ლი­ის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, ქვე­ყა­ნა­ში ყვე­ლა­ფერს ამ­ბობ­დნენ, რა­საც მას­ზე ფიქ­რობ­დნენ და ამის გამო არა­ვინ და­უბ­ლო­კავს. აქ კი ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ შე­უ­წყო ხელი სა­ზო­გა­დო­ე­ბის და­ყო­ფას პარ­ტი­ე­ბის მი­ხედ­ვით. ერთ ნა­ცი­ო­ნალ ბიჭს უთხრეს გო­გო­ნა­ზე, ძა­ლი­ან კარ­გი გო­გო­აო და პირ­ვე­ლი, რაც ამ ბიჭ­მა იკი­თხა - ჩვე­ნი­ა­ნი­აო? ამის შემ­დეგ სა­ერ­თოდ რა­ზეა ლა­პა­რა­კი. ბი­ძი­ნა­ზე ამ­ბო­ბენ, სა­ზო­გა­დო­ე­ბა გა­ყოო და სად იყო ბი­ძი­ნა, რო­დე­საც ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გაჩ­ნდა ადა­მი­ა­ნებს შო­რის.

ვფიქ­რობ, დღეს გა­მო­ფხიზ­ლე­ბის დროა. ადა­მი­ანს თუ ნიჭი აქვს, არც ერთი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს არ და­ი­კარ­გე­ბა. მო­მე­წო­ნა სტუ­დენ­ტე­ბის პრო­ტეს­ტი "ვე­რის უბ­ნის მე­ლო­დი­ებ­თან" და­კავ­ში­რე­ბით. მგო­ნი, ყვე­ლამ კარ­გად გა­ი­გო, არის თუ არა ვინ­მე მსოფ­ლიო დო­ნის ვარ­სკვლა­ვი.

- კა­ხის პო­ლი­ტი­კა­ში წას­ვლის შემ­დეგ ბევ­რი უარ­ყო­ფი­თი სი­უ­ჟე­ტი ვი­ხი­ლეთ. თუ დაგ­მუქ­რე­ბი­ან?

- არა, ალ­ბათ იმი­ტომ, რომ ცნო­ბილ სა­ხეს ასე ად­ვი­ლად ვერ და­ე­მუქ­რე­ბი­ან. ერთი ამ­ბა­ვი ატყდე­ბო­და. პრობ­ლე­მე­ბი იყო - დე­და­ჩე­მი ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გია და სამ­სა­ხუ­რი­დან გა­მო­უშ­ვეს, მაგ­რამ ვი­ნა­ი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში არ არის ბევ­რი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ამ დარ­გში, ისევ და­უ­რე­კეს და და­აბ­რუ­ნეს. დიდი ხელ­ფა­სი არ აქვს, და­დის მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ ბევ­რი პა­ცი­ენ­ტი ჰყავს და არ უნდა, არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის ხელ­ში ჩა­ვარ­დნენ.

არ არის მუ­ქა­რა, მაგ­რამ არის დაბ­ლოკ­ვა. ძა­ლი­ა­ნაც რომ გინ­დო­დეს, ვთქვათ, "რუს­თა­ვი 2"-ზე ვერ გა­მოჩ­ნდე­ბი. ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ჰყავს თა­ვი­სი წრე, რო­მე­ლიც უნდა გა­მოჩ­ნდეს და მხო­ლოდ მათ უნდა ვხე­დავ­დეთ ტე­ლე­ვი­ზი­ით. თუკი რა­ი­მე სი­უ­ჟე­ტი გა­დის, ან­ტი­პი­ა­რუ­ლია.

- შენ­სა და ბი­ჭო­ლას შო­რის მარ­თლა იყო და­ძა­ბუ­ლი ეპი­ზო­დი? ამ­ბობ­დნენ, კა­ხიმ გა­აგ­დე­ბი­ნა სახ­ლი­და­ნო.

- უკ­რა­ი­ნა­ში ერთი ჩვე­ნე­ბით მო­ვი­პო­ვეთ პო­პუ­ლა­რო­ბა, რად­გან ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად გვქონ­და გათ­ვლი­ლი. ბევრ ადა­მი­ანს არ აწყობს ჩვე­ნი ერ­თად ყოფ­ნა, რად­გან წარ­მა­ტე­ბუ­ლი ტან­დე­მი გვაქვს. სახ­ლი­დან გა­მოგ­დე­ბა აბ­სურ­დია. ბი­ჭო­ლა სხვა­გან ცხოვ­რობს და რომც მნდო­მო­და, ვერ გა­ვაგ­დებ­დი. კახი ჩვენს ურ­თი­ერ­თო­ბა­ში სა­ერ­თოდ არ ერე­ვა, რად­გან ეს ჩემი პი­რა­დი საქ­მეა. არაფ­რის­გან შექ­მნეს ჭორი. ჟურ­ნა­ლის­ტმა და­მი­რე­კა, ფო­რუმ­ზე წე­რენ ამის შე­სა­ხე­ბო. ფო­რუმ­ზე ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან და­ახ­ლო­ე­ბულ ხალ­ხზე ისეთ რა­ღა­ცებს ავ­რცე­ლე­ბენ, ერთხელ ასეთ ჭო­რებ­ზეც და­წე­რონ, არ შე­იძ­ლე­ბა?!.

- ბი­ჭო­ლა სკან­და­ლუ­რი ადა­მი­ა­ნია, შენ­თვის ეს რამ­დე­ნად კარ­გია, რო­გორც დი­ზა­ი­ნე­რის­თვის? ამას წი­ნათ რუ­სუ­ლის "ცოდ­ნის­თვის" გა­აკ­რი­ტი­კეს.

- ბი­ჭო­ლამ არ იცო­და რუ­სუ­ლი და ეს არც და­უ­მა­ლავს. არც სკო­ლა­ში და არც უნი­ვერ­სი­ტეტ­ში არ უს­წავ­ლია. ახლა ძა­ლი­ან კარ­გად ლა­პა­რა­კობს. როცა ეს სი­უ­ჟე­ტი გა­ვი­და, ჩვენ­მა უკ­რა­ი­ნელ­მა მე­გობ­რებ­მა უთხრეს, კარ­გია, რომ ცდი­ლობ და ლა­პა­რა­კო­ბო. ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და მის მხარ­დამ­ჭე­რებს რუ­სუ­ლი არა­ფე­რი მოს­წონთ და ამათ რომ უს­მი­ნო, რა სა­ვალ­დე­ბუ­ლო იყო ჩვენ­თვის რუ­სუ­ლის ცოდ­ნა? ამით იმის თქმა მინ­და, რომ რო­გორც უნ­დათ, ისე ატ­რი­ა­ლე­ბენ ყვე­ლა­ფერს. ბი­ჭო­ლა ეპა­ტა­ჟუ­რი ადა­მი­ა­ნია და ცდი­ლობს, მა­სის­გან გა­მო­ირ­ჩე­ო­დეს. თა­ვად სკან­და­ლუ­რი სა­ერ­თოდ არ არის. ბევ­რი ჭორი ვრცელ­დე­ბა, რომ ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა გა­ა­ფუ­ჭონ, მაგ­რამ ეს არ მოხ­დე­ბა, რად­გან ძა­ლი­ან კარ­გად ვმუ­შა­ობთ ერ­თად. სა­ქარ­თვე­ლო­ში ბევ­რი პრი­ვი­ლე­გი­რე­ბუ­ლი დი­ზა­ი­ნე­რია, ვი­საც ეს უნდა.

- ვინ არი­ან ისი­ნი?

- ვინც ჩანს. თა­ვად გა­და­ავ­ლეთ თვა­ლი. ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან არი­ან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი და არა­ნა­ი­რი შე­ზღუდ­ვა არ აქვთ. მათ ჩვე­ნე­ბებს ძა­ლი­ან კარ­გად აფი­ნან­სე­ბენ. ეს კარ­გია, თუმ­ცა მათ გამო სხვე­ბი არ უნდა იჩაგ­რე­ბოდ­ნენ. მაქ­სი­მა­ლუ­რად შუქ­დე­ბა მათი ყვე­ლა ღო­ნის­ძი­ე­ბა. კი არ მშურს მათი, უბ­რა­ლოდ, თა­ვი­ანთ საქ­მეს მი­ხე­დონ და ჭო­რებს ნუ ავ­რცე­ლე­ბენ. თავი დაგ­ვა­ნე­ბონ!.. არ ვართ ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ბა­ზარ­ზე და აქ პი­არ­ზე.

- ოჯახ­ზე გკი­თხავ. ამ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ოდ­ში თუ გქონ­დათ შენ და კა­ხის გან­ტვირ­თვის სა­შუ­ა­ლე­ბა?

- არა­ნა­ი­რი. ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა ერთი-ორი სა­ა­თით შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა. როცა მო­დის, ბავ­შვებს სძი­ნავთ.

- კახი პირ­ვე­ლი ნო­მე­რია და სა­ვა­რა­უ­დოდ, შევა პარ­ლა­მენ­ტში. რო­გორ წარ­მო­გიდ­გე­ნია თავი პო­ლი­ტი­კო­სის მე­უღ­ლედ და თუ გრძნობ ამის გამო რა­ი­მე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას?

- რა თქმა უნდა. ვფიქ­რობ, მე­უღ­ლეს უდი­დე­სი როლი აქვს. ბევ­რჯერ წა­მი­კი­თხავს ამის შე­სა­ხებ. ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რად ვარ ჩარ­თუ­ლი. ვკი­თხუ­ლობ ყვე­ლას მო­საზ­რე­ბას, მომ­ხრე იქ­ნე­ბა ეს თუ ოპო­ნენ­ტი. რი­თაც შე­მიძ­ლია, მაქ­სი­მა­ლუ­რად გვერ­დით ვუდ­გა­ვარ. კახა უკვე, ოფი­ცი­ა­ლუ­რად თუ არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რად, სა­კუ­თარ თავ­ზე იღებს ხალ­ხზე ზრუნ­ვის ვალ­დე­ბუ­ლე­ბას. რო­გორც სხვე­ბი მოს­თხო­ვენ, ისე მოვ­თხოვ მეც და არ ვიქ­ნე­ბი ისე­თი მე­უღ­ლე, ქმრებს თავ­ზე ხელს რომ უს­ვა­მენ ყვე­ლა­ფერ­ზე. ყვე­ლა­ზე დიდი კრი­ტი­კო­სი კა­ხის სახ­ლში ეყო­ლე­ბა (იღი­მის).

- რა­ი­მე შე­ნიშ­ვნას თუ აძ­ლევ?

- ყო­ველ­თვის ვე­უბ­ნე­ბი, როცა რა­ი­მე არ მომ­წონს. ვე­უბ­ნე­ბი ჩემს აზრს და ით­ვა­ლის­წი­ნებს. მა­ი­სი­დან ძა­ლი­ან გა­ი­ზარ­და. ბევ­რს მუ­შა­ობს სა­კუ­თარ თავ­ზე. იცი, რო­გო­რი ადა­მი­ა­ნია? როცა რა­ღა­ცას და­ი­სა­ხავს მიზ­ნად, შე­უძ­ლია, ამის­თვის თავი გა­და­დოს. ძა­ლი­ან გამ­ხდა­რი და შეც­ვლი­ლია. ალ­ბათ 40%-ია სა­კუ­თა­რი თა­ვის დარ­ჩე­ნი­ლი.

- შე­იც­ვა­ლა რა­ი­მე თქვენს ურ­თი­ერ­თო­ბა­ში?

- პო­ლი­ტი­კა ბევრ რა­მეს ცვლის. დღეს უფრო მოკ­რძა­ლე­ბუ­ლად უნდა იყო და ზედ­მე­ტი მა­ნე­რუ­ლო­ბა არ არის სა­ჭი­რო. პირ­ველ კურ­სზე მას­წავ­ლეს, რო­გორ უნდა მო­იქ­ცეს პო­ლი­ტი­კო­სის მე­უღ­ლე. მა­შინ ამის­თვის ყუ­რა­დღე­ბა არ მი­მიქ­ცე­ვია, მაგ­რამ ახლა გა­მო­მად­გე­ბა. ჩემ­გან კა­ხის პრობ­ლე­მა არ შე­ექ­მნე­ბა. შე­იც­ვა­ლა ის, რომ მხო­ლოდ სა­ტე­ლე­ფო­ნო ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს... მაგ­რამ ისე ვარ, ერთი წე­ლიც რომ არ ვნა­ხო, პრობ­ლე­მა არ მექ­ნე­ბა, რად­გან ამ საქ­მეს შე­ე­ჭი­და.

- ანუ­კი, შენი არა­ერ­თი გა­მო­ნათ­ქვა­მი აუ­ტა­ცე­ბი­ათ კრი­ტი­კო­სებს. ერთხელ ინ­ტერ­ვი­უ­ში თქვი, რო­გორ და­ხუნძლე ნაძ­ვის ხე დო­ლა­რე­ბით.

- და მახ­სოვს, თუ არ ვცდე­ბი, ლე­ვან რა­მიშ­ვილ­მა გა­მაკ­რი­ტი­კა ამის გამო. ნაძ­ვის ხე ძა­ლი­ან მცი­რე ზო­მის იყო, სულ ათი სან­ტი­მეტ­რიც არ იქ­ნე­ბო­და და ამას ხაზს გა­ვუს­ვამ. ბავ­შვო­ბი­დან სა­ფუ­ლე­ში სამი ერ­თდო­ლა­რი­ა­ნი მედო, რო­მე­ლიც ბა­რა­ქის­თვის ბევ­რს უდევს ხოლ­მე. ის ერ­თდო­ლა­რი­ა­ნე­ბი ამო­ვი­ღე და იმით გა­ვა­ფორ­მე პა­ტა­რა ნაძ­ვის ხე. ეს 2010 წელს იყო. მი­ლა­ნის სახ­ლში არ ვხვდე­ბო­დი ახალ წელს და ეს პა­ტა­რა ნაძ­ვის ხე დავ­ტო­ვე ბა­რა­ქის სიმ­ბო­ლოდ. მერე ლა­პა­რა­კი და­ი­წყეს ამა­ზე. ეს ტრა­დი­ცი­აა, მეკვლე რომ შე­დის სახ­ლში, ფულს ყრის ხოლ­მე. ეს მოვ­ყე­ვი ინ­ტერ­ვი­უ­ში, რო­დე­საც სა­ა­ხალ­წლო ტრა­დი­ცი­ებ­ზე მკი­თხეს. ისე­თი ქაჯი არ ვარ, რომ ას­დო­ლა­რი­ა­ნე­ბი და­მე­კი­დე­ბი­ნა ნაძ­ვის ხეზე.

- სულ ლა­პა­რა­კო­ბენ იმა­ზე, რომ თუკი ივა­ნიშ­ვი­ლი მო­ვი­და ქვეყ­ნის სა­თა­ვე­ში, მუდ­მი­ვად იმ­ღე­რებს ბერა, ყვე­ლა­ზე და­პი­ა­რე­ბუ­ლი დი­ზა­ი­ნე­რი იქ­ნე­ბა ანუ­კი არე­ში­ძე და ა.შ. შენი აზ­რით, რა­ტომ აქვს სა­ზო­გა­დო­ე­ბის გარ­კვე­ულ ნა­წილს ამ­გვა­რი მო­ლო­დი­ნი?

- ბი­ძი­ნამ თქვა, სულ ბერა იმ­ღე­რებ­სო? ხალ­ხი ლა­პა­რა­კობს, რად­გან მი­ეჩ­ვივ­ნენ მედ­რო­ვე ხე­ლო­ვა­ნებს... არა­ვინ იქ­ნე­ბა პრი­ვი­ლე­გი­რე­ბუ­ლი. მე სულ ვამ­ბობ­დი, რომ თუკი აქ კო­ლექ­ცი­ას გა­ვა­კე­თებ, ეს იქ­ნე­ბა ყვე­ლას­თვის გან­კუთ­ვნი­ლი. ბე­რას მა­გივ­რად მე ვერ ვი­ლა­პა­რა­კებ, მაგ­რამ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ყვე­ლას მი­ე­ცე­მა სა­შუ­ა­ლე­ბა, იმ­ღე­როს, ნა­ცი­ო­ნალ­საც და არა­ნა­ცი­ო­ნალ­საც, რო­გორც ყვე­ლა ნორ­მა­ლურ ქვე­ყა­ნა­ში ხდე­ბა. ვდებ პი­რო­ბას, რომ ნამ­დვი­ლად არ ვიქ­ნე­ბი პრი­ვი­ლე­გი­რე­ბუ­ლი. არც მაქვს იმის სურ­ვი­ლი, რომ მე­უღ­ლემ "გამ­ქა­ჩოს". კა­ხიც ასე ფიქ­რობს.

- და­ბო­ლოს, თუ იცლი შენი პა­ტა­რე­ბის­თვის?

- ბავ­შვებ­ზე გა­გი­ჟე­ბუ­ლი დედა ვარ. კახი 5 თვი­საა, ლე­ვა­ნი ცოტა დი­დია, ვცდი­ლობ, დრო ორი­ვეს თა­ნაბ­რად გა­ვუ­ნა­წი­ლო. მგო­ნია, რომ კარ­გი დედა ვარ. უფ­რო­სი ძა­ლი­ან არის მო­წე­ბე­ბუ­ლი ჩემ­ზე.

- არ კი­თხუ­ლობს, კახი რა­ტომ არ არის სახ­ლში?

- კი­თხუ­ლობს ხოლ­მე, მაგ­რამ იცის, რომ მამა საქ­მე­ებ­ზეა და მალე მოვა (იღი­მე­ბა).

ნინო მურ­ღუ­ლია

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

კახი კალაძის ყველაზე დიდი კრიტიკოსი მისი მეუღლეა

კახი კალაძის ყველაზე დიდი კრიტიკოსი მისი მეუღლეა

მას შემდეგ, რაც ფეხბურთელმა კახი კალაძემ პოლიტიკაში გადაინაცვლა, ანუკა არეშიძე მეუღლეს იშვიათად ხედავს, თუმცა მიიჩნევს, რომ მისი ქმარი მნიშვნელოვან საქმეს არის შეჭიდებული და კიდევ რომ გაგრძელდეს ასეთი რეჟიმი, ხმას არ ამოიღებს. მზად არის, პოლიტიკოსის მეორე ნახევრის იმიჯი მოირგოს და მიიჩნევს, რომ ასეთ შემთხვევაში ქალს ყოველთვის დიდი როლი აქვს. ანუკისთან ლაპარაკი ბოლოდროინდელი მოვლენებით დავიწყეთ...

- პატიმრების წამების კადრები უკვე ორ კვირაზე მეტია, ყველაზე აქტუალური თემაა საქართველოში. გვითხარი შენი აზრი...

- ბოლომდე ვერც ვუყურე კადრებს. მყავს ორი ძმა, მამა, მეუღლე და ორი შვილი. წარმოვიდგინე, რომ ეს ყველაფერი ჩემს ოჯახსაც ეხებოდა. ეს ქვეყნის პრობლემაა. დამირეკეს იტალიიდან და მეკითხებოდნენ, თქვენთან რა ხდებაო. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტმა განაცხადა, ასეთი რამ ყველა ქვეყანაში ხდებაო, ჩემი იტალიელი მეგობარი გაოგნებული იყო... დადგება დრო, როცა ყველა დამნაშავე პასუხს აგებს. ამ პატიმრებს, ციხიდან რომ გამოვლენ, აუცილებლად დასჭირდებათ ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია. მეორე მხრივ, არ მივესალმები იმას, რომ აგრესიას აგრესიითვე უნდა გასცე პასუხი. მესმის მათი, ვინც გაბრაზებულია ამ ფაქტის გამო, მაგრამ... კახი განადგურებული იყო. ბიჭები მეუბნებოდნენ, მისი ძმა, ლევანი რომ გაიტაცეს, მაშინ იყო ზუსტად ასეო. ჩემ გარშემო ყველა ასეა. ის ადამიანები, რომლებიც დღეს ამის გამართლებას და ნეიტრალური პოზიციის შენარჩუნებას ცდილობენ, აქ არ ვგულისხმობ მათ პოლიტიკურ პოზიციას, აგურს დებენ იმ საქმეში, რასაც ეს ჯალათები სჩადიოდნენ.

- აქციებზე დადიოდი?

- ძალიან მინდოდა წასვლა, მაგრამ რადგან ჩემი მეუღლე "ქართული ოცნების" პირველი ნომერია, არ მსურდა, ამას პოლიტიკური ელფერი მისცემოდა. მთელი ჩემი ოჯახი, მშობლები, ძმები დადიოდნენ აქციებზე. ეს იყო სტუდენტური აქცია, მე კი სტუდენტი არ ვარ, თანაც, პოლიტიკურ კუდს მოაბამდნენ და ეს არ მინდოდა.

- შენი ძმები კახის ეხმარებიან?

- სანამ კახი თბილისში ჩამოვიდოდა, რატი და გიორგი უკვე აქტიურად იყვნენ ჩართული ამ პროცესებში. კახის არ უყვარს ვინმესთვის თხოვნა, ჩემი ცოლისძმაა და დაეხმარეთო, ასე რომ, მისგან დამოუკიდებლად ჩაერთვნენ და გააკეთეს ყველაფერი. კახის რაც სჭირდება, ყველაფერში ეხმარებიან. ძალიან დიდი შრომა ჩადეს.

ის, რაც დღეს საქართველოში ხდება, არავის არ აძლევს სახლში ჯდომის უფლებას. ელემენტარული სოლიდარობა მაინც უნდა გამოხატო პატიმრების მიმართ.

- "ფეისბუქზე" შენს მეგობრებს დაუწერე სტატუსი, სადაც ურჩევდი, მა­ღალანაზღაურებად სამსახურებზე უა­რი თქვით და პროტესტი გამოხატეთო.

- მყავს ნაცნობები, ახლობლები, რომელთა დამოკიდებულება ასეთია - რადგან თვითონ და მათი მეუღლეები მუშაობენ და მატერიალურად კარგად არიან, რატომ არ უნდა მისცენ ხმა მმართველ პარტიას? მე მეკითხებოდნენ, მერე შენ დაგვაწყებინებ მუშაობასო? როდესაც პროფესიონალი ხარ, არავისი დახმარება არ დაგჭირდება. ჩემზე და კახიზე კარგად ნამდვილად არავინ ყოფილა, მილანში თავს მშვენივრად ვგრძნობდით, მაგრამ დღეს პოლიტიკურ პარტიას კი არა, ქვეყანას უნდა დაუდგე გვერდით. 2000 ლარი აქვთ თუ მეტი ხელფასი, ერთხელ მაინც უნდა გადადონ სამშობლოსთვის თავი. გავა დრო და შვილები შეეკითხებიან, რა გააკეთეს მათ საქართველოსთვის და ისინი ვერაფერს უპასუხებენ. ამიტომაც მოვუწოდე მათ სტატუსის საშუალებით, სწორი ნაბიჯი გადადგან. რაც შეეხებათ ნეიტრალურ ადამიანებს, რომლებსაც პოზიცია არც ამ კადრების ნახვის შემდეგ შეეცვალათ, მათ ვთხოვე, მეგობრებიდან ამოვეშალე. როცა მხოლოდ ის გაინტერესებს, რომ მაღალი ხელფასი გაქვს და ამიტომ შეგიძლია, რომელიმე პარტიას მისცე ხმა, ეს ადამიანის სიმდაბლეზე მეტყველებს და იმაზე, რომ მხოლოდ გამორჩენა გაინტერესებს. ქვეყანას ისე უჭირს, რომ ახლა ყველამ მასზე უნდა იფიქროს.

- ბევრი პოპულარული სახე უჭერს მხარს მმართველ პარტიას.

- გაოცებული ვარ. ჩვენი პრეზიდენტი რამდენიმე თვით ადრე ამბობდა, ფრანგები ჩვენგან სწავლობენ ციხეების მართვასო, მომეწონა ჭაბუა ამირეჯიბის გამონათქვამი, თუკი არ იცოდი, რა ხდებოდა ციხეებში, ბარაქალა შენს პრეზიდენტობას, თუკი იცოდი და არაფერს აკეთებდი, ბარაქალა შენს ადამიანობასო. ის ადამიანები, რომლებიც დღესაც გულებს უწერენ პრეზიდენტის ფოტოებს და მხარში უდგანან, მის ზურგს უკან ლაპარაკობენ, რომ უბრალოდ, სხვა გზა არ აქვთ. კონცერტებზე არ გამოიყვანენ, დაბლოკავენ ისე, როგორც ბევრი დაუბლოკავთ, მაგალითად, ნატო მეტონიძე. ვიღაც უკრაინელი მომღერალი რომ ჩამოიყვანეს და ამღერებენ, თანაც ამბობს, პოპულარული ვარ ჩემს ქვეყანაშიო, ვიკითხე უკრაინაში და არავინ იცნობს.

მსოფლიო მასშტაბით მოგვეჭრა თავი. ხალხმა, ვინც ახლანდელ ხელისუფლებას მხარს უჭერს, არ იცის, რა არის ნამდვილი სიტყვის თავისუფლება. როდესაც ბერლუსკონი გახლდათ იტალიის პრემიერ-მინისტრი, ქვეყანაში ყველაფერს ამბობდნენ, რასაც მასზე ფიქრობდნენ და ამის გამო არავინ დაუბლოკავს. აქ კი ხელისუფლებამ შეუწყო ხელი საზოგადოების დაყოფას პარტიების მიხედვით. ერთ ნაციონალ ბიჭს უთხრეს გოგონაზე, ძალიან კარგი გოგოაო და პირველი, რაც ამ ბიჭმა იკითხა - ჩვენიანიაო? ამის შემდეგ საერთოდ რაზეა ლაპარაკი. ბიძინაზე ამბობენ, საზოგადოება გაყოო და სად იყო ბიძინა, როდესაც ასეთი დამოკიდებულება გაჩნდა ადამიანებს შორის.

ვფიქრობ, დღეს გამოფხიზლების დროა. ადამიანს თუ ნიჭი აქვს, არც ერთი ხელისუფლების დროს არ დაიკარგება. მომეწონა სტუდენტების პროტესტი "ვერის უბნის მელოდიებთან" დაკავშირებით. მგონი, ყველამ კარგად გაიგო, არის თუ არა ვინმე მსოფლიო დონის ვარსკვლავი.

- კახის პოლიტიკაში წასვლის შემდეგ ბევრი უარყოფითი სიუჟეტი ვიხილეთ. თუ დაგმუქრებიან?

- არა, ალბათ იმიტომ, რომ ცნობილ სახეს ასე ადვილად ვერ დაემუქრებიან. ერთი ამბავი ატყდებოდა. პრობლემები იყო - დედაჩემი ენდოკრინოლოგია და სამსახურიდან გამოუშვეს, მაგრამ ვინაიდან საქართველოში არ არის ბევრი პროფესიონალი ამ დარგში, ისევ დაურეკეს და დააბრუნეს. დიდი ხელფასი არ აქვს, დადის მხოლოდ იმიტომ, რომ ბევრი პაციენტი ჰყავს და არ უნდა, არაპროფესიონალების ხელში ჩავარდნენ.

არ არის მუქარა, მაგრამ არის დაბლოკვა. ძალიანაც რომ გინდოდეს, ვთქვათ, "რუსთავი 2"-ზე ვერ გამოჩნდები. ხელისუფლებას ჰყავს თავისი წრე, რომელიც უნდა გამოჩნდეს და მხოლოდ მათ უნდა ვხედავდეთ ტელევიზიით. თუკი რაიმე სიუჟეტი გადის, ანტიპიარულია.

- შენსა და ბიჭოლას შორის მართლა იყო დაძაბული ეპიზოდი? ამბობდნენ, კახიმ გააგდებინა სახლიდანო.

- უკრაინაში ერთი ჩვენებით მოვიპოვეთ პოპულარობა, რადგან ყველაფერი კარგად გვქონდა გათვლილი. ბევრ ადამიანს არ აწყობს ჩვენი ერთად ყოფნა, რადგან წარმატებული ტანდემი გვაქვს. სახლიდან გამოგდება აბსურდია. ბიჭოლა სხვაგან ცხოვრობს და რომც მნდომოდა, ვერ გავაგდებდი. კახი ჩვენს ურთიერთობაში საერთოდ არ ერევა, რადგან ეს ჩემი პირადი საქმეა. არაფრისგან შექმნეს ჭორი. ჟურნალისტმა დამირეკა, ფორუმზე წერენ ამის შესახებო. ფორუმზე ხელისუფლებასთან დაახლოებულ ხალხზე ისეთ რაღაცებს ავრცელებენ, ერთხელ ასეთ ჭორებზეც დაწერონ, არ შეიძლება?!.

- ბიჭოლა სკანდალური ადამიანია, შენთვის ეს რამდენად კარგია, როგორც დიზაინერისთვის? ამას წინათ რუსულის "ცოდნისთვის" გააკრიტიკეს.

- ბიჭოლამ არ იცოდა რუსული და ეს არც დაუმალავს. არც სკოლაში და არც უნივერსიტეტში არ უსწავლია. ახლა ძალიან კარგად ლაპარაკობს. როცა ეს სიუჟეტი გავიდა, ჩვენმა უკრაინელმა მეგობრებმა უთხრეს, კარგია, რომ ცდილობ და ლაპარაკობო. ხელისუფლებას და მის მხარდამჭერებს რუსული არაფერი მოსწონთ და ამათ რომ უსმინო, რა სავალდებულო იყო ჩვენთვის რუსულის ცოდნა? ამით იმის თქმა მინდა, რომ როგორც უნდათ, ისე ატრიალებენ ყველაფერს. ბიჭოლა ეპატაჟური ადამიანია და ცდილობს, მასისგან გამოირჩეოდეს. თავად სკანდალური საერთოდ არ არის. ბევრი ჭორი ვრცელდება, რომ ჩვენი ურთიერთობა გააფუჭონ, მაგრამ ეს არ მოხდება, რადგან ძალიან კარგად ვმუშაობთ ერთად. საქართველოში ბევრი პრივილეგირებული დიზაინერია, ვისაც ეს უნდა.

- ვინ არიან ისინი?

- ვინც ჩანს. თავად გადაავლეთ თვალი. ხელისუფლებასთან არიან დაახლოებული და არანაირი შეზღუდვა არ აქვთ. მათ ჩვენებებს ძალიან კარგად აფინანსებენ. ეს კარგია, თუმცა მათ გამო სხვები არ უნდა იჩაგრებოდნენ. მაქსიმალურად შუქდება მათი ყველა ღონისძიება. კი არ მშურს მათი, უბრალოდ, თავიანთ საქმეს მიხედონ და ჭორებს ნუ ავრცელებენ. თავი დაგვანებონ!.. არ ვართ ორიენტირებული საქართველოს ბაზარზე და აქ პიარზე.

- ოჯახზე გკითხავ. ამ წინასაარჩევნო პერიოდში თუ გქონდათ შენ და კახის განტვირთვის საშუალება?

- არანაირი. ჩვენი ურთიერთობა ერთი-ორი საათით შემოიფარგლება. როცა მოდის, ბავშვებს სძინავთ.

- კახი პირველი ნომერია და სავარაუდოდ, შევა პარლამენტში. როგორ წარმოგიდგენია თავი პოლიტიკოსის მეუღლედ და თუ გრძნობ ამის გამო რაიმე პასუხისმგებლობას?

- რა თქმა უნდა. ვფიქრობ, მეუღლეს უდიდესი როლი აქვს. ბევრჯერ წამიკითხავს ამის შესახებ. ძალიან აქტიურად ვარ ჩართული. ვკითხულობ ყველას მოსაზრებას, მომხრე იქნება ეს თუ ოპონენტი. რითაც შემიძლია, მაქსიმალურად გვერდით ვუდგავარ. კახა უკვე, ოფიციალურად თუ არაოფიციალურად, საკუთარ თავზე იღებს ხალხზე ზრუნვის ვალდებულებას. როგორც სხვები მოსთხოვენ, ისე მოვთხოვ მეც და არ ვიქნები ისეთი მეუღლე, ქმრებს თავზე ხელს რომ უსვამენ ყველაფერზე. ყველაზე დიდი კრიტიკოსი კახის სახლში ეყოლება (იღიმის).

- რაიმე შენიშვნას თუ აძლევ?

- ყოველთვის ვეუბნები, როცა რაიმე არ მომწონს. ვეუბნები ჩემს აზრს და ითვალისწინებს. მაისიდან ძალიან გაიზარდა. ბევრს მუშაობს საკუთარ თავზე. იცი, როგორი ადამიანია? როცა რაღაცას დაისახავს მიზნად, შეუძლია, ამისთვის თავი გადადოს. ძალიან გამხდარი და შეცვლილია. ალბათ 40%-ია საკუთარი თავის დარჩენილი.

- შეიცვალა რაიმე თქვენს ურთიერთობაში?

- პოლიტიკა ბევრ რამეს ცვლის. დღეს უფრო მოკრძალებულად უნდა იყო და ზედმეტი მანერულობა არ არის საჭირო. პირველ კურსზე მასწავლეს, როგორ უნდა მოიქცეს პოლიტიკოსის მეუღლე. მაშინ ამისთვის ყურადღება არ მიმიქცევია, მაგრამ ახლა გამომადგება. ჩემგან კახის პრობლემა არ შეექმნება. შეიცვალა ის, რომ მხოლოდ სატელეფონო ურთიერთობა გვაქვს... მაგრამ ისე ვარ, ერთი წელიც რომ არ ვნახო, პრობლემა არ მექნება, რადგან ამ საქმეს შეეჭიდა.

- ანუკი, შენი არაერთი გამონათქვამი აუტაცებიათ კრიტიკოსებს. ერთხელ ინტერვიუში თქვი, როგორ დახუნძლე ნაძვის ხე დოლარებით.

- და მახსოვს, თუ არ ვცდები, ლევან რამიშვილმა გამაკრიტიკა ამის გამო. ნაძვის ხე ძალიან მცირე ზომის იყო, სულ ათი სანტიმეტრიც არ იქნებოდა და ამას ხაზს გავუსვამ. ბავშვობიდან საფულეში სამი ერთდოლარიანი მედო, რომელიც ბარაქისთვის ბევრს უდევს ხოლმე. ის ერთდოლარიანები ამოვიღე და იმით გავაფორმე პატარა ნაძვის ხე. ეს 2010 წელს იყო. მილანის სახლში არ ვხვდებოდი ახალ წელს და ეს პატარა ნაძვის ხე დავტოვე ბარაქის სიმბოლოდ. მერე ლაპარაკი დაიწყეს ამაზე. ეს ტრადიციაა, მეკვლე რომ შედის სახლში, ფულს ყრის ხოლმე. ეს მოვყევი ინტერვიუში, როდესაც საახალწლო ტრადიციებზე მკითხეს. ისეთი ქაჯი არ ვარ, რომ ასდოლარიანები დამეკიდებინა ნაძვის ხეზე.

- სულ ლაპარაკობენ იმაზე, რომ თუკი ივანიშვილი მოვიდა ქვეყნის სათავეში, მუდმივად იმღერებს ბერა, ყველაზე დაპიარებული დიზაინერი იქნება ანუკი არეშიძე და ა.შ. შენი აზრით, რატომ აქვს საზოგადოების გარკვეულ ნაწილს ამგვარი მოლოდინი?

- ბიძინამ თქვა, სულ ბერა იმღერებსო? ხალხი ლაპარაკობს, რადგან მიეჩვივნენ მედროვე ხელოვანებს... არავინ იქნება პრივილეგირებული. მე სულ ვამბობდი, რომ თუკი აქ კოლექციას გავაკეთებ, ეს იქნება ყველასთვის განკუთვნილი. ბერას მაგივრად მე ვერ ვილაპარაკებ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ყველას მიეცემა საშუალება, იმღეროს, ნაციონალსაც და არანაციონალსაც, როგორც ყველა ნორმალურ ქვეყანაში ხდება. ვდებ პირობას, რომ ნამდვილად არ ვიქნები პრივილეგირებული. არც მაქვს იმის სურვილი, რომ მეუღლემ "გამქაჩოს". კახიც ასე ფიქრობს.

- დაბოლოს, თუ იცლი შენი პატარებისთვის?

- ბავშვებზე გაგიჟებული დედა ვარ. კახი 5 თვისაა, ლევანი ცოტა დიდია, ვცდილობ, დრო ორივეს თანაბრად გავუნაწილო. მგონია, რომ კარგი დედა ვარ. უფროსი ძალიან არის მოწებებული ჩემზე.

- არ კითხულობს, კახი რატომ არ არის სახლში?

- კითხულობს ხოლმე, მაგრამ იცის, რომ მამა საქმეებზეა და მალე მოვა (იღიმება).

ნინო მურღულია

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება