სოციალურ ქსელებში პოპულარულია ფოტოშარჟი, რომელშიც საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ჯეიმს ბონდის "საფირმო" პოზაშია.
ფოტომ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, გოგა ხაჩიძის ყურადღებაც მიიპყრო, რომელმაც ფეისბუქ-აუდიტორიას ფოტოშარჟის მისეული ინტერპრეტაცია შესთავაზა. ფოტოზე, ხაჩიძის ხელში იარაღის ნაცვლად მობილური ტელეფონი უჭირავს..
ფოტოს ხაჩიძე ასე ასათაურებს - "ინი და იანი".
მოგეხსენებათ, რომ აღმოსავლური ფილოსოფიაზე დაყრდნობით, სიმბოლო ორ დაპირისპირებულ მხარეს შეიცავს - სიკეთესა და ბოროტებას.