სასამართლომ დაამტკიცა, რომ იტალიის ყოფილ პრემიერ-მინისტრ სილვიო ბერლუსკონის და კარიმ ელ-მარუგს, ზედმეტსახელად რუბის სექსუალური ურთიერთობა ჰქონდათ, მაშინ როცა გოგონა 18 წლის ჯერ არ იყო.
მილანის სასამართლოს განმარტებით ჩანაწერში ნათქვამია, რომ გოგონას ყოფილ პრემიერ-მინისტრთან სექსი ძვირფასი საჩუქრებისა და ფულის სანაცვლოდ ჰქონდა. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ ბერლუსკონიმ პარტნიორის ასაკი იცოდა.
მილანის სასამართლომ ივნისში ბერლუსკონი "რუბის საქმეზე" 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გარდა ამისა, იგი სიცოცხლის ბოლომდე სახელმწიფო თანამდებობას ვერ დაიკავებს.
მომზადებულია La Repubblica-ს მიხედვით.