მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მირანდა კერი ქართველი დიზაინერის დავით კომახიძის კაბაში
მირანდა კერი ქართველი დიზაინერის დავით კომახიძის კაბაში

30 წლის სუ­პერ­მო­დე­ლი მი­რან­და კერი ლოს-ან­ჯე­ლეს­ში გა­მარ­თულ Jaguar F-TYPE Global Reveal-ის გრან­დი­ო­ზულ წვე­უ­ლე­ბა­ზე ქარ­თვე­ლი დი­ზა­ი­ნე­რის სა­მო­სით მი­ვი­და.

ვარ­სკვლა­ვის სა­ღა­მოს გარ­დე­რობ­ზე ლონ­დონ­ში მოღ­ვა­წე დი­ზა­ი­ნერ­მა დე­ვიდ კო­მამ, იგი­ვე და­ვით კო­მა­ხი­ძემ იზ­რუ­ნა. Victoria's Secret-ის ყო­ფილ მო­დელს მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი ცის­ფე­რი კაბა ეცვა, რო­მე­ლიც ქა­ლის სი­ლუ­ეტს იდე­ა­ლუ­რად გა­მოკ­ვეთ­და. კა­ბის ქვე­და­ტა­ნი სხვა­დას­ხვა ფორ­მის გე­ო­მეტ­რი­უ­ლი თეთ­რი ხა­ზე­ბით იყო მო­ხა­ტუ­ლი. მი­რან­დას თმა მაღ­ლა ჰქონ­და აწე­უ­ლი და თეთ­რი მა­ღალ­ქუს­ლი­ა­ნი ფეხ­საც­მე­ლი ეცვა.

და­ვით კო­მა­ხი­ძე თბი­ლის­ში და­ი­ბა­და. სახ­ვით ხე­ლოვ­ნე­ბას სან­კტ-პე­ტერ­ბურ­გში სწავ­ლობ­და და პირ­ვე­ლი კო­ლექ­ცია 15 წლის ასაკ­ში შექ­მნა. თუმ­ცა მის კა­რი­ე­რა­ში გარ­დამ­ტე­ხი ეპი­ზო­დი ლონ­დო­ნის მო­დის კვი­რე­ულს უკავ­შირ­დე­ბა. მისი კო­ლექ­ცი­ით აღ­ფრთო­ვან­დნენ ცნო­ბი­ლი ბა­ი­ე­რე­ბი და მო­დის კრი­ტი­კო­სე­ბი - არც ფი­ნან­სურ­მა წარ­მა­ტე­ბამ და­ა­ყოვ­ნა და დი­ზა­ი­ნერს ბევ­რი სპონ­სო­რი გა­მო­უჩ­ნდა. მისი რუსი მე­უღ­ლე სა­შაც დი­ზა­ი­ნე­რია, რო­მე­ლიც დე­ვიდ კო­მას ბრენ­დს კუ­რი­რებს.

დე­ვიდ კო­მას სა­მოსს ატა­რე­ბენ ევა ლონ­გო­რია, ხლოე კარ­და­ში­ა­ნი, ნა­ტა­ლია ვო­დი­ა­ნო­ვა, ჯე­ნი­ფერ ლო­პე­სი, ნა­ო­მი კემ­პბე­ლი, ქეთი მე­ლუა, ბი­ონ­სე, ლედი გაგა, რი­ა­ნა, მე­გან ფოქ­სი, კა­ი­ლი მი­ნო­უ­გი, მა­ი­ლი სა­ი­რუ­სი, მა­რია შა­რა­პო­ვა, ტე­ი­ლორ სვიფ­ტი, სე­ლე­ნა გო­მე­სი და ჯე­ნი­ფერ ლო­უ­რენ­სი.

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

მომ­ზა­დე­ბუ­ლია Daily Mail-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

მირანდა კერი ქართველი დიზაინერის დავით კომახიძის კაბაში

მირანდა კერი ქართველი დიზაინერის დავით კომახიძის კაბაში

30 წლის სუპერმოდელი მირანდა კერი ლოს-ანჯელესში გამართულ Jaguar F-TYPE Global Reveal-ის გრანდიოზულ წვეულებაზე ქართველი დიზაინერის სამოსით მივიდა.

ვარსკვლავის საღამოს გარდერობზე ლონდონში მოღვაწე დიზაინერმა დევიდ კომამ, იგივე დავით კომახიძემ იზრუნა. Victoria's Secret-ის ყოფილ მოდელს მოკრძალებული ცისფერი კაბა ეცვა, რომელიც ქალის სილუეტს იდეალურად გამოკვეთდა. კაბის ქვედატანი სხვადასხვა ფორმის გეომეტრიული თეთრი ხაზებით იყო მოხატული. მირანდას თმა მაღლა ჰქონდა აწეული და თეთრი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ეცვა.

დავით კომახიძე თბილისში დაიბადა. სახვით ხელოვნებას სანკტ-პეტერბურგში სწავლობდა და პირველი კოლექცია 15 წლის ასაკში შექმნა. თუმცა მის კარიერაში გარდამტეხი ეპიზოდი ლონდონის მოდის კვირეულს უკავშირდება. მისი კოლექციით აღფრთოვანდნენ ცნობილი ბაიერები და მოდის კრიტიკოსები - არც ფინანსურმა წარმატებამ დააყოვნა და დიზაინერს ბევრი სპონსორი გამოუჩნდა. მისი რუსი მეუღლე საშაც დიზაინერია, რომელიც დევიდ კომას ბრენდს კურირებს.

დევიდ კომას სამოსს ატარებენ ევა ლონგორია, ხლოე კარდაშიანი, ნატალია ვოდიანოვა, ჯენიფერ ლოპესი, ნაომი კემპბელი, ქეთი მელუა, ბიონსე, ლედი გაგა, რიანა, მეგან ფოქსი, კაილი მინოუგი, მაილი საირუსი, მარია შარაპოვა, ტეილორ სვიფტი, სელენა გომესი და ჯენიფერ ლოურენსი.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება