რა წერია პრეზიდენტის განახლებულ ვებ-გვერდზე მარგველაშვილის პირადი ცხოვრების შესახებ

რა წერია პრეზიდენტის განახლებულ ვებ-გვერდზე მარგველაშვილის პირადი ცხოვრების შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი განახლდა. President.gov.ge მოიცავს ინფორმაციას პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ გამართული ოფიციალური შეხვედრების შესახებ. ასევე, ვებგვერდზე განთავსებულია გიორგი მარგველაშვილის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტები და ბიოგრაფიული მონაცემები.

პრეზიდენტის ბიოგრაფიული ცნობების თანახმად, გიორგი მარგველაშვილი არჩეულ იქნა საქართველოს პრეზიდენტად 2013 წლის 27 ოქტომბერს. "პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის მთავრობის ყოფილი ვიცე-პრემიერი და განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ბატონი მარგველაშვილი მტკიცე დემოკრატი და რეფორმატორია, რომელმაც გამოაცოცხლა ქვეყნის განათლების სისტემა მრავალწლიანი უგულვებელყოფის შემდეგ. 2013 წლის მაისში, მაშინ, როდესაც ის არ წარმოადგენდა არც ერთ პოლიტიკურ პარტიას, მმართველმა კოალიცია "ქართული ოცნებამ" ის დაასახელა პრეზიდენტობის კანიდადატად და დამაჯერებლად გაიმარჯვა 62,18%-ით საპრეზიდენტო არჩევნებში.

რაც შეეხება პირად ცხოვრებას, ბიოგრაფიის ამ განყოფილებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს 44 წლის პრეზიდენტი დაუოჯახებელია.

"გიორგი მარგველაშვილი არის 44 წლის, დაუოჯახებელი. ჰყავს 20 წლის ქალიშვილი ანა მარგველაშვილი, რომელიც არის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სტუდენტი. მისი მეგობარი ქალი, მაკა ჩიჩუა, არის მხატვარი და მსახიობი. თავისუფალ დროს, გიორგი მარგველაშვილს უთმობს ფეხით სიარულს, ცხენოსნობას და მასპინძლობს მეგობრებს თავის დუშეთის სახლში", - აღნიშნულია პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კი საიტის "ისტორიის" განყოფილებაში გადაინაცვლა, რომელშიც იგი ზვიად გამსახურდიას და ედუარდ შევარდნაძის შემდეგ არის მოხსენიებული და მითითებულია, რომ იგი ქვეყნის სათავეში 2004-2013 წლებში იდგა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა