მოზაიკა

2

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გუდვილის" საქმე: სად არის გამოსავალი?
"გუდვილის" საქმე: სად არის გამოსავალი?

BPN.GE

დიდი ხნის წინ მო­ა­რუ­ლი ხმე­ბი, რომ ჰი­პერ­მარ­კე­ტე­ბის ქსელს ფი­ნან­სუ­რი სიძ­ნე­ლე­ე­ბი აქვს და გა­კოტ­რე­ბა ემუქ­რე­ბა, კომ­პა­ნი­ამ ოქ­ტომ­ბერ­ში და­ა­დას­ტუ­რა. მე­ნე­ჯმენ­ტმა სა­სა­მარ­თლოს ჯერ შვი­ლო­ბი­ლი კომ­პა­ნია "მარ­შეს", შემ­დეგ კი თა­ვად "გუდ­ვი­ლის" გა­დახ­დი­სუ­უ­ნა­რო­ბის საქ­მის წარ­მო­ე­ბის და­წყე­ბა­ზე გა­ნა­ცხა­დით მი­მარ­თა. არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, "გუდ­ვილ­სა" და "მარ­შეს" კრე­დი­ტო­რე­ბის წი­ნა­შე, და­ახ­ლო­ე­ბით, 50 მი­ლი­ო­ნი ლა­რის და­ვა­ლი­ა­ნე­ბა და­უგ­როვ­და.

სა­აქ­ციო სა­ზო­გა­დო­ე­ბა "ნი­კო­რამ", რო­მე­ლიც ჰი­პერ­მარ­კე­ტის ერთ-ერთი კრე­დი­ტო­რია, დღეს მზად­ყოფ­ნა გა­მოთ­ქვა, "გუდ­ვი­ლის" ფი­ნან­სუ­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი თა­ვის თავ­ზე აი­ღოს და სა­მო­მავ­ლოდ ჰი­პერ­მარ­კე­ტის გა­მარ­თუ­ლი ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა უზ­რუნ­ველ­ყოს.

"ვა­დას­ტუ­რებთ, რომ სს "ნი­კო­რა" მზად გახ­ლავთ, აი­ღოს კომ­პა­ნია "გუდ­ვი­ლის" ყვე­ლა ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, "გუდ­ვი­ლის" ამ­ჟა­მინ­დე­ლი დამ­ფუძ­ნებ­ლის, ბა­ტო­ნი გოგი შე­ვარ­დნა­ძის თან­ხმო­ბის შემ­თხვე­ვა­ში", - და­უ­დას­ტუ­რა "ნი­კო­რას" გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა, ირაკ­ლი ბო­ქო­ლიშ­ვილ­მა BPN-ს გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია.

"ნი­კო­რას" გან­ცხა­დე­ბას ჰი­პერ­მარ­კეტ­თა ქსე­ლის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის მე­ნე­ჯე­რი, ნატო დარ­ჩი­აშ­ვი­ლი გა­მო­ეხ­მა­უ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ ინ­ვეს­ტი­ცი­ით შეს­ვლის სურ­ვი­ლი "გუდ­ვილ­ში" უკვე ბევ­რმა ფირ­მამ გა­მოთ­ქვა.

"მე­ნე­ჯმენ­ტი გა­ნი­ხი­ლავს ყვე­ლა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პი­რის წი­ნა­და­დე­ბას და შე­სა­ბა­მის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­საც მი­ი­ღებს",- აღ­ნიშ­ნა დარ­ჩი­აშ­ვილ­მა.

გუდ­ვი­ლის პრობ­ლე­მე­ბის სა­თა­ვე­ებ­თან

"გუდ­ვი­ლის" მე­ნე­ჯმენ­ტი ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბის წარ­მო­შო­ბის მი­ზე­ზად ძვე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის გა­წე­ულ"ხარკს" უკავ­ში­რებს.

"2004 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, "გუდ­ვი­ლის" ბა­ზარ­ზე გა­მო­ჩე­ნის შემ­დეგ, ჩვენს კომ­პა­ნი­ას არა­ერ­თხელ მო­უხ­და არა­მიზ­ნობ­რი­ვი ხარ­ჯე­ბის გა­წე­ვა. სა­ერ­თო ჯამ­ში, ასე­თი ხარ­ჯე­ბის მთლი­ა­ნი მო­ცუ­ლო­ბა 30 მლნ ლარს აჭარ­ბებს", - აღ­ნიშ­ნუ­ლია "გუდ­ვი­ლი" 7 ოქ­ტომ­ბერს გავ­რცე­ლე­ბულ ოფი­ცი­ა­ლურ პრეს-რე­ლიზ­ში.

რო­გორც კომ­პა­ნი­ა­ში აცხა­დე­ბენ, "ხარ­კი" მათ რა­ბა­თის კომ­პლექ­სის მშე­ნებ­ლო­ბა­სა და ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს­თვის 50 ერ­თე­უ­ლი ჯი­პის შეს­ყიდ­ვის­თვის გა­ი­ღეს.

თუმ­ცა, მე­ნე­ჯმენ­ტი ირ­წმუ­ნე­ბა, რომ "შე­წე­რი­ლი" მი­ლი­ო­ნე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, "გუდ­ვი­ლი" და მისი ცენ­ტრა­ლი­ზე­ბუ­ლი წარ­მო­ე­ბა – "მარ­შე" მომ­წო­დებ­ლე­ბი­სა და ბან­კის წი­ნა­შე არ­სე­ბულ მიმ­დი­ნა­რე ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს ჩვე­ულ რე­ჟიმ­ში ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან. პრობ­ლე­მას ძვე­ლი, დაგ­რო­ვე­ბუ­ლი და­ვა­ლი­ა­ნე­ბის გა­დახ­და წარ­მო­ად­გენს.

რა ბედი ელის ჰი­პერ­მარ­კე­ტებს

ექ­სპერ­ტი ირაკ­ლი ლექ­ვი­ნა­ძის მტკი­ცე­ბით, სუ­პერ­მარ­კე­ტე­ბის ქსე­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში საკ­მა­ოდ პერ­სპექ­ტი­უ­ლი ბიზ­ნე­სია, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ "გუდ­ვი­ლის" მსგავ­სად გა­კოტ­რე­ბამ­დე უკვე რამ­დე­ნი­მე კომ­პა­ნია მი­ვი­და.

"სუ­პერ­მარ­კე­ტე­ბის ექ­სტენ­სი­უ­რი გან­ვი­თა­რე­ბის რე­სურ­სი სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბობს. ამის კულ­ტუ­რა მო­სახ­ლე­ო­ბა­ში უკვე ჩა­მო­ყა­ლიბ­და - ყვე­ლას ურ­ჩევ­ნია კე­თილ­მო­წყო­ბილ, მო­წეს­რი­გე­ბულ სუ­პერ­მარ­კეტ­ში შეს­ვლა, სა­დაც პრო­დუქ­ცი­ის ხა­რის­ხის გა­რან­ტია გა­ცი­ლე­ბით მა­ღა­ლია, ვიდ­რე უბ­ნის მა­ღა­ზი­ებ­ში. თუ, რა თქმა უნდა, იქ მი­სა­ღე­ბი ფა­სე­ბი დახ­ვდე­ბათ", - ვა­რა­უ­დობს ლექ­ვი­ნა­ძე.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ "გუდ­ვი­ლის" პერ­სპექ­ტი­ვებ­სა და მო­მა­ვალ­ზე ბვე­რი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბა არ­სე­ბობს, ყვე­ლა ერ­თხმად აცხა­დებს, რომ მისი "გა­დარ­ჩე­ნა" აუ­ცი­ლე­ბე­ლია და მხარ­და­ჭე­რა რო­გორც სა­ხელ­მწი­ფომ, ასე­ვე კრე­დი­ტო­რებ­მაც უნდა გა­მო­ი­ჩი­ნონ.

"ბევრ ინ­დუსტრი­ას მისი გა­კოტ­რე­ბა სე­რი­ო­ზულ დარ­ტყმას მი­ა­ყე­ნებს, მა­გა­ლი­თად, სას­მე­ლე­ბის წარ­მო­ე­ბას, რად­გან მათ წი­ნა­შე "გუდ­ვილს" ძა­ლი­ან დიდი და­ვა­ლი­ა­ნე­ბა და­უგ­როვ­და", - აცხა­დებს ლექ­ვი­ნა­ძე.

მარ­კე­ტინ­გუ­ლი კვლე­ვე­ბის სა­ა­გენ­ტო "გა­მას"დი­რექ­ტო­რის, ინგა ფო­ცხიშ­ვი­ლის თქმით, მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აღ­მოჩ­ნდე­ბი­ან მცი­რე და სა­შუ­ა­ლო დის­ტრი­ბუ­ტო­რე­ბიც, რო­მელ­თაც ისე­დაც მწი­რი ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სი აქვთ. გა­კოტ­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ისი­ნი "გუდ­ვი­ლი­დან" და­ვა­ლი­ა­ნე­ბის ამო­ღე­ბა­ზე ვერც კი იოც­ნე­ბე­ბენ.

"გუდ­ვი­ლის" და­ხურ­ვის შემ­თხვე­ვა­ში, კონ­კუ­რენ­ცი­ის შემ­ცი­რე­ბის საფრ­თხე­ზე სა­უბ­რობს ექ­სპერ­ტი გი­ორ­გი აბა­შიშ­ვი­ლი.

"გუდ­ვი­ლის გას­ვლა ბაზ­რი­დან ძა­ლი­ან ცუდი იქ­ნე­ბა სუ­პერ­მარ­კე­ტე­ბის სფე­რო­ში კონ­კუ­რენ­ცი­ი­სათ­ვის. არ გა­მოვ­რი­ცხავ, რომ კონ­კუ­რენ­ცი­ის შემ­ცი­რე­ბას სხვა სუ­პერ­მარ­კე­ტებ­ში სა­მომ­ხმა­რებ­ლო პრო­დუქ­ცი­ა­ზე ფა­სე­ბის ზრდაც მოყ­ვეს. ფაქ­ტია, რომ ასე­თი მსხვი­ლი მო­თა­მა­შის გას­ვლა ბაზ­რი­დან ამ სფე­რო­ში სე­რი­ო­ზუ­ლი რყე­ვე­ბის გა­რე­შე წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. რე­ა­ლუ­რად ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კონ­კუ­რენ­ტი "გუდ­ვი­ლის­თვის" მა­ინც "კარ­ფუ­რია" და მისი და­ბა­ლი ფა­სე­ბი, ერთი მხრივ, თა­ვად ბრენ­დის ზო­გა­დი პო­ლი­ტი­კის ნა­წი­ლია, თუმ­ცა ამა­ვე დროს, "გუდ­ვილ­თან" კონ­კუ­რენ­ცი­თაც არის გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი", - ვა­რა­უ­დობს აბა­შიშ­ვი­ლი.

ყვე­ლა­ზე მყი­სი­ე­რი და უარ­ყო­ფი­თი შე­დე­გი კი, რაც შე­იძ­ლე­ბა "გუდ­ვი­ლის" და­ხურ­ვას მოყ­ვეს, იმ 1600 სა­მუ­შაო ად­გი­ლის გა­უქ­მე­ბაა, რო­მელ­საც ჰი­პერ­მარ­კე­ტე­ბის ქსე­ლი ქმნის.

წყა­რო:

BPN.GE

"გუდვილის" საქმე: სად არის გამოსავალი?

"გუდვილის" საქმე: სად არის გამოსავალი?

BPN.GE

დიდი ხნის წინ მოარული ხმები, რომ ჰიპერმარკეტების ქსელს ფინანსური სიძნელეები აქვს და გაკოტრება ემუქრება, კომპანიამ ოქტომბერში დაადასტურა. მენეჯმენტმა სასამართლოს ჯერ შვილობილი კომპანია "მარშეს", შემდეგ კი თავად "გუდვილის" გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებაზე განაცხადით მიმართა. არაოფიციალური ინფორმაციით, "გუდვილსა" და "მარშეს" კრედიტორების წინაშე, დაახლოებით, 50 მილიონი ლარის დავალიანება დაუგროვდა.

სააქციო საზოგადოება "ნიკორამ", რომელიც ჰიპერმარკეტის ერთ-ერთი კრედიტორია, დღეს მზადყოფნა გამოთქვა, "გუდვილის" ფინანსური ვალდებულებები თავის თავზე აიღოს და სამომავლოდ ჰიპერმარკეტის გამართული ფუნქციონირება უზრუნველყოს.

"ვადასტურებთ, რომ სს "ნიკორა" მზად გახლავთ, აიღოს კომპანია "გუდვილის" ყველა ვალდებულება, "გუდვილის" ამჟამინდელი დამფუძნებლის, ბატონი გოგი შევარდნაძის თანხმობის შემთხვევაში", - დაუდასტურა "ნიკორას" გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი ბოქოლიშვილმა BPN-ს გავრცელებული ინფორმაცია.

"ნიკორას" განცხადებას ჰიპერმარკეტთა ქსელის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, ნატო დარჩიაშვილი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ინვესტიციით შესვლის სურვილი "გუდვილში" უკვე ბევრმა ფირმამ გამოთქვა.

"მენეჯმენტი განიხილავს ყველა დაინტერესებული პირის წინადადებას და შესაბამის გადაწყვეტილებასაც მიიღებს",- აღნიშნა დარჩიაშვილმა.

გუდვილის პრობლემების სათავეებთან

"გუდვილის" მენეჯმენტი ფინანსური პრობლემების წარმოშობის მიზეზად ძველი ხელისუფლებისთვის გაწეულ"ხარკს" უკავშირებს.

"2004 წლიდან მოყოლებული, "გუდვილის" ბაზარზე გამოჩენის შემდეგ, ჩვენს კომპანიას არაერთხელ მოუხდა არამიზნობრივი ხარჯების გაწევა. საერთო ჯამში, ასეთი ხარჯების მთლიანი მოცულობა 30 მლნ ლარს აჭარბებს", - აღნიშნულია "გუდვილი" 7 ოქტომბერს გავრცელებულ ოფიციალურ პრეს-რელიზში.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, "ხარკი" მათ რაბათის კომპლექსის მშენებლობასა და ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთვის 50 ერთეული ჯიპის შესყიდვისთვის გაიღეს.

თუმცა, მენეჯმენტი ირწმუნება, რომ "შეწერილი" მილიონების მიუხედავად, "გუდვილი" და მისი ცენტრალიზებული წარმოება – "მარშე" მომწოდებლებისა და ბანკის წინაშე არსებულ მიმდინარე ვალდებულებებს ჩვეულ რეჟიმში ემსახურებიან. პრობლემას ძველი, დაგროვებული დავალიანების გადახდა წარმოადგენს.

რა ბედი ელის ჰიპერმარკეტებს

ექსპერტი ირაკლი ლექვინაძის მტკიცებით, სუპერმარკეტების ქსელები საქართველოში საკმაოდ პერსპექტიული ბიზნესია, მიუხედავად იმისა, რომ "გუდვილის" მსგავსად გაკოტრებამდე უკვე რამდენიმე კომპანია მივიდა.

"სუპერმარკეტების ექსტენსიური განვითარების რესურსი საქართველოში არსებობს. ამის კულტურა მოსახლეობაში უკვე ჩამოყალიბდა - ყველას ურჩევნია კეთილმოწყობილ, მოწესრიგებულ სუპერმარკეტში შესვლა, სადაც პროდუქციის ხარისხის გარანტია გაცილებით მაღალია, ვიდრე უბნის მაღაზიებში. თუ, რა თქმა უნდა, იქ მისაღები ფასები დახვდებათ", - ვარაუდობს ლექვინაძე.

მიუხედავად იმისა, რომ "გუდვილის" პერსპექტივებსა და მომავალზე ბვერი განსხვავებული მოსაზრება არსებობს, ყველა ერთხმად აცხადებს, რომ მისი "გადარჩენა" აუცილებელია და მხარდაჭერა როგორც სახელმწიფომ, ასევე კრედიტორებმაც უნდა გამოიჩინონ.

"ბევრ ინდუსტრიას მისი გაკოტრება სერიოზულ დარტყმას მიაყენებს, მაგალითად, სასმელების წარმოებას, რადგან მათ წინაშე "გუდვილს" ძალიან დიდი დავალიანება დაუგროვდა", - აცხადებს ლექვინაძე.

მარკეტინგული კვლევების სააგენტო "გამას"დირექტორის, ინგა ფოცხიშვილის თქმით, მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებიან მცირე და საშუალო დისტრიბუტორებიც, რომელთაც ისედაც მწირი ფინანსური რესურსი აქვთ. გაკოტრების შემთხვევაში ისინი "გუდვილიდან" დავალიანების ამოღებაზე ვერც კი იოცნებებენ.

"გუდვილის" დახურვის შემთხვევაში, კონკურენციის შემცირების საფრთხეზე საუბრობს ექსპერტი გიორგი აბაშიშვილი.

"გუდვილის გასვლა ბაზრიდან ძალიან ცუდი იქნება სუპერმარკეტების სფეროში კონკურენციისათვის. არ გამოვრიცხავ, რომ კონკურენციის შემცირებას სხვა სუპერმარკეტებში სამომხმარებლო პროდუქციაზე ფასების ზრდაც მოყვეს. ფაქტია, რომ ასეთი მსხვილი მოთამაშის გასვლა ბაზრიდან ამ სფეროში სერიოზული რყევების გარეშე წარმოუდგენელია. რეალურად ყველაზე მნიშვნელოვანი კონკურენტი "გუდვილისთვის" მაინც "კარფურია" და მისი დაბალი ფასები, ერთი მხრივ, თავად ბრენდის ზოგადი პოლიტიკის ნაწილია, თუმცა ამავე დროს, "გუდვილთან" კონკურენცითაც არის განპირობებული", - ვარაუდობს აბაშიშვილი.

ყველაზე მყისიერი და უარყოფითი შედეგი კი, რაც შეიძლება "გუდვილის" დახურვას მოყვეს, იმ 1600 სამუშაო ადგილის გაუქმებაა, რომელსაც ჰიპერმარკეტების ქსელი ქმნის.

წყარო:

BPN.GE

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ