ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში მცხოვრები ქალი მთელი 1 წლის განმავლობაში გარდაცვლილი ქმრის გვამთან ერთად ცხოვრობდა.
79 წლის მამაკაცი შარშან საკუთარ ბინაში ასთმით გარდაიცვალა, თუმცა 69 წლის ცოლმა, რომლის სახელი და გვარი არ ვრცელდება, მეუღლე დასაკრძალად ვერ გაიმეტა და სახლში დატოვა. მიუხედავად იმისა, რომ გვამი გახრწნილი იყო, მეზობლებს უჩვეულო არაფერი შეუმჩნევიათ. სამართალდამცავებმა გვამი მხოლოდ მაშინ აღმოაჩინეს, როდესაც სახლის პატრონმა იჩივლა, რადგანაც წყვილს ბინის ქირა ბოლო რამდენიმე თვე არ გადაუხდია.
"გვამი შესაძლოა მუმიფიცირდეს მშრალ, თბილ გარემოში. ამ შემთხვევაში, სხეული ლოგინში გაიხრწნა. მამაკაცის შინაგანი ორგანოები ჩამოდნა და გათხელდა. ეს ჩემს პრაქტიკაში პირველი შემთხვევა არაა - მქონია შეხება ადამიანებთან, რომლებიც პარტნიორის გვამთან ცხოვრობდნენ", - ამბობს პათოლოგიის სპეციალისტი ფილიპო ბოქსო.
მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.