პოლიტიკა
მეცნიერება
სამართალი

7

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:02-ზე, მთვარე ქალწულში გადავა 17:43-ზე დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად; ნიშნობისა და ქორწინებისათვის. მოერიდეთ გულის გადაღლას, შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
საზოგადოება
მსოფლიო
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სასულიერო პირის წინააღმდეგ შეგროვილი ხელმოწერები სადავო ხდება
სასულიერო პირის წინააღმდეგ შეგროვილი ხელმოწერები სადავო ხდება

გო­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ვა­რი­ან­ში სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის დე­კა­ნოზ გრი­გო­ლის (გო­გი­ჩა­ძე) მი­წის ნაკ­ვე­თის ჩა­მორ­თმე­ვის და ფერ­მის დან­გრე­ვის მო­თხოვ­ნით შედ­გე­ნი­ლი სა­ჩი­ვა­რი სა­და­ვო ხდე­ბა. რამ­დე­ნი­მე ხელ­მომ­წე­რი აცხა­დებს, რომ გან­ცხა­დე­ბა­ზე ხელი, ში­ნა­არ­სის გაც­ნო­ბის გა­რე­შე მო­ა­წე­რი­ნეს. "როცა მო­მი­ტა­ნეს გან­ცხა­დე­ბა ხე­ლის მო­სა­წე­რად, ვი­ცო­დი, რომ ხელს სა­ძოვ­რე­ბის შე­სა­ხებ სა­ბუთს ვა­წერ­დი. ნამ­დვი­ლად არ მო­მი­წე­რია ხელი მა­მა­ოს წი­ნა­აღ­მდეგ. მა­გას რო­გორ გა­ვა­კე­თებ­დი", - ამ­ბობს სოფ­ლის მკვიდ­რი ას­მათ კო­პა­ძე.

სოფ­ლის ტე­რი­ტო­რი­უ­ლი ორ­გა­ნოს რწმუ­ნე­ბუ­ლის ვახ­ტანგ ბერ­კა­ცაშ­ვი­ლის თქმით, საქ­მე იქამ­დე მი­დის, რომ სა­და­ვო მიწა ჩა­მორ­თმე­უ­ლი იქ­ნე­ბა, ხოლო მას­ზე აშე­ნე­ბუ­ლი ფერ­მა და­ინ­გრე­ვა. "თუ ერთი ადა­მი­ა­ნი ამ­ბობს, რომ მან არ იცის ხელი რაზე მო­ა­წე­რა, ეს მისი პრობ­ლე­მაა. რო­დე­საც ხელს აწერ­და, არ უნდა ეკი­თხა, რაზე აწერ­და ხელს? წე­რილს მეც მო­ვა­წე­რე ხელი, რო­გორც ად­გი­ლობ­რივ­მა მცხოვ­რებ­მა და მი­მაჩ­ნია, რომ სა­სუ­ლი­ე­რო პირს მიწა უკა­ნო­ნოდ აქვს, სა­დაც ფერ­მა ასე­ვე უკა­ნო­ნოდ აა­შე­ნა", - ამ­ბობს ბერ­კა­ცაშ­ვი­ლი.

დე­კა­ნო­ზი გრი­გო­ლის (გო­გი­ჩა­ძე) გან­ცხა­დე­ბით, მის წი­ნა­აღ­მდეგ ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი მა­ღა­ლი იერ­არ­ქი­ის ად­გი­ლობ­რი­ვი სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის დახ­მა­რე­ბით მოქ­მე­დე­ბენ. "მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ პატ­რი­არ­ქმა, უწ­მინ­დეს­მა შეგ­ვა­რი­გა მე და გო­რის ეპის­კო­პო­სი მე­უ­ფე ან­დრია, მას შემ­დეგ კვლავ არ წყდე­ბა ჩემს წი­ნა­აღ­მდეგ თავ­დას­ხმე­ბი. არ არის გა­მო­ძი­ე­ბუ­ლი ჩემი ფერ­მის და სახ­ლის დაწ­ვის ფაქ­ტე­ბი. რე­გი­ო­ნის პო­ლი­ცია პო­ლი­ტი­ზი­რე­ბუ­ლია და ად­გი­ლობ­რი­ვი პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბის და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის გავ­ლე­ნით მოქ­მე­დებს", - ამ­ბობს დე­კა­ნო­ზი.

დე­კა­ნო­ზი იმედს ახა­ლი გუ­ბერ­ნა­ტორ­ზე ამ­ყა­რებს.

იხი­ლეთ ვრცლად

შიდა ქარ­თლის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საპროტესტო აქციებზე დაკავებული მომიტინგეების ოჯახის წევრები 8 აპრილს დაგეგმილი დემონსტრაციისთვის ემზადებიან

სასულიერო პირის წინააღმდეგ შეგროვილი ხელმოწერები სადავო ხდება

სასულიერო პირის წინააღმდეგ შეგროვილი ხელმოწერები სადავო ხდება

გორის რაიონის სოფელ ვარიანში სასულიერო პირის დეკანოზ გრიგოლის (გოგიჩაძე) მიწის ნაკვეთის ჩამორთმევის და ფერმის დანგრევის მოთხოვნით შედგენილი საჩივარი სადავო ხდება. რამდენიმე ხელმომწერი აცხადებს, რომ განცხადებაზე ხელი, შინაარსის გაცნობის გარეშე მოაწერინეს. "როცა მომიტანეს განცხადება ხელის მოსაწერად, ვიცოდი, რომ ხელს საძოვრების შესახებ საბუთს ვაწერდი. ნამდვილად არ მომიწერია ხელი მამაოს წინააღმდეგ. მაგას როგორ გავაკეთებდი", - ამბობს სოფლის მკვიდრი ასმათ კოპაძე.

სოფლის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის ვახტანგ ბერკაცაშვილის თქმით, საქმე იქამდე მიდის, რომ სადავო მიწა ჩამორთმეული იქნება, ხოლო მასზე აშენებული ფერმა დაინგრევა. "თუ ერთი ადამიანი ამბობს, რომ მან არ იცის ხელი რაზე მოაწერა, ეს მისი პრობლემაა. როდესაც ხელს აწერდა, არ უნდა ეკითხა, რაზე აწერდა ხელს? წერილს მეც მოვაწერე ხელი, როგორც ადგილობრივმა მცხოვრებმა და მიმაჩნია, რომ სასულიერო პირს მიწა უკანონოდ აქვს, სადაც ფერმა ასევე უკანონოდ ააშენა", - ამბობს ბერკაცაშვილი.

დეკანოზი გრიგოლის (გოგიჩაძე) განცხადებით, მის წინააღმდეგ ადგილობრივი ხელისუფლების მაღალჩინოსნები მაღალი იერარქიის ადგილობრივი სასულიერო პირების დახმარებით მოქმედებენ. "მიუხედავად იმისა, რომ პატრიარქმა, უწმინდესმა შეგვარიგა მე და გორის ეპისკოპოსი მეუფე ანდრია, მას შემდეგ კვლავ არ წყდება ჩემს წინააღმდეგ თავდასხმები. არ არის გამოძიებული ჩემი ფერმის და სახლის დაწვის ფაქტები. რეგიონის პოლიცია პოლიტიზირებულია და ადგილობრივი პარლამენტარების და ხელისუფლების წარმომადგენლების გავლენით მოქმედებს", - ამბობს დეკანოზი.

დეკანოზი იმედს ახალი გუბერნატორზე ამყარებს.

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა