პოლიტიკა

27

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:58-ზე, მთვარე ლომშია – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების ზრდა. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. არ არის რეკომენდებული ახალი საქმეების დაწყება. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. საკვები არ უნდა იყოს ცხიმიანი. კარგია ბოსტნეული, სალათები; დამამშვიდებელი ბალახებისგან დამზადებული მცენარეული ჩაი.
მსოფლიო
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ მივითვისოთ დადიანების სასახლის ეზო ისე, რომ კულტურის სამინისტრომ არაფერი იცოდეს
როგორ მივითვისოთ დადიანების სასახლის ეზო ისე, რომ კულტურის სამინისტრომ არაფერი იცოდეს

და­დი­ა­ნე­ბის სა­სახ­ლის ეზო და­ნა­წევ­რე­ბუ­ლი და გა­ყი­დუ­ლია. კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგლის სტა­ტუ­სის მქო­ნე ტე­რი­ტო­რი­ის და­ახ­ლო­ე­ბით 1000 კვ.მ მი­წის ნაკ­ვე­თი კერ­ძო პირ­ზეა გას­ხვი­სე­ბუ­ლი. მუ­ზე­უ­მის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ მყიდ­ვე­ლის ვი­ნა­ო­ბა არ იცის, თუმ­ცა ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ იგი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წა­ლენ­ჯი­ხის რა­ი­ო­ნის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტი ლე­ვან ქარ­და­ვაა. Ambebi.ge ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­მოწ­მე­ბა თა­ვად დე­პუ­ტატ­თან სცა­და, თუმ­ცა მას ორი დღეა მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი გა­მორ­თუ­ლი აქვს.

კა­ნო­ნის თა­ნახ­მად, აღ­ნიშ­ნულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ხის მოჭ­რაც კი კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს­თან შე­თან­ხმე­ბის გა­რე­შე შე­უძ­ლე­ბე­ლია. თუმ­ცა, სა­სახ­ლის ეზოს გას­ხვი­სე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია კულ­ტუ­რი­სა და ძეგლ­თა დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ "კვი­რის პა­ლიტ­რა­ში" ამა­ვე თე­მა­ზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი მა­სა­ლი­დან შე­ი­ტყო. უწყე­ბა­ში აცხა­დე­ბენ, რომ მი­ნის­ტრმა გუ­რამ ოდი­შა­რი­ამ საქ­მე პი­რად კონ­ტოლ­ზე აიყ­ვა­ნა და იგი უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში სა­სახ­ლეს პი­რა­დად ეწ­ვე­ვა. ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტრო­ში კი გან­მარ­ტა­ვენ, რომ უწყე­ბამ 2007 წელს, გი­ორ­გი არ­ვე­ლა­ძის მი­ნის­ტრო­ბის პე­რი­ოდ­ში ლე­ვან ქარ­და­ვას ნაკ­ვე­თი მიჰ­ყი­და. 2012 წლის ივ­ნის­ში კი ზუგ­დი­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გებ­ლის, ალექ­სან­დრე ქო­ბა­ლი­ას თხოვ­ნის სა­ფუძ­ველ­ზე, გამ­გე­ო­ბას ზ. გამ­სა­ხურ­დი­ას გამ­ზირ #1ა-ში მდე­ბა­რე 38 499 კვ.მ. ტე­რი­ტო­რია და­უ­რე­გის­ტრი­რა.

და­დი­ა­ნე­ბის სა­სახ­ლის ეზოს გას­ხვი­სე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბას იმე­დი­ა­ნად უყუ­რებს "და­დი­ა­ნე­ბის სა­სახ­ლე­თა გა­დარ­ჩე­ნის ფონ­დის" თავ­მჯდო­მა­რე გი­ორ­გი კა­ლან­დია. სა­კი­თხის გა­და­საჭ­რე­ლად კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს მზად­ყოფ­ნი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გი­ორ­გი კა­ლან­დია ფიქ­რობს, რომ ტე­რი­ტო­რი­ას არა­ნა­ი­რი სა­შიშ­რო­ე­ბა არ ემუქ­რე­ბა. რო­გორც "და­დი­ა­ნე­ბის სა­სახ­ლე­თა გა­დარ­ჩე­ნის ფონ­დის" თავ­მჯდო­მა­რე ამ­ბობს, სა­სახ­ლეს ტე­რი­ტო­რი­ას ვე­რა­ვინ წა­არ­თმევს, რად­გან ეროვ­ნუ­ლი სა­გან­ძუ­რის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს ნა­წილს, ვერც ერთი კერ­ძო პირი ვერ იყი­დის.

გი­ორ­გი კა­ლან­დია, "და­დი­ა­ნე­ბის სა­სახ­ლე­თა გა­დარ­ჩე­ნის ფონ­დის" თავ­მჯდო­მა­რე:

- იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს სა­ჯა­რო რე­ესტრის მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით, ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტრომ მუ­ზე­უ­მის ტე­რი­ტო­რი­ე­ბი დაყო რა­ღაც უბ­ნე­ბად, გა­უ­კე­თა მათ რა­ღაც კო­დე­ბი. ამ ტე­რი­ტო­რი­ე­ბის ნა­წი­ლი, 935 კვ. მეტ­რი უკვე გა­ას­ხვი­სა კერ­ძო პირ­ზე, და­ნარ­ჩე­ნი ნა­წი­ლის გას­ხვი­სე­ბას აპი­რებ­და. თუ რა­ტომ ჰქონ­და და­ყო­ფი­ლი ტე­რი­ტო­რია, არ ვიცი. ეს ყვე­ლა­ფე­რი არის ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტროს მიერ გა­კე­თე­ბუ­ლი. რად­გან ტე­რი­ტო­რი­ე­ბის გა­ყიდ­ვი­სა და გას­ხვი­სე­ბის უფ­ლე­ბა კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს არ აქვს. ამ უფ­ლე­ბით აღ­ჭურ­ვი­ლია ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტრო.

რა თქმა უნდა, იმ პი­რე­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხიც დად­გე­ბა, ვინც ეს ტე­რი­ტო­რია გა­ას­ხვი­სა. აღ­ნიშ­ნუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი და­დი­ა­ნე­ბის სა­სახ­ლის ის­ტო­რი­უ­ლი, ურ­ბა­ნუ­ლი გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია. ხალ­ხმა ვერ ის­წავ­ლა, რომ ის რაც არის და­დი­ა­ნე­ბის სა­სახ­ლის კუთ­ვნი­ლი ტე­რი­ტო­რია, ის რაც არის ამ უნი­კა­ლუ­რი არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი ან­სამ­ბლის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლი, ამას ხელი არ უნდა მო­კი­დონ. ეს ვერ ის­წავ­ლა ამ ხალ­ხმა. ვერც მდიდ­რებ­მა, ვერც გამ­ყიდ­ვე­ლებ­მა, ვერც მყიდ­ვე­ლებ­მა.

ძა­ლი­ან მშვი­დად ვარ, იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ საქ­მე­ში ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თო სა­ხელ­მწი­ფო. კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრი პი­რა­დად ჩა­დის ად­გილ­ზე. ეს არის მყიდ­ვე­ლის პრობ­ლე­მა. მას ფაქ­ტობ­რი­ვად გა­მო­უ­ვი­და, რომ ფული წყალ­ში გა­და­ყა­რა. მან შე­ი­ძი­ნა და­ცუ­ლი ტე­რი­ტო­რია, ნაკ­რძა­ლი. ნაკ­რძა­ლის გას­ხვი­სე­ბა კა­ნო­ნით აკ­რძა­ლუ­ლია აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ამ ტე­რი­ტო­რი­ას და­დი­ა­ნე­ბის სა­სახ­ლეს ვე­რა­ვინ წა­არ­თმევს. მით უფრო, ძა­ლი­ან კარ­გად არის ცნო­ბი­ლი კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს პო­ზი­ცია. მუ­ზე­უ­მის დი­რექ­ტო­რი არა­ვის­თვის არაფ­რის დათ­მო­ბას არ აპი­რებს. მე ვფიქ­რობ, რომ ამ ტე­რი­ტო­რი­ას არა­ნა­ი­რი სა­შიშ­რო­ე­ბა არ ემუქ­რე­ბა. სამ­წუ­ხა­როა, რომ ეს თურ­მე მომ­ხდა­რა მუ­ზე­უ­მის დი­რექ­ცი­ის ზურგს უკან, არა­ვინ არა­ფე­რი არ ვი­ცო­დით, თო­რემ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, მა­შინ­ვე იქ­ნე­ბო­და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ძა­ლი­ან მწვა­ვე რე­აქ­ცია. იქ რომ ერთი ქვა მა­ინც და­დე­ბუ­ლი­ყო, ან რომ შე­მო­ე­ღო­ბა ვინ­მეს, ჩვენ ამა­ზე და­ვი­წყებ­დით ხმა­ურს. ეზო­ში ყვე­ლა­ფე­რი ისე­ვეა, რო­გორც იყო. ტე­რი­ტო­რია ზუს­ტად ისე­ვე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა, რო­გორც გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და აქამ­დე. მყიდ­ველს ფარ­თი ჩუ­მად, ქა­ღალ­დზე ჰქონ­და ნა­ყი­დი.

Ambebi.ge მუ­ზე­უ­მის დი­რექ­ტორს, ლილი ბე­რა­ი­ას და­უ­კავ­შირ­და, რო­მე­ლიც წლე­ბია, და­დი­ა­ნე­ბის სა­სახ­ლე­თა ის­ტო­რი­ულ-არ­ქი­ტექ­ტო­რუ­ლი მუ­ზე­უ­მის მი­წის ტე­რი­ტო­რი­ის და­კა­ნო­ნე­ბას ცდი­ლობს. ახლა კი აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ რე­ესტრში მუ­ზე­უ­მის სა­კუთ­რე­ბა­ში არა­ნა­ი­რი სა­ნივ­თო უფ­ლე­ბა რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი არ არის.

ლილი ბე­რა­ია, და­დი­ა­ნე­ბის სა­სახ­ლის დი­რექ­ტო­რი:

- ქო­ნე­ბის და­სა­კა­ნო­ნებ­ლად სა­ბუ­თებს ვაგ­რო­ვებ­დი. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში საქ­მე ბო­ლომ­დე ვერ მიმ­ყავ­და. რო­დე­საც ფოთ­ში, რე­გი­ო­ნა­ლუ­რი ქო­ნე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხურ­ში სა­ბუ­თე­ბი მიმ­ქონ­და, ხე­დავ­დნენ, რომ ყვე­ლა­ფე­რი წეს­რიგ­ში მქონ­და, მაგ­რამ საქ­მე წინ არ მი­დი­ო­და. ვერ ვგე­ბუ­ლობ­დი, ვინ, რა­ტომ, რა­ნა­ი­რად უშ­ლი­და ხელს. ბო­ლოს გა­დავ­წყვი­ტე, ად­გი­ლობ­რი­ვი რე­ესტრის­თვის მი­მე­წე­რა და მი­მე­ღო ცნო­ბა - რა ქო­ნე­ბა, მი­წის ნაკ­ვე­თი ეკუთ­ვნო­და სა­სახ­ლეს. მი­ვი­ღე პა­სუ­ხი, რომ მუ­ზე­უ­მის სა­კუთ­რე­ბა­ში უძ­რავ ნივ­თებ­ზე არა­ნა­ი­რი სა­ნივ­თო უფ­ლე­ბა რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი არ არის. ეს წე­რი­ლი რომ მი­ვი­ღე, ცუ­დად გავ­ხდი. მერე გა­ვი­გე, რომ მთლი­ა­ნი მი­წის ტე­რი­ტო­რია, რო­მე­ლიც ჩვენ გვე­კუთ­ვნო­და, რე­გი­ო­ნა­ლურ სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რას, სა­მეგ­რე­ლო-გუ­რია-ზემო სვა­ნე­თის სა­ხელ­მწი­ფო ქო­ნე­ბის აღ­რი­ცხვი­სა და პრი­ვა­ტი­ზა­ცი­ის სამ­სა­ხურს წე­რი­ლო­ბი­თი მო­თხოვ­ნის სა­ფუძ­ველ­ზე, ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტროს ნე­ბარ­თვით, მი­წის ნაკ­ვე­თი და­უ­ნა­წი­ლე­ბია. ამ ტე­რი­ტო­რი­ის­თვის ცალ-ცალ­კე სა­ი­დენ­ტი­ფი­კა­ციო კო­დე­ბი მი­უ­ცი­ათ. ეს ხდე­ბა 2012 წლის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში. გა­ვი­გე, რომ პრი­ვა­ტი­ზა­ცი­ას ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა 1000 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი, რო­მე­ლიც ვი­ღაც ბიზ­ნეს­მენ­ზე არის გა­და­ცე­მუ­ლი. ეკ­ლე­სი­ის უკა­ნა მხა­რე, სა­დაც პარ­კია გა­შე­ნე­ბუ­ლი, ად­გი­ლობ­რივ­მა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­მა და­ი­კა­ნო­ნა. ეს ჩემ­თვის არც უკი­თხავთ. მე მერე გა­ვი­გე, რომ პარ­კი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში იყო.

- ხომ არ ყო­ფი­ლა და­წე­სე­ბუ­ლი რა­ი­მე შე­ზღუდ­ვა ეზო­ში გა­და­ად­გი­ლე­ბის კუ­თხით. ხომ არ გეკ­რძა­ლე­ბო­დათ გას­ხვი­სე­ბულ ქო­ნე­ბა­ზე გა­და­ად­გი­ლე­ბა, არა­ფე­რი შე­გიმ­ჩნე­ვი­ათ?

- არა, პი­რი­ქით. რო­დე­საც ვინ­მე რა­ი­მე ტი­პის ღო­ნის­ძი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბას გეგ­მავ­და, ყვე­ლა ჩემ­თან მო­დი­ო­და და მე­კი­თხე­ბო­და, მი­თან­ხმებ­დნენ, თუ შე­იძ­ლე­ბა დამ­რთეთ ნება, ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ღო­ნის­ძი­ე­ბის ჩა­სა­ტა­რებ­ლა­დო.

მუ­ზე­უ­მის კუთ­ვნი­ლი ქო­ნე­ბის და­საბ­რუ­ნებ­ლად ლილი ბე­რა­ია უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში სა­სა­მარ­თლო­ში სარ­ჩე­ლის შე­ტა­ნას გეგ­მავს.

ანა მარ­შა­ნია, Ambebi.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა

როგორ მივითვისოთ დადიანების სასახლის ეზო ისე, რომ კულტურის სამინისტრომ არაფერი იცოდეს

როგორ მივითვისოთ დადიანების სასახლის ეზო ისე, რომ კულტურის სამინისტრომ არაფერი იცოდეს

დადიანების სასახლის ეზო დანაწევრებული და გაყიდულია. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ტერიტორიის დაახლოებით 1000 კვ.მ მიწის ნაკვეთი კერძო პირზეა გასხვისებული. მუზეუმის ხელმძღვანელობამ მყიდველის ვინაობა არ იცის, თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ იგი "ნაციონალური მოძრაობის" წალენჯიხის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ლევან ქარდავაა. Ambebi.ge ინფორმაციის გადამოწმება თავად დეპუტატთან სცადა, თუმცა მას ორი დღეა მობილური ტელეფონი გამორთული აქვს.

კანონის თანახმად, აღნიშნულ ტერიტორიაზე ხის მოჭრაც კი კულტურის სამინისტროსთან შეთანხმების გარეშე შეუძლებელია. თუმცა, სასახლის ეზოს გასხვისების შესახებ ინფორმაცია კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ "კვირის პალიტრაში" ამავე თემაზე გამოქვეყნებული მასალიდან შეიტყო. უწყებაში აცხადებენ, რომ მინისტრმა გურამ ოდიშარიამ საქმე პირად კონტოლზე აიყვანა და იგი უახლოეს დღეებში სასახლეს პირადად ეწვევა. ეკონომიკის სამინისტროში კი განმარტავენ, რომ უწყებამ 2007 წელს, გიორგი არველაძის მინისტრობის პერიოდში ლევან ქარდავას ნაკვეთი მიჰყიდა. 2012 წლის ივნისში კი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ალექსანდრე ქობალიას თხოვნის საფუძველზე, გამგეობას ზ. გამსახურდიას გამზირ #1ა-ში მდებარე 38 499 კვ.მ. ტერიტორია დაურეგისტრირა.

დადიანების სასახლის ეზოს გასხვისებასთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარებას იმედიანად უყურებს "დადიანების სასახლეთა გადარჩენის ფონდის" თავმჯდომარე გიორგი კალანდია. საკითხის გადასაჭრელად კულტურის სამინისტროს მზადყოფნიდან გამომდინარე, გიორგი კალანდია ფიქრობს, რომ ტერიტორიას არანაირი საშიშროება არ ემუქრება. როგორც "დადიანების სასახლეთა გადარჩენის ფონდის" თავმჯდომარე ამბობს, სასახლეს ტერიტორიას ვერავინ წაართმევს, რადგან ეროვნული საგანძურის უმნიშვნელოვანეს ნაწილს, ვერც ერთი კერძო პირი ვერ იყიდის.

გიორგი კალანდია, "დადიანების სასახლეთა გადარჩენის ფონდის" თავმჯდომარე:

- იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, ეკონომიკის სამინისტრომ მუზეუმის ტერიტორიები დაყო რაღაც უბნებად, გაუკეთა მათ რაღაც კოდები. ამ ტერიტორიების ნაწილი, 935 კვ. მეტრი უკვე გაასხვისა კერძო პირზე, დანარჩენი ნაწილის გასხვისებას აპირებდა. თუ რატომ ჰქონდა დაყოფილი ტერიტორია, არ ვიცი. ეს ყველაფერი არის ეკონომიკის სამინისტროს მიერ გაკეთებული. რადგან ტერიტორიების გაყიდვისა და გასხვისების უფლება კულტურის სამინისტროს არ აქვს. ამ უფლებით აღჭურვილია ეკონომიკის სამინისტრო.

რა თქმა უნდა, იმ პირების პასუხისმგებლობის საკითხიც დადგება, ვინც ეს ტერიტორია გაასხვისა. აღნიშნული ტერიტორიები დადიანების სასახლის ისტორიული, ურბანული განაშენიანების განუყოფელი ნაწილია. ხალხმა ვერ ისწავლა, რომ ის რაც არის დადიანების სასახლის კუთვნილი ტერიტორია, ის რაც არის ამ უნიკალური არქიტექტურული ანსამბლის განუყოფელი ნაწილი, ამას ხელი არ უნდა მოკიდონ. ეს ვერ ისწავლა ამ ხალხმა. ვერც მდიდრებმა, ვერც გამყიდველებმა, ვერც მყიდველებმა.

ძალიან მშვიდად ვარ, იქიდან გამომდინარე, რომ საქმეში ძალიან აქტიურად ჩაერთო სახელმწიფო. კულტურის მინისტრი პირადად ჩადის ადგილზე. ეს არის მყიდველის პრობლემა. მას ფაქტობრივად გამოუვიდა, რომ ფული წყალში გადაყარა. მან შეიძინა დაცული ტერიტორია, ნაკრძალი. ნაკრძალის გასხვისება კანონით აკრძალულია აქედან გამომდინარე, ამ ტერიტორიას დადიანების სასახლეს ვერავინ წაართმევს. მით უფრო, ძალიან კარგად არის ცნობილი კულტურის სამინისტროს პოზიცია. მუზეუმის დირექტორი არავისთვის არაფრის დათმობას არ აპირებს. მე ვფიქრობ, რომ ამ ტერიტორიას არანაირი საშიშროება არ ემუქრება. სამწუხაროა, რომ ეს თურმე მომხდარა მუზეუმის დირექციის ზურგს უკან, არავინ არაფერი არ ვიცოდით, თორემ დარწმუნებული ვარ, მაშინვე იქნებოდა საზოგადოების ძალიან მწვავე რეაქცია. იქ რომ ერთი ქვა მაინც დადებულიყო, ან რომ შემოეღობა ვინმეს, ჩვენ ამაზე დავიწყებდით ხმაურს. ეზოში ყველაფერი ისევეა, როგორც იყო. ტერიტორია ზუსტად ისევე გამოიყურება, როგორც გამოიყურებოდა აქამდე. მყიდველს ფართი ჩუმად, ქაღალდზე ჰქონდა ნაყიდი.

Ambebi.ge მუზეუმის დირექტორს, ლილი ბერაიას დაუკავშირდა, რომელიც წლებია, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტორული მუზეუმის მიწის ტერიტორიის დაკანონებას ცდილობს. ახლა კი აღმოაჩინა, რომ რეესტრში მუზეუმის საკუთრებაში არანაირი სანივთო უფლება რეგისტრირებული არ არის.

ლილი ბერაია, დადიანების სასახლის დირექტორი:

- ქონების დასაკანონებლად საბუთებს ვაგროვებდი. წლების განმავლობაში საქმე ბოლომდე ვერ მიმყავდა. როდესაც ფოთში, რეგიონალური ქონების მართვის სამსახურში საბუთები მიმქონდა, ხედავდნენ, რომ ყველაფერი წესრიგში მქონდა, მაგრამ საქმე წინ არ მიდიოდა. ვერ ვგებულობდი, ვინ, რატომ, რანაირად უშლიდა ხელს. ბოლოს გადავწყვიტე, ადგილობრივი რეესტრისთვის მიმეწერა და მიმეღო ცნობა - რა ქონება, მიწის ნაკვეთი ეკუთვნოდა სასახლეს. მივიღე პასუხი, რომ მუზეუმის საკუთრებაში უძრავ ნივთებზე არანაირი სანივთო უფლება რეგისტრირებული არ არის. ეს წერილი რომ მივიღე, ცუდად გავხდი. მერე გავიგე, რომ მთლიანი მიწის ტერიტორია, რომელიც ჩვენ გვეკუთვნოდა, რეგიონალურ სახელმწიფო სტრუქტურას, სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზაციის სამსახურს წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, ეკონომიკის სამინისტროს ნებართვით, მიწის ნაკვეთი დაუნაწილებია. ამ ტერიტორიისთვის ცალ-ცალკე საიდენტიფიკაციო კოდები მიუციათ. ეს ხდება 2012 წლის პირველ ნახევარში. გავიგე, რომ პრივატიზაციას ექვემდებარება 1000 კვადრატული მეტრი, რომელიც ვიღაც ბიზნესმენზე არის გადაცემული. ეკლესიის უკანა მხარე, სადაც პარკია გაშენებული, ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა დაიკანონა. ეს ჩემთვის არც უკითხავთ. მე მერე გავიგე, რომ პარკი მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში იყო.

- ხომ არ ყოფილა დაწესებული რაიმე შეზღუდვა ეზოში გადაადგილების კუთხით. ხომ არ გეკრძალებოდათ გასხვისებულ ქონებაზე გადაადგილება, არაფერი შეგიმჩნევიათ?

- არა, პირიქით. როდესაც ვინმე რაიმე ტიპის ღონისძიების ჩატარებას გეგმავდა, ყველა ჩემთან მოდიოდა და მეკითხებოდა, მითანხმებდნენ, თუ შეიძლება დამრთეთ ნება, ტერიტორიაზე ღონისძიების ჩასატარებლადო.

მუზეუმის კუთვნილი ქონების დასაბრუნებლად ლილი ბერაია უახლოეს მომავალში სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს.

ანა მარშანია, Ambebi.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია