მსოფლიო
სამხედრო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სტვენით ტრიუმფისკენ - ზურა ბალანჩივაძის შემოქმედებითი პორტრეტი
სტვენით ტრიუმფისკენ - ზურა ბალანჩივაძის შემოქმედებითი პორტრეტი

ზურა ბა­ლან­ჩი­ვა­ძე ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ "ნი­ჭი­ე­რით" გა­იც­ნო. მე კი მისი სტვე­ნა ჯერ კი­დევ 6-7 წლის წინ, თსუ-ს მე­ექ­ვსე კორ­პუს­ში ლექ­ცი­ე­ბის დროს მეს­მო­და. ვხვდე­ბო­დი, რომ ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სტვე­ნა არ იყო, მაგ­რამ ასეთ პო­პუ­ლა­რო­ბას თუ მი­აღ­წევ­და, მა­შინ ვერ ვი­ფიქ­რებ­დი. მახ­სოვს, ერთხელ ლექ­ცი­ის მსვლე­ლო­ბი­სას აუ­დი­ტო­რი­ის კარი შე­მო­ა­ღო და შე­მოგ­ვსტვი­ნა, მა­შინ ყვე­ლას გვე­უც­ნა­უ­რა, მაგ­რამ თან­და­თან მე­ექ­ვსე კორ­პუ­სი და ზუ­რას ლაღი სტვე­ნა ყვე­ლას­თვის ბუ­ნებ­რი­ვი გახ­და. ზურა ჩემი დის მე­გო­ბა­რია, ერ­თად სწავ­ლობნდენ თსუ-ში. ერთ დღეს სახ­ლში მა­გი­და­ზე თხელ, აქამ­დე უც­ნობ წიგნს წა­ვა­წყდი, მა­რი­ტას­თვის უჩუ­ქე­ბია... და მა­შინ უკვე სხვა­ნა­ი­რი, მწე­რა­ლი ზურა გა­ვი­ცა­ნი.

შემ­დეგ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი "ფე­ის­ბუ­ქი" გახ­და პო­პუ­ლა­რუ­ლი და ზუ­რა­ზე დაკ­ვირ­ვე­ბა ინ­ტერ­ნე­ტით გა­ვაგ­რძე­ლე. ვხვდე­ბო­დი, არ ჰგავ­და ყვე­ლას. ახალ­გაზ­რდა ბიჭი რომ ოპე­რას მო­უს­მენს, მა­რია კა­ლა­სით იქ­ნე­ბა შთა­გო­ნე­ბუ­ლი და თან დრო­დად­რო თა­ვი­სა­ვე შეს­რუ­ლე­ბულ სა­ო­პე­რო არი­ებს თა­მა­მად გა­ნა­თავ­სებს იუ­თუბ­ზე, მიხ­ვდე­ბი, რომ რა­ღა­ცის­თვის ემ­ზა­დე­ბა. და აი, ახლა უკვე "ნი­ჭი­ე­რის" ნა­ხე­ვარ­ფი­ნა­ლის­ტია.

ორი დღის წინ თუ­მა­ნიშ­ვი­ლის კი­ნომ­სა­ხი­ობ­თა თე­ატ­რში ზუ­რას ნა­ხა­ტე­ბის გა­მო­ფე­ნა-გა­ყიდ­ვა გა­იხ­სნა. მივ­დი­ო­დი გა­მო­ფე­ნა­ზე და სა­დღაც გუ­ლის კუნ­ჭულ­ში ეგო­ის­ტუ­რად მი­ხა­რო­და, რომ მისი ნა­ხა­ტე­ბი უკვე ნა­ნა­ხი მქონ­და.

სი­მარ­თლეს ვი­ტყვი, ძნე­ლია იც­ნობ­დე ადა­მი­ანს და მას­ზე წერ­დე. ჩვე­ნი ინ­ტერ­ვიუ თე­ატ­რის ფო­ი­ე­ში შედ­გა.

ბა­ნა­ლურ კი­თხვას ვუს­ვამ, რამ­დე­ნად იოლი აღ­მოჩ­ნდა სა­კუ­თარ ნა­ხა­ტებ­ზე ფასი და­გე­დო და გა­სა­ყი­დად გა­გე­მე­ტე­ბი­ნა-მეთ­ქი. ამ­ბობს, რომ ბევ­რი იფიქ­რა, - " ყვე­ლა­ზე რთუ­ლი სა­კუ­თა­რი ნაშ­რო­მის შე­ფა­სე­ბაა, ერ­თგვა­რი დი­ლე­მაა სუ­ბი­ექ­ტუ­რო­ბა­სა და ობი­ექ­ტუ­რო­ბას შო­რის. მაგ­რამ ხე­ლო­ვანს არ უნდა ეთა­კი­ლე­ბო­დეს თა­ვი­სი ნი­ჭით ფუ­ლის შოვ­ნა. ვიც­ნობ ასეთ ადა­მი­ა­ნებს, მეც ვყო­ფილ­ვარ მსგავს სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, თუნ­დაც ახლა, ამ გა­მო­ფე­ნის დროს."

ფიქ­რობს, რომ არა მარ­ტო სა­ქარ­თვე­ლო­ში, სა­ზღვარ­გა­რე­თაც ძნე­ლია იყო ხე­ლო­ვა­ნი და ერ­თგვა­რო­ვა­ნი შე­ფა­სე­ბა ჰქონ­დეს შე­მოქ­მე­დე­ბას. მა­შინ, როცა ვი­დე­ობ­ლო­გინ­გით იყო გა­ტა­ცე­ბუ­ლი და თა­ვის ნამ­ღერს იუ­თუ­ბის მეშ­ვე­ო­ბით ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბას აც­ნობ­და, მო­წო­ნე­ბას­თან ერ­თად კრი­ტი­კა­საც იმ­სა­ხუ­რებ­და, თუმ­ცა კრი­ტი­კი­სად­მი ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვს. სა­წყე­ნია კრი­ტი­კა კრი­ტი­კი­სათ­ვის, კრი­ტი­კა რჩე­ვის სა­ხით - რამ­დე­ნიც გე­ნე­ბოთ.

ვე­კი­თხე­ბი, რა­ტომ სტვე­ნა, და არა სიმ­ღე­რა-მეთ­ქი.

"რა­ტო­მაც არა, ადრე ვმღე­რო­დი, ახლა დრო აღარ მრჩე­ბა. თა­ნაც სიმ­ღე­რას ვო­კა­ლის პე­და­გო­გი სჭირ­დე­ბა. თუ სწო­რად არ მღე­რი, შე­იძ­ლე­ბა ხმა და­ი­ზი­ა­ნო. არის ოპე­რა­ში ისე­თი პარ­ტი­ე­ბი, რა­საც კა­ცის ხმა ვერ შე­ას­რუ­ლებს. ჩემ­თვის კი სტვე­ნა ერ­თგვა­რი ინ­სტრუ­მენ­ტია ვო­კალ­სა და მუ­სი­კას შო­რის. რად­გან სამ­ხატ­ვრო გა­ნათ­ლე­ბა არ მი­მი­ღია, საყ­რდე­ნი მუ­სი­კა­ში ვი­პო­ვე, მუ­სი­კა ჩემი მე­ო­რე მხა­რეა. ახლა სხვა ჟანრ­ზე ვარ გა­დარ­თუ­ლი, ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი და კონ­ცეპ­ტუ­ა­ლუ­რი როკი მომ­წონს, რე­დი­ო­ჰე­დი, ფინქ ფლო­ი­დი.

ოპე­რა მა­რია კა­ლა­სის მეშ­ვე­ო­ბით გა­ვი­ცა­ნი. კა­ლა­სი რომ არა, ალ­ბათ ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რა­ღა­ცე­ბი არ მოხ­დე­ბო­და, ახ­ლაც ქალღმერ­თია ჩემ­თვის. ყვე­ლა­ზე დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბა მა­შინ ვიგ­რძე­ნი, როცა მუ­სი­კა­ში სწო­რედ ეს კარი შე­ვა­ღე."

გავა დრო, ზუ­რას უფრო და უფრო მეტი ადა­მი­ა­ნი გა­იც­ნობს და და­ა­ფა­სებს, მე კი­დევ ამა­ყად ვი­ტყვი, რომ მას პირ­ვე­ლი კურ­სი­დან ვიც­ნობ და ყო­ველ­თვის მე­მახ­სოვ­რე­ბა თავ­ზე ცი­ლინ­დრით, ყუ­რებ­ში ყურ­თსას­მე­ნი­თა და სტვე­ნა-სტვე­ნით თსუ-ს მი­და­მო­ებ­ში მხი­ა­რუ­ლად და ენერ­გი­უ­ლად მო­სი­ა­რუ­ლე ზურა, იგი­ვე ზუ­რი­უ­სი.

სა­ლო­მე ში­ხაშ­ვი­ლი, Ambebi.ge

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

სტვენით ტრიუმფისკენ - ზურა ბალანჩივაძის შემოქმედებითი პორტრეტი

სტვენით ტრიუმფისკენ - ზურა ბალანჩივაძის შემოქმედებითი პორტრეტი

ზურა ბალანჩივაძე ფართო საზოგადოებამ "ნიჭიერით" გაიცნო. მე კი მისი სტვენა ჯერ კიდევ 6-7 წლის წინ, თსუ-ს მეექვსე კორპუსში ლექციების დროს მესმოდა. ვხვდებოდი, რომ ეს ჩვეულებრივი სტვენა არ იყო, მაგრამ ასეთ პოპულარობას თუ მიაღწევდა, მაშინ ვერ ვიფიქრებდი. მახსოვს, ერთხელ ლექციის მსვლელობისას აუდიტორიის კარი შემოაღო და შემოგვსტვინა, მაშინ ყველას გვეუცნაურა, მაგრამ თანდათან მეექვსე კორპუსი და ზურას ლაღი სტვენა ყველასთვის ბუნებრივი გახდა. ზურა ჩემი დის მეგობარია, ერთად სწავლობნდენ თსუ-ში. ერთ დღეს სახლში მაგიდაზე თხელ, აქამდე უცნობ წიგნს წავაწყდი, მარიტასთვის უჩუქებია... და მაშინ უკვე სხვანაირი, მწერალი ზურა გავიცანი.

შემდეგ სოციალური ქსელი "ფეისბუქი" გახდა პოპულარული და ზურაზე დაკვირვება ინტერნეტით გავაგრძელე. ვხვდებოდი, არ ჰგავდა ყველას. ახალგაზრდა ბიჭი რომ ოპერას მოუსმენს, მარია კალასით იქნება შთაგონებული და თან დროდადრო თავისავე შესრულებულ საოპერო არიებს თამამად განათავსებს იუთუბზე, მიხვდები, რომ რაღაცისთვის ემზადება. და აი, ახლა უკვე "ნიჭიერის" ნახევარფინალისტია.

ორი დღის წინ თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრში ზურას ნახატების გამოფენა-გაყიდვა გაიხსნა. მივდიოდი გამოფენაზე და სადღაც გულის კუნჭულში ეგოისტურად მიხაროდა, რომ მისი ნახატები უკვე ნანახი მქონდა.

სიმართლეს ვიტყვი, ძნელია იცნობდე ადამიანს და მასზე წერდე. ჩვენი ინტერვიუ თეატრის ფოიეში შედგა.

ბანალურ კითხვას ვუსვამ, რამდენად იოლი აღმოჩნდა საკუთარ ნახატებზე ფასი დაგედო და გასაყიდად გაგემეტებინა-მეთქი. ამბობს, რომ ბევრი იფიქრა, - " ყველაზე რთული საკუთარი ნაშრომის შეფასებაა, ერთგვარი დილემაა სუბიექტურობასა და ობიექტურობას შორის. მაგრამ ხელოვანს არ უნდა ეთაკილებოდეს თავისი ნიჭით ფულის შოვნა. ვიცნობ ასეთ ადამიანებს, მეც ვყოფილვარ მსგავს სიტუაციაში, თუნდაც ახლა, ამ გამოფენის დროს."

ფიქრობს, რომ არა მარტო საქართველოში, საზღვარგარეთაც ძნელია იყო ხელოვანი და ერთგვაროვანი შეფასება ჰქონდეს შემოქმედებას. მაშინ, როცა ვიდეობლოგინგით იყო გატაცებული და თავის ნამღერს იუთუბის მეშვეობით ფართო საზოგადოებას აცნობდა, მოწონებასთან ერთად კრიტიკასაც იმსახურებდა, თუმცა კრიტიკისადმი ასეთი დამოკიდებულება აქვს. საწყენია კრიტიკა კრიტიკისათვის, კრიტიკა რჩევის სახით - რამდენიც გენებოთ.

ვეკითხები, რატომ სტვენა, და არა სიმღერა-მეთქი.

"რატომაც არა, ადრე ვმღეროდი, ახლა დრო აღარ მრჩება. თანაც სიმღერას ვოკალის პედაგოგი სჭირდება. თუ სწორად არ მღერი, შეიძლება ხმა დაიზიანო. არის ოპერაში ისეთი პარტიები, რასაც კაცის ხმა ვერ შეასრულებს. ჩემთვის კი სტვენა ერთგვარი ინსტრუმენტია ვოკალსა და მუსიკას შორის. რადგან სამხატვრო განათლება არ მიმიღია, საყრდენი მუსიკაში ვიპოვე, მუსიკა ჩემი მეორე მხარეა. ახლა სხვა ჟანრზე ვარ გადართული, ალტერნატიული და კონცეპტუალური როკი მომწონს, რედიოჰედი, ფინქ ფლოიდი.

ოპერა მარია კალასის მეშვეობით გავიცანი. კალასი რომ არა, ალბათ ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი რაღაცები არ მოხდებოდა, ახლაც ქალღმერთია ჩემთვის. ყველაზე დიდი ბედნიერება მაშინ ვიგრძენი, როცა მუსიკაში სწორედ ეს კარი შევაღე."

გავა დრო, ზურას უფრო და უფრო მეტი ადამიანი გაიცნობს და დააფასებს, მე კიდევ ამაყად ვიტყვი, რომ მას პირველი კურსიდან ვიცნობ და ყოველთვის მემახსოვრება თავზე ცილინდრით, ყურებში ყურთსასმენითა და სტვენა-სტვენით თსუ-ს მიდამოებში მხიარულად და ენერგიულად მოსიარულე ზურა, იგივე ზურიუსი.

სალომე შიხაშვილი, Ambebi.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია