Faceამბები
საზოგადოება

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როდის დასჭირდა 12 ნაკერი სახეზე "ნიჭიერის" საშიში ნომრის ავტორს
როდის დასჭირდა 12 ნაკერი სახეზე "ნიჭიერის" საშიში ნომრის ავტორს

ამ­ჯე­რად პრო­ექტ "ნი­ჭი­ე­რის" კი­დევ ერთ მო­ნა­წი­ლეს გა­გაც­ნობთ. გი­ორ­გი სა­რიშ­ვი­ლი ერთ-ერ­თია იმ უც­ნა­ურ ადა­მი­ან­თა­გან, რო­მელ­მაც სა­ზო­გა­დო­ე­ბის გა­ო­ცე­ბა შეძ­ლო. გი­ორ­გიმ წი­თელ­კა­ბი­ან გო­გო­ნას ავ­ტო­მო­ბი­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით გა­ხა­და. ეს ორი­გი­ნა­ლუ­რი ნო­მე­რი ავ­ტოდ­რომ­ზე გა­ი­მარ­თა და ჟი­უ­რი სა­ნა­ხა­ო­ბას ბი­ნოკ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით ადევ­ნებ­და თვალს. გი­ორ­გი დრიფ­ტი­ო­რია. დრიფ­ტი ავ­ტოს­პორ­ტის ერთ-ერთი სა­ხე­ო­ბა გახ­ლავთ და ავ­ტო­მო­ბი­ლის მარ­თვად მო­ცუ­რე­ბას და მო­სახ­ვე­ვე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რად ჩქა­რა გავ­ლას მო­ი­ცავს. სპორ­ტის ეს სა­ხე­ო­ბა ბოლო დროს სა­ქარ­თვე­ლო­ში ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლია და გი­ორ­გის­თვი­საც შო­უ­ში მის­ვლის ერთ-ერთი მთა­ვა­რი მი­ზე­ზი ხალ­ხის­თვის მისი გაც­ნო­ბა გახ­ლდათ. ორ­ჯერ მოყ­ვა ავა­რი­ა­ში, თუმ­ცა ავ­ტოს­პორ­ტი მა­ინც მისი გა­ტა­ცე­ბაა და მე­გობ­რებ­თან ერ­თად პირ­ვე­ლი დრიფტ-გუნ­დი SLIDE EMPIRE ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა.

- 23 წლის ვარ, თბი­ლის­ში და­ვი­ბა­დე, მაგ­რამ იმის გამო, რომ მამა აზერ­ბა­ი­ჯან­სა და თურ­ქეთ­ში მუ­შა­ობ­და, იქ მო­მი­წია ცხოვ­რე­ბამ. უნი­ვერ­სი­ტე­ტი თბი­ლის­ში და­ვამ­თავ­რე. ახლა ერთ-ერთ კომ­პა­ნი­ა­ში პი­არ­მე­ნე­ჯე­რად ვმუ­შა­ობ. ავ­ტო­მო­ბი­ლის სიყ­ვა­რუ­ლი ბავ­შვო­ბი­დან მომ­ყვე­ბა, მაგ­რამ დრიფ­ტის შე­სა­ხებ მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ვი­გე. ახლა მე­სა­მე სე­რი­ის "ბე­ემ­ვე" მყავს, მაგ­რამ ყო­ველ­დღი­უ­რად არ ვი­ყე­ნებ. ზედ­მე­ტად ვუვ­ლი და ძა­ლი­ან ვუფრ­თხილ­დე­ბი. სად­გო­მი­დან კვი­რა­ში ერთხელ გა­მომ­ყავს და სა­ვარ­ჯი­შოდ მივ­დი­ვარ. ვიცი, გა­გიკ­ვირ­დე­ბათ, მაგ­რამ სამ­სა­ხურ­სა თუ სხვა­გან ძი­რი­თა­დად ფე­ხით ან სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სით გა­და­ვად­გილ­დე­ბი. ყვე­ლა­ფე­რი სპორ­ტის ამ სა­ხე­ო­ბას შევ­წი­რე და წარ­მა­ტე­ბა­საც მი­ვაღ­წიე.

- მშობ­ლებს რა რე­აქ­ცია აქვთ შენს გა­ტა­ცე­ბა­ზე?

- აქამ­დე ორ­ჯერ მოვ­ყე­ვი ავა­რი­ა­ში, ერთხელ - მა­მას და მე­ო­რედ დე­დას ავ­ტო­მო­ბი­ლით. ორი­ვე მან­ქა­ნა გა­და­საგ­დე­ბი გახ­და. პირ­ვე­ლად უვ­ნე­ბე­ლი გა­დავ­რჩი, მაგ­რამ მე­ო­რედ 12 ნა­კე­რი მქონ­და სა­ხე­ზე. ყვე­ლაფ­რის მი­უ­ხე­და­ვად მშობ­ლე­ბი მა­ინც მხარ­ში მიდ­გა­ნან, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი არი­ან, რომ ქა­ლაქ­ში იმა­ვეს არ გა­ვი­მე­ო­რებ. სა­კუ­თარ თავ­ზე გა­მოვ­ცა­დე, რა შე­დე­გი შე­იძ­ლე­ბა მოჰ­ყვეს ქა­ლაქ­ში სწრა­ფად სი­ა­რულს.

რო­დე­საც დრიფ­ტით სე­რი­ო­ზუ­ლად და­ვინ­ტე­რეს­დი, ინ­ტერ­ნეტ­ში ვი­დე­ო­ებს ვუ­ყუ­რებ­დი და ისე ვვარ­ჯი­შობ­დი. იმ­დე­ნად კარ­გად და­ვე­უფ­ლე ამ სპორ­ტს, რომ ჩემ­პი­ო­ნა­ტებ­შიც ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი. 2013 წელს პირ­ვე­ლად ტარ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნა­ტი დრიფ­ტში. სულ ოთხი ეტა­პია გა­სავ­ლე­ლი. სა­მი­დან ორი ეტა­პი მო­ვი­გე, პირ­ველ ად­გილ­ზე ვარ და მალე ფი­ნა­ლი გვექ­ნე­ბა.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

როდის დასჭირდა 12 ნაკერი სახეზე "ნიჭიერის" საშიში ნომრის ავტორს

როდის დასჭირდა 12 ნაკერი სახეზე "ნიჭიერის" საშიში ნომრის ავტორს

ამჯერად პროექტ "ნიჭიერის" კიდევ ერთ მონაწილეს გაგაცნობთ. გიორგი სარიშვილი ერთ-ერთია იმ უცნაურ ადამიანთაგან, რომელმაც საზოგადოების გაოცება შეძლო. გიორგიმ წითელკაბიან გოგონას ავტომობილის საშუალებით გახადა. ეს ორიგინალური ნომერი ავტოდრომზე გაიმართა და ჟიური სანახაობას ბინოკლის საშუალებით ადევნებდა თვალს. გიორგი დრიფტიორია. დრიფტი ავტოსპორტის ერთ-ერთი სახეობა გახლავთ და ავტომობილის მართვად მოცურებას და მოსახვევების მაქსიმალურად ჩქარა გავლას მოიცავს. სპორტის ეს სახეობა ბოლო დროს საქართველოში ძალიან პოპულარულია და გიორგისთვისაც შოუში მისვლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ხალხისთვის მისი გაცნობა გახლდათ. ორჯერ მოყვა ავარიაში, თუმცა ავტოსპორტი მაინც მისი გატაცებაა და მეგობრებთან ერთად პირველი დრიფტ-გუნდი SLIDE EMPIRE ჩამოაყალიბა.

- 23 წლის ვარ, თბილისში დავიბადე, მაგრამ იმის გამო, რომ მამა აზერბაიჯანსა და თურქეთში მუშაობდა, იქ მომიწია ცხოვრებამ. უნივერსიტეტი თბილისში დავამთავრე. ახლა ერთ-ერთ კომპანიაში პიარმენეჯერად ვმუშაობ. ავტომობილის სიყვარული ბავშვობიდან მომყვება, მაგრამ დრიფტის შესახებ მოგვიანებით გავიგე. ახლა მესამე სერიის "ბეემვე" მყავს, მაგრამ ყოველდღიურად არ ვიყენებ. ზედმეტად ვუვლი და ძალიან ვუფრთხილდები. სადგომიდან კვირაში ერთხელ გამომყავს და სავარჯიშოდ მივდივარ. ვიცი, გაგიკვირდებათ, მაგრამ სამსახურსა თუ სხვაგან ძირითადად ფეხით ან სამარშრუტო ტაქსით გადავადგილდები. ყველაფერი სპორტის ამ სახეობას შევწირე და წარმატებასაც მივაღწიე.

- მშობლებს რა რეაქცია აქვთ შენს გატაცებაზე?

- აქამდე ორჯერ მოვყევი ავარიაში, ერთხელ - მამას და მეორედ დედას ავტომობილით. ორივე მანქანა გადასაგდები გახდა. პირველად უვნებელი გადავრჩი, მაგრამ მეორედ 12 ნაკერი მქონდა სახეზე. ყველაფრის მიუხედავად მშობლები მაინც მხარში მიდგანან, დარწმუნებული არიან, რომ ქალაქში იმავეს არ გავიმეორებ. საკუთარ თავზე გამოვცადე, რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ქალაქში სწრაფად სიარულს.

როდესაც დრიფტით სერიოზულად დავინტერესდი, ინტერნეტში ვიდეოებს ვუყურებდი და ისე ვვარჯიშობდი. იმდენად კარგად დავეუფლე ამ სპორტს, რომ ჩემპიონატებშიც ვმონაწილეობდი. 2013 წელს პირველად ტარდება საქართველოს ჩემპიონატი დრიფტში. სულ ოთხი ეტაპია გასავლელი. სამიდან ორი ეტაპი მოვიგე, პირველ ადგილზე ვარ და მალე ფინალი გვექნება.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება