ამ დღეებში გავრცელდა გავრცელდა ინფორმაცია, რომ უშიშროების ყოფილი მინისტრი - ვალერიან ხაბურძანია პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციაზე საპატიო ლოჟაში იმყოფებოდა... თუ რა სტატუსით დაესწრო იგი ინაუგურაციას, ამ საკითხმა საზოგადოებას ინტერესი გაუღვივა. ჩვენც გადავწყვიტეთ თვითონ აურზაურის ადრესატის, ვალერიან ხაბურძანიასათვის გვეკითხა ინაუგურაციაზე საპატიო ლოჟაში მისი ყოფნის მიზეზი.
- ბატონო ვალერი, გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ინაუგურაციაზე საპატიო ლოჟაში იმყოფებოდით...
- მეც მომივიდა ხმები, რომ ამაზე გაცხარებული ჭორაობა მიდის. უნდა გამოვტყდე, ინაუგურაციაზე რუსეთს წარმოვადგენდი და საპატიო ლოჟაშიც ამ სტატუსით ვიყავი. სხვებს ჩამოსვლის შეეშინდათ და მე გამომიშვეს, შენ მაინც მაგათიანი ხარო. ისე, წამოსვლისას სულ თითი ვუქნიე და ოკუპანტები ვეძახე. უნდა გენახათ, როგორ აიბუზნენ, გავაფრთხილე, სხვა დროს აღარ შეგეშველებით-მეთქი. ამ ჯერზე, ვალერიან თეიმურაზოვიჩ და მერე გავსწორდებითო. დაველოდოთ.:)
- თქვენ არ მალავთ, რომ რუსეთ-სქართველოს შორის მეგობრული ურთიერთობა გსურთ. რუსულ პოლიტიკურ წრეებში როგორ შეხვდნენ პრეზიდენტ მარგველაშვილის მიმართვას?
- რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობის განახლება მარტო ჩემი სურვილი კი არ არის, საქართველოსთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია... აქ პოზიტიურად აღიქვეს პრეზიდენტ მარგველაშვილის მიმართვა.