საზოგადოება
Faceამბები
კონფლიქტები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
პოლიტიკა
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რა გახდა ეს გაუთავებელი ცოლების ჭვრეტა და გარჩევა" - "ფეისბუქში" კვლავ პირველ პირთა ცოლების ჩაცმულობას განიხილავენ
"რა გახდა ეს გაუთავებელი ცოლების ჭვრეტა და გარჩევა" - "ფეისბუქში" კვლავ პირველ პირთა ცოლების ჩაცმულობას განიხილავენ

პრე­ზი­დენ­ტის ინა­უ­გუ­რა­ცი­ა­ზე ჩი­ნოვ­ნიკ­თა მე­უღ­ლე­ე­ბის ჩაც­მუ­ლო­ბის გარ­შე­მო სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში მით­ქმა-მოთ­ქმა არ ცხრე­ბა. სა­გა­რეო საქ­მე­თა ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც თა­ვად არა­ერ­თხელ და­უ­სა­ხე­ლე­ბი­ათ ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე გე­მოვ­ნე­ბი­ან ქალ პო­ლი­ტი­კო­სად, მათ აკ­რი­ტი­კებს, ვის­თვი­საც პო­ლი­ტი­კოს­თა ცო­ლე­ბის ვი­ზუ­ალ­მა ბოლო დღე­ებ­ში ქვეყ­ნის­თვის გა­ცი­ლე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხე­ბი დაჩ­რდი­ლა.

"რა გახ­და ეს გა­უ­თა­ვე­ბე­ლი ცო­ლე­ბის ჭვრე­ტა და გარ­ჩე­ვა: ყვე­ლა კარ­გია და ყვე­ლა­ზე უფრო მომ­წონს მაკა ჩი­ჩუა და ალა­სა­ნი­ას ცოლი. თა­ვი­სუ­ფა­ლი ქცე­ვით ორი­ვე გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან და ამა­ვე დროს და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ნი­ჭით და პრო­ფე­სი­ე­ბით… მაგ­რამ დამ­თავ­რდეს აწი ეს თემა და უფრო სა­ჭირ­ბო­რო­ტო ქვეყ­ნის საქ­მე­ე­ბის გარ­ჩე­ვას და­ვუბ­რუნ­დეთ ! დროა!", - წერს ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი.

იგი­ვე მო­საზ­რე­ბას იზი­ა­რებს ჟურ­ნა­ლის­ტი ია ან­თა­ძე: "მეც მიკ­ვირს კა­ბებ­ზე ამ­დე­ნი ლა­პა­რა­კი. სხვა დროს არ მახ­სოვს".

თუმ­ცა რა­დი­ო­წამ­ყვა­ნი მე­რაბ მეტ­რე­ვე­ლი მი­იჩ­ნევს, რომ სა­ჯა­რო პი­რის ქო­ნე­ბა და შე­სა­ბა­მი­სად, რა თან­ხებს ხარ­ჯა­ვენ მათი ოჯა­ხის წევ­რე­ბი, სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­ხილ­ვის თემა უნდა იყოს.

"ყვე­ლას, ვინც აღ­შო­თე­ბუ­ლია, რო­გორ გა­ბე­დეს ადა­მი­ა­ნებ­მა და ღა­რი­ბაშ­ვი­ლის ცო­ლის კა­ბის ფა­სით და­ინ­ტერსდნე­ნო, მინ­და ერთი მარ­ტი­ვი რამ გან­ვუ­მარ­ტო: ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქეს აქვს უფ­ლე­ბა, იცო­დეს რე­ა­ლუ­რად რა ქო­ნე­ბის პატ­რო­ნია პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, რო­დე­საც თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მო­დის და რა ქო­ნე­ბის პატ­რო­ნი იქ­ნე­ბა, რო­დე­საც თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან წავა. ასე რომ ეს აბ­სო­ლუ­ტუ­რად ლე­გი­ტი­მუ­რი ინ­ტე­რე­სი იყო და ზედ­მეტ მო­რა­ლის­ტო­ბას შე­ეშ­ვით!

არა­ფე­რი უხერ­ხუ­ლი არ არის. თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებს სწო­რედ ქო­ნე­ბა უნდა და­ვუთ­ვა­ლოთ", - წერს მეტ­რე­ვე­ლი.

17 ნო­ემ­ბერს პრე­ზი­დენ­ტის ინა­უ­გუ­რა­ცია გა­ი­მარ­თა. ამ მნიშ­ვნე­ლო­ვან დღეს ყვე­ლა დე­ტა­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის გან­სჯის სა­გა­ნი გახ­და: რო­გო­რი სტი­ლის სა­მო­სი, მა­კი­ა­ჟი და ვარ­ცხნი­ლო­ბა შე­არ­ჩი­ეს ქვეყ­ნის ლი­დე­რებ­მა, სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბილ­მა სა­ხე­ებ­მა და მათ­მა მე­ო­რე ნა­ხევ­რებ­მა. ამ თე­მებს ბოლო დღე­ებ­ში არა­ერ­თი სტა­ტია თუ ტე­ლე­სი­უ­ჟე­ტი მი­ე­ძღვნა.

იხი­ლეთ ასე­ვე: ვის რა ეცვა ინა­უ­გუ­რა­ცი­ა­ზე

თეა ადე­იშ­ვი­ლი - მაკა ჩი­ჩუა მომ­წონს, მაგ­რამ ინა­უ­გუ­რა­ცი­ის დროს, ცოტა ზედ­მე­ტი დე­კოლ­ტე იყო

"რა გახდა ეს გაუთავებელი ცოლების ჭვრეტა და გარჩევა" - "ფეისბუქში" კვლავ პირველ პირთა ცოლების ჩაცმულობას განიხილავენ

"რა გახდა ეს გაუთავებელი ცოლების ჭვრეტა და გარჩევა" - "ფეისბუქში" კვლავ პირველ პირთა ცოლების ჩაცმულობას განიხილავენ

პრეზიდენტის ინაუგურაციაზე ჩინოვნიკთა მეუღლეების ჩაცმულობის გარშემო სოციალურ ქსელებში მითქმა-მოთქმა არ ცხრება. საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც თავად არაერთხელ დაუსახელებიათ ერთ-ერთ ყველაზე გემოვნებიან ქალ პოლიტიკოსად, მათ აკრიტიკებს, ვისთვისაც პოლიტიკოსთა ცოლების ვიზუალმა ბოლო დღეებში ქვეყნისთვის გაცილებით მნიშვნელოვანი საკითხები დაჩრდილა.

"რა გახდა ეს გაუთავებელი ცოლების ჭვრეტა და გარჩევა: ყველა კარგია და ყველაზე უფრო მომწონს მაკა ჩიჩუა და ალასანიას ცოლი. თავისუფალი ქცევით ორივე გამოირჩევიან და ამავე დროს დამოუკიდებელი ნიჭით და პროფესიებით… მაგრამ დამთავრდეს აწი ეს თემა და უფრო საჭირბოროტო ქვეყნის საქმეების გარჩევას დავუბრუნდეთ ! დროა!", - წერს ზურაბიშვილი.

იგივე მოსაზრებას იზიარებს ჟურნალისტი ია ანთაძე: "მეც მიკვირს კაბებზე ამდენი ლაპარაკი. სხვა დროს არ მახსოვს".

თუმცა რადიოწამყვანი მერაბ მეტრეველი მიიჩნევს, რომ საჯარო პირის ქონება და შესაბამისად, რა თანხებს ხარჯავენ მათი ოჯახის წევრები, საზოგადოების განხილვის თემა უნდა იყოს.

"ყველას, ვინც აღშოთებულია, როგორ გაბედეს ადამიანებმა და ღარიბაშვილის ცოლის კაბის ფასით დაინტერსდნენო, მინდა ერთი მარტივი რამ განვუმარტო: ყველა მოქალაქეს აქვს უფლება, იცოდეს რეალურად რა ქონების პატრონია პრემიერ-მინისტრი, როდესაც თანამდებობაზე მოდის და რა ქონების პატრონი იქნება, როდესაც თანამდებობიდან წავა. ასე რომ ეს აბსოლუტურად ლეგიტიმური ინტერესი იყო და ზედმეტ მორალისტობას შეეშვით!

არაფერი უხერხული  არ არის. თანამდებობის პირებს სწორედ ქონება უნდა დავუთვალოთ", - წერს მეტრეველი.

17 ნოემბერს პრეზიდენტის ინაუგურაცია გაიმართა. ამ მნიშვნელოვან დღეს ყველა დეტალი საზოგადოებისა და ჟურნალისტების განსჯის საგანი გახდა: როგორი სტილის სამოსი, მაკიაჟი და ვარცხნილობა შეარჩიეს ქვეყნის ლიდერებმა, საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა და მათმა მეორე ნახევრებმა. ამ თემებს ბოლო დღეებში არაერთი სტატია თუ ტელესიუჟეტი მიეძღვნა.

იხილეთ ასევე: ვის რა ეცვა ინაუგურაციაზე

თეა ადეიშვილი - მაკა ჩიჩუა მომწონს, მაგრამ ინაუგურაციის დროს, ცოტა ზედმეტი დეკოლტე იყო

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს