საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მე-4 მექანიზირებულ ბრიგადაში იმყოფება

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მე-4 მექანიზირებულ ბრიგადაში იმყოფება

საქართველოს პრეზიდენტი მთავარსარდლის რანგში სამხედრო ნაწილს დღეს პირველად სტუმრობს. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, გიორგი მარგველაშვილს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია და გაერთიანებული შტაბის ახალი უფროსი ვახტანგ კაპანაძე მასპინძლობენ.

უმაღლეს მთავარსარდალს მე-4 მექანიზირებული ბრიგადის პირადი შემადგენლობა ბრიგადის სამწყობრო მოედანზე მოწყობილი დახვდა.

საზეიმო ღონისძიება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით დაიწყო, რომელიც თავდაცვის სამინისტროს ორკესტრმა შეასრულა.

სტუმრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის და საერთაშორისო მისიების შესრულებისას დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას.

გიორგი მარგველაშვილი სამხედროებს სიტყვით მიმართავს. პრეზიდენტი დღეს მე-4 მექანიზირებული ბრიგადის 42-ე ბატალიონის მეთაურს, მაიორ ირაკლი კალანდაძეს დააჯილდოებს სახელმწიფო მედლით საბრძოლო დმსახურებისთვის. უმაღლესი მთავარსარდალი მედალს გადასცემს ამავე ბატალიონის პირადი შემადგენლობის კიდევ 15 სამხედროს.

42-ე ბატალიონმა ავღანეთის მისიის შესრულებისას ყველაზე დიდი დანაკარგი განიცადა. ავღანეთში ქვედანაყოფის 10 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.

სამხედროების დაჯილდოების შემდეგ პრეზიდენტი სამწყობრო მოედანზე სამხედრო ტექნიკას და ყაზარმებს დაათვალიერებს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა