სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მეგრული ენის გადასარჩენად სამეგრელოსთვის პოლიტიკური სტატუსის მინიჭებას ითხოვენ
მეგრული ენის გადასარჩენად სამეგრელოსთვის პოლიტიკური სტატუსის მინიჭებას ითხოვენ

მეგ­რუ­ლი ენის მი­ვი­წყე­ბის­გან დაც­ვა და სა­მეგ­რე­ლოს რე­გი­ო­ნის ავ­ტო­ნო­მი­ურ რეს­პუბ­ლი­კად გან­ხილ­ვა იყო ზუგ­დიდ­ში გა­მარ­თუ­ლი შეხ­ვედ­რის თემა, სა­დაც ქარ­თუ­ლის პა­რა­რე­ლუ­ლად სა­უბ­რე­ბი მეგ­რულ ენა­ზეც წა­რი­მარ­თა. შეხ­ვედ­რის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის­თვის, ოთხ ძი­რე­ულ შე­კი­თხვა­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მა იყო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი: არის თუ არა მეგ­რუ­ლი ენა? თუ არის, მა­შინ, ის ეროვ­ნუ­ლი სიმ­დიდ­რეა თუ არა? ემუქ­რე­ბა თუ არა გა­და­შე­ნე­ბის საფრ­თხე? რა ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი უნდა გან­ხორ­ცი­ელ­დეს ამ სა­შიშ­რო­ე­ბის თა­ვი­დან ასა­რი­დებ­ლად?

"ვფიქ­რობ, მეგ­რუ­ლი ენა თით­ქმის გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი და აგო­ნი­ა­შია. ჩვენ ახალ პრე­ზი­დენტს ვთხოვთ, ყუ­რად იღოს ეს სა­კი­თხი, რად­გან მეგ­რუ­ლი ენის სიკ­ვდი­ლით ქარ­თუ­ლი ენის კვდო­მის პრო­ცე­სიც და­ი­წყე­ბა", - გან­მარ­ტა შე­მოქ­მედ­თა რე­გი­ო­ნუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა "აიას" თავ­მჯდო­მა­რე ედემ იზო­რი­ამ.

გა­ნათ­ლე­ბის ცენ­ტრის "კოლ­ხი­დას" წარ­მო­მად­გე­ნე­ლის იური ღვინ­ჯი­ლი­ას გან­ცხა­დე­ბით, მთავ­რო­ბი­სა და პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ა­თა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაც მოწ­მობს, რომ მეგ­რე­ლე­ბის ასი­მი­ლა­ცი­ის პო­ლი­ტი­კა გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლად ხორ­ცი­ელ­დე­ბა. "სა­ქარ­თვე­ლომ ევ­რო­საბ­ჭო­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბი­სას აიღო ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, ხელი მო­ე­წე­რა ევ­რო­პის რე­გი­ო­ნუ­ლი ენე­ბის ქარ­ტი­ას, რაც გაქ­რო­ბის პი­რას მყო­ფი ენე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას და გან­ვი­თა­რე­ბას ისა­ხავ­და მიზ­ნად. მე­ექ­ვსე შეხ­ვედ­რას ვმარ­თავთ და არც ერთხელ არ დაგ­ვსწრე­ბი­ან ხე­ლი­სუფ­ლე­ბის, სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის, სხვა­დას­ხვა პარ­ტი­ა­თა წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. ენის თვითმყო­ფა­დო­ბის გა­და­სარ­ჩე­ნად გა­მო­სა­ვა­ლი სა­მეგ­რე­ლოს­თვის პო­ლი­ტი­კუ­რი სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბაა", - გა­ნა­ცხა­და იური ღვინ­ჯი­ლი­ამ.

შეხ­ვედ­რის მო­ნა­წი­ლე­თა თქმით, დღეს საფრ­თხე არა მხო­ლოდ მეგ­რულს, არა­მედ სა­ხელ­მწი­ფო ქარ­თულ ენა­საც ემუქ­რე­ბა, რომ­ლის უცხო ენე­ბით ჩა­ნაც­ვლე­ბის პრო­პა­გან­დაც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან აქ­ტი­უ­რად ხორ­ცი­ელ­დე­ბა. "უკვე სახ­ლებ­შიც აღარ სა­უბ­რო­ბენ მეგ­რუ­ლად, ბავ­შვებს ქარ­თულს ას­წავ­ლი­ან. ეს არის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა? და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა კი არა, და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაა ვი­ღა­ცა­ზე. ჩვენ თავს ვი­ტყუ­ებთ. საქ­მე ისე წა­ვი­და, მეგ­რელს რცხვე­ნია უკვე მეგ­რუ­ლად სა­უბ­რის. ვინ შექ­მნა ეს პი­რო­ბე­ბი? სა­ჭი­როა ის­წავ­ლე­ბო­დეს მეგ­რუ­ლი, ტე­ლე­ვი­ზი­ა­სა თუ რა­დი­ო­ში იყოს გა­და­ცე­მე­ბი ამ ენა­ზე", - აღ­ნიშ­ნა შეხ­ვედ­რის მო­ნა­წი­ლემ, კონ­სტან­ტი­ნე შე­რო­ზი­ამ.

შეხ­ვედ­რა მეგ­რუ­ლი ხალ­ხუ­რი სიმ­ღე­რე­ბის პო­პუ­რით დას­რულ­და.

იხი­ლეთ ვი­დეო

livepress.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

მეგრული ენის გადასარჩენად სამეგრელოსთვის პოლიტიკური სტატუსის მინიჭებას ითხოვენ

მეგრული ენის გადასარჩენად სამეგრელოსთვის პოლიტიკური სტატუსის მინიჭებას ითხოვენ

მეგრული ენის მივიწყებისგან დაცვა და სამეგრელოს რეგიონის ავტონომიურ რესპუბლიკად განხილვა იყო ზუგდიდში გამართული შეხვედრის თემა, სადაც ქართულის პარარელულად საუბრები მეგრულ ენაზეც წარიმართა. შეხვედრის მონაწილეებისთვის, ოთხ ძირეულ შეკითხვაზე პასუხის გაცემა იყო მნიშვნელოვანი: არის თუ არა მეგრული ენა? თუ არის, მაშინ, ის ეროვნული სიმდიდრეა თუ არა? ემუქრება თუ არა გადაშენების საფრთხე? რა ღონისძიებები უნდა განხორციელდეს ამ საშიშროების თავიდან ასარიდებლად?

"ვფიქრობ, მეგრული ენა თითქმის განადგურებული და აგონიაშია. ჩვენ ახალ პრეზიდენტს ვთხოვთ, ყურად იღოს ეს საკითხი, რადგან მეგრული ენის სიკვდილით ქართული ენის კვდომის პროცესიც დაიწყება", - განმარტა შემოქმედთა რეგიონული საზოგადოება "აიას" თავმჯდომარე ედემ იზორიამ.

განათლების ცენტრის "კოლხიდას" წარმომადგენელის იური ღვინჯილიას განცხადებით, მთავრობისა და პოლიტიკურ პარტიათა დამოკიდებულებაც მოწმობს, რომ მეგრელების ასიმილაციის პოლიტიკა გაცნობიერებულად ხორციელდება. "საქართველომ ევროსაბჭოში გაწევრიანებისას აიღო ვალდებულება, ხელი მოეწერა ევროპის რეგიონული ენების ქარტიას, რაც გაქრობის პირას მყოფი ენების შენარჩუნებას და განვითარებას ისახავდა მიზნად. მეექვსე შეხვედრას ვმართავთ და არც ერთხელ არ დაგვსწრებიან ხელისუფლების, სახალხო დამცველის, სხვადასხვა პარტიათა წარმომადგენლები. ენის თვითმყოფადობის გადასარჩენად გამოსავალი სამეგრელოსთვის პოლიტიკური სტატუსის მინიჭებაა", - განაცხადა იური ღვინჯილიამ.

შეხვედრის მონაწილეთა თქმით, დღეს საფრთხე არა მხოლოდ მეგრულს, არამედ სახელმწიფო ქართულ ენასაც ემუქრება, რომლის უცხო ენებით ჩანაცვლების პროპაგანდაც ხელისუფლების მხრიდან აქტიურად ხორციელდება. "უკვე სახლებშიც აღარ საუბრობენ მეგრულად, ბავშვებს ქართულს ასწავლიან. ეს არის დამოუკიდებლობა? დამოუკიდებლობა კი არა, დამოკიდებულებაა ვიღაცაზე. ჩვენ თავს ვიტყუებთ. საქმე ისე წავიდა, მეგრელს რცხვენია უკვე მეგრულად საუბრის. ვინ შექმნა ეს პირობები? საჭიროა ისწავლებოდეს მეგრული, ტელევიზიასა თუ რადიოში იყოს გადაცემები ამ ენაზე", - აღნიშნა შეხვედრის მონაწილემ, კონსტანტინე შეროზიამ.

შეხვედრა მეგრული ხალხური სიმღერების პოპურით დასრულდა.

იხილეთ ვიდეო

livepress.ge

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა