პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების დაფინანსება მხოლოდ 1 ლარით გაიზარდა
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების დაფინანსება მხოლოდ 1 ლარით გაიზარდა

შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე ბავ­შვე­ბის­თვის ქვეყ­ნის მას­შტა­ბით რამ­დე­ნი­მე დღის ცენ­ტრი და ორ­გა­ნი­ზა­ცია არ­სე­ბობს. მათ შო­რის არის "პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი - სა­ქარ­თვე­ლო", რო­მელ­საც ქუ­თა­ის­შიც აქვს ფი­ლი­ა­ლი. ცენ­ტრი 2 წე­ლია, ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს და ამ დრო­ის­თვის 54 ბავ­შვს ემ­სა­ხუ­რე­ბა. ორ­გა­ნი­ზა­ცია ორი - "დღის ცენ­ტრის" და "ად­რე­უ­ლი ჩა­რე­ვის" პროგ­რა­მის პრო­ვა­ი­დე­რია. ვი­ნა­ი­დან ცენ­ტრი სა­ხელ­მწი­ფოს კონ­ტრაქ­ტო­რია, სა­ხელ­მწი­ფოს­გან თი­თო­ე­ულ ბე­ნე­ფი­ცი­არ­ზე იღებს და­ფი­ნან­სე­ბას, თუმ­ცა თან­ხა არა­საკ­მა­რი­სია. ამას­თან, "პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი - სა­ქარ­თვე­ლოს" ქუ­თა­ი­სის ფი­ლი­ა­ლის მე­ნე­ჯე­რის, ნა­თია გუ­და­ვას გან­ცხა­დე­ბით, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას კა­ნო­ნით ბე­ნე­ფი­ცი­ა­რე­ბის ტრან­სპორ­ტი­რე­ბა არ ევა­ლე­ბა, თუმ­ცა სა­ხელ­მწი­ფო ბე­ნე­ფი­ცი­ა­რე­ბის გა­დად­გი­ლე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფას ავალ­დე­ბუ­ლებს და ბევ­რი სა­ჩი­ვა­რის მი­უ­ხე­და­ვად, მდგო­მა­რე­ო­ბა უც­ვლე­ლია.

"ჩვენ­თან ვა­უ­ჩე­რუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბაა, ბავ­შვის მე­ურ­ვე სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტო­ში და­ფი­ნან­სე­ბის მო­სა­პო­ვებ­ლად წერს გან­ცხა­დე­ბას, თუკი მო­პო­ვე­ბუ­ლი სა­რე­ი­ტინ­გო ქულა არის 10 000, ბე­ნე­ფი­ცი­ა­რი იღებს 100%-იან და­ფი­ნან­სე­ბას, მეტი ქუ­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში კი 75%-ს, დარ­ჩე­ნილ 25 პრო­ცენტს მშო­ბე­ლი ფა­რავს. მაგ­რამ ცუ­დია, რომ ვა­უ­ჩე­რე­ბიც არის ლი­მი­ტი­რე­ბუ­ლი. სა­ხელ­მწი­ფოს მიერ გად­მო­რი­ცხუ­ლი თან­ხა თითო აღ­საზ­რდელ­ზე დღი­უ­რად 11 ლარს შე­ად­გენს, 2012 წლამ­დე ეს 10 ლარი იყო, 2013 წლი­დან კი მხო­ლოდ 1 ლარი და­ე­მა­ტა და 11 გახ­და. ამ თან­ხი­დან უნდა დავ­ფა­როთ კო­მუ­ნა­ლუ­რი გა­და­სა­ხა­დი, კვე­ბის ფული, ტრან­სპორ­ტი­რე­ბა, სა­ჭი­რო ინ­ვენ­ტა­რი და ასე­ვე ხელ­ფა­სე­ბი, რაც საკ­მა­რი­სი ნამ­დვი­ლად არ არის და და­მა­ტე­ბი­თი თან­ხის მო­პო­ვე­ბა ჩვენ გვიხ­დე­ბა", - ამ­ბობს ნა­თია გუ­და­ვა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ დღის ცენ­ტრი არის ერ­თა­დერ­თი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა ქუ­თა­ის­ში, რო­მელ­საც პან­დუ­სი აქვს და შშმ პი­რებს და­მო­უ­კი­დებ­ლად გა­და­ად­გი­ლე­ბა შე­უძ­ლი­ათ. პან­დუ­სი ამ დრომ­დე არ არის ქუ­თა­ი­სის მე­რი­ა­ში, თე­ატ­რებ­ში, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ჩარ­თუ­ლო­ბის ცენ­ტრში და სხვა მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­ჯა­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში, სა­დაც ხში­რად იმარ­თე­ბა სა­ინ­ტე­რე­სო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი.

იხი­ლეთ ვრცლად

"P.S." (პოსტსკრიპ­ტუ­მი - ქუ­თა­ი­სი)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების დაფინანსება მხოლოდ 1 ლარით გაიზარდა

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების დაფინანსება მხოლოდ 1 ლარით გაიზარდა

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე დღის ცენტრი და ორგანიზაცია არსებობს. მათ შორის არის "პირველი ნაბიჯი - საქართველო", რომელსაც ქუთაისშიც აქვს ფილიალი. ცენტრი 2 წელია, ფუნქციონირებს და ამ დროისთვის 54 ბავშვს ემსახურება. ორგანიზაცია ორი - "დღის ცენტრის" და "ადრეული ჩარევის" პროგრამის პროვაიდერია. ვინაიდან ცენტრი სახელმწიფოს კონტრაქტორია, სახელმწიფოსგან თითოეულ ბენეფიციარზე იღებს დაფინანსებას, თუმცა თანხა არასაკმარისია. ამასთან, "პირველი ნაბიჯი - საქართველოს" ქუთაისის ფილიალის მენეჯერის, ნათია გუდავას განცხადებით, ორგანიზაციას კანონით ბენეფიციარების ტრანსპორტირება არ ევალება, თუმცა სახელმწიფო ბენეფიციარების გადადგილების უზრუნველყოფას ავალდებულებს და ბევრი საჩივარის მიუხედავად, მდგომარეობა უცვლელია.

"ჩვენთან ვაუჩერული დაფინანსებაა, ბავშვის მეურვე სოციალური მომსახურების სააგენტოში დაფინანსების მოსაპოვებლად წერს განცხადებას, თუკი მოპოვებული სარეიტინგო ქულა არის 10 000, ბენეფიციარი იღებს 100%-იან დაფინანსებას, მეტი ქულების შემთხვევაში კი 75%-ს, დარჩენილ 25 პროცენტს მშობელი ფარავს. მაგრამ ცუდია, რომ ვაუჩერებიც არის ლიმიტირებული. სახელმწიფოს მიერ გადმორიცხული თანხა თითო აღსაზრდელზე დღიურად 11 ლარს შეადგენს, 2012 წლამდე ეს 10 ლარი იყო, 2013 წლიდან კი მხოლოდ 1 ლარი დაემატა და 11 გახდა. ამ თანხიდან უნდა დავფაროთ კომუნალური გადასახადი, კვების ფული, ტრანსპორტირება, საჭირო ინვენტარი და ასევე ხელფასები, რაც საკმარისი ნამდვილად არ არის და დამატებითი თანხის მოპოვება ჩვენ გვიხდება", - ამბობს ნათია გუდავა.

აღსანიშნავია, რომ დღის ცენტრი არის ერთადერთი დაწესებულება ქუთაისში, რომელსაც პანდუსი აქვს და შშმ პირებს დამოუკიდებლად გადაადგილება შეუძლიათ. პანდუსი ამ დრომდე არ არის ქუთაისის მერიაში, თეატრებში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში და სხვა მნიშვნელოვან საჯარო დაწესებულებებში, სადაც ხშირად იმართება საინტერესო ღონისძიებები.

იხილეთ ვრცლად

”P.S.” (პოსტსკრიპტუმი - ქუთაისი)

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა