პოლიტიკა
საზოგადოება

12

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე კირჩხიბს ესტუმრება 09:36-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მუსიკოსების "შავ სიაში" შეყვანა და დაბლოკვა დასრულდა (?)
მუსიკოსების "შავ სიაში" შეყვანა და დაბლოკვა დასრულდა (?)

წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში იყ­ვნენ შე­მოქ­მე­დე­ბი, მსა­ხი­ო­ბე­ბი, მომ­ღერ­ლე­ბი, რომ­ლებ­საც ამა თუ იმ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში ბლო­კავ­დნენ. აკ­რძა­ლუ­ლი იყო მათი ეთერ­ში მიწ­ვე­ვა, არც მა­სობ­რივ, სა­დღე­სას­წა­უ­ლო კონ­ცერ­ტებ­ზე გა­მო­დი­ოდ­ნენ.

ისი­ნი არ­სე­ბულ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ოპო­ზი­ცი­ა­ში ედგნენ, შემ­ჩნე­უ­ლე­ბი იყ­ვნენ მთავ­რო­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო აქ­ცი­ებ­ში, მი­ტინ­გებ­სა თუ გა­მოს­ვლებ­ში. ღიად უპი­რის­პირ­დე­ბოდ­ნენ მმარ­თველ ძა­ლას. რამ­დე­ნი­მე თვის წინ აი, რას ამ­ბობ­და ჯგუფ "ფორ­ტეს" წევ­რი მომ­ღე­რა­ლი ზურა მან­ჯა­ვი­ძე:

- ახლა ჩემი მიწ­ვე­ვა ამა თუ იმ კონ­ცერტსა თუ წვე­უ­ლე­ბა­ზე არა­ვის აღარ ეში­ნია. მად­ლო­ბა მინ­და, გა­და­ვუ­ხა­დო იმ ადა­მი­ა­ნებს, ვინც იმ პე­რი­ოდ­ში, როცა ჩვე­ნი ჯგუ­ფი ("ფორ­ტე") აკ­რძა­ლუ­ლი იყო, გამ­ბე­და­ო­ბა ჰყოფ­ნი­და და მომ­ღერ­ლად თუ წამ­ყვა­ნად მა­ინც მიწ­ვევ­და. ისე, ბევ­რი და­ნიშ­ნუ­ლი კონ­ცერ­ტი და სა­ღა­მო გა­უქ­მე­ბუ­ლა იმ მი­ზე­ზით, რომ სი­ა­ში მა­ვანს მე ვუ­ნა­ხი­ვარ... ერთხე­ლაც, რო­დე­საც სე­რი­ო­ზუ­ლი კრი­ზი­სი გვქონ­და, შე­ვიკ­რი­ბეთ და გო­გო­ებს ვუ­თხა­რი, - მე წა­ვალ ან­სამ­ბლი­დან, ხომ ხე­დავთ, თქვენც გა­სა­ქა­ნი აღარ გაქვთ-მეთ­ქი. სა­ში­ნელ დღე­ში ჩა­მაგ­დეს, - ეგ რამ გათ­ქმე­ვი­ნაო? ბევრ მა­მა­კაცს შე­შურ­დე­ბა იმ ვაჟ­კა­ცო­ბის და იმ ღირ­სე­უ­ლი საქ­ცი­ე­ლის, რაც მათ გა­მო­ავ­ლი­ნეს...

სოსო მან­ჯა­ვი­ძე, ზუ­რას ძმა, "წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის მოძ­რა­ო­ბის" ლი­დე­რი:

- ან­სამ­ბლი "ფორ­ტე" ჩემს თვალ­წინ ჩა­მო­ყა­ლიბ­და. მისი წევ­რე­ბის სა­ო­ცა­რი მე­გობ­რო­ბა, ერ­თსუ­ლოვ­ნე­ბა და­სა­ფა­სე­ბე­ლია. ხოლო ის 9 წელი, როცა ჯგუფს კონ­ცერ­ტებ­ზე არ იწ­ვევ­დნენ, მათი ურ­თი­ერ­თო­ბის გა­მოც­და იყო, რა­საც ღირ­სე­უ­ლად გა­უძ­ლეს. იყო მცდე­ლო­ბა, რომ ისი­ნი გა­ეხ­ლი­ჩათ, მაგ­რამ ამ ადა­მი­ა­ნებ­მა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი გმი­რო­ბის ტოლ­ფა­სი საქ­ცი­ე­ლი გა­მო­ავ­ლი­ნეს. ერ­თსუ­ლოვ­ნე­ბის, ერ­თად ყოფ­ნის მა­გა­ლი­თი აჩ­ვე­ნეს.

ის, რაც ზურა მან­ჯა­ვი­ძემ და მის­მა მე­გობ­რებ­მა გა­და­ი­ტა­ნეს, მსგავ­სი მომ­ღე­რალ ნინა წკრი­ა­ლაშ­ვილს წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს ნამ­დვი­ლად არ გა­ნუც­დია. ყვე­ლა ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში სა­სურ­ვე­ლი სტუ­მა­რი იყო და მის გა­რე­შე არც ერთი კონ­ცერ­ტი, ელი­ტუ­რი თავ­ყრი­ლო­ბა არ ჩა­ტა­რე­ბუ­ლა. მი­ზე­ზი მარ­ტი­ვია, - ნინა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მო­ძა­რო­ბის" გუ­ლან­თე­ბუ­ლი მხარ­დამ­ჭე­რი იყო, ამას­თან, კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრო­მე­ლიც.

დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში სხვა ხე­ლი­სუფ­ლე­ბაა, რო­გორც იტყვი­ან, სხვა სიო ქრის, ნინა წკრი­ა­ლაშ­ვი­ლი კი იმის გამო, რომ წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გულ­შე­მატ­კი­ვა­რი გახ­ლდათ, არა­ვის, არ­სად, არც ერთ ტე­ლე­ვი­ზი­ა­სა თუ პრო­ექ­ტში არ აუკ­რძა­ლავს. დიახ, ის "იმე­დის" შოუს "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის" კონ­კურ­სან­ტია. ამას­თან, აღ­ნიშ­ნულ შო­უ­ში სხვაც ბევ­რია ისე­თი, ვი­საც წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კა მოს­წონ­და...

ასე­ვე "იმედ­ზე" გა­დის პრო­ექ­ტი - "ახა­ლი ხმა", რო­მე­ლის მწვრთნე­ლე­ბიც ძი­რი­თა­დად წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხარ­დამ­ჭე­რი მუ­სი­კო­სე­ბი არი­ან...

მოკ­ლედ, "ნა­ცი­ო­ნა­ლებს" ასე­თი სა­ტე­ლე­ვი­ზიო პო­ლი­ტი­კა ჰქონ­დათ. დღეს ასე მკაც­რად "იმედ­ში" სა­კითხს ჯერ არა­ვინ უდ­გე­ბა, ფაქ­ტი სა­ხე­ზეა... "ამ­ბე­ბი.გე" ნინა წკრი­ა­ლაშ­ვილს და­უ­კავ­შირ­და.

- ახლა მასე თუ წა­ვი­და საქ­მე, მომ­ღერ­ლე­ბის 99% წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის კონ­ცერ­ტებ­ზე გა­მო­დი­ო­და და მხარს უჭერ­და მათ პო­ლი­ტი­კას...…ის 99% რომ არა, მა­შინ პრო­ექ­ტებ­ში ვინ უნდა აცეკ­ვონ და ამ­ღე­რონ?

- რო­გორ გგო­ნია, ბოლო 9 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში რა­ტომ იყ­ვნენ "შავ სი­ა­ში" შეყ­ვა­ნი­ლი ისე­თი მომ­ღერ­ლე­ბი, რო­გო­რე­ბიც არი­ან: ნატო მე­ტო­ნი­ძე და ზურა მან­ჯა­ვი­ძე?

- რო­გორ შე­იძ­ლე­ბა? ნა­ტოს­ნა­ირ მომ­ღერ­ლებს ქვეყ­ნე­ბი ეძე­ბენ და ფუ­ფუ­ნე­ბა­ში ჰყავთ. ეს არა­ჯან­სა­ღი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაა. არც ვი­ნეს დაბ­ლოკ­ვაა კარ­გი და არც ვი­ღა­ცის გა­ფე­ტი­შე­ბა. არ შე­იძ­ლე­ბა! სა­ერ­თოდ, მინ­და, ისეთ ქვე­ყა­ნა­ში ვი­ცხოვ­რო, სა­დაც არა­ვინ, არა­ვის არც ერთი ნიშ­ნით არ გა­მო­არ­ჩევს.

- შენ წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მომ­ხრე იყა­ვი და ყველ­გან გზა ხსნი­ლი გქონ­და...

- დიახ, მათი მომ­ხრე ვი­ყა­ვი, რად­გა­ნაც ძა­ლი­ან მოკ­ლე დრო­ში ბევ­რი რამ გა­ა­კე­თეს, - ქვე­ყა­ნა ქვე­ყა­ნას და­ამ­სგავ­სეს, შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო, ამ ყვე­ლაფ­რის მი­მართ გულ­გრი­ლი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. ისი­ნი ფაქ­ტებს დებ­დნენ, ყვე­ლა­ფე­რი ვი­ზუ­ა­ლუ­რა­დაც ჩან­და. გარ­შე­მო იმ­დე­ნი რამ შენ­დე­ბო­და, ლა­მაზ­დე­ბო­და. ეს ვის და რა­ტომ არ უნდა მო­ე­წო­ნოს?! პირ­ვე­ლი, რაც იყო, კა­ნო­ნის მორ­ჩი­ლე­ბი გაგ­ვხა­დეს...

მაგ­რამ ბოლო ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­ფე­რი გა­კე­თე­ბუ­ლა. იმე­დი მაქვს, რომ რა­ღა­ცე­ბი და­ლაგ­დე­ბა და ცხოვ­რე­ბა ჩვე­ულ რიტ­მში გაგ­რძელ­დე­ბა. ღმერ­თმა ქნას, რომ ამათ მეტი შეძ­ლონ, მაგ­რამ ერთი წელი გა­ვი­და და და ვი­მე­ო­რებ, არა­ფე­რი გა­კე­თე­ბუ­ლა.

ყვე­ლა­ზე მა­ტად ის მა­წუ­ხებს, რომ 15 წლის შვი­ლი მყავს და არ მინ­და, იმა­ზე ვნერ­ვი­უ­ლობ­დე, სახ­ლი­დან რომ გა­დის... მგო­ნი, კრი­მი­ნა­ლის რი­ცხვმაც მო­ი­მა­ტა. არა­ვინ მძულს და არა­ვის­ზე არ ვგიჟ­დე­ბი. ვინც ჩემი ქვეყ­ნის­თვის კარ­გს საქ­მეს გა­ა­კე­თებს და რაც მალე ვი­ცხოვ­რებ ევ­რო­პულ ქვე­ყა­ნა­ში, ის მინ­და.

დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ამათ ენ­დო­მე­ბათ, რომ ხალ­ხი მა­სობ­რი­ვად და­ა­საქ­მონ, იყოს ბევ­რი სა­მუ­შაო ად­გი­ლი, რომ ადა­მი­ა­ნებ­მა გა­ი­ღი­მონ, და­ბოღ­მი­ლებ­მა არ ია­რონ და ერ­თმა­ნე­თი არ გა­ლან­ძღონ... მა­თიც მეს­მის, როცა ფული არ მაქვს, მეც ცუდ ხა­სი­ათ­ზე ვარ. მინ­და, რომ ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ამ პრობ­ლე­მას სე­რი­ო­ზუ­ლად მი­ხე­დოს.

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

მუსიკოსების "შავ სიაში" შეყვანა და დაბლოკვა დასრულდა (?)

მუსიკოსების "შავ სიაში" შეყვანა და დაბლოკვა დასრულდა (?)

წინა ხელისუფლების პირობებში იყვნენ შემოქმედები, მსახიობები, მომღერლები, რომლებსაც ამა თუ იმ ტელევიზიაში ბლოკავდნენ. აკრძალული იყო მათი ეთერში მიწვევა, არც მასობრივ, სადღესასწაულო კონცერტებზე გამოდიოდნენ.

ისინი არსებულ ხელისუფლებას ოპოზიციაში ედგნენ, შემჩნეულები იყვნენ მთავრობის საწინააღმდეგო აქციებში, მიტინგებსა თუ გამოსვლებში. ღიად უპირისპირდებოდნენ მმართველ ძალას. რამდენიმე თვის წინ აი, რას ამბობდა ჯგუფ "ფორტეს" წევრი მომღერალი ზურა მანჯავიძე:

- ახლა ჩემი მიწვევა ამა თუ იმ კონცერტსა თუ წვეულებაზე არავის აღარ ეშინია. მადლობა მინდა, გადავუხადო იმ ადამიანებს, ვინც იმ პერიოდში, როცა ჩვენი ჯგუფი ("ფორტე") აკრძალული იყო, გამბედაობა ჰყოფნიდა და მომღერლად თუ წამყვანად მაინც მიწვევდა. ისე, ბევრი დანიშნული კონცერტი და საღამო გაუქმებულა იმ მიზეზით, რომ სიაში მავანს მე ვუნახივარ... ერთხელაც, როდესაც სერიოზული კრიზისი გვქონდა, შევიკრიბეთ და გოგოებს ვუთხარი, - მე წავალ ანსამბლიდან, ხომ ხედავთ, თქვენც გასაქანი აღარ გაქვთ-მეთქი. საშინელ დღეში ჩამაგდეს, - ეგ რამ გათქმევინაო? ბევრ მამაკაცს შეშურდება იმ ვაჟკაცობის და იმ ღირსეული საქციელის, რაც მათ გამოავლინეს...

სოსო მანჯავიძე, ზურას ძმა, "წინააღმდეგობის მოძრაობის" ლიდერი:

- ანსამბლი "ფორტე" ჩემს თვალწინ ჩამოყალიბდა. მისი წევრების საოცარი მეგობრობა, ერთსულოვნება დასაფასებელია. ხოლო ის 9 წელი, როცა ჯგუფს კონცერტებზე არ იწვევდნენ, მათი ურთიერთობის გამოცდა იყო, რასაც ღირსეულად გაუძლეს. იყო მცდელობა, რომ ისინი გაეხლიჩათ, მაგრამ ამ ადამიანებმა წარმოუდგენელი გმირობის ტოლფასი საქციელი გამოავლინეს. ერთსულოვნების, ერთად ყოფნის მაგალითი აჩვენეს.

ის, რაც ზურა მანჯავიძემ და მისმა მეგობრებმა გადაიტანეს, მსგავსი მომღერალ ნინა წკრიალაშვილს წინა ხელისუფლების დროს ნამდვილად არ განუცდია. ყველა ტელევიზიაში სასურველი სტუმარი იყო და მის გარეშე არც ერთი კონცერტი, ელიტური თავყრილობა არ ჩატარებულა. მიზეზი მარტივია, - ნინა "ნაციონალური მოძარობის" გულანთებული მხარდამჭერი იყო, ამასთან, კულტურის სამინისტროს თანამშრომელიც.

დღეს საქართველოში სხვა ხელისუფლებაა, როგორც იტყვიან, სხვა სიო ქრის, ნინა წკრიალაშვილი კი იმის გამო, რომ წინა ხელისუფლების გულშემატკივარი გახლდათ, არავის, არსად, არც ერთ ტელევიზიასა თუ პროექტში არ აუკრძალავს. დიახ, ის "იმედის" შოუს "ცეკვავენ ვარსკვლავების" კონკურსანტია. ამასთან, აღნიშნულ შოუში სხვაც ბევრია ისეთი, ვისაც წინა ხელისუფლების პოლიტიკა მოსწონდა...

ასევე "იმედზე" გადის პროექტი - "ახალი ხმა", რომელის მწვრთნელებიც ძირითადად წინა ხელისუფლების მხარდამჭერი მუსიკოსები არიან...

მოკლედ, "ნაციონალებს" ასეთი სატელევიზიო პოლიტიკა ჰქონდათ. დღეს ასე მკაცრად "იმედში" საკითხს ჯერ არავინ უდგება, ფაქტი სახეზეა... "ამბები.გე" ნინა წკრიალაშვილს დაუკავშირდა.

- ახლა მასე თუ წავიდა საქმე, მომღერლების 99% წინა ხელისუფლების კონცერტებზე გამოდიოდა და მხარს უჭერდა მათ პოლიტიკას...…ის 99% რომ არა, მაშინ პროექტებში ვინ უნდა აცეკვონ და ამღერონ?

- როგორ გგონია, ბოლო 9 წლის განმავლობაში რატომ იყვნენ "შავ სიაში" შეყვანილი ისეთი მომღერლები, როგორებიც არიან: ნატო მეტონიძე და ზურა მანჯავიძე?

- როგორ შეიძლება? ნატოსნაირ მომღერლებს ქვეყნები ეძებენ და ფუფუნებაში ჰყავთ. ეს არაჯანსაღი დამოკიდებულებაა. არც ვინეს დაბლოკვაა კარგი და არც ვიღაცის გაფეტიშება. არ შეიძლება! საერთოდ, მინდა, ისეთ ქვეყანაში ვიცხოვრო, სადაც არავინ, არავის არც ერთი ნიშნით არ გამოარჩევს.

- შენ წინა ხელისუფლების მომხრე იყავი და ყველგან გზა ხსნილი გქონდა...

- დიახ, მათი მომხრე ვიყავი, რადგანაც ძალიან მოკლე დროში ბევრი რამ გააკეთეს, - ქვეყანა ქვეყანას დაამსგავსეს, შეუძლებელი იყო, ამ ყველაფრის მიმართ გულგრილი ვყოფილიყავი. ისინი ფაქტებს დებდნენ, ყველაფერი ვიზუალურადაც ჩანდა. გარშემო იმდენი რამ შენდებოდა, ლამაზდებოდა. ეს ვის და რატომ არ უნდა მოეწონოს?! პირველი, რაც იყო, კანონის მორჩილები გაგვხადეს...

მაგრამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში არაფერი გაკეთებულა. იმედი მაქვს, რომ რაღაცები დალაგდება და ცხოვრება ჩვეულ რიტმში გაგრძელდება. ღმერთმა ქნას, რომ ამათ მეტი შეძლონ, მაგრამ ერთი წელი გავიდა და და ვიმეორებ, არაფერი გაკეთებულა.

ყველაზე მატად ის მაწუხებს, რომ 15 წლის შვილი მყავს და არ მინდა, იმაზე ვნერვიულობდე, სახლიდან რომ გადის... მგონი, კრიმინალის რიცხვმაც მოიმატა. არავინ მძულს და არავისზე არ ვგიჟდები. ვინც ჩემი ქვეყნისთვის კარგს საქმეს გააკეთებს და რაც მალე ვიცხოვრებ ევროპულ ქვეყანაში, ის მინდა.

დარწმუნებული ვარ, ამათ ენდომებათ, რომ ხალხი მასობრივად დაასაქმონ, იყოს ბევრი სამუშაო ადგილი, რომ ადამიანებმა გაიღიმონ, დაბოღმილებმა არ იარონ და ერთმანეთი არ გალანძღონ... მათიც მესმის, როცა ფული არ მაქვს, მეც ცუდ ხასიათზე ვარ. მინდა, რომ ამ ხელისუფლებამ ამ პრობლემას სერიოზულად მიხედოს.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება