პოლიტიკა
სამართალი

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
წიგნები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზურაბ აბაშიძე გრიგორი კარასინთან შეხვედრის შესახებ განცხადებას ავრცელებს
ზურაბ აბაშიძე გრიგორი კარასინთან შეხვედრის შესახებ განცხადებას ავრცელებს

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის სპე­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სა­კი­თხებ­ში ზუ­რაბ აბა­ში­ძე რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე გრი­გო­რი კა­რა­სინ­თან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ზუ­რაბ აბა­ში­ძემ აც­ნო­ბა, დღეს, რი­გით მე-5 შეხ­ვედ­რა­ზე, მხა­რე­ებ­მა შე­ა­ჯა­მეს ერ­თწ­ლი­ა­ნი დი­ა­ლო­გის შე­დე­გე­ბი და იდე­ე­ბის, მო­საზ­რე­ბე­ბის დო­ნე­ზე გაც­ვა­ლეს წი­ნა­და­დე­ბე­ბი დი­ა­ლო­გის მომ­დევ­ნო ეტაპ­ზე გან­სა­ხილ­ვე­ლად. ამას­თან, აღი­ნიშ­ნა, რომ დიდი ნა­წი­ლი დღის წეს­რი­გი­სა, რო­მე­ლიც ერთი წლის წინ ჩა­მო­ყა­ლიბ­და, პრაქ­ტი­კუ­ლად შეს­რუ­ლე­ბუ­ლია. ზუ­რაბ აბა­ში­ძის გან­ცხა­დე­ბას "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი" უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვი­თა და რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხარ­და­ჭე­რით, გა­სუ­ლი წლის დე­კემ­ბერ­ში და­ი­წყო ქარ­თულ-რუ­სუ­ლი პირ­და­პი­რი დი­ა­ლო­გი. შე­იქ­მნა ორ­მხრი­ვი არა­ფორ­მა­ლუ­რი დი­ა­ლო­გის ფორ­მა­ტი, რო­მე­ლიც მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი­სა და რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტის და­ვა­ლე­ბე­ბის შე­სა­ბა­მი­სად.

ამ დი­ა­ლო­გის ფარ­გლებ­ში, გან­ვი­ხი­ლავთ ისეთ პრაქ­ტი­კულ სფე­რო­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­კი­თხებს, რო­გო­რი­ცაა ვაჭ­რო­ბა, სატ­რან­სპორ­ტო კავ­ში­რე­ბი, ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი და კულ­ტუ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი.

ჩვენ თა­ვი­დან­ვე შევ­თან­ხმდით, რომ აღ­ნიშ­ნულ ფორ­მატ­ში არ გან­ვი­ხი­ლავ­დით იმ სა­კი­თხებს, რომ­ლე­ბიც გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია ჟე­ნე­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის დღის წეს­რი­გით.

მ.წ. 21 ნო­ემ­ბერს, რი­გით მე-5 შე­ხევდრა­ზე, ჩვენ შე­ვა­ჯა­მეთ ამ ერ­თწ­ლი­ა­ნი დი­ა­ლო­გის შე­დე­გე­ბი და ჯერ იდე­ე­ბის, მო­საზ­რე­ბე­ბის დო­ნე­ზე გავცვა­ლეთ წი­ნა­და­დე­ბე­ბი დი­ა­ლო­გის მომ­დევ­ნო ეტაპ­ზე გან­სა­ხილ­ვე­ლად.

აღ­ვნიშ­ნეთ, რომ დიდი ნა­წი­ლი დღის წეს­რი­გი­სა, რო­მე­ლიც ერთი წლის წინ ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბეთ, პრაქ­ტი­კუ­ლად შეს­რუ­ლე­ბუ­ლია. კერ­ძოდ, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია რუ­სუ­ლი ბაზ­რის გახ­სნა ქარ­თუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის­თვის; შე­გახ­სე­ნებთ, რომ რუ­სუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი­სა და მე­წარ­მე­ე­ბი­სათ­ვის სა­ქარ­თვე­ლო­ში არა­ნა­ი­რი პრობ­ლე­მა არ ყო­ფი­ლა არც 2008 წლამ­დე და არც მას შემ­დეგ.

ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლის­ხმე­ვის შე­დე­გად, რო­მე­ლიც მრა­ვა­ლი პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებ­და, შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­და რუ­სულ ბა­ზარ­ზე დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო ქარ­თუ­ლი ალ­კოჰო­ლუ­რი ნა­წარ­მი, მი­ნე­რა­ლუ­რი წყლე­ბი, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის პრო­დუქ­ცია. იმე­დია, ამ წლის ბო­ლომ­დე ქარ­თუ­ლი ექ­სპორ­ტი სრუ­ლად აღ­სდგე­ბა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით.

გან­ვი­ხი­ლეთ რუ­სე­თის მხრი­დან სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი­სათ­ვის სა­ვი­ზო რე­ჟი­მის გა­მარ­ტი­ვე­ბის სა­კი­თხი; ცნო­ბად მი­ვი­ღეთ, რომ ამ კონ­ტექ­სტში რუ­სე­თის მხა­რე დგამს გარ­კვე­ულ ნა­ბი­ჯებს. ამ თვალ­საზ­რი­სით აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი­სათ­ვის სა­ქარ­თვე­ლო­ში მოქ­მე­დებს უვი­ზო რე­ჟი­მი, ხოლო რუსი ტუ­რის­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა მიმ­დი­ნა­რე წლის 10 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­სულ წელ­თან შე­და­რე­ბით გა­ი­ზარ­და 50%-ით და მათ­მა რი­ცხვმა 660 ათასს გა­და­ა­ჭარ­ბა; ეს მო­ნა­ცე­მე­ბი გარ­კვე­ულ­წი­ლად გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია ორ­მხრი­ვი დი­ა­ლო­გი­თა და ორ ქვე­ყა­ნას შო­რის ნაკ­ლე­ბად კონფრონ­ტა­ცი­უ­ლი ვი­თა­რე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბით.

გან­ხი­ლულ იქნა სხვა კონ­კრე­ტუ­ლი თე­მე­ბი, მათ შო­რის კულ­ტუ­რულ-ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი სა­ხის სა­კი­თხე­ბი.

ჩვე­ნი მხრი­დან ხაზი გა­ვუს­ვით იმ პრინ­ცი­პულ მო­საზ­რე­ბას, რომ ორ­მხრივ დი­ა­ლოგ­ში ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი პო­ზი­ტი­უ­რი დი­ნა­მი­კის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა პირ­და­პირ კავ­შირ­შია ჟე­ნე­ვის პრო­ცეს­თან. ქარ­თუ­ლი მხა­რე ამ მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც ელის წინ­გა­დად­გმულ ნა­ბი­ჯებს და ყვე­ლა­ფერს აკე­თებს ამი­სათ­ვის.

მინ­და ხაზ­გას­მით აღ­ვნიშ­ნო სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის როლი ქარ­თულ-რუ­სუ­ლი დი­ა­ლო­გის და­წყე­ბის საქ­მე­ში. იგი პრობ­ლე­მე­ბის ღრმა წვდო­მით, პრინ­ცი­პუ­ლო­ბი­თა და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ტაქ­ტით ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბას.

და­ვა­დას­ტუ­რეთ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ახა­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ი. ღა­რი­ბაშ­ვი­ლი და პრე­ზი­დენ­ტი გ. მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი გა­მოთ­ქვა­მენ მზად­ყოფ­ნას კვლა­ვაც გა­ნაგ­რძონ რუ­სეთ­თან დი­ა­ლო­გი, რათა მოგ­ვა­რე­ბულ იქ­ნას ორ სა­ხელ­მწი­ფოს შო­რის არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი", - ნათ­ქვა­მია სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის სპე­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გენ­ლის, ზუ­რაბ აბა­ში­ძის გან­ცხა­დე­ბა­ში.

პრა­ღა­ში სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის სპე­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გენ­ლის, ზუ­რაბ აბა­ში­ძი­სა და რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის, გრი­გო­რი კა­რა­სი­ნის შეხ­ვედ­რა დღეს გა­ი­მარ­თა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ზურაბ აბაშიძე გრიგორი კარასინთან შეხვედრის შესახებ განცხადებას ავრცელებს

ზურაბ აბაშიძე გრიგორი კარასინთან შეხვედრის შესახებ განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინთან შეხვედრის შემდეგ განცხადებას ავრცელებს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ზურაბ აბაშიძემ აცნობა, დღეს, რიგით მე-5 შეხვედრაზე, მხარეებმა შეაჯამეს ერთწლიანი დიალოგის შედეგები და იდეების, მოსაზრებების დონეზე გაცვალეს წინადადებები დიალოგის მომდევნო ეტაპზე განსახილველად. ამასთან, აღინიშნა, რომ დიდი ნაწილი დღის წესრიგისა, რომელიც ერთი წლის წინ ჩამოყალიბდა, პრაქტიკულად შესრულებულია. ზურაბ აბაშიძის განცხადებას "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:

"საქართველოს მთავრობის ინიციატივითა და რუსეთის ხელისუფლების მხარდაჭერით, გასული წლის დეკემბერში დაიწყო ქართულ-რუსული პირდაპირი დიალოგი. შეიქმნა ორმხრივი არაფორმალური დიალოგის ფორმატი, რომელიც მიმდინარეობს საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის დავალებების შესაბამისად.

ამ დიალოგის ფარგლებში, განვიხილავთ ისეთ პრაქტიკულ სფეროებთან დაკავშირებულ საკითხებს, როგორიცაა ვაჭრობა, სატრანსპორტო კავშირები, ჰუმანიტარული და კულტურული ურთიერთობები.

ჩვენ თავიდანვე შევთანხმდით, რომ აღნიშნულ ფორმატში არ განვიხილავდით იმ საკითხებს, რომლებიც გათვალისწინებულია ჟენევის საერთაშორისო კონსულტაციების დღის წესრიგით.

მ.წ. 21 ნოემბერს, რიგით მე-5 შეხევდრაზე, ჩვენ შევაჯამეთ ამ ერთწლიანი დიალოგის შედეგები და ჯერ იდეების, მოსაზრებების დონეზე გავცვალეთ წინადადებები დიალოგის მომდევნო ეტაპზე განსახილველად.

აღვნიშნეთ, რომ დიდი ნაწილი დღის წესრიგისა, რომელიც ერთი წლის წინ ჩამოვაყალიბეთ, პრაქტიკულად შესრულებულია. კერძოდ, მნიშვნელოვანია რუსული ბაზრის გახსნა ქართული პროდუქციისთვის; შეგახსენებთ, რომ რუსული კომპანიებისა და მეწარმეებისათვის საქართველოში არანაირი პრობლემა არ ყოფილა არც 2008 წლამდე და არც მას შემდეგ.

ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, რომელიც მრავალი პრობლემის მოგვარებას ითვალისწინებდა, შესაძლებელი გახდა რუსულ ბაზარზე დაბრუნებულიყო ქართული ალკოჰოლური ნაწარმი, მინერალური წყლები, სოფლის მეურნეობის პროდუქცია. იმედია, ამ წლის ბოლომდე ქართული ექსპორტი სრულად აღსდგება ამ მიმართულებით.

განვიხილეთ რუსეთის მხრიდან საქართველოს მოქალაქეებისათვის სავიზო რეჟიმის გამარტივების საკითხი; ცნობად მივიღეთ, რომ ამ კონტექსტში რუსეთის მხარე დგამს გარკვეულ ნაბიჯებს. ამ თვალსაზრისით აღსანიშნავია, რომ რუსეთის მოქალაქეებისათვის საქართველოში მოქმედებს უვიზო რეჟიმი, ხოლო რუსი ტურისტების რაოდენობა მიმდინარე წლის 10 თვის განმავლობაში გასულ წელთან შედარებით გაიზარდა 50%-ით და მათმა რიცხვმა 660 ათასს გადააჭარბა; ეს მონაცემები გარკვეულწილად განპირობებულია ორმხრივი დიალოგითა და ორ ქვეყანას შორის ნაკლებად კონფრონტაციული ვითარების ჩამოყალიბებით.

განხილულ იქნა სხვა კონკრეტული თემები, მათ შორის კულტურულ-ჰუმანიტარული სახის საკითხები.

ჩვენი მხრიდან ხაზი გავუსვით იმ პრინციპულ მოსაზრებას, რომ ორმხრივ დიალოგში ჩამოყალიბებული პოზიტიური დინამიკის შენარჩუნება პირდაპირ კავშირშია ჟენევის პროცესთან. ქართული მხარე ამ მიმართულებითაც ელის წინგადადგმულ ნაბიჯებს და ყველაფერს აკეთებს ამისათვის.

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის როლი ქართულ-რუსული დიალოგის დაწყების საქმეში. იგი პრობლემების ღრმა წვდომით, პრინციპულობითა და განსაკუთრებული ტაქტით ხელმძღვანელობდა ამ მიმართულებას.

დავადასტურეთ, რომ საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი და პრეზიდენტი გ. მარგველაშვილი გამოთქვამენ მზადყოფნას კვლავაც განაგრძონ რუსეთთან დიალოგი, რათა მოგვარებულ იქნას ორ სახელმწიფოს შორის არსებული პრობლემები", - ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის განცხადებაში.

პრაღაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის შეხვედრა დღეს გაიმართა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა