საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბორის აკუნინი პუტინის გამო ლიტერატურულ ყრილობას არ დაესწრება
ბორის აკუნინი პუტინის გამო ლიტერატურულ ყრილობას არ დაესწრება

მწე­რალ­მა ბო­რის აკუ­ნინ­მა (გრი­გოლ ჩხარ­ტიშ­ვი­ლი), რო­მე­ლიც არა მხო­ლოდ თა­ვი­სი შე­მოქ­მე­დე­ბით, არა­მედ აქ­ტი­უ­რი სა­მო­ქა­ლა­ქო პო­ზი­ცი­ით არის ცნო­ბი­ლი, უარი თქვა რუ­სულ ლი­ტე­რა­ტუ­რულ ყრი­ლო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე. საქ­მე ის არის, რომ ყრი­ლო­ბა­ზე დას­წრე­ბას რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნიც აპი­რებს.

"ვიდ­რე ქვე­ყა­ნა­ში არი­ან პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბი, მმარ­თვე­ლის სი­ახ­ლო­ვეს, თუნ­დაც მას­თან ერ­თად ერთ შე­ნო­ბა­ში ყოფ­ნა არ შე­მიძ­ლია",- და­წე­რა აკუ­ნინ­მა თა­ვის ბლოგ­ზე.

"დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით ვი­სა­უბ­რებ­დი პუ­ტინ­თან ლი­ტე­რა­ტუ­რის სა­კი­თხზე, მხო­ლოდ მას შემ­დეგ, რაც ყვე­ლა "პო­ლიტ­პა­ტი­მარს" გა­ა­თა­ვი­სუფ­ლე­ბენ. გვპირ­დე­ბი­ან სწრაფ ამ­ნის­ტი­ას. ვნა­ხოთ, გავ­რცელ­დე­ბა თუ არა ის 6 მა­ისს და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლებ­ზე, ვნა­ხოთ წა­მო­ი­წყე­ბენ თუ არა ხო­დორ­კოვ­სკის მე­სა­მე საქ­მეს, ვნა­ხოთ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლე­ბენ თუ არა ნა­დეჟ­და ტო­ლო­კო­ნი­კო­ვას და მა­რია ალე­ხი­ნას. მა­ნამ­დე კი არა - შე­უძ­ლე­ბე­ლია. ავ­ტო­რი­ტა­რუ­ლი მმარ­თვე­ლის გარ­შე­მო კორ­დე­ბა­ლე­ტის გან­სა­ხი­ე­რე­ბა, თით­ქოს და­თან­ხმე­ბაა მმარ­თვე­ლო­ბის მე­თო­დე­ბის ამ ფორ­მებ­ზე,"- მი­იჩ­ნევს აკუ­ნი­ნი.

ამას­თან, მწე­რა­ლი აღ­ნიშ­ნავს, რომ არ გა­ნი­კი­თხავს იმ კო­ლე­გებს, რომ­ლე­ბიც შეკ­რე­ბა­ზე დას­წრე­ბას აპი­რე­ბენ.

რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის პრეს-მდი­ვან­მა დი­მიტ­რი პეს­კოვ­მა აკუ­ნი­ნის გან­ცხა­დე­ბას "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ნი­ჰი­ლიზ­მი" უწო­და.

"სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ნი­ჰი­ლიზ­მი, რო­მელ­საც კონ­სტრუქ­ცი­უ­ლო­ბას­თან კავ­ში­რი არ აქვს. არ მეს­მის, ვის გუ­ლის­ხმობს ის პო­ლიტ­პა­ტიმ­რებ­ში. "ბა­ლოტ­ნის საქ­მე­ზე" და­კა­ვე­ბუ­ლებს? მაგ­რამ ისი­ნი არ არი­ან პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბი, ისი­ნი სა­მარ­თალ­დამ­ცავ­თა წი­ნა­აღ­მდეგ ხუ­ლიგ­ნო­ბი­სა და ძა­ლა­დო­ბის მუხ­ლით სა­მარ­თლდე­ბი­ან. ამას პო­ლი­ტი­კას­თან კავ­ში­რი არ აქვს, "- გა­ნა­ცხა­და პეს­კოვ­მა.

მო­სა­ლოდ­ნე­ლია, რომ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტიც მი­ი­ღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ფორ­მა­ლუ­რად ყრი­ლო­ბას ორ­გა­ნი­ზე­ბას რუ­სუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის კლა­სი­კო­სე­ბის შთა­მო­მავ­ლე­ბი უწე­ვენ, საქ­მეს პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცია კუ­რი­რებს. პირ­ვე­ლი მას­შტა­ბუ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ყრი­ლო­ბა რუ­სეთ­ში დღეს უნდა გა­ი­მარ­თოს, რომ­ლის შე­დე­გა­დაც შე­საძ­ლოა, ახა­ლი მწე­რალ­თა კავ­ში­რიც ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს.

ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე 1000-მდე სტუ­მა­რია მიწ­ვე­უ­ლი.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია newsru.com-ის მი­ხედ­ვით.

sponsored by ContentRoom

ბორის აკუნინი პუტინის გამო ლიტერატურულ ყრილობას არ დაესწრება

ბორის აკუნინი პუტინის გამო ლიტერატურულ ყრილობას არ დაესწრება

მწერალმა ბორის აკუნინმა (გრიგოლ ჩხარტიშვილი), რომელიც  არა მხოლოდ თავისი შემოქმედებით, არამედ აქტიური სამოქალაქო პოზიციით არის ცნობილი, უარი თქვა რუსულ ლიტერატურულ ყრილობაში მონაწილეობაზე. საქმე ის არის, რომ ყრილობაზე დასწრებას რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც აპირებს.

"ვიდრე ქვეყანაში არიან პოლიტპატიმრები, მმართველის სიახლოვეს, თუნდაც მასთან ერთად ერთ შენობაში ყოფნა არ შემიძლია",- დაწერა აკუნინმა თავის ბლოგზე. 

"დიდი სიამოვნებით ვისაუბრებდი პუტინთან ლიტერატურის საკითხზე, მხოლოდ მას შემდეგ, რაც ყველა "პოლიტპატიმარს" გაათავისუფლებენ. გვპირდებიან სწრაფ ამნისტიას. ვნახოთ, გავრცელდება თუ არა ის 6 მაისს დაპატიმრებულებზე, ვნახოთ წამოიწყებენ თუ არა ხოდორკოვსკის მესამე საქმეს, ვნახოთ გაათავისუფლებენ თუ არა ნადეჟდა ტოლოკონიკოვას და მარია ალეხინას. მანამდე კი არა - შეუძლებელია. ავტორიტარული მმართველის გარშემო კორდებალეტის განსახიერება, თითქოს დათანხმებაა მმართველობის მეთოდების ამ ფორმებზე,"- მიიჩნევს აკუნინი.

ამასთან, მწერალი აღნიშნავს, რომ არ განიკითხავს იმ კოლეგებს, რომლებიც შეკრებაზე დასწრებას აპირებენ.

რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა აკუნინის განცხადებას "საზოგადოებრივი ნიჰილიზმი" უწოდა.

"საზოგადოებრივი  ნიჰილიზმი, რომელსაც კონსტრუქციულობასთან კავშირი არ აქვს. არ მესმის, ვის გულისხმობს ის პოლიტპატიმრებში. "ბალოტნის საქმეზე" დაკავებულებს? მაგრამ ისინი არ არიან პოლიტპატიმრები, ისინი სამართალდამცავთა წინააღმდეგ ხულიგნობისა და ძალადობის მუხლით სამართლდებიან. ამას პოლიტიკასთან კავშირი არ აქვს, "- განაცხადა პესკოვმა.

მოსალოდნელია, რომ ღონისძიებაში რუსეთის პრეზიდენტიც მიიღებს მონაწილეობას. მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად ყრილობას ორგანიზებას რუსული ლიტერატურის კლასიკოსების შთამომავლები უწევენ, საქმეს პრეზიდენტის ადმინისტრაცია კურირებს. პირველი მასშტაბური ლიტერატურული ყრილობა რუსეთში დღეს უნდა გაიმართოს, რომლის შედეგადაც შესაძლოა, ახალი მწერალთა კავშირიც ჩამოყალიბდეს.

ღონისძიებაზე 1000-მდე სტუმარია მიწვეული.

მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა