პოლიტიკა
საზოგადოება

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დაჩი გრძელიშვილი - ამ არაჩვეულებრივი ბავშვების შემხედვარე, ვთვლი, რომ არ შეიძლება ლევან ვასაძის ისე გაშარჟება, როგორც Facebook-ში ხდება
დაჩი გრძელიშვილი - ამ არაჩვეულებრივი ბავშვების შემხედვარე, ვთვლი, რომ არ შეიძლება ლევან ვასაძის ისე გაშარჟება, როგორც Facebook-ში ხდება

ჟურ­ნა­ლის­ტი დაჩი გრძე­ლიშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუ­ქის" სა­კუ­თარ გვერ­დზე თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ქარ­თვე­ლო­ში რა­ინ­დის ტი­ტუ­ლის მი­ნი­ჭე­ბას აპ­რო­ტეს­ტებს, თუმ­ცა მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, გა­უ­მარ­თლებ­ლად მი­იჩ­ნევს სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ამ ფაქ­ტის გამო ბიზ­ნეს­მენ ლე­ვან ვა­სა­ძის გა­შარ­ჟე­ბას. შე­გახ­სე­ნებთ, ცოტა ხნის წინ ლე­ვან ვა­სა­ძეს სა­ქარ­თვე­ლოს სა­მე­ფო ოჯახ­მა რა­ინ­დის წო­დე­ბა მი­ა­ნი­ჭა.

"ვინ­მე ნუგ­ზა­რის­გან რა­ინ­დო­ბის ტი­ტუ­ლე­ბის და­რი­გე­ბა ჩემ­თვი­საც ღი­მი­ლის­მომ­გვრე­ლია. ჩვენ არ ვართ ქვე­ყა­ნა, სა­დაც რა­ინ­დო­ბის იდენ­ტი­ფი­კა­ცია მე­ტალ­ზე ან ქა­ღალ­დზე და­ბეჭდ­ვის შე­დე­გად ხდე­ბა, რად­გან ბრი­ტა­ნე­თის ან საფ­რან­გე­თის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ჩვენ­თან სა­ა­მი­სო ბი­უ­როკ­რა­ტი­ის (კარ­გი გა­გე­ბით) სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი ტრა­დი­ცია არ არ­სე­ბობს. რა­ინ­დე­ბი გვყავს, რო­გორ არ გვყავს - გი­ორ­გი მაზ­ნი­აშ­ვი­ლი, ექ­ვთი­მე თა­ყა­იშ­ვი­ლი, გრი­გოლ ფე­რა­ძე, იო­სებ ჟორ­და­ნია, რო­მე­ლი ერთი ჩა­მოვ­თვა­ლო... ჩვე­ნე­უ­ლი, ქარ­თუ­ლი შე­ფა­სე­ბის თა­მა­სა მი­უწ­ვდომ­ლად მა­ღა­ლია სა­ი­მი­სოდ, რომ ვინ­მე ნუგ­ზარ­მა (თუნ­დაც ცნო­ბი­ლი გვა­რის შვილ­მა და კარ­გმა ადა­მი­ან­მა - მე მას არ ვიც­ნობ) რა­ინ­დო­ბა ასე, ხმლის პირ­ზე და­ი­წყოს და ჩვენს თა­ნა­მედ­რო­ვე, თუნ­დაც კარგ ადა­მი­ა­ნე­ბის მხრებ­ზე ჩა­მო­ა­რი­გოს. მაგ­რამ კა­ცია და გუ­ნე­ბა - მერე რა, თუ ვინ­მეს სურს ამ­გვა­რად მი­ნი­ჭე­ბუ­ლი რა­ინ­დო­ბის ტი­ტუ­ლით ია­როს და ია­მა­ყოს? მას ხომ არა­ვის უფ­ლე­ბა არ შე­უ­ლა­ხავს და ჯერ­ჯე­რო­ბით არც არა­ვის­თვის და­უ­ძა­ლე­ბია რამე. მე­ფო­ბა და მსგავ­სი ყუ­რით მოთ­რე­უ­ლი ჩიტ-ბა­ტო­ნო­ბა ჩემ­თვის კა­ტე­გო­რი­უ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლია. მაგ­რამ ამა­ვე დროს, აი, ამ არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი - ცელ­ქი, ნი­ჭი­ე­რი, კე­თი­ლი ბავ­შვე­ბის შემ­ხედ­ვა­რე, ვთვლი რომ არ შე­იძ­ლე­ბა ამ კა­ცის ისე გა­შარ­ჟე­ბა და გატ­რი­ზა­ვე­ბა, რო­გორც ჩვენს სა­პირ­წიგ­ნა­კეთ­ში ხდე­ბა. მის შვი­ლებს მამა ეა­მა­ყე­ბათ და ეღ­მერ­თე­ბათ... და არ თქვათ, რა იცი რომ ეა­მა­ყე­ბათ, ან ცელ­ქე­ბი და ნი­ჭი­ე­რე­ბი რომ არი­ა­ნო - ყვე­ლა ბავ­შვი ცელ­ქია და ნი­ჭი­ე­რი. მა­მაც ყვე­ლას ეა­მა­ყე­ბა და ეღ­მერ­თე­ბა", - წერს დაჩი გრძე­ლიშ­ვი­ლი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ თა­ვად ჟურ­ნა­ლის­ტი მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი მა­მაა, ისე­ვე რო­გორც, ლე­ვან ვა­სა­ძე, რო­მელ­საც 7 შვი­ლი ჰყავს.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­მე­ფო ოჯახ­მა ლე­ვან ვა­სა­ძეს რა­ინ­დის წო­დე­ბა ცოტა ხნის წინ მი­ა­ნი­ჭა. ამის შე­სა­ხებ Georgian Royal House-ის Facebook გვერ­დზე გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია.

"2013 წლის 31 ოქ­ტომ­ბერს, და­რე­ჯა­ნის სა­სახ­ლე­ში, სა­ქარ­თვე­ლოს სა­მე­ფო სახ­ლის მე­თა­ურ­მა, მის­მა სა­მე­ფო უმაღ­ლე­სო­ბამ, ბა­ტო­ნიშ­ვილ­მა ნუგ­ზარ­მა ქველ­მოქ­მედ ლე­ვან ვა­სა­ძეს მი­ა­ნი­ჭა სა­ქარ­თვე­ლოს სა­მე­ფოს გვირ­გვი­ნის დი­ნას­ტი­უ­რი ორ­დე­ნის დიდი ჯვრის რა­ინ­დის წო­დე­ბა. ცე­რე­მო­ნი­ალს ეს­წრე­ბო­და ბა­ტო­ნიშ­ვი­ლი ანა, სა­მე­ფო ოჯა­ხის წევ­რე­ბი, კან­ცლე­რი კახა ქო­რი­ძე და ორ­დე­ნის კა­ვალ­რე­ბი დამ­სწრე სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ერ­თად", - აღ­ნიშ­ნუ­ლი იყო სა­ქარ­თვე­ლოს სა­მე­ფო სახ­ლის Facebook-გვერ­დზე.

იხი­ლეთ ასე­ვე: სა­ქარ­თვე­ლოს სა­მე­ფო ოჯახ­მა ლე­ვან ვა­სა­ძეს რა­ინ­დის წო­დე­ბა მი­ა­ნი­ჭა (+ფო­ტო­რე­პორ­ტა­ჟი)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

დაჩი გრძელიშვილი - ამ არაჩვეულებრივი ბავშვების შემხედვარე, ვთვლი, რომ არ შეიძლება ლევან ვასაძის ისე გაშარჟება, როგორც Facebook-ში ხდება

დაჩი გრძელიშვილი - ამ არაჩვეულებრივი ბავშვების შემხედვარე, ვთვლი, რომ არ შეიძლება ლევან ვასაძის ისე გაშარჟება, როგორც Facebook-ში ხდება

ჟურნალისტი დაჩი გრძელიშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე თანამედროვე საქართველოში რაინდის ტიტულის მინიჭებას აპროტესტებს, თუმცა მიუხედავად ამისა, გაუმართლებლად მიიჩნევს სოციალურ ქსელებში ამ ფაქტის გამო ბიზნესმენ ლევან ვასაძის გაშარჟებას. შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ ლევან ვასაძეს საქართველოს სამეფო ოჯახმა რაინდის წოდება მიანიჭა.

"ვინმე ნუგზარისგან რაინდობის ტიტულების დარიგება ჩემთვისაც ღიმილისმომგვრელია. ჩვენ არ ვართ ქვეყანა, სადაც რაინდობის იდენტიფიკაცია მეტალზე ან ქაღალდზე დაბეჭდვის შედეგად ხდება, რადგან ბრიტანეთის ან საფრანგეთისგან განსხვავებით, ჩვენთან საამისო ბიუროკრატიის (კარგი გაგებით) საუკუნოვანი ტრადიცია არ არსებობს. რაინდები გვყავს, როგორ არ გვყავს - გიორგი მაზნიაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, გრიგოლ ფერაძე, იოსებ ჟორდანია, რომელი ერთი ჩამოვთვალო... ჩვენეული, ქართული შეფასების თამასა მიუწვდომლად მაღალია საიმისოდ, რომ ვინმე ნუგზარმა (თუნდაც ცნობილი გვარის შვილმა და კარგმა ადამიანმა - მე მას არ ვიცნობ) რაინდობა ასე, ხმლის პირზე დაიწყოს და ჩვენს თანამედროვე, თუნდაც კარგ ადამიანების მხრებზე ჩამოარიგოს. მაგრამ კაცია და გუნება - მერე რა, თუ ვინმეს სურს ამგვარად მინიჭებული რაინდობის ტიტულით იაროს და იამაყოს? მას ხომ არავის უფლება არ შეულახავს და ჯერჯერობით არც არავისთვის დაუძალებია რამე. მეფობა და მსგავსი ყურით მოთრეული ჩიტ-ბატონობა ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია. მაგრამ ამავე დროს, აი, ამ არაჩვეულებრივი - ცელქი, ნიჭიერი, კეთილი ბავშვების შემხედვარე, ვთვლი რომ არ შეიძლება ამ კაცის ისე გაშარჟება და გატრიზავება, როგორც ჩვენს საპირწიგნაკეთში ხდება. მის შვილებს მამა ეამაყებათ და ეღმერთებათ... და არ თქვათ, რა იცი რომ ეამაყებათ, ან ცელქები და ნიჭიერები რომ არიანო - ყველა ბავშვი ცელქია და ნიჭიერი. მამაც ყველას ეამაყება და ეღმერთება", - წერს დაჩი გრძელიშვილი.

აღსანიშნავია, რომ თავად ჟურნალისტი მრავალშვილიანი მამაა, ისევე როგორც, ლევან ვასაძე, რომელსაც 7 შვილი ჰყავს.

საქართველოს სამეფო ოჯახმა ლევან ვასაძეს რაინდის წოდება ცოტა ხნის წინ მიანიჭა. ამის შესახებ Georgian Royal House-ის Facebook გვერდზე გავრცელდა ინფორმაცია.

"2013 წლის 31 ოქტომბერს, დარეჯანის სასახლეში, საქართველოს სამეფო სახლის მეთაურმა, მისმა სამეფო უმაღლესობამ, ბატონიშვილმა ნუგზარმა ქველმოქმედ ლევან ვასაძეს მიანიჭა საქართველოს სამეფოს გვირგვინის დინასტიური ორდენის დიდი ჯვრის რაინდის წოდება. ცერემონიალს ესწრებოდა ბატონიშვილი ანა, სამეფო ოჯახის წევრები, კანცლერი კახა ქორიძე და ორდენის კავალრები დამსწრე საზოგადოებასთან ერთად", - აღნიშნული იყო საქართველოს სამეფო სახლის Facebook-გვერდზე.

იხილეთ ასევე: საქართველოს სამეფო ოჯახმა ლევან ვასაძეს რაინდის წოდება მიანიჭა (+ფოტორეპორტაჟი)

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს