Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სამართალი
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ შეიტანეს შავ სიაში მერაბიშვილის მითითებით ზურა რთველიაშვილი
რატომ შეიტანეს შავ სიაში მერაბიშვილის მითითებით ზურა რთველიაშვილი

"...ცხე­ლი ზა­ფხუ­ლი იყო პირ­და­პი­რი და გა­და­ტა­ნი­თი მნიშ­ვნე­ლო­ბით. მარ­ტო ბერ­ლინ­ში სამი მოწ­ვე­ვა მქონ­და სხვა­დას­ხვა ფეს­ტი­ვალ­სა და ივენ­თებ­ზე. ჩემ­მა ევ­რო­პელ­მა კო­ლე­გებ­მა სი­ურპრი­ზი გა­მი­კე­თეს და მათ აღ­ნიშ­ნეს ჩემი დადა-ტახ­ტზე ას­ვლის 20 წლის­თა­ვი და­და­მარ­შით... მსვლე­ლო­ბას ახ­ლდა ნონ­სტოპ პერ­ფორ­მან­სე­ბი, ევ­რო­პე­ლი პო­ე­ტე­ბის, მუ­სი­კო­სე­ბი­სა და მხატ­ვრე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით. პერ­ფორ­მან­სე­ბი წარ­მო­ვად­გი­ნე ბერ­ლინ­ში, ცი­უ­რიხ­ში, ოს­ლო­სა და სხვა ქა­ლა­ქებ­ში" - გვი­თხრა ზუ­რაბ რთვე­ლი­აშ­ვილ­მა, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე წე­ლია, შვე­დეთ­ში ცხოვ­რობს. მან წიგ­ნის მნიშ­ვნე­ლო­ბა­სა და მწერ­ლის და­ნიშ­ნუ­ლე­ბა­ზე სა­კუ­თა­რი აზრი წე­რი­ლო­ბი­თი სა­ხით მოგ­ვა­წო­და და სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ შე­კი­თხვა­ზეც გაგ­ვცა პა­სუ­ხი...

- წიგ­ნი იყო და რჩე­ბა ერთ-ერთ მთა­ვარ სა­შუ­ა­ლე­ბად, რო­მე­ლიც რა­დი­კა­ლუ­რად ცვლის ადა­მი­ა­ნის ცნო­ბი­ე­რე­ბას. სხვა ყვე­ლა­ფე­რი, ინ­ტერ­ნე­ტის ჩათ­ვლით, სა­მოქ­მე­დო ას­პა­რე­ზია, უბ­რა­ლოდ, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით. კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფი­აც ხომ წიგ­ნის ვი­ზუ­ა­ლუ­რი ვერ­სი­აა. ფირ­ზე გა­და­ტა­ნი­ლი რო­მა­ნის, პი­ე­სის, პო­ე­ზი­ის ეკ­რა­ნი­ზა­ცია, თუმ­ცა ვერც კი­ნომ და ვერც თე­ატრმა ვერ ჩა­ა­ნაც­ვლა წიგ­ნი. იმა­ვეს ვი­ტყვი ინ­ტერ­ნეტ­ზე, რად­გან შე­უძ­ლე­ბე­ლია სა­კუ­თა­რი თა­ვის სა­კუ­თა­რი თა­ვით ჩა­ნაც­ვლე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა ფორ­მას, ბეჭდ­ვით სა­შუ­ა­ლე­ბებს სხვა დატ­ვირ­თვაც აქვს, თა­ვი­სი მყა­რი სტა­ტუ­სი, რო­მე­ლიც უზ­რუნ­ველ­ყოფს მათ მა­რა­დი­ულ არ­სე­ბო­ბა­სა და მნიშ­ვნე­ლო­ბას. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, გლო­ბა­ლუ­რი მას­შტა­ბის ავა­რი­ის შემ­თხვე­ვა­ში მწყობ­რი­დან რომ გა­მო­ვი­დეს მთე­ლი ელექტრო­ნუ­ლი სის­ტე­მა, გაქ­რეს და და­ზი­ან­დეს უამ­რა­ვი ინ­ფორ­მა­ცია, წიგ­ნი მა­ინც დარ­ჩე­ბა, რად­გან ის უკ­ვდა­ვია და ათას­წლე­უ­ლებს უძ­ლებს.

რამ­დე­ნი­მე წლის წინ თბი­ლის­ში ერთი ორი­გი­ნა­ლუ­რი პრო­ექ­ტი გან­ხორ­ცი­ელ­და, რო­მე­ლიც მიზ­ნად ისა­ხავ­და მკი­თხვე­ლის შეხ­ვედ­რას ცო­ცხალ წიგ­ნებ­თან. სა­მე­დი­ცი­ნო ინ­სტი­ტუ­ტის ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში სტუ­დენ­ტე­ბი ხვდე­ბოდ­ნენ სხვა­დახ­ვა წიგ­ნის ავ­ტო­რებს და სა­ნამ ქვე­ყა­ნას დავ­ტო­ვებ­დი, მეც ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი პირ­ველ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში.

მე ვი­ტყო­დი, რომ არ­სე­ბო­ბენ უბ­რა­ლოდ წიგ­ნის ავ­ტო­რე­ბი, მათ შო­რის სი­ტყვის გე­ნი­ა­ლუ­რი ოს­ტა­ტე­ბიც არი­ან, მაგ­რამ, ყვე­ლა ვერ იქ­ცე­ვა ცო­ცხალ წიგ­ნად. ეს საკ­მა­ოდ სპე­ცი­ფი­კუ­რი სტა­ტუ­სია ხე­ლოვ­ნე­ბის სამ­ყა­რო­ში, ცო­ცხა­ლი წიგ­ნე­ბი­სათ­ვის ნე­ბის­მი­ე­რი მას­შტა­ბის რყე­ვე­ბი, რე­ვო­ლუ­ცი­ე­ბი მხო­ლოდ დრო­ე­ბი­თი საკ­ვე­ბის, საწ­ვა­ვის როლს ას­რუ­ლე­ბენ, რო­მელ­საც ისი­ნი ახა­ლი პო­ე­ტუ­რი იდე­ე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად იყე­ნე­ბენ.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

sponsored by ContentRoom

რატომ შეიტანეს შავ სიაში მერაბიშვილის მითითებით ზურა რთველიაშვილი

რატომ შეიტანეს შავ სიაში მერაბიშვილის მითითებით ზურა რთველიაშვილი

"...ცხელი ზაფხული იყო პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. მარტო ბერლინში სამი მოწვევა მქონდა სხვადასხვა ფესტივალსა და ივენთებზე. ჩემმა ევროპელმა კოლეგებმა სიურპრიზი გამიკეთეს და მათ აღნიშნეს ჩემი დადა-ტახტზე ასვლის 20 წლისთავი დადამარშით... მსვლელობას ახლდა ნონსტოპ პერფორმანსები, ევროპელი პოეტების, მუსიკოსებისა და მხატვრების მონაწილეობით. პერფორმანსები წარმოვადგინე ბერლინში, ციურიხში, ოსლოსა და სხვა ქალაქებში" - გვითხრა ზურაბ რთველიაშვილმა, რომელიც რამდენიმე წელია, შვედეთში ცხოვრობს. მან წიგნის მნიშვნელობასა და მწერლის დანიშნულებაზე საკუთარი აზრი წერილობითი სახით მოგვაწოდა და საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებულ შეკითხვაზეც გაგვცა პასუხი...

- წიგნი იყო და რჩება ერთ-ერთ მთავარ საშუალებად, რომელიც რადიკალურად ცვლის ადამიანის ცნობიერებას. სხვა ყველაფერი, ინტერნეტის ჩათვლით, სამოქმედო ასპარეზია, უბრალოდ, განსხვავებული ტექნოლოგიების გამოყენებით. კინემატოგრაფიაც ხომ წიგნის ვიზუალური ვერსიაა. ფირზე გადატანილი რომანის, პიესის, პოეზიის ეკრანიზაცია, თუმცა ვერც კინომ და ვერც თეატრმა ვერ ჩაანაცვლა წიგნი. იმავეს ვიტყვი ინტერნეტზე, რადგან შეუძლებელია საკუთარი თავის საკუთარი თავით ჩანაცვლება. რაც შეეხება ფორმას, ბეჭდვით საშუალებებს სხვა დატვირთვაც აქვს, თავისი მყარი სტატუსი, რომელიც უზრუნველყოფს მათ მარადიულ არსებობასა და მნიშვნელობას. წარმოიდგინეთ, გლობალური მასშტაბის ავარიის შემთხვევაში მწყობრიდან რომ გამოვიდეს მთელი ელექტრონული სისტემა, გაქრეს და დაზიანდეს უამრავი ინფორმაცია, წიგნი მაინც დარჩება, რადგან ის უკვდავია და ათასწლეულებს უძლებს.

რამდენიმე წლის წინ თბილისში ერთი ორიგინალური პროექტი განხორციელდა, რომელიც მიზნად ისახავდა მკითხველის შეხვედრას ცოცხალ წიგნებთან. სამედიცინო ინსტიტუტის ბიბლიოთეკაში სტუდენტები ხვდებოდნენ სხვადახვა წიგნის ავტორებს და სანამ ქვეყანას დავტოვებდი, მეც ვმონაწილეობდი პირველ ღონისძიებაში.

მე ვიტყოდი, რომ არსებობენ უბრალოდ წიგნის ავტორები, მათ შორის სიტყვის გენიალური ოსტატებიც არიან, მაგრამ, ყველა ვერ იქცევა ცოცხალ წიგნად. ეს საკმაოდ სპეციფიკური სტატუსია ხელოვნების სამყაროში, ცოცხალი წიგნებისათვის ნებისმიერი მასშტაბის რყევები, რევოლუციები მხოლოდ დროებითი საკვების, საწვავის როლს ასრულებენ, რომელსაც ისინი ახალი პოეტური იდეების განსახორციელებლად იყენებენ.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს