მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ივანიშვილის პრემიერობის ბოლო დღე და 778-დღიანი პოლიტიკის დასასრული
ივანიშვილის პრემიერობის ბოლო დღე და 778-დღიანი პოლიტიკის დასასრული

2 წელი, 1 თვე, 2 კვი­რა და 3 დღე – ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის პო­ლი­ტი­კუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის კა­ლენ­და­რუ­ლი ათ­ვლა 778-ე დღეს სრულ­დე­ბა. პო­ლი­ტი­კო­სო­ბის გზის ბოლო დღეს 24 ნო­ემ­ბერს გა­ივ­ლის, იქამ­დე კი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო­ბის ბოლო დღე აქვს...

ისე, რო­გორც მოს­ვლა, წას­ვლაც სხვე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აქვს. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან პო­ლი­ტი­კო­სის­თვის არა­და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი მე­თო­დით მი­დის - სა­კუ­თა­რი ნე­ბით, ვა­დის ამო­წურ­ვამ­დე... ამ გან­სხვა­ვე­ბუ­ლო­ბით მან მსოფ­ლიო პო­ლი­ტი­კა­ში უკვე შექ­მნა პრე­ცენ­დენ­ტი, რო­მელ­საც ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ორ ურ­თი­ერ­თგა­მომ­რი­ცხავ ინ­ტერპრე­ტა­ცი­ას აძ­ლე­ვენ: რო­გორ შე­იძ­ლე­ბა პრე­მი­ერ-მი­ნისტრს სურ­დეს "უბ­რა­ლო მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა", ან რო­გორ უნდა მო­იხ­სნას პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის მი­ცე­მუ­ლი და­პი­რე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ზე პო­ლი­ტი­კუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა. მის მიერ შექ­მნი­ლი პრე­ცენ­დენ­ტის გამო ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლი პრე­მი­ე­რია, რომ­ლის დარ­ჩე­ნას მთა­ვა­რი ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ის – "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რე­ბიც კი ითხო­ვენ. ის პირ­ვე­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრია, რო­მე­ლიც იმი­ტომ არ მი­დის, რომ "მა­ინც გა­და­ყე­ნე­ბას უპი­რებ­დნენ".

პო­ლი­ტი­კა­ში მოს­ვლა 2 წლის, 1 თვის და 2 კვი­რის წინ - 2011 წლის 5 ოქ­ტომ­ბერს ერთ წი­ნა­და­დე­ბი­ა­ნი გან­ცხა­დე­ბით და­ა­ნონ­სა: "მე გა­დავ­წყვი­ტე, შევ­ქმნა პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტია და მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ვი­ღო 2012 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში", - გა­პო­ლი­ტი­კო­სე­ბის შე­სა­ხებ ანონსმა, ვის­თვის რო­გორ, პო­ლი­ტი­კუ­რი ცხოვ­რე­ბა თავ­და­ყი­რა და­ა­ყე­ნა – მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის 9-წლი­ა­ნი მმარ­თვე­ლო­ბით ყელ­ში ამო­სულ ხალ­ხში იმე­დი გაჩ­ნდა... "ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ" კი პირ­ვე­ლად, 9 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, მოს­ვე­ნე­ბა და­კარ­გა...

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო­ბას წინ ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი ლი­დე­რის სტა­ტუ­სით გან­ვლი­ლი ერთი წელი უძღო­და – თა­ვა­დაც ამ­ბობს, რომ ეს გზა იოლი არ იყო – მას შემ­დეგ, რაც "ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ" ივა­ნიშ­ვილ­გან მო­სა­ლოდ­ნე­ლი საფრ­თხე და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და­კარ­გვის რე­ა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა გა­ა­ნა­ლი­ზა, "მოს­ვე­ნე­ბა­და­კარ­გუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან" "მოქ­მე­დე­ბა­ზე" გა­და­ვი­და – სხვა­დას­ხვა ად­გი­ლობ­რი­ვი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის შე­ფა­სე­ბე­ბი რომ გა­მო­ვი­ყე­ნოთ, "ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი რე­სურ­სის გა­მო­ყე­ნე­ბით", "უკა­ნო­ნოდ", "და­უ­სა­ბუ­თებ­ლად", "დის­კრე­დი­ტა­ცი­ის მიზ­ნით" და­ი­წყო კო­ა­ლი­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წევრთა და მხარ­დამ­ჭერ­თა (ისევ არა­სამ­თავ­რო­ბო­ე­ბის შე­ფა­სე­ბე­ბით) და­ჭე­რე­ბი, შან­ტა­ჟი, ქო­ნე­ბის ჩა­მორ­თმე­ვა, და­ყა­და­ღე­ბა და მრა­ვალ­წერ­ტი­ლი, ვი­ნა­ი­დან, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ფან­ტა­ზი­ას სა­ზღვა­რი არ ჰქო­ნია... სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გებ­მა და­ა­დას­ტუ­რა, რომ რაც უფრო მე­ტად ებ­რძო­და სა­ა­კაშ­ვი­ლი ივა­ნიშ­ვილს, მით მე­ტად იზ­რდე­ბო­და გა­პო­ლი­ტი­კო­სე­ბუ­ლი ბიზ­ნეს­მე­ნის რე­ი­ტინ­გი – 2012 წლის 1-ელი ოქ­ტომ­ბრის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო­ში უმ­რავ­ლე­სო­ბა აქვს. იმ პე­რი­ო­დი­დან ქვეყ­ნის აღ­მას­რუ­ლე­ბელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ივა­ნიშ­ვი­ლის მიერ და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტი მარ­თავს. 

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო­ბის ერ­თწ­ლი­ა­ნი პე­რი­ო­დით და ოქ­ტომ­ბრი­დან ოქ­ტომ­ბრამ­დე მთავ­რო­ბის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბით კმა­ყო­ფი­ლია. ამ­ბობს, რომ მის მიერ მოყ­ვა­ნილ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ იმა­ზე მეტი გა­ა­კე­თა, ვიდ­რე ერთ წე­ლი­წად­ში იყო შე­საძ­ლე­ბე­ლი. მთავ­რო­ბის გარ­და, აკ­ვირ­დე­ბო­და მე­დი­ის და არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რის საქ­მი­ა­ნო­ბას – ჟურ­ნა­ლის­ტებ­სა და ექ­სპერ­ტებს მათ მიერ გა­კე­თე­ბულ კრი­ტი­კულ შე­ფა­სე­ბებ­ზე არ­გუ­მენ­ტებს თხოვ­და. და­მო­უ­კი­დე­ბელ მე­დი­ა­სა და პო­ლი­ტო­ლოგ­თა სექ­ტო­რი­სად­მი ამ პო­ლი­ტი­კის გამო მას "ცენ­ზუ­რა­ში" ადა­ნა­შა­უ­ლებ­დნენ, ამ­ბობ­დნენ, რომ ივა­ნიშ­ვილს კრი­ტი­კუ­ლი აზ­რის მოს­მე­ნა არ უყ­ვარ­და, თუმ­ცა თა­ვად, ჟურ­ნა­ლის­ტთა და პო­ლი­ტო­ლოგ­თა "მი­ჯირ­ყვნის" მცდე­ლო­ბას კა­ტე­გო­რი­უ­ლად გა­მო­რი­ცხავ­და და გან­მარ­ტავ­და, რომ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი კულ­ტუ­რის ამაღ­ლე­ბა სურ­და. ივა­ნიშ­ვი­ლის აზ­რით, და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი ბრალ­დე­ბე­ბი სწო­რედ და­ბა­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი კულ­ტუ­რის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია. პო­ლი­ტი­კი­და­ნაც ამ კულ­ტუ­რის ასა­მაღ­ლებ­ლად მი­დის...

პო­ლი­ტი­კი­დან წას­ვლა პო­ლი­ტი­კა­ში მოს­ვლამ­დე და­ა­ნონ­სა. ივა­ნიშ­ვი­ლი ჯერ კი­დევ მის გა­მო­ჩე­ნამ­დე გავ­რცე­ლე­ბულ პირ­ველ გან­ცხა­დე­ბა­ში წერ­და, რომ სა­კუ­თა­რი მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად, რაც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის 9 წლი­ა­ნი რე­ჟი­მის შეც­ვლა­ში მდგო­მა­რე­ობ­და, 2-3 წელი დას­ჭირ­დე­ბო­და, რის შემ­დე­გაც წა­ვი­დო­და... პი­რო­ბა ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის წი­ნა­პე­რი­ოდ­ში შე­ახ­სე­ნა – პო­ლი­ტი­კუ­რი მოღ­ვა­წე­ო­ბის თით­ქმის 2 წლის თავ­ზე...

პო­ლი­ტი­კი­დან მი­დის, თუმ­ცა საქ­მი­ა­ნო­ბას, რო­მელ­მაც სა­ხე­ლი, გავ­ლე­ნა და მი­ლი­არ­დე­ბი მო­უ­ტა­ნა, არ უბ­რუნ­დე­ბა. ივა­ნიშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­შე სა­კუ­თა­რი ამო­ცა­ნის შეს­რუ­ლე­ბის მე­ო­რე და უფრო გრძელ გზას ად­გე­ბა – პო­ლი­ტი­კი­დან სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტორ­ში ინაც­ვლებს, და­ბა­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი კულ­ტუ­რის ასა­მაღ­ლებ­ლად...

სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტო­რი­დან ისევ პო­ლი­ტი­კა­ში დაბ­რუ­ნე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა­საც არ გა­მო­რი­ცხავს, თუმ­ცა აღ­ნიშ­ნუ­ლის ალ­ბა­თო­ბა მი­ნი­მუ­მამ­დე დაჰ­ყავს და პი­რო­ბას დებს, რომ უახ­ლო­ეს 3-4 წე­ლი­წად­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მიერ სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის მი­ცე­მუ­ლი ყვე­ლა და­პი­რე­ბა მის გა­რე­შე, თუმ­ცა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის პოსტზე მის მიერ და­ტო­ვე­ბუ­ლი მემ­კვიდ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით, გა­და­ჭარ­ბე­ბით შეს­რულ­დე­ბა. თა­ვად სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტო­რის გან­ვი­თა­რე­ბის 20-წლი­ა­ნი გეგ­მა აქვს და ქვეყ­ნის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის დას­რუ­ლე­ბაც სწო­რედ ამ დრო­ის­თვის წარ­მო­უდ­გე­ნია.

2 წელი, 1 თვე, 2 კვი­რა და 3 დღე – ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის პო­ლი­ტი­კუ­რი მოღ­ვა­წე­ო­ბის კა­ლენ­და­რუ­ლი ათ­ვლა 778-ე დღეს, 24 ნო­ემ­ბერს დას­რულ­დე­ბა. ივა­ნიშ­ვი­ლი პო­ლი­ტი­კო­სის სტა­ტუ­სით სა­ზო­გა­დო­ე­ბას "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ყრი­ლო­ბა­ზე და­ემ­შვი­დო­ბე­ბა, იქამ­დე კი ყო­ფი­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი, 24 ნო­ემ­ბრის შემ­დეგ ყო­ფი­ლი პო­ლი­ტი­კო­სი და სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტო­რის მო­მა­ვა­ლი აქ­ტი­უ­რი წევ­რი პო­ლი­ტი­კი­დან მისი წას­ვლი­სად­მი კრი­ტი­კუ­ლად გან­წყო­ბი­ლებს შემ­დე­გი სი­ტყვე­ბით პა­სუ­ხობს: "მე არ­სად მივ­დი­ვარ, მე მოვ­დი­ვარ".

ბი­ძი­ნა მო­დის, მო­ემ­ზა­დეთ, ვი­საც მის წი­ნა­აღ­მდეგ ბრალ­დე­ბე­ბის გა­სამ­ყა­რე­ბე­ლი არ­გუ­მენ­ტე­ბი არ გაქვთ!

ლელა ბაღ­და­ვა­ძე, Ambebi.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

ივანიშვილის პრემიერობის ბოლო დღე და 778-დღიანი პოლიტიკის დასასრული

ივანიშვილის პრემიერობის ბოლო დღე და 778-დღიანი პოლიტიკის დასასრული

2 წელი, 1 თვე, 2 კვირა და 3 დღე – ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური საქმიანობის კალენდარული ათვლა 778-ე დღეს სრულდება. პოლიტიკოსობის გზის ბოლო დღეს 24 ნოემბერს გაივლის, იქამდე კი პრემიერ-მინისტრობის ბოლო დღე აქვს...

ისე, როგორც მოსვლა, წასვლაც სხვებისგან განსხვავებული აქვს. ბიძინა ივანიშვილი თანამდებობიდან პოლიტიკოსისთვის არადამახასიათებელი მეთოდით მიდის - საკუთარი ნებით, ვადის ამოწურვამდე... ამ განსხვავებულობით მან მსოფლიო პოლიტიკაში უკვე შექმნა პრეცენდენტი, რომელსაც ქართულ საზოგადოებაში ორ ურთიერთგამომრიცხავ ინტერპრეტაციას აძლევენ: როგორ შეიძლება პრემიერ-მინისტრს სურდეს "უბრალო მოქალაქეობა", ან როგორ უნდა მოიხსნას პრემიერ-მინისტრმა საზოგადოებისთვის მიცემული დაპირებების შესრულებაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა. მის მიერ შექმნილი პრეცენდენტის გამო ბიძინა ივანიშვილი საქართველოში პირველი პრემიერია, რომლის დარჩენას მთავარი ოპოზიციური პარტიის – "ნაციონალური მოძრაობის" წევრებიც კი ითხოვენ. ის პირველი პრემიერ-მინისტრია, რომელიც იმიტომ არ მიდის, რომ "მაინც გადაყენებას უპირებდნენ".

პოლიტიკაში მოსვლა 2 წლის, 1 თვის და 2 კვირის წინ - 2011 წლის 5 ოქტომბერს ერთ წინადადებიანი განცხადებით დაანონსა: "მე გადავწყვიტე, შევქმნა პოლიტიკური პარტია და მონაწილეობა მივიღო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში", - გაპოლიტიკოსების შესახებ ანონსმა, ვისთვის როგორ, პოლიტიკური ცხოვრება თავდაყირა დააყენა – მიხეილ სააკაშვილის 9-წლიანი მმართველობით ყელში ამოსულ ხალხში იმედი გაჩნდა... "ნაციონალურმა მოძრაობამ" კი პირველად, 9 წლის განმავლობაში, მოსვენება დაკარგა...

პრემიერ-მინისტრობას წინ ოპოზიციონერი ლიდერის სტატუსით განვლილი ერთი წელი უძღოდა – თავადაც ამბობს, რომ ეს გზა იოლი არ იყო – მას შემდეგ, რაც "ნაციონალურმა მოძრაობამ" ივანიშვილგან მოსალოდნელი საფრთხე და ხელისუფლების დაკარგვის რეალური შესაძლებლობა გაანალიზა, "მოსვენებადაკარგული მდგომარეობიდან" "მოქმედებაზე" გადავიდა – სხვადასხვა ადგილობრივი ორგანიზაციის შეფასებები რომ გამოვიყენოთ, "ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით", "უკანონოდ", "დაუსაბუთებლად", "დისკრედიტაციის მიზნით" დაიწყო კოალიცია "ქართული ოცნების" წევრთა და მხარდამჭერთა (ისევ არასამთავრობოების შეფასებებით) დაჭერები, შანტაჟი, ქონების ჩამორთმევა, დაყადაღება და მრავალწერტილი, ვინაიდან, "ნაციონალური მოძრაობის" ფანტაზიას საზღვარი არ ჰქონია... საპარლამენტო არჩევნების შედეგებმა დაადასტურა, რომ რაც უფრო მეტად ებრძოდა სააკაშვილი ივანიშვილს, მით მეტად იზრდებოდა გაპოლიტიკოსებული ბიზნესმენის რეიტინგი – 2012 წლის 1-ელი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ "ქართულ ოცნებას" საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობა აქვს. იმ პერიოდიდან ქვეყნის აღმასრულებელ ხელისუფლებას ივანიშვილის მიერ დაკომპლექტებული მინისტრთა კაბინეტი მართავს. 

პრემიერ-მინისტრობის ერთწლიანი პერიოდით და ოქტომბრიდან ოქტომბრამდე მთავრობის მიერ განხორციელებული საქმიანობით კმაყოფილია. ამბობს, რომ მის მიერ მოყვანილმა ხელისუფლებამ იმაზე მეტი გააკეთა, ვიდრე ერთ წელიწადში იყო შესაძლებელი. მთავრობის გარდა, აკვირდებოდა მედიის და არასამთავრობო სექტორის საქმიანობას – ჟურნალისტებსა და ექსპერტებს მათ მიერ გაკეთებულ კრიტიკულ შეფასებებზე არგუმენტებს თხოვდა. დამოუკიდებელ მედიასა და პოლიტოლოგთა სექტორისადმი ამ პოლიტიკის გამო მას "ცენზურაში" ადანაშაულებდნენ, ამბობდნენ, რომ ივანიშვილს კრიტიკული აზრის მოსმენა არ უყვარდა, თუმცა თავად, ჟურნალისტთა და პოლიტოლოგთა "მიჯირყვნის" მცდელობას კატეგორიულად გამორიცხავდა და განმარტავდა, რომ საზოგადოებრივი კულტურის ამაღლება სურდა. ივანიშვილის აზრით, დაუსაბუთებელი ბრალდებები სწორედ დაბალი საზოგადოებრივი კულტურის მაჩვენებელია. პოლიტიკიდანაც ამ კულტურის ასამაღლებლად მიდის...

პოლიტიკიდან წასვლა პოლიტიკაში მოსვლამდე დაანონსა. ივანიშვილი ჯერ კიდევ მის გამოჩენამდე გავრცელებულ პირველ განცხადებაში წერდა, რომ საკუთარი მიზნის მისაღწევად, რაც "ნაციონალური მოძრაობის" და მიხეილ სააკაშვილის 9 წლიანი რეჟიმის შეცვლაში მდგომარეობდა, 2-3 წელი დასჭირდებოდა, რის შემდეგაც წავიდოდა... პირობა ქართულ საზოგადოებას საპრეზიდენტო არჩევნების წინაპერიოდში შეახსენა – პოლიტიკური მოღვაწეობის თითქმის 2 წლის თავზე...

პოლიტიკიდან მიდის, თუმცა საქმიანობას, რომელმაც სახელი, გავლენა და მილიარდები მოუტანა, არ უბრუნდება. ივანიშვილი საქართველოს წინაშე საკუთარი ამოცანის შესრულების მეორე და უფრო გრძელ გზას ადგება – პოლიტიკიდან სამოქალაქო სექტორში ინაცვლებს, დაბალი საზოგადოებრივი კულტურის ასამაღლებლად...

სამოქალაქო სექტორიდან ისევ პოლიტიკაში დაბრუნების შესაძლებლობასაც არ გამორიცხავს, თუმცა აღნიშნულის ალბათობა მინიმუმამდე დაჰყავს და პირობას დებს, რომ უახლოეს 3-4 წელიწადში "ქართული ოცნების" მიერ საზოგადოებისთვის მიცემული ყველა დაპირება მის გარეშე, თუმცა პრემიერ-მინისტრის პოსტზე მის მიერ დატოვებული მემკვიდრის ხელმძღვანელობით, გადაჭარბებით შესრულდება. თავად სამოქალაქო სექტორის განვითარების 20-წლიანი გეგმა აქვს და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების დასრულებაც სწორედ ამ დროისთვის წარმოუდგენია.

2 წელი, 1 თვე, 2 კვირა და 3 დღე – ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური მოღვაწეობის კალენდარული ათვლა 778-ე დღეს, 24 ნოემბერს დასრულდება. ივანიშვილი პოლიტიკოსის სტატუსით საზოგადოებას "ქართული ოცნების" ყრილობაზე დაემშვიდობება, იქამდე კი ყოფილი ბიზნესმენი, 24 ნოემბრის შემდეგ ყოფილი პოლიტიკოსი და სამოქალაქო სექტორის მომავალი აქტიური წევრი პოლიტიკიდან მისი წასვლისადმი კრიტიკულად განწყობილებს შემდეგი სიტყვებით პასუხობს: "მე არსად მივდივარ, მე მოვდივარ".

ბიძინა მოდის, მოემზადეთ, ვისაც მის წინააღმდეგ ბრალდებების გასამყარებელი არგუმენტები არ გაქვთ!

ლელა ბაღდავაძე, Ambebi.ge

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა