მთავარ პროკურატურაში ლაშა ნაცვლიშვილი ირაკლი შოთაძემ შეცვალა

მთავარ პროკურატურაში ლაშა ნაცვლიშვილი ირაკლი შოთაძემ შეცვალა

საქართველოს ახალმა მთავარმა პროკურორმა, ოთარ ფარცხალაძემ პირველი დანიშვნები უკვე განახორციელა.

"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის თანამდებობაზე ლაშა ნაცვლიშვილი, რომელმაც გადადგომის შესახებ განცხადება გუშინ დაწერა, ირაკლი შოთაძემ შეცვალა. შოთაძემ პროკურატურაში საგამოძიებო სამსახურიდან გადაინაცვლა, სადაც ფარცხალაძესთან ერთად მუშაობდა.

გარდა ამისა, უკვე დანიშნულია თბილისის პროკურორი. მაია მწარიაშვილი ამ თანამდებობაზე მიხეილ შაყულაშვილმა შეცვალა. მისი დანიშვნის ბრძანება უკვე ხელმოწერილია.

უწყებაში სხვა საკადრო ცვლილებებიც მიმდინარეობს, რაზეც მთავარი პროკურატურა ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებს.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ