"საქართველოს რეფორმების ასოციაციის" თანადამფუძნებელი სერგი კაპანაძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს, თემურ ქეცბაიას ექომაგება.
"ახლა ვუყურე ქეცბაიას დებატებს ჟურნალისტებთან და უნდა ვაღიარო, რომ, მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტურად არ ვეთანხმები იმ სტილს, რომლითაც მწვრთნელი ჟურნალისტებთან ურთიერთობს, მაინც მართალია ეს კაცი! ვაცადოთ რა.... :))", - წერს კაპანაძე.
ორი დღის წინ საზოგადოებრივ მაუწყებელზე "საფეხბურთო მიმოხილვაში" ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, თემურ ქეცბაია თოქშოუს წამყვან დავით მინაშვილისა და მოწვეული ჟურნალისტების შეკითხვებს პასუხობდა. მიუხედავად იმისა, რომ გადაცემა საათნახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა და სტუდიაში სულ 11 ჟურნალისტი იყო მიწვეული, გადაცემა გულშემატკივართათვის გაუგებარი და მიუღებელი სცენარით წარიმართა.
იხილეთ ასევე: თემურ ქეცბაიას შეხვედრა ჟურნალისტებთან - ყვირილი, აგრესიული ტონი... (+ვიდეო)
ალექსანდრე ამისულაშვილმა ქეცბაიასთან დაპირისპირების გამო საქართველოს საფეხბურთო ნაკრები დატოვა