საუდის არაბეთის რელიგიური პოლიციის თანამშრომლებმა მოძრაობა "უფასო ჩახუტების" (Free Hugs) ორი წევრი დააკავა. 21 წლის აბდურაჰმან ალ-ჰაიალი მეგობრებთან ერთად ხალხმრავალ სავაჭრო ქუჩა ერ-რიადზე იდგა. ხელში მათ მუყაოს ფირფიტები ეჭირათ, რომლებზეც ინგლისურ ენაზე "უფასო ჩახუტება" ეწერა.
რელიგიური პოლიციის თანამშრომლებს იმ ადამიანების დაპატიმრების უფლება აქვთ, რომლებიც ისლამის ტრადიციებს არღვევენ და საუდის არაბეთში დადგენილი შარიათის ნორმებს არ იცავენ.
ახალგაზრდები "ეგზოტიკურ პრაქტიკაში ჩართვის" ფორმულირებით დააკავეს. განყოფილებაში ისინი აიძულეს ხელწერილი დაეწერათ, რომ მომავალში ანალოგიურ აქციებს არ მოაწყობენ. მაგრამ თავად ალ-ჰაიალმა The Independent-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ საკუთარი საქციელით ამაყობს და მომავალში აქციის გამეორებას გეგმავს.მომზადებულია The Independent-ის მიხედვით.