მსოფლიო
სამართალი

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ალექსანდრე ამისულაშვილმა ქეცბაიასთან დაპირისპირების გამო საქართველოს საფეხბურთო ნაკრები დატოვა
ალექსანდრე ამისულაშვილმა ქეცბაიასთან დაპირისპირების გამო საქართველოს საფეხბურთო ნაკრები დატოვა

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რე­ბი­დან კი­დევ ერთი ფეხ­ბურ­თე­ლი წა­ვი­და – 31 წლის ალექ­სან­დრე ამი­სუ­ლაშ­ვილს თე­მურ ქეც­ბა­ი­ას გუნდში თა­მა­ში არ სურს.

აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით ამი­სუ­ლაშ­ვი­ლი გა­ზეთ "ლე­ლოს­თან" ექ­სკლუ­ზი­ურ ინ­ტერ­ვი­უ­ში სა­უბ­რობს, სა­დაც ქეც­ბა­ი­ას მიერ რამ­დე­ნი­მე დღის წინ სა­ტე­ლე­ვი­ზიო ეთე­რით მას­თან მი­მარ­თე­ბა­ში გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­საც ეხ­მა­უ­რე­ბა.

"იმის შემ­დეგ, რაც ქეც­ბა­ი­ამ ჩემ­ზე ილა­პა­რა­კა, მის გუნდში თა­მაშს ვე­ღარ შევ­ძლებ. ყვე­ლას თა­ვის გზა­ზე გა­უ­მარ­ჯოს! 16 წლი­სამ და­ვი­წყე პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ფეხ­ბურ­თე­ლის კა­რი­ე­რა და მთე­ლი ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­ვის­თან მომ­სვლია კონ­ფლიქ­ტი, მათ შო­რის – არც ქეც­ბა­ი­ას­თან, მაგ­რამ მწვრთნე­ლი ასეთ რა­ღა­ცებს რომ იტყვის ჩემ­ზე, ასეთ კაც­თან ვე­ღარ ვი­მუ­შა­ვებ. პირ­ვე­ლი არ ვარ, ვინც სა­ქარ­თვე­ლოს ამ ნაკ­რე­ბი­დან ასე მი­დის და ღმერ­თმა ქნას, ბოლო ვიყო. ნაკ­რე­ბის ფეხ­ბურ­თე­ლებს მთე­ლი გუ­ლით ვუ­სურ­ვებ წარ­მა­ტე­ბებს", - აცხა­დებს ალექ­სან­დრე ამი­სუ­ლაშ­ვი­ლი "ლე­ლოს­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, თავ­მოყ­ვა­რე ადა­მი­ა­ნია და ქეც­ბა­ი­ას პირ­ში ეტყვის, თუ რა პრე­ტენ­ზი­ე­ბი აქვს მას­თან.

"ტე­ლე­ვი­ზი­ით ყვი­რილს კი ნამ­დვი­ლად არ ვა­პი­რებ", - აღ­ნიშ­ნავს ფეხ­ბურ­თე­ლი.

ალექ­სან­დე ამი­სუ­ლაშ­ვი­ლი ეს­პა­ნეთ­თან შე­სარ­ჩე­ვის ბოლო მატ­ჩის­თვის ნაკ­რებ­ში ჩა­მო­უს­ვლე­ლო­ბის მი­ზე­ზებ­ზეც სა­უბ­რობს, რაც ქეც­ბა­ი­ამ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყე­ბე­ლის ეთერ­ში უარ­ყო­ფი­თად შე­ა­ფა­სა და გან­მარ­ტავს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებს ტრავ­მის გამო ვერ და­ეხ­მა­რა.

"ეს­პა­ნეთ­თან მატ­ჩი 14 ოქ­ტომ­ბერს იყო, მა­ნამ­დე კი რუ­სე­თის ჩემ­პი­ო­ნატ­ში ვი­თა­მა­შე, მატ­ჩის მერე ფეხი ამ­ტკივ­და, ექიმ­მა მი­თხრა, 7-8 დღე უნდა და­ის­ვე­ნოო, ეს პე­რი­ო­დი კი 12-13 ოქ­ტომ­ბერს მთავ­რდე­ბო­და და ამი­ტო­მაც ვერ მო­ვა­ხერ­ხე ნაკ­რებ­ში ჩა­მოს­ვლა", - აცხა­დებს ამი­სუ­ლაშ­ვი­ლი.

ამი­სუ­ლაშ­ვი­ლი რუ­სუ­ლი კლუ­ბის - "კრი­ლია სო­ვე­ტო­ვის" მცვე­ლია.

ამას­თან, ქეც­ბა­ი­ას ნაკ­რე­ბი სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლით გო­გი­ტა გო­გუ­ამ, ზუ­რაბ ხი­ზა­ნიშ­ვილ­მა და ლე­ვან ყე­ნი­ამ და­ტო­ვეს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

ალექსანდრე ამისულაშვილმა ქეცბაიასთან დაპირისპირების გამო საქართველოს საფეხბურთო ნაკრები დატოვა

ალექსანდრე ამისულაშვილმა ქეცბაიასთან დაპირისპირების გამო საქართველოს საფეხბურთო ნაკრები დატოვა

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებიდან კიდევ ერთი ფეხბურთელი წავიდა – 31 წლის ალექსანდრე ამისულაშვილს თემურ ქეცბაიას გუნდში თამაში არ სურს.

აღნიშნულთან დაკავშირებით ამისულაშვილი გაზეთ "ლელოსთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში საუბრობს, სადაც ქეცბაიას მიერ რამდენიმე დღის წინ სატელევიზიო ეთერით მასთან მიმართებაში გაკეთებულ განცხადებასაც ეხმაურება.

"იმის შემდეგ, რაც ქეცბაიამ ჩემზე ილაპარაკა, მის გუნდში თამაშს ვეღარ შევძლებ. ყველას თავის გზაზე გაუმარჯოს! 16 წლისამ დავიწყე პროფესიონალი ფეხბურთელის კარიერა და მთელი ამ ხნის განმავლობაში არავისთან მომსვლია კონფლიქტი, მათ შორის – არც ქეცბაიასთან, მაგრამ მწვრთნელი ასეთ რაღაცებს რომ იტყვის ჩემზე, ასეთ კაცთან ვეღარ ვიმუშავებ. პირველი არ ვარ, ვინც საქართველოს ამ ნაკრებიდან ასე მიდის და ღმერთმა ქნას, ბოლო ვიყო. ნაკრების ფეხბურთელებს მთელი გულით ვუსურვებ წარმატებებს", - აცხადებს ალექსანდრე ამისულაშვილი "ლელოსთან" ინტერვიუში.

მისივე განმარტებით, თავმოყვარე ადამიანია და ქეცბაიას პირში ეტყვის, თუ რა პრეტენზიები აქვს მასთან.

"ტელევიზიით ყვირილს კი ნამდვილად არ ვაპირებ", - აღნიშნავს ფეხბურთელი.

ალექსანდე ამისულაშვილი ესპანეთთან შესარჩევის ბოლო მატჩისთვის ნაკრებში ჩამოუსვლელობის მიზეზებზეც საუბრობს, რაც ქეცბაიამ საზოგადოებრივი მაუწყებელის ეთერში უარყოფითად შეაფასა და განმარტავს, რომ საქართველოს ნაკრებს ტრავმის გამო ვერ დაეხმარა.

"ესპანეთთან მატჩი 14 ოქტომბერს იყო, მანამდე კი რუსეთის ჩემპიონატში ვითამაშე, მატჩის მერე ფეხი ამტკივდა, ექიმმა მითხრა, 7-8 დღე უნდა დაისვენოო, ეს პერიოდი კი 12-13 ოქტომბერს მთავრდებოდა და ამიტომაც ვერ მოვახერხე ნაკრებში ჩამოსვლა", - აცხადებს ამისულაშვილი.

ამისულაშვილი რუსული კლუბის - "კრილია სოვეტოვის" მცველია.

ამასთან, ქეცბაიას ნაკრები საკუთარი სურვილით გოგიტა გოგუამ, ზურაბ ხიზანიშვილმა და ლევან ყენიამ დატოვეს.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია