პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბაიკი - თამაში სიცოცხლესთან
ბაიკი - თამაში სიცოცხლესთან

ბოლო პე­რი­ოდ­ში, კა­ხეთ­ში მო­ტო­მოყ­ვა­რულ­თა რი­ცხვმა საგ­რძნობ­ლად იმა­ტა. სამ­წუ­ხა­როდ, ძა­ლი­ან გახ­შირ­და ავა­რი­უ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბიც. ერთ-ერთი ბოლო ფაქ­ტი, გა­სულ კვი­რას მოხ­და და ახალ­გაზ­რდა მო­ტო­ციკ­ლის­ტის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა. სიღ­ნა­ღის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ჯუ­გა­ა­ნის მკვიდ­რი აკა­კი ლო­ლაშ­ვი­ლი წნო­რის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ურ­თუ­ლე­სი მდგო­მა­რე­ო­ბით შე­იყ­ვა­ნეს. მას თა­ვის ტვი­ნი ჰქონ­და და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი. პა­ცი­ენ­ტი თბი­ლის­ში კა­ტას­ტრო­ფის მან­ქა­ნით გა­და­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა, სამ­წუ­ხა­როდ, ახალ­გაზ­რდა მო­ტო­მოყ­ვა­რუ­ლის გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა.

სერ­გი ანაშ­ვი­ლი 17 წე­ლია მო­ტო­ციკლს მარ­თავს და მოტო მის­თვის მხო­ლოდ ფუ­ფუ­ნე­ბა აღარ არის. "კა­ვა­სა­კი ნინ­ძას" ტი­პის ბა­ი­კი სერ­გი ანაშ­ვი­ლის ყო­ველ­დღი­უ­რო­ბის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია. ამ­ბობს, რომ ძნე­ლია სი­ტყვე­ბით იმ შეგ­რძნე­ბის გად­მო­ცე­მა, რო­მელ­საც 7-8 წამ­ში, 300 მეტ­რი სიჩ­ქა­რით მოძ­რა­ო­ბი­სას გა­ნიც­დის. თუმ­ცა იმა­საც აც­ნო­ბი­ე­რებს, რომ ყო­ვე­ლი დღე, ყო­ვე­ლი წამი, როცა ბა­იკს მარ­თავს, სიკ­ვდილ-სი­ცო­ცხლის თა­მა­შია, ამი­ტომ მო­ტო­ციკ­ლის შეყ­ვა­რე­ბას არა­ვის ურ­ჩევს.

"თა­ვი­დან გა­ტა­ცე­ბა იყო, სი­ლა­მა­ზის და სის­წრა­ფის მო­წო­ნე­ბა. მერე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა შე­მეც­ვა­ლა. ზო­გის­თვის ეს "ავე­ჯის" ვა­რი­ან­ტია, ძა­ლი­ან უფრთხილ­დე­ბა. ჩემ­თვის კი ყო­ველ­დღი­უ­რი მოხ­მა­რე­ბის სა­გა­ნი. სხვებს ვურ­ჩევ, არა თუ არ დაჯ­დნენ, არც კი გა­ე­კა­რონ მო­ტო­ციკლს, ძა­ლი­ან სა­ში­შია. ყო­ველ­თვის, რო­დე­საც მო­ტო­ზე ვჯდე­ბი, გა­აზ­რე­ბუ­ლი მაქვს, რომ შე­იძ­ლე­ბა სახ­ლში ვე­ღარ მი­ვი­დე, მაგ­რამ ძა­ლი­ან აზარ­ტუ­ლი ვარ და ვერ შე­ვეშ­ვე­ბი", - ამ­ბობს სერ­გი ანაშ­ვი­ლი.

რა­ტომ რის­კა­ვენ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი? რის ფა­სად დე­ბენ სი­ცო­ცხლეს სას­წორ­ზე? ფსი­ქო­თე­რა­პევტ მა­რი­ამ ყვი­რა­ლაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, მო­ტოს სიყ­ვა­რუ­ლი ძი­რი­თა­დად მძაფრ გან­ცდებ­სა და ემო­ცი­ებს უკავ­შირ­დე­ბა. მი­სი­ვე თქმით, მო­ტო­მოყ­ვა­რუ­ლე­ბი და ექ­სტრე­მა­ლუ­რი სპორ­ტის მიმ­დევ­რე­ბი, არ არი­ან სუ­ი­ცი­დის­კენ მიდ­რე­კი­ლე­ბი.

"მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ექ­სტრე­მა­ლუ­რი სპორ­ტის მიმ­დე­ვარ­თათ­ვის მა­ღა­ლი რის­კია: საფრ­თხის, ტრავ­მე­ბის, მო­ტე­ხი­ლო­ბე­ბის, სის­ხლში ად­რე­ნა­ლი­ნის დიდი დო­ზით გა­მო­ყო­ფის შე­დე­გად, მა­ინც შე­უ­და­რე­ბელ სი­ა­მოვ­ნე­ბას იღე­ბენ. მათ მოს­წონთ და­ნის პირ­ზე სი­ა­რუ­ლი, სურ­ვი­ლი აქვთ გა­მოს­ცა­დონ თა­ვი­სი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი. ისი­ნი ამოწ­მე­ბენ თა­ვის ინ­სტიქ­ტებს, ცდი­ლო­ბენ და­ამ­ტკი­ცონ, რომ ფი­ზი­კის კა­ნო­ნე­ბი არას­რულ­ყო­ფი­ლია და ადა­მი­ა­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბებს სა­ზღვრე­ბი არ აქვს", - ამ­ბობს ფსი­ქო­ლო­გი.

რაც შე­ე­ხე­ბა კა­ნონ­მდებ­ლო­ბას, შს სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, დღე­ის­თვის ბა­ი­კე­რებ­ზე ყვე­ლა ის კა­ნო­ნი ვრცელ­დე­ბა, რაც სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო წე­სე­ბის დარ­ღვე­ვის შემ­თხვე­ვა­ში.

იხი­ლეთ ვრცლად

"სპექტრი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს

ბაიკი - თამაში სიცოცხლესთან

ბაიკი - თამაში სიცოცხლესთან

ბოლო პერიოდში, კახეთში მოტომოყვარულთა რიცხვმა საგრძნობლად იმატა. სამწუხაროდ, ძალიან გახშირდა ავარიული სიტუაციებიც. ერთ-ერთი ბოლო ფაქტი, გასულ კვირას მოხდა და ახალგაზრდა მოტოციკლისტის სიცოცხლე ემსხვერპლა. სიღნაღის რაიონის სოფელ ჯუგაანის მკვიდრი აკაკი ლოლაშვილი წნორის საავადმყოფოში ურთულესი მდგომარეობით შეიყვანეს. მას თავის ტვინი ჰქონდა დაზიანებული. პაციენტი თბილისში კატასტროფის მანქანით გადაიყვანეს, თუმცა, სამწუხაროდ, ახალგაზრდა მოტომოყვარულის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

სერგი ანაშვილი 17 წელია მოტოციკლს მართავს და მოტო მისთვის მხოლოდ ფუფუნება აღარ არის. "კავასაკი ნინძას" ტიპის ბაიკი სერგი ანაშვილის ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. ამბობს, რომ ძნელია სიტყვებით იმ შეგრძნების გადმოცემა, რომელსაც 7-8 წამში, 300 მეტრი სიჩქარით მოძრაობისას განიცდის. თუმცა იმასაც აცნობიერებს, რომ ყოველი დღე, ყოველი წამი, როცა ბაიკს მართავს, სიკვდილ-სიცოცხლის თამაშია, ამიტომ მოტოციკლის შეყვარებას არავის ურჩევს.

"თავიდან გატაცება იყო, სილამაზის და სისწრაფის მოწონება. მერე დამოკიდებულება შემეცვალა. ზოგისთვის ეს "ავეჯის" ვარიანტია, ძალიან უფრთხილდება. ჩემთვის კი ყოველდღიური მოხმარების საგანი. სხვებს ვურჩევ, არა თუ არ დაჯდნენ, არც კი გაეკარონ მოტოციკლს, ძალიან საშიშია. ყოველთვის, როდესაც მოტოზე ვჯდები, გააზრებული მაქვს, რომ შეიძლება სახლში ვეღარ მივიდე, მაგრამ ძალიან აზარტული ვარ და ვერ შევეშვები", - ამბობს სერგი ანაშვილი.

რატომ რისკავენ ეს ადამიანები? რის ფასად დებენ სიცოცხლეს სასწორზე? ფსიქოთერაპევტ მარიამ ყვირალაშვილის განცხადებით, მოტოს სიყვარული ძირითადად მძაფრ განცდებსა და ემოციებს უკავშირდება. მისივე თქმით, მოტომოყვარულები და ექსტრემალური სპორტის მიმდევრები, არ არიან სუიციდისკენ მიდრეკილები.

"მიუხედავად იმისა, რომ ექსტრემალური სპორტის მიმდევართათვის მაღალი რისკია: საფრთხის, ტრავმების, მოტეხილობების, სისხლში ადრენალინის დიდი დოზით გამოყოფის შედეგად, მაინც შეუდარებელ სიამოვნებას იღებენ. მათ მოსწონთ დანის პირზე სიარული, სურვილი აქვთ გამოსცადონ თავისი შესაძლებლობები. ისინი ამოწმებენ თავის ინსტიქტებს, ცდილობენ დაამტკიცონ, რომ ფიზიკის კანონები არასრულყოფილია და ადამიანის შესაძლებლობებს საზღვრები არ აქვს", - ამბობს ფსიქოლოგი.

რაც შეეხება კანონმდებლობას, შს სამინისტროს ინფორმაციით, დღეისთვის ბაიკერებზე ყველა ის კანონი ვრცელდება, რაც საავტომობილო წესების დარღვევის შემთხვევაში.

იხილეთ ვრცლად

”სპექტრი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა