Faceამბები
საზოგადოება

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:56-ზე, მთვარე 21:22-დან ტყუპში იქნება – საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. ამ დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. ძილის წინ მიიღეთ გამწმენდი შხაპი. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სისასტიკით მოკლული ლევან კორტავას მამიდა ე.წ. მაყურებლებს მიმართავს
სისასტიკით მოკლული ლევან კორტავას მამიდა ე.წ. მაყურებლებს მიმართავს

გე­გუ­თის კო­ლო­ნი­ა­ში სა­დის­ტუ­რად მოკ­ლუ­ლი 24 წლის ლე­ვან კორ­ტა­ვას მა­მი­და, ხა­თუ­ნა კორ­ტა­ვა და­ნა­შა­უ­ლის აღი­ა­რე­ბის­კენ მო­უ­წო­დებს ე.წ. ცი­ხის მა­ყუ­რებ­ლებს. მისი თქმით, ლე­ვა­ნის ცემა-წა­მე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე ყვე­ლა პირი პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ცე­მუ­ლი არ არის და მათ დას­ჯას ითხოვს. გა­მო­ძი­ე­ბა ჯერ არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა. უც­ნო­ბია, საქ­მე რო­დის გა­და­ე­ცე­მა სა­სა­მარ­თლოს. შე­გახ­სე­ნებთ: სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ჩხუბ­ში მო­ნა­წი­ლე რამ­დე­ნი­მე პა­ტი­მა­რი მის­ცეს პა­სუ­ხის­გე­ბა­ში. ასე­ვე, სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე აღიძ­რა ცი­ხის 5 თა­ნამ­შრომ­ლის: - შან­ში­აშ­ვი­ლის, კო­ხო­ძის, ბა­ბუ­ნაშ­ვი­ლის, სი­ნა­უ­რი­ძის (მან ქვეყ­ნი­დან გაქ­ცე­ვა მო­ას­წრო. - ავტ.) და ნა­სა­რა­ი­ას წი­ნა­აღ­მდეგ. მათ ბრა­ლი სხვა­დას­ხვა მუხ­ლით წა­უ­ყე­ნეს: სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი გულ­გრი­ლო­ბა, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბა და სი­ყალ­ბის ჩა­დე­ნა. კორ­ტა­ვე­ბის უფ­ლე­ბებს ად­ვო­კა­ტი ლედი ტუკ­ვა­ძე და ახალ­გაზ­რდა ად­ვო­კატ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის იუ­რის­ტე­ბი იცა­ვენ.

ხა­თუ­ნა კორ­ტა­ვა:

- რო­გორც შე­ვი­ტყვე, კონ­ფლიქ­ტში ტა­რი­ელ ონი­ა­ნის პა­ტი­მა­რი ბი­ძაშ­ვი­ლე­ბიც მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ. ეყოს ვაჟ­კა­ცო­ბა ვასო ონი­ანს და სი­მარ­თლე თქვას. ლე­ვანს არც ქურ­დო­ბა უნ­დო­და და არც მა­ყუ­რებ­ლო­ბა. თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე ოც­ნე­ბობ­და, ნორ­მა­ლუ­რი ქარ­თუ­ლი ოჯა­ხის შექ­მნა სურ­და. მი­თხრან, რა­ტომ მო­მიკ­ლეს სიმ­წრით გაზ­რდი­ლი შვი­ლი. ცი­ხის თა­ნამ­შრო­მელ შან­ში­აშ­ვილს უთ­ქვამს, - ვცდი­ლობ­დი სი­ტუ­ა­ცი­ის გან­მუხ­ტვას, მაგ­რამ პა­ტიმ­რე­ბი "დაშ­ტირ­ვით" და ბუნ­ტის მო­წყო­ბით დაგ­ვე­მუქრნენ. უფ­რო­სი ჩა­ვა­ყე­ნე საქ­მის კურ­სში, მან კი მი­თხრა, - არა უშავს, წა­არ­ტყა­მენ ცო­ტას და და­წყნარ­დე­ბი­ა­ნო.

- რა­ტომ უნდა ეცე­მათ ლე­ვა­ნი?

- მო­უ­ლოდ­ნე­ლად, რუს­თა­ვი­დან გე­გუთ­ში გად­მო­იყ­ვა­ნეს. 12 მა­ისს შე­უყ­ვა­ნი­ათ, ლე­ვა­ნი ცუ­დად გამ­ხდა­რა, თურ­მე ცივ­მა ოფ­ლმა და­ას­ხა და წა­მა­ლი სთხო­ვა ცი­ხის თა­ნამ­შრო­მელს. გო­გი­ბე­რი­ძის­თვის უთ­ქვამს, - ძა­ლი­ან ცუ­დად ვარ და ჩა­მოვ­ჯდე­ბიო. მან არ უპა­სუ­ხა და ლე­ვა­ნი ნე­ბარ­თვის გა­რე­შე ჩა­მოჯ­და. - ფეხ­ზე და­დე­ქი და ხე­ლე­ბი უკან და­ი­ლა­გეო, - უთ­ქვამთ. - რა­ტომ მე­უ­ხე­შე­ბი, ცუ­დად ვარ, ხე­დავ, ერთ ხელ­ში ჯამი მი­ჭი­რავს, მე­ო­რე­ში - ჟა­კე­ტი, რომ შე­მეძ­ლოს, წე­სე­ბი ვიცი და გა­ვა­კე­თებ­დი, გთხოვ, წა­მა­ლი მო­მე­ციო. ამ დროს მი­სუ­ლა მას­თან ცი­ხის თა­ნამ­შრო­მე­ლი, ილია შან­ში­აშ­ვი­ლი, ლე­ვა­ნის გვა­რი და სა­ხე­ლი ამო­უ­კი­თხავს, - შენ ახ­ლა­ვე მოგ­ხე­და­ვე­ნო. ამ დროს გა­მო­ვი­და პა­ტი­მა­რი, შოთა სი­ნა­უ­რი­ძე, მეტ­სა­ხე­ლად "ბულ­დო­გა" და "რიჟა". "ბულ­დო­გას" ლე­ვა­ნის­თვის ხელი და­ურ­ტყამს, ამა­ნაც შე­უბ­რუ­ნა. მის გვერ­დით მყოფ ფო­თელ ბიჭს ლე­ვა­ნის­თვის უთ­ქვამს, - ეს რა ქენი, ხელი რა­ტომ და­არ­ტყი, ის ცი­ხის მა­ყუ­რე­ბე­ლი­აო. მა­შინ გა­ი­გო, ვის და­არ­ტყა ხელი. ლე­ვა­ნიც გაბ­რა­ზე­ბუ­ლა, - თუ მა­ყუ­რე­ბე­ლია, რა­ტომ არ არ­კვევს დე­ტა­ლებს და რა­ტომ მირ­ტყამ­სო? ამ ფაქ­ტის შემ­დეგ თით­ქოს გა­ნი­მუხ­ტა სი­ტუ­ა­ცია, მაგ­რამ მო­მენ­ტა­ლუ­რად გა­მოც­ვივ­დნენA პა­ტიმ­რე­ბი. 222-ე სა­კან­ში იყო ლე­ვა­ნი გა­ნა­წი­ლე­ბუ­ლი, მაგ­რამ იქამ­დე ვერ მი­აღ­წია. კვან­ტა­ლი­ა­ნი, შე­მა­ზაშ­ვი­ლი, ვოლ­სკი, დაშ­ნი­ა­ნი, ე.წ რიჟა, იგი­ვე ნუგ­ზარ გუ­ჩუ­ა­ძე, - ყვე­ლა­ნი ლე­ვანს ურტყამ­დნენ. პა­ტი­მა­რი ბი­წა­ძე, რო­მე­ლიც ცო­ლის გვარ­ზეა, ცოტა მო­შო­რე­ბით იდგა. ლე­ვა­ნი 338-ე სა­კან­ში შე­იყ­ვა­ნეს, ერ­თად ურტყამ­დნენ და პა­სუხს სთხოვ­დნენ, - რო­გორ და­არ­ტყი ხელი მა­ყუ­რე­ბელ­სო?! ის 5 პა­ტი­მა­რი თურ­მე მო­ი­გე­რია, ფი­ზი­კუ­რად ძლი­ე­რი იყო, ამის მერე წა­სუ­ლა გი­ნე­ბა, კი­დევ შე­უ­ერ­თდნენ სხვა პა­ტიმ­რე­ბი და ლე­ვა­ნი სხვა, 336-ე სა­კან­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, სა­დაც სა­ში­ნე­ლი სი­ვიწ­რო­ვე იყო. იქ იმ­დენ­ნი იყ­ვნენ, მას ხე­ლის გან­ძრე­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა არ ჰქონ­და და ცე­მა­ში მოკ­ლეს. ახლა მათ გა­სა­გო­ნად ვამ­ბობ: ქურ­დო­ბა­ზე და ე.წ. კარგ ბი­ჭო­ბა­ზე რომ აქვთ პრე­ტენ­ზია, იმის ვაჟ­კა­ცო­ბაც ეყოთ, რომ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი აღი­ა­რონ. რა­ტომ არი­ან ახლა ჩუ­მად?

- ქალ­ბა­ტო­ნო ხა­თუ­ნა, ლე­ვა­ნი სიკ­ვდი­ლამ­დე სა­ა­ვად­მყო­ფო­ში იწვა. რა­ი­მეს თქმა თუ მო­ას­წრო?

- 12 მა­ისს, 8-ის ნა­ხე­ვარ­ზე შე­ვი­და გე­გუთ­ში და 12 სა­ათ­სა და 15 წუთ­ზე გა­და­იყ­ვა­ნეს ქუ­თა­ის­ში, ცხა­კა­ი­ას სახე­ლო­ბის დი­აგ­ნოს­ტი­კურ ცენ­ტრში. 12 დღე კო­მა­ში, აპა­რატ­ზე შე­ერ­თე­ბუ­ლი იყო. უკა­ნას­კნელ წუ­თებ­შიც არ მო­მე­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ ჩემი სიმ­წრით გაზ­რდი­ლი ბავ­შვი მე­ნა­ხა. მომ­ხდა­რიც შემ­თხვე­ვით გა­ვი­გე. ახ­ლო­ბე­ლი იყო სა­ა­ვად­მყო­ფო­ში და შემ­თხვე­ვით შე­ი­ტყო, რომ უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი პა­ტი­მა­რი, ლე­ვან კორ­ტა­ვა იყო შე­მოყ­ვა­ნი­ლი. მან შეგ­ვა­ტყო­ბი­ნა. ცი­ხის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი - კუ­ჭა­ვა და სი­ნა­უ­რი­ძე ბად­რაგს აფრ­თხი­ლებ­დნენ, რომ არ შე­ვეშ­ვით. ვიხ­ვე­წე­ბო­დი, ყვე­ლა გზას მივ­მარ­თე. ძა­ლით შეს­ვლა რომ და­ვა­პი­რე, ბად­რაგ­მა მი­თხრა, - ბრძა­ნე­ბაა, რო­გორც კი შეს­ვლას და­ა­პი­რებთ, უნდა და­გა­კა­ვო­თო. ტყუ­ი­ლი თქვეს თა­ვი­დან, - თით­ქოს კი­ბი­დან და­გორ­და და და­შავ­და, მაგ­რამ მალე ეს ტყუ­ი­ლი გა­ი­შიფ­რა. პა­ტიმ­რე­ბი რე­კავ­დნენ სხვა­დას­ხვა ცი­ხი­დან და სი­მარ­თლე მა­ლე­ვე გა­ვი­გეთ. არ მო­ვის­ვე­ნებ, სა­ნამ ყვე­ლას არ ვნა­ხავ ცი­ხე­ში. დაკ­რძალ­ვის დი­ლას ჩემი ხე­ლით და­ვათ­ვა­ლი­ე­რე ლე­ვა­ნის მთე­ლი სხე­უ­ლი. ად­გი­ლი არ ჰქონ­და და­ზი­ა­ნე­ბის გა­რე­შე. ხერ­ხე­მა­ლი ორ ად­გი­ლას ჰქონ­და გა­და­ტე­ხი­ლი. უამ­რა­ვი ჭრი­ლო­ბა, სის­ხლჩაქ­ცე­ვა და და­ზი­ა­ნე­ბა ჰქონ­და. თავ­ში სის­ხლჩაქ­ცე­ვა გახ­და ლე­ვა­ნის სიკ­ვდი­ლის მი­ზე­ზი. გა­გი­გი­ათ ასე­თი სი­სას­ტი­კე? ადა­მი­ა­ნი ცე­მა­ში მოკ­ლა? აქვე მინ­და მივ­მარ­თო სა­სა­მარ­თლოს: მარ­თა­ლია, ლე­ვა­ნის სი­ცო­ცხლე­ში ვერ მი­ვაღ­წიე მისი უდა­ნა­შა­უ­ლო­ბის დამ­ტკი­ცე­ბას, მაგ­რამ ახლა მა­ინც სა­კად­რი­სად და­სა­ჯონ დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი და ხელს ნუ და­ა­ფა­რე­ბენ მათ.

- რის­თვის იხ­დი­და იგი სას­ჯელს?

- ლე­ვა­ნი 2007 წლის 7 იან­ვარს და­ა­კა­ვეს, რო­დე­საც სა­ა­კაშ­ვილ­მა ნუ­ლო­ვა­ნი ტო­ლე­რან­ტო­ბა გა­მო­ა­ცხა­და. პო­ლი­ცი­ას გეგ­მა ჰქონ­და შე­სას­რუ­ლე­ბე­ლი. შო­ბის ღა­მეს ქუ­ჩა­ში მი­მა­ვალს, სა­მო­ქა­ლა­ქო ფორ­მა­ში გა­მო­წყო­ბილ­მა პო­ლი­ცი­ელ­მა დედა შე­ა­გი­ნა. - დედა გარ­დაც­ვლი­ლი მყავს და უმი­ზე­ზოდ რა­ტომ მა­გი­ნე­ბო? - უკი­თხავს ლე­ვანს. - მა­შინ სი­გა­რე­ტი გა­და­აგ­დეო, - უთ­ქვამს. - თქვენ ვინ ხართ? - ისევ უკი­თხავს. კი­დევ შე­ა­გი­ნეს. გა­მო­იწ­ვი­ეს სა­ჩხუბ­რად, მერე გა­ნუ­ცხა­დეს, რომ პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი იყ­ვნენ, მან­ქა­ნა­ში ჩა­აგ­დეს და სამ­მარ­თვე­ლო­ში წა­იყ­ვა­ნეს. 18 წლის ბიჭს პო­ლი­ცი­ის­თვის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვას, ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბას ედა­ვე­ბოდ­ნენ. ლე­ვა­ნის და­კა­ვე­ბა ჩემ­თვის სრუ­ლი შოკი იყო. როცა ვკი­თხე გა­მომ­ძი­ე­ბელ თარ­ხნიშ­ვილს მი­ზე­ზი, მი­თხრა: - რა ვქნა, ქალ­ბა­ტო­ნო, გეგ­მა მაქვს შე­სას­რუ­ლე­ბე­ლიო... მერე გი­რა­ოს გა­დახ­და შე­მოგ­ვთა­ვა­ზეს, - 5 წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბა ემუქ­რე­ბაო. სი­ღა­რი­ბის ზღვარს ქვე­მოთ ვართ, გა­უ­საძ­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვცხოვ­რობთ და ამ ფულს სა­ი­დან გა­და­ვიხ­დი­დი? ეს ბავ­შვი იყო ერ­თა­დერ­თი იმე­დი ჩვე­ნი ოჯა­ხის, მაგ­რამ მისი დახ­მა­რე­ბა ვერ შევ­ძე­ლით. სა­სა­მარ­თლომ ორი წელი მი­უ­სა­ჯა. არა­და, ლე­ვა­ნი პა­ტი­ო­სა­ნი ცხოვ­რე­ბით ცხოვ­რობ­და. სპორ­ტსმე­ნი იყო, ჭი­და­ობ­და. არას­დროს პო­ლი­ცი­ას­თან შე­ხე­ბა არ ჰქო­ნია, მთე­ლი ფოთი და­ა­დას­ტუ­რებს ამას. 3 თვე ჰქონ­და დარ­ჩე­ნი­ლი პა­ტიმ­რო­ბის დას­რუ­ლე­ბამ­დე, როცა ხო­ნის ღია ტი­პის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს და იქ ახალ შარ­ში გა­ეხ­ვია. 2008 წლის 8 აგ­ვის­ტოს, ომის დროს, ხო­ნის ცი­ხის პა­ტიმ­რებს კარი გა­უ­ღო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ, იმ 150 კაცს შო­რის, რომ­ლებ­საც გაქ­ცე­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცეს, ლე­ვა­ნიც იყო.

- ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ გა­აქ­ცია ისი­ნი?

- ეს ყვე­ლამ იცის. ლე­ვა­ნი ცი­ხის შე­ნო­ბი­დან გა­რეთ გა­მო­ვი­და, მაგ­რამ არ­სად წა­სუ­ლა, იქვე, ღო­ბეს­თან და­ა­კა­ვეს. მა­შინ ლო­გი­ნე­ბი­დან აყა­რეს პა­ტიმ­რე­ბი და ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ კარი გა­უ­ღო. ნაც­ნო­ბო­ბით პრო­კუ­რორ­თან შე­ვაღ­წიე და მი­თხრა, - ითა­ნამ­შრომ­ლოს, ჩემს და­წე­რილ­ზე ხელი მო­მი­წე­როს და არ და­ის­ჯე­ბა, თუ არა და, სა­ბო­ლო­ოდ გავ­წი­რავ. ახლა შედი და და­ე­ლა­პა­რა­კე, რომ წა­მო­ვი­დეს თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ზეო. ლე­ვანს შევ­ხვდი, ვუ­თხა­რი, - მა­მი­და, თუ დამ­ნა­შა­ვე არ ხარ, ან გაქ­ცე­ვის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი, ტყუ­ილს ნუ იტყვი და ხელს ნუ­რა­ვის და­ა­დებ, რა­ხან გაგ­წი­რეს, კა­ცუ­რად, სუფ­თა სა­ხე­ლით იყა­ვი-მეთ­ქი. არ მინ­დო­და სხვი­სი ცოდ­ვა და­ე­დო და ამი­ტომ ვუ­თხა­რი. არც ითა­ნამ­შრომ­ლა, არც აღი­ა­რა. რამ­დე­ნი­მე მუხ­ლით წა­უ­ყე­ნეს ბრა­ლი და შეკ­რე­ბი­თო­ბით სას­ჯე­ლი 16 წლამ­დე ავი­და. მას მერე 6 წელი ცი­ხი­დან - ცი­ხე­ში, ინ­სტან­ცი­ი­დან - ინ­სტან­ცი­ა­ში სა­ჩივ­რით ხელ­ში დავ­დი­ო­დი და სი­მარ­თლის დად­გე­ნა­ში დახ­მა­რე­ბას ვი­თხოვ­დი, მაგ­რამ უშე­დე­გოდ.

- აცხა­დებთ, რომ სრუ­ლი­ად უმი­ზე­ზოდ ამ­დე­ნი წლე­ბი მი­უ­სა­ჯეს. რა­ტომ გა­წი­რეს? თუ გაქვთ ამა­ზე პა­სუ­ხი?

- რო­გორც ბევ­რი სხვი­სი შვი­ლი, ისე გა­წი­რეს "ნა­ცი­ო­ნა­ლებ­მა" ჩემი ლე­ვა­ნიც. ახა­ლი მთავ­რო­ბა რომ მო­ვი­და და შეკ­რე­ბი­თო­ბა გა­უქ­მდა, იმე­დი გა­მიჩ­ნდა, რომ სი­მარ­თლეს მი­ვაღ­წევ­დი. ეკა ბე­სე­ლი­ას­თან გან­ცხა­დე­ბაც შე­ვი­ტა­ნე. ამ­ნის­ტი­ამ სას­ჯე­ლი მო­უკ­ლო, ამას შეკ­რე­ბი­თო­ბის გა­უქ­მე­ბა და­ე­მა­ტე­ბო­და და ერთ თვე­ში გა­რეთ გა­მო­ვი­დო­და. ძა­ლი­ან დიდ უსა­მარ­თლო­ბას შე­ე­ჭი­და ეს პა­ტა­რა ბიჭი. არა­და, ქრის­ტი­ა­ნი, ტრა­დი­ცი­ულ ოჯახ­ში აღ­ზრდი­ლი იყო. უსა­მარ­თლო­ბას ვერ იტან­და. რო­გორც მთე­ლი ციხე, ლე­ვა­ნიც სა­ძი­ლე აბებ­ზე დას­ვეს, რად­გან ჯან­მრთე­ლო­ბის სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნა.

- რა და­ა­ვა­დე­ბა აწუ­ხებ­და?

- ც ჰე­პა­ტი­ტი აღ­მო­აჩ­ნდა. მერე სხვა პრობ­ლე­მე­ბიც და­ე­მა­ტა Eდა ექი­მებს გა­მუდ­მე­ბით ვეხ­ვე­წე­ბო­დი, მის­თვის წა­მა­ლი მი­ე­წო­დე­ბი­ნათ. სა­ა­კაშ­ვი­ლი აცხა­დებს, ცი­ხე­ში ჩემს დროს კო­რუფ­ცია არ იყოო. ეს ტყუ­ი­ლია. როცა ლე­ვა­ნი გე­გუთ­ში იჯდა, იქა­ურ ექი­მებ­თან ასეთ გა­ჭირ­ვე­ბულ ქალს ფო­თი­დან კარ­გი თევ­ზი და ფული მიმ­ქონ­და, ოღონდ მი­ე­ხე­დათ მის­თვის.

- ქრთამს გარ­თმევ­დნენ?

- ექიმს და ექთანს ვეხ­ვე­წე­ბო­დი, დახ­მა­რე­ბოდ­ნენ ლე­ვანს. ექი­მებ­თან - ირ­მას­თან და მა­მუ­კას­თან, ექთან­თან - და­რე­ჯან­თან დამ­ქონ­და კარ­გი თევ­ზი. ფულს რომ მივ­ცემ­დი მათ, ვი­ცო­დი, ყვე­ლა წა­მა­ლი შე­დი­ო­და ლე­ვან­თან. ეს ხდე­ბო­და გე­გუთ­ში და სხვა პა­ტიმ­რე­ბის ოჯა­ხე­ბიც ასე იქ­ცე­ოდ­ნენ. ამას ვერ ვი­ტყვი ქუ­თა­ი­სის ცი­ხე­ზე, იქ არა­ფე­რი მი­მი­ტა­ნია. როცა ხონ­ში იყო, იქა­ურ ექიმს დახ­მა­რე­ბა ვთხო­ვე, - ცუ­დად არის, წამ­ლე­ბი მო­ტა­ნი­ლი მაქვს და გა­დას­ხმა გა­უ­კე­თეთ-მეთ­ქი. ნას­ვა­მი იყო ექი­მი და იმის ნაც­ვლად, და­ვემ­შვი­დე­ბი­ნე, შე­მომ­ხე­და და მი­თხრა, - დიდი საქ­მე ქალ­ბა­ტო­ნო, ერთი პა­ტი­მა­რი თუ მოკ­ვდა. ნეტა ყვე­ლა ამო­წყდე­ბო­დეს, და­ვი­ღა­ლეო და ამ სი­ტყვე­ბით გა­მო­მაგ­დო კა­ბი­ნე­ტი­დან. მერე კაცი მოვ­ძებ­ნე, ფული მი­ვე­ცი და ამის შემ­დეგ მი­მი­ხე­და იმ ექიმ­მა ლე­ვანს და გა­დას­ხმა გა­უ­კე­თა. ხონ­ში 150 ლარი იყო სა­ჭი­რო. გე­გუთ­ში ექთა­ნი და­რე­ჯა­ნი შე­ნო­ბი­დან მო­შო­რე­ბით მხვდე­ბო­და და მას 50 ლარს ვაძ­ლევ­დი, და­მა­ტე­ბით - თევზს. რუს­თავ­ში რომ გა­და­იყ­ვა­ნეს, რამ­დენ ხანს ვიხ­ვე­წე­ბო­დი ანა­ლი­ზე­ბი გა­ე­კე­თე­ბი­ნათ, მაგ­რამ უშე­დე­გოდ. ეკა ბე­სე­ლი­ას­თა­ნაც დავ­წე­რე გან­ცხა­დე­ბა და მხო­ლოდ აპ­რი­ლის ბო­ლოს მო­ხერ­ხდა ანა­ლი­ზე­ბის გა­კე­თე­ბა.

- ფსი­ქოტ­რო­პულ წამ­ლებს იქ აძ­ლევ­დნენ?

- ამას ყვე­ლა პა­ტი­მარს აძ­ლევ­დნენ, ად­მი­ნის­ტრა­ცია მათი ტკი­ვი­ლის­გან რომ არ შე­წუ­ხე­ბუ­ლი­ყო. მკურ­ნა­ლო­ბას ვერ იტა­რებ­და, წამ­ლებ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი გახ­და. მე­ზობ­ლე­ბი მიგ­რო­ვებ­დნენ ფულს და მისი სიკ­ვდი­ლის შემ­დე­გაც პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში რომ დავ­დი­ვარ, ისევ მე­ზობ­ლე­ბი მეხ­მა­რე­ბი­ან. დღემ­დე ვე­ძებ სა­მარ­თალს. მინ­და, ყვე­ლა დამ­ნა­შა­ვე და­ი­სა­ჯოს, ვი­საც ჩემი შვი­ლის მკვლე­ლო­ბას­თან შე­ხე­ბა ჰქონ­და, ვინც ერთხელ მა­ინც და­არ­ტყა. ყვე­ლას თა­ვი­სი შვი­ლი უყ­ვარს, მაგ­რამ ის მარ­თლა უდა­ნა­შა­უ­ლო იყო.

- ლე­ვანს მშობ­ლე­ბი არ ზრდიდ­ნენ?

- მე და დე­და­ჩემ­მა გავ­ზარ­დეთ და-ძმა. დედა გარ­დაც­ვლი­ლი ჰყავთ, მამა მე­ო­რე ჯგუ­ფის ინ­ვა­ლი­დია. ძა­ლი­ან გვი­ჭირ­და მა­ტე­რი­ა­ლუ­რად. შე­შა­სა და საჭ­მელს მე­რია გვაძ­ლევ­და. ბევ­რჯერ მქო­ნია შემ­თხვე­ვა, ერთ ნა­ჭერ პურს და-ძმას გა­ვუ­ყოფ­დი და მე მში­ერს რომ და­მე­ძი­ნა, წა­მალს ვსვამ­დი. რაც გა­მაჩ­ნდა, ყვე­ლა­ფე­რი გავ­ყი­დე, ოღონდ ბავ­შვე­ბი თბი­ლად მყო­ლო­და. 82 წლის დე­და­ჩე­მის პენ­სი­ით ვი­ყა­ვით. ჩვენს სახ­ლში ია­ტაკ­ზე ფეხს რომ და­ად­გამ­დი, წყა­ლი ამო­დი­ო­და. ბა­ყა­ყებ­თან ერ­თად ვცხოვ­რობ­დით. ლე­ვა­ნის მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ ია­ტა­კი მე­ზობ­ლებ­მა გაგ­ვი­კე­თეს. სი­დუ­ხ­ჭი­რის მი­უ­ხე­და­ვად, ღირ­სე­ბა არ დაგ­ვი­კარ­გავს. მთე­ლი სა­მე­ზობ­ლო მეხ­მა­რე­ბო­და ბავ­შვე­ბის გაზ­რდა­ში. ლე­ვა­ნიც კე­თი­ლი ბავ­შვი იყო. შე­შის და­პო­ბა­ში იქით ეხ­მა­რე­ბო­და მე­ზობ­ლებს. მისი და­ჭე­რის შემ­დეგ ძა­ლი­ან გა­უ­საძ­ლი­სი მდგო­მა­რე­ო­ბა რომ მქონ­და, დამ­ლა­გებ­ლად ვმუ­შა­ობ­დი და ვა­კო­წი­წებ­დი ყო­ველ თეთ­რს. ბო­ლოს 29 აპ­რილს ვე­სა­უბ­რე ტე­ლე­ფო­ნით. მი­თხრა, - მა­მი­და, ბე­ბია და­მახ­ვედ­რე ცო­ცხა­ლი და ჩემი და არ გა­მი­თხო­ვო და გე­ფი­ცე­ბი უფალს, აქე­დან რომ გა­მო­ვალ, შენ დაჯ­დე­ბი სახ­ლში, მე ამო­გიდ­გე­ბი მხარ­ში, ვი­მუ­შა­ვებ და ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ, რომ კარ­გად ვი­ყო­თო. მისი სი­ტყვე­ბის მჯე­რო­და, მაგ­რამ დამ­ღუ­პეს "ნა­ცი­ო­ნა­ლებ­მა".

სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი, მი­ხე­ილ ღურწკა­ი­აც ადას­ტუ­რებს, რომ კორ­ტა­ვას საქ­მე ყვე­ლა­ზე მძი­მეა. მი­იჩ­ნევს, რომ შეძ­ლეს სი­მარ­თლის დად­გე­ნა რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში: "კორ­ტა­ვას სი­ცო­ცხლე შე­ი­წი­რა პა­ტიმ­რებს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბამ. გა­მოვ­ლინ­და, რომ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ ვერ შეძ­ლო ამ ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის დაც­ვა, გულ­გრი­ლად მო­ე­კი­და ამ სა­კითხს. თა­ვი­დან იყო და­ნა­შა­უ­ლის და­ფარ­ვის მცდე­ლო­ბა. აქ­ტი­ურ ფა­ზა­ში, მაქ­სი­მა­ლუ­რი ძა­ლის­ხმე­ვით და­ვეხ­მა­რეთ გა­მო­ძი­ე­ბას, რომ და­ფა­რუ­ლი არა­ფე­რი ყო­ფი­ლი­ყო და სი­მარ­თლე გა­მო­აშ­კა­რა­ვე­ბუ­ლი­ყო. რაც შე­ე­ხე­ბა თა­ვი­დან ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბას, ამა­ზე ცალ­კე მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა. ით­ქვა სიც­რუე, მაგ­რამ რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში გა­ვი­გეთ რე­ა­ლო­ბა და სწო­რი ინ­ფორ­მა­ცია მი­ვა­წო­დეთ სა­ზო­გა­დო­ე­ბას. ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­ით, კი­დევ რამ­დე­ნი­მე პირი მი­ე­ცე­მა პა­სუ­ხის­გე­ბა­ში".

კორ­ტა­ვე­ბის ად­ვო­კატ ლედი ტუკ­ვა­ძის თქმით, და­კა­ვე­ბუ­ლი ცი­ხის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი გა­მო­ძი­ე­ბას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბენ:

- აბ­სურ­დულ ვერ­სი­ას, რომ იგი კი­ბე­ზე და­გორ­და, ბევ­რი ადა­მი­ა­ნი ადას­ტუ­რებ­და და ჩვე­ნე­ბე­ბიც ჰქონ­დათ მი­ცე­მუ­ლი. ასე ცდი­ლობ­დნენ საქ­მის მიჩ­ქმალ­ვას. ოჯა­ხი პრინ­ცი­პუ­ლად ითხოვ­და სი­მარ­თლის გარ­კვე­ვას და ეს მარ­თლა პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა იყო, როცა ეფექ­ტი­ა­ნად გა­იხ­სნა ცი­ხე­ში მომ­ხდა­რი საქ­მე. რე­ა­ლუ­რი სუ­რა­თი და­ი­დო, მაგ­რამ დღემ­დე მაქვს კი­თხვე­ბი. კი­დევ ბევ­რი პირი უნდა და­ი­სა­ჯოს. როცა უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ანს ცე­მით კლავ, ეს და­ნა­შა­უ­ლი მარ­ტო სის­ხლის სა­მარ­თლის კა­ნო­ნით კი არ არის დას­ჯადი, არა­მედ მო­რა­ლუ­რა­დაც. აქვე მინ­და გი­თხრათ: და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ექ­სპერ­ტი, მაია ნი­კო­ლა­იშ­ვი­ლი თა­ნახ­მა იყო, უსას­ყიდ­ლოდ ჩა­ე­ტა­რე­ბი­ნა ექ­სპერ­ტი­ზა მოკ­ლუ­ლის­თვის. პა­თა­ნა­ტო­მი მა­გუ­ლი ჩხო­ბა­ძეც დაგ­ვთან­ხმდა ამა­ზე, მხო­ლოდ ექ­სპერ­ტი­ზის­თვის სა­ჭი­რო იყო მორ­გი და­ეთ­მო სა­ა­ვად­მყო­ფოს. ცხა­კა­ი­ას სა­ხე­ლო­ბის ინ­ტერ­ვენ­ცი­ის ცენ­ტრს, სა­დაც გარ­და­იც­ვა­ლა ლე­ვა­ნი, ვთხო­ვეთ, ექ­სპერ­ტი­ზის ჩა­ტა­რე­ბის უფ­ლე­ბა მი­ეცა ექ­სპერ­ტე­ბის­თვის, მაგ­რამ კლი­ნი­კის ხელ­მძღვა­ნელ­მა, ქალ­ბა­ტონ­მა ან­ჟე­ლამ, ჩვენ­თან შეხ­ვედ­რა­ზე უარი გა­ნა­ცხა­და და შე­მოგ­ვით­ვა­ლა - თუ 400 ლარს გა­და­ვიხ­დი­დით, დაგ­ვით­მობ­და ად­გილს ექ­სპერ­ტი­ზის­თვის. ადა­მი­ა­ნუ­რად არ დაგ­ვიდ­გა გვერ­დით, ოჯახ­მა ვერ გა­და­ი­ხა­და ეს თან­ხა და ამი­ტომ და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ექ­სპერ­ტი­ზა ვერ ჩა­უ­ტარ­და მოკ­ლულს. პრო­კუ­რა­ტუ­რამ კო­მი­სი­უ­რი ექ­სპერ­ტი­ზაც ჩა­ა­ტა­რა და ახლა ამ დას­კვნას ვე­ლო­დე­ბით. იმე­დია, რე­ა­ლურ სუ­რათს მი­ვი­ღებთ და საქ­მეს ობი­ექ­ტუ­რად გა­მო­ი­ძი­ე­ბენ.

თეა ხურ­ცი­ლა­ვა

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

სისასტიკით მოკლული ლევან კორტავას მამიდა ე.წ. მაყურებლებს მიმართავს

სისასტიკით მოკლული ლევან კორტავას მამიდა ე.წ. მაყურებლებს მიმართავს

გეგუთის კოლონიაში სადისტურად მოკლული 24 წლის ლევან კორტავას მამიდა, ხათუნა კორტავა დანაშაულის აღიარებისკენ მოუწოდებს ე.წ. ციხის მაყურებლებს. მისი თქმით, ლევანის ცემა-წამებაში მონაწილე ყველა პირი პასუხისგებაში მიცემული არ არის და მათ დასჯას ითხოვს. გამოძიება ჯერ არ დასრულებულა. უცნობია, საქმე როდის გადაეცემა სასამართლოს. შეგახსენებთ: სამართალდამცავებმა ჩხუბში მონაწილე რამდენიმე პატიმარი მისცეს პასუხისგებაში. ასევე, სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ციხის 5 თანამშრომლის: - შანშიაშვილის, კოხოძის, ბაბუნაშვილის, სინაურიძის (მან ქვეყნიდან გაქცევა მოასწრო. - ავტ.) და ნასარაიას წინააღმდეგ. მათ ბრალი სხვადასხვა მუხლით წაუყენეს: სამსახურებრივი გულგრილობა, სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენება და სიყალბის ჩადენა. კორტავების უფლებებს ადვოკატი ლედი ტუკვაძე და ახალგაზრდა ადვოკატთა ასოციაციის იურისტები იცავენ.

ხათუნა კორტავა:

- როგორც შევიტყვე, კონფლიქტში ტარიელ ონიანის პატიმარი ბიძაშვილებიც მონაწილეობდნენ. ეყოს ვაჟკაცობა ვასო ონიანს და სიმართლე თქვას. ლევანს არც ქურდობა უნდოდა და არც მაყურებლობა. თავისუფლებაზე ოცნებობდა, ნორმალური ქართული ოჯახის შექმნა სურდა. მითხრან, რატომ მომიკლეს სიმწრით გაზრდილი შვილი. ციხის თანამშრომელ შანშიაშვილს უთქვამს, - ვცდილობდი სიტუაციის განმუხტვას, მაგრამ პატიმრები "დაშტირვით" და ბუნტის მოწყობით დაგვემუქრნენ. უფროსი ჩავაყენე საქმის კურსში, მან კი მითხრა, - არა უშავს, წაარტყამენ ცოტას და დაწყნარდებიანო.

- რატომ უნდა ეცემათ ლევანი?

- მოულოდნელად, რუსთავიდან გეგუთში გადმოიყვანეს. 12 მაისს შე­უყვანიათ, ლევანი ცუდად გამხდარა, თურმე ცივმა ოფლმა დაასხა და წამალი სთხოვა ციხის თანამშრომელს. გოგიბერიძისთვის უთქვამს, - ძალიან ცუდად ვარ და ჩამოვჯდებიო. მან არ უპასუხა და ლევანი ნებართვის გარეშე ჩამოჯდა. - ფეხზე დადექი და ხელები უკან დაილაგეო, - უთქვამთ. - რატომ მეუხეშები, ცუდად ვარ, ხედავ, ერთ ხელში ჯამი მიჭირავს, მეორეში - ჟაკეტი, რომ შემეძლოს, წესები ვიცი და გავაკეთებდი, გთხოვ, წამალი მომეციო. ამ დროს მისულა მასთან ციხის თანამშრომელი, ილია შანშიაშვილი, ლევანის გვარი და სახელი ამოუკითხავს, - შენ ახლავე მოგხედავენო. ამ დროს გამოვიდა პატიმარი, შოთა სინაურიძე, მეტსახელად "ბულდოგა" და "რიჟა". "ბულდოგას" ლევანისთვის ხელი დაურტყამს, ამანაც შეუბრუნა. მის გვერდით მყოფ ფოთელ ბიჭს ლევანისთვის უთქვამს, - ეს რა ქენი, ხელი რატომ დაარტყი, ის ციხის მაყურებელიაო. მაშინ გაიგო, ვის დაარტყა ხელი. ლევანიც გაბრაზებულა, - თუ მაყურებელია, რატომ არ არკვევს დეტალებს და რატომ მირტყამსო? ამ ფაქტის შემდეგ თითქოს განიმუხტა სიტუაცია, მაგრამ მომენტალურად გამოცვივდნენA პატიმრები. 222-ე საკანში იყო ლევანი განაწილებული, მაგრამ იქამდე ვერ მიაღწია. კვანტალიანი, შემაზაშვილი, ვოლსკი, დაშნიანი, ე.წ რიჟა, იგივე ნუგზარ გუჩუაძე, - ყველანი ლევანს ურტყამდნენ. პატიმარი ბიწაძე, რომელიც ცოლის გვარზეა, ცოტა მოშორებით იდგა. ლევანი 338-ე საკანში შეიყვანეს, ერთად ურტყამდნენ და პასუხს სთხოვდნენ, - როგორ დაარტყი ხელი მაყურებელსო?! ის 5 პატიმარი თურმე მოიგერია, ფიზიკურად ძლიერი იყო, ამის მერე წასულა გინება, კიდევ შეუერთდნენ სხვა პატიმრები და ლევანი სხვა, 336-ე საკანში გადაიყვანეს, სადაც საშინელი სივიწროვე იყო. იქ იმდენნი იყვნენ, მას ხელის განძრევის საშუალება არ ჰქონდა და ცემაში მოკლეს. ახლა მათ გასაგონად ვამბობ: ქურდობაზე და ე.წ. კარგ ბიჭობაზე რომ აქვთ პრეტენზია, იმის ვაჟკაცობაც ეყოთ, რომ ჩადენილი დანაშაული აღიარონ. რატომ არიან ახლა ჩუმად?

- ქალბატონო ხათუნა, ლევანი სიკ­ვდილამდე საავადმყოფოში იწვა. რაიმეს თქმა თუ მოასწრო?

- 12 მაისს, 8-ის ნახევარზე შევიდა გეგუთში და 12 საათსა და 15 წუთზე გადაიყვანეს ქუთაისში, ცხაკაიას სახე­ლობის დიაგნოსტიკურ ცენტრში. 12 დღე კომაში, აპარატზე შეერთებული იყო. უკანასკნელ წუთებშიც არ მომეცა საშუალება, რომ ჩემი სიმწრით გაზრდილი ბავშვი მენახა. მომხდარიც შემთხვევით გავიგე. ახლობელი იყო საავადმყოფოში და შემთხვევით შეიტყო, რომ უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი პატიმარი, ლევან კორტავა იყო შემოყვანილი. მან შეგვატყობინა. ციხის თანამშრომლები - კუჭავა და სინაურიძე ბადრაგს აფრთხილებდნენ, რომ არ შევეშვით. ვიხვეწებოდი, ყველა გზას მივმართე. ძალით შესვლა რომ დავაპირე, ბადრაგმა მითხრა, - ბრძანებაა, როგორც კი შესვლას დააპირებთ, უნდა დაგაკავოთო. ტყუილი თქვეს თავიდან, - თითქოს კიბიდან დაგორდა და დაშავდა, მაგრამ მალე ეს ტყუილი გაიშიფრა. პატიმრები რეკავდნენ სხვადასხვა ციხიდან და სიმართლე მალევე გავიგეთ. არ მოვისვენებ, სანამ ყველას არ ვნახავ ციხეში. დაკრძალვის დილას ჩემი ხელით დავათვალიერე ლევანის მთელი სხეული. ადგილი არ ჰქონდა დაზიანების გარეშე. ხერხემალი ორ ადგილას ჰქონდა გადატეხილი. უამრავი ჭრილობა, სისხლჩაქცევა და დაზიანება ჰქონდა. თავში სისხლჩაქცევა გახდა ლევანის სიკვდილის მიზეზი. გაგიგიათ ასეთი სისასტიკე? ადამიანი ცემაში მოკლა? აქვე მინდა მივმართო სასამართლოს: მართალია, ლევანის სიცოცხლეში ვერ მივაღწიე მისი უდანაშაულობის დამტკიცებას, მაგრამ ახლა მაინც საკადრისად დასაჯონ დამნაშავეები და ხელს ნუ დააფარებენ მათ.

- რისთვის იხდიდა იგი სასჯელს?

- ლევანი 2007 წლის 7 იანვარს დააკავეს, როდესაც სააკაშვილმა ნულოვანი ტოლერანტობა გამოაცხადა. პოლიციას გეგმა ჰქონდა შესასრულებელი. შობის ღამეს ქუჩაში მიმავალს, სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილმა პოლიციელმა დედა შეაგინა. - დედა გარდაცვლილი მყავს და უმიზეზოდ რატომ მაგინებო? - უკითხავს ლევანს. - მაშინ სიგარეტი გადააგდეო, - უთქვამს. - თქვენ ვინ ხართ? - ისევ უკითხავს. კიდევ შეაგინეს. გამოიწვიეს საჩხუბრად, მერე განუცხადეს, რომ პოლიციელები იყვნენ, მანქანაში ჩააგდეს და სამმართველოში წაიყვანეს. 18 წლის ბიჭს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას, ადმინისტრაციულ დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ. ლევანის დაკავება ჩემთვის სრული შოკი იყო. როცა ვკითხე გამომძიებელ თარხნიშვილს მიზეზი, მითხრა: - რა ვქნა, ქალბატონო, გეგმა მაქვს შესასრულებელიო... მერე გირაოს გადახდა შემოგვთავაზეს, - 5 წლამდე პატიმრობა ემუქრებაო. სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ვართ, გაუსაძლის მდგომა­რეობაში ვცხოვრობთ და ამ ფულს საიდან გადავიხდიდი? ეს ბავშვი იყო ერთადერთი იმედი ჩვენი ოჯახის, მაგრამ მისი დახმარება ვერ შევძელით. სასამართლომ ორი წელი მიუსაჯა. არადა, ლევანი პატიოსანი ცხოვრებით ცხოვრობდა. სპორტსმენი იყო, ჭიდაობდა. არასდროს პოლიციასთან შეხება არ ჰქონია, მთელი ფოთი დაადასტურებს ამას. 3 თვე ჰქონდა დარჩენილი პატიმრობის დასრულებამდე, როცა ხონის ღია ტიპის დაწესებულებაში გადაიყვანეს და იქ ახალ შარში გაეხვია. 2008 წლის 8 აგვისტოს, ომის დროს, ხონის ციხის პატიმრებს კარი გაუღო ადმინისტრაციამ, იმ 150 კაცს შორის, რომლებსაც გაქცევის საშუალება მისცეს, ლევანიც იყო.

- ადმინისტრაციამ გააქცია ისინი?

- ეს ყველამ იცის. ლევანი ციხის შენობი­დან გარეთ გამოვიდა, მაგრამ არსად წასულა, იქვე, ღობესთან დააკავეს. მაშინ ლოგინებიდან აყარეს პატიმრები და ადმინისტრაციამ კარი გაუღო. ნაცნობობით პროკურორთან შევაღწიე და მითხრა, - ითანამშრომ­ლოს, ჩემს დაწერილზე ხელი მომიწეროს და არ დაისჯება, თუ არა და, საბოლოოდ გავწირავ. ახლა შედი და დაელაპარაკე, რომ წამოვიდეს თანამშრომლობაზეო. ლევანს შევხვდი, ვუთხარი, - მამიდა, თუ დამნაშავე არ ხარ, ან გაქცევის ორგანიზატორი, ტყუილს ნუ იტყვი და ხელს ნურავის დაადებ, რახან გაგწირეს, კაცურად, სუფთა სახელით იყავი-მეთქი. არ მინდოდა სხვისი ცოდვა დაედო და ამიტომ ვუთხარი. არც ითანამშრომლა, არც აღიარა. რამდენიმე მუხლით წაუყენეს ბრალი და შეკრებითობით სასჯელი 16 წლამდე ავიდა. მას მერე 6 წელი ციხიდან - ციხეში, ინსტანციიდან - ინსტანციაში საჩივრით ხელში დავდიოდი და სიმართლის დადგენაში დახმარებას ვითხოვდი, მაგრამ უშედეგოდ.

- აცხადებთ, რომ სრულიად უმიზეზოდ ამდენი წლები მიუსაჯეს. რატომ გაწირეს? თუ გაქვთ ამაზე პასუხი?

- როგორც ბევრი სხვისი შვილი, ისე გაწირეს "ნაციონალებმა" ჩემი ლევანიც. ახალი მთავრობა რომ მოვიდა და შეკრებითობა გაუქმდა, იმედი გამიჩნდა, რომ სიმართლეს მივაღწევდი. ეკა ბესელიასთან განცხადებაც შევიტანე. ამნისტიამ სასჯელი მოუკლო, ამას შეკრებითობის გაუქმება დაემატებოდა და ერთ თვეში გარეთ გამოვიდოდა. ძალიან დიდ უსამართლობას შეეჭიდა ეს პატარა ბიჭი. არადა, ქრისტიანი, ტრადიციულ ოჯახში აღზრდილი იყო. უსამართლობას ვერ იტანდა. როგორც მთელი ციხე, ლევანიც საძილე აბებზე დასვეს, რადგან ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები შეექმნა.

- რა დაავადება აწუხებდა?

- ც ჰეპატიტი აღმოაჩნდა. მერე სხვა პრობლემებიც დაემატა Eდა ექი­მებს გამუდმებით ვეხვეწებოდი, მისთვის წამალი მიეწოდებინათ. სააკაშვილი აცხადებს, ციხეში ჩემს დროს კორუფცია არ იყოო. ეს ტყუილია. როცა ლევანი გეგუთში იჯდა, იქაურ ექიმებთან ასეთ გაჭირვებულ ქალს ფოთიდან კარგი თევზი და ფული მიმქონდა, ოღონდ მიეხედათ მისთვის.

- ქრთამს გართმევდნენ?

- ექიმს და ექთანს ვეხვეწებოდი, დახმარებოდნენ ლევანს. ექიმებთან - ირმასთან და მამუკასთან, ექთანთან - დარეჯანთან დამქონდა კარგი თევზი. ფულს რომ მივცემდი მათ, ვიცოდი, ყველა წამალი შედიოდა ლევანთან. ეს ხდებოდა გეგუთში და სხვა პატიმრების ოჯახებიც ასე იქცეოდნენ. ამას ვერ ვიტყვი ქუთაისის ციხეზე, იქ არაფერი მიმიტანია. როცა ხონში იყო, იქაურ ექიმს დახმარება ვთხოვე, - ცუდად არის, წამლები მოტანილი მაქვს და გადასხმა გაუკეთეთ-მეთქი. ნასვამი იყო ექიმი და იმის ნაცვლად, დავემშვიდებინე, შემომხედა და მითხრა, - დიდი საქმე ქალბატონო, ერთი პატიმარი თუ მოკვდა. ნეტა ყველა ამოწყდებოდეს, დავიღალეო და ამ სიტყვებით გამომაგდო კაბინეტიდან. მერე კაცი მოვძებნე, ფული მივეცი და ამის შემდეგ მიმიხედა იმ ექიმმა ლევანს და გადასხმა გაუკეთა. ხონში 150 ლარი იყო საჭირო. გეგუთში ექთანი დარეჯანი შენობიდან მოშორებით მხვდებოდა და მას 50 ლარს ვაძლევდი, დამატებით - თევზს. რუსთავში რომ გადაიყვანეს, რამდენ ხანს ვიხვეწებოდი ანალიზები გაეკეთებინათ, მაგრამ უშედეგოდ. ეკა ბესელიასთანაც დავწერე განცხადება და მხოლოდ აპრილის ბოლოს მოხერხდა ანალიზების გაკეთება.

- ფსიქოტროპულ წამლებს იქ აძლევდნენ?

- ამას ყველა პატიმარს აძლევდნენ, ადმინისტრაცია მათი ტკივილისგან რომ არ შეწუხებულიყო. მკურნალობას ვერ იტარებდა, წამლებზე დამოკიდებული გახდა. მეზობლები მიგროვებდნენ ფულს და მისი სიკვდილის შემდეგაც პროკურატურაში რომ დავდივარ, ისევ მეზობლები მეხმარებიან. დღემდე ვეძებ სამართალს. მინდა, ყველა დამნაშავე დაისაჯოს, ვისაც ჩემი შვილის მკვლელობასთან შეხება ჰქონდა, ვინც ერთხელ მაინც დაარტყა. ყველას თავისი შვილი უყვარს, მაგრამ ის მართლა უდანაშაულო იყო.

- ლევანს მშობლები არ ზრდიდნენ?

- მე და დედაჩემმა გავზარდეთ და-ძმა. დედა გარდაცვლილი ჰყავთ, მამა მეორე ჯგუფის ინვალიდია. ძალიან გვიჭირდა მატერიალურად. შეშასა და საჭმელს მერია გვაძლევდა. ბევრჯერ მქონია შემთხვევა, ერთ ნაჭერ პურს და-ძმას გავუყოფდი და მე მშიერს რომ დამეძინა, წამალს ვსვამდი. რაც გამაჩნდა, ყველაფერი გავყიდე, ოღონდ ბავშვები თბილად მყოლოდა. 82 წლის დედაჩემის პენსიით ვიყავით. ჩვენს სახლში იატაკზე ფეხს რომ დაადგამდი, წყალი ამოდიოდა. ბაყაყებთან ერთად ვცხოვრობდით. ლევანის მკვლელობის შემდეგ იატაკი მეზობლებმა გაგვიკეთეს. სიდუხჭირის მიუხედავად, ღირსება არ დაგვიკარგავს. მთელი სამეზობლო მეხმარებოდა ბავშვების გაზრდაში. ლევანიც კეთილი ბავშვი იყო. შეშის დაპობაში იქით ეხმარებოდა მეზობლებს. მისი დაჭერის შემდეგ ძალიან გაუსაძლისი მდგომარეობა რომ მქონდა, დამლაგებლად ვმუშაობდი და ვაკოწიწებდი ყოველ თეთრს. ბოლოს 29 აპრილს ვესაუბრე ტელეფონით. მითხრა, - მამიდა, ბებია დამახვედრე ცოცხალი და ჩემი და არ გამითხოვო და გეფიცები უფალს, აქედან რომ გამოვალ, შენ დაჯდები სახლში, მე ამოგიდგები მხარში, ვიმუშავებ და ყველაფერს გავაკეთებ, რომ კარგად ვიყოთო. მისი სიტყვების მჯეროდა, მაგრამ დამღუპეს "ნაციონალებმა".

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მიხეილ ღურწკაიაც ადასტურებს, რომ კორტავას საქმე ყველაზე მძიმეა. მიიჩნევს, რომ შეძლეს სიმართლის დადგენა რამდენიმე საათში: "კორტავას სიცოცხლე შეიწირა პატიმრებს შორის დაპირისპირებამ. გამოვლინდა, რომ ადმინისტრაციამ ვერ შეძლო ამ ადამიანის სიცოცხლის დაცვა, გულგრილად მოეკიდა ამ საკითხს. თავიდან იყო დანაშაულის დაფარვის მცდელობა. აქტიურ ფაზაში, მაქსიმალური ძალისხმევით დავეხმარეთ გამოძიებას, რომ დაფარული არაფერი ყოფილიყო და სიმართლე გამოაშკარავებულიყო. რაც შეეხება თავიდან ცრუ ინფორმაციის გავრცელებას, ამაზე ცალკე მიმდინარეობს გამოძიება. ითქვა სიცრუე, მაგრამ რამდენიმე საათში გავიგეთ რეალობა და სწორი ინფორმაცია მივაწოდეთ საზოგადოებას. ჩემი ინფორმაციით, კიდევ რამდენიმე პირი მიეცემა პასუხისგებაში".

კორტავების ადვოკატ ლედი ტუკვაძის თქმით, დაკავებული ციხის თანამშრომლები გამოძიებასთან თანამშრომლობენ:

- აბსურდულ ვერსიას, რომ იგი კიბეზე დაგორდა, ბევრი ადამიანი ადასტურებდა და ჩვენებებიც ჰქონდათ მიცემული. ასე ცდილობდნენ საქმის მიჩქმალვას. ოჯახი პრინციპულად ითხოვდა სიმართლის გარკვევას და ეს მართლა პირველი შემთხვევა იყო, როცა ეფექტიანად გაიხსნა ციხეში მომხდარი საქმე. რეალური სურათი დაიდო, მაგრამ დღემდე მაქვს კითხვები. კიდევ ბევრი პირი უნდა დაისაჯოს. როცა უდანაშაულო ადამიანს ცემით კლავ, ეს დანაშაული მარტო სისხლის სამართლის კანონით კი არ არის დას­ჯადი, არამედ მორალურადაც. აქვე მინდა გითხრათ: დამოუკიდებელი ექსპერტი, მაია ნიკოლაიშვილი თანახმა იყო, უსასყიდლოდ ჩაეტარებინა ექსპერტიზა მოკლულის­თვის. პათანატომი მაგული ჩხობაძეც დაგვთანხმდა ამაზე, მხოლოდ ექსპერტიზისთვის საჭირო იყო მორგი დაეთმო საავადმყოფოს. ცხაკაიას სა­ხელობის ინტერვენციის ცენტრს, სადაც გარდაიცვალა ლევანი, ვთხოვეთ, ექსპერტიზის ჩატარების უფლება მი­ეცა ექსპერტებისთვის, მაგრამ კლინიკის ხელმძღვანელმა, ქალბატონმა ანჟელამ, ჩვენთან შეხვედრაზე უარი განაცხადა და შემოგვითვალა - თუ 400 ლარს გადავიხდიდით, დაგვითმობდა ადგილს ექსპერტიზისთვის. ადამიანურად არ დაგვიდგა გვერდით, ოჯახმა ვერ გადაიხადა ეს თანხა და ამიტომ დამოუკიდებელი ექსპერტიზა ვერ ჩაუტარდა მოკლულს. პროკურატურამ კომისიური ექსპერტიზაც ჩაატარა და ახლა ამ დასკვნას ველოდებით. იმედია, რეალურ სურათს მივიღებთ და საქმეს ობიექტურად გამოიძიებენ.

თეა ხურცილავა

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ