პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
მსოფლიო
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი ჟურნალისტი, რომელიც თავის სიყვარულს შვედეთში გაჰყვა
ქართველი ჟურნალისტი, რომელიც თავის სიყვარულს შვედეთში გაჰყვა

პრო­ფე­სი­ით ჟურ­ნა­ლის­ტია. 19 წლის იყო, "პა­ლიტ­რა მე­დი­ა­ში" რომ და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა, 5 წელი ჟურ­ნალ "გზა­ში" საქ­მი­ა­ნობ­და და მი­აჩ­ნია, რომ პრო­ფე­სი­უ­ლად სწო­რედ იქ გა­ი­ზარ­და. თა­ვი­დან­ვე არა­ერ­თი ჰობი და აქ­ტი­უ­რი ცხოვ­რე­ბის წესი ჰქონ­და... თბი­ლის­ში ბევრ ადა­მი­ანს იც­ნობს, მათ შო­რის, სა­ქარ­თვე­ლო­ში მცხოვ­რებ არა­ერთ უცხო­ელს. "ერთხე­ლაც ჩემს გერ­მა­ნელ მე­გო­ბარ­თან, მის შეყ­ვა­რე­ბულ­თან და სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­მოგ­ზა­უ­როდ ჩა­მო­სულ მის მე­გო­ბარ­თან ერ­თად, და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში მან­ქა­ნით სა­მოგ­ზა­უ­როდ წა­ვე­დი. მიკე სწო­რედ იქ გა­ვი­ცა­ნი, რო­მელ­მაც თა­ვი­სი უშუ­ა­ლო­ბით, გულ­წრფე­ლო­ბით, სი­ხა­ლი­სი­თა და პო­ზი­ტი­უ­რო­ბით მომ­ხიბ­ლა. ის დღეს ჩემი უახ­ლო­ე­სი მე­გო­ბა­რია", - ამ­ბობს ელე­ნე ბა­სი­ლი­ძე, რო­მე­ლიც ახლა უკვე შვე­დეთ­ში ცხოვ­რობს. ის იქ ცოტა ხნის წინ თა­ვის საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან გა­ემ­გზავ­რა...

- შენი მე­გო­ბა­რი ბი­ჭის (მიკე) დამ­სა­ხუ­რე­ბაა ის, რომ ახლა შე­ვე­დეთ­ში ცხოვ­რობ?

- კი, ასეა. მიკე შვე­დია, წე­ლი­წად-ნა­ხევ­რის წინ ის ჩემ გამო სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ვი­და. მახ­სოვს, როცა მის და­სახ­ვედ­რად ვემ­ზა­დე­ბო­დი, ერთ-ერ­თმა მე­გო­ბარ­მა მი­თხრა, - იცო­დე, ეგ შენი ევ­რო­პე­ლი ჩვე­ნი ქვეყ­ნი­დან მალე გა­იქ­ცე­ვა, მაგ­რამ ბო­ლოს თვი­თონ­ვე აღი­ა­რა, - არა, კი­დევ კარ­გა ხანს გას­ძლოო?!

სა­ბო­ლო­ოდ ჩვე­ნი მო­მავ­ლის­თვის შვე­დეთ­ში ცხოვ­რე­ბა ვარ­ჩი­ეთ. ასე რომ, მეც მო­მე­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა, და­მემ­ტკი­ცე­ბი­ნა მის­თვის, რომ საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის­თვის იგი­ვე შე­მეძ­ლო გა­მე­კე­თე­ბი­ნა, რაც მან ჩემ­თვის გა­ა­კე­თა...

- შვე­დეთ­ში ემიგ­რან­ტის სტა­ტუ­სი გაქვს?

- ოფი­ცი­ა­ლუ­რად მი­კეს რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი პარტნი­ო­რი ვარ და მაქვს ორ­წლი­ა­ნი დრო­ე­ბი­თი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა, რომ­ლის გა­ხან­გრძლი­ვე­ბაც ჩვე­ნი­ვე სურ­ვი­ლის მი­ხედ­ვი­თაა შე­საძ­ლე­ბე­ლი. მოკ­ლედ, იმა­ვე უფ­ლე­ბე­ბით ვსარ­გებ­ლობ, რო­გორც ნე­ბის­მი­ე­რი უცხო­ე­ლი, რო­მე­ლიც შვე­დე­თის მო­ქა­ლა­ქე­ზეა და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი. ამ შემ­თხვე­ვა­ში არ შე­მიძ­ლია, არ აღ­ვნიშ­ნო, რომ ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლი წყვი­ლე­ბის მი­მართ შვე­დეთს ლო­ი­ა­ლუ­რი კა­ნო­ნე­ბი აქვს. კა­ნო­ნი ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქეს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, სა­სურ­ველ პარტნი­ორ­თან იცხოვ­როს.

- რო­გო­რია ქვე­ყა­ნა, რო­მელ­შიც ამ­ჟა­მად ცხოვ­რობ? გვი­ამ­ბე ამის შე­სა­ხებ...

- აქა­უ­რო­ბა იმა­ზე კარ­გი ქვე­ყა­ნა აღ­მოჩ­ნდა, ვიდ­რე წარ­მო­მედ­გი­ნა. ამინ­დი მა­ში­ნებ­და, თუმ­ცა ამ შიშ­მა გა­და­მი­ა­რა. ასე რომ, ზამ­თრის მოკ­ლე და ცივი დღე­ე­ბის­თვის უკვე მომ­ზა­დე­ბუ­ლი ვარ. რაც შე­ე­ხე­ბა თა­ვად ქვე­ყა­ნას, ლა­მა­ზი და მოვ­ლი­ლია. შვე­დე­ბი თა­ვი­ანთ სა­კუთ­რე­ბას უფრთხილ­დე­ბი­ან და გა­რე­მო­ზე ზრუნ­ვა­საც დიდ ყუ­რა­დღე­ბას უთ­მო­ბენ - ეს არის კონ­ტრო­ლი გა­მო­ნა­ბოლ­ქვსა და ნაგ­ვის და­ხა­რის­ხე­ბა­ზე. მა­გა­ლი­თაც, აქ ორ­გა­ნულ ნა­გავ­სა და პლასტმა­სის ნივ­თებს ერ­თმა­ნეთ­ში არ ურე­ვენ. ქუ­ჩა­ში ნაგ­ვის დაყ­რა­ზე ხომ ლა­პა­რა­კიც ზედ­მე­ტია. სხვა­თა შო­რის, ჯერ არ მი­ნა­ხავს შვე­დი, რო­მე­ლიც უზარ­მა­ზა­რი ჯი­პის სა­ჭეს­თან იჯ­დეს. ყვე­ლა­ნა­ი­რად ცდი­ლო­ბენ, ზო­მი­ე­რე­ბა და­იც­ვან. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ზედ­მე­ტად არა­ვინ გა­წუ­ხებს და შენ­გა­ნაც იმა­ვეს ელი­ან. ერ­თა­დერ­თი უარ­ყო­ფი­თი რამ, რა­მაც გა­მაკ­ვირ­ვა, ის იყო, რომ არა­ნა­ი­რი საქ­მე არ გვარ­დე­ბა სწრა­ფად, - რიგ­ში დგო­მა და ლო­დი­ნია სა­ჭი­რო: ეს იქ­ნე­ბა აიდი ბა­რა­თის აღე­ბა, ბი­ნის და­ქი­რა­ვე­ბა თუ ექიმ­თან ვი­ზი­ტი. თუმ­ცა აქ ამა­ზე არა­ვინ წუ­წუ­ნებს. ამ წე­სებს ყვე­ლა ემორ­ჩი­ლე­ბა და პა­ტივს სცემს...

პირ­ვე­ლი უც­ნა­უ­რო­ბა, რა­მაც ამ ქვე­ყა­ნა­ში ჩას­ვლი­სას გა­მაკ­ვირ­ვა, ბი­ნის და­ქი­რა­ვე­ბას უკავ­შირ­დე­ბო­და: გა­ირ­კვა, რომ ამის­თვის წლო­ბით ლო­დი­ნი იყო სა­ჭი­რო, რომ პირ­ვე­ლი ხელი კონ­ტრაქ­ტი გაგ­ვე­ფორ­მე­ბი­ნა (პირ­ველ ხელ კონ­ტრაქ­ტი ბი­ნის მე­პატ­რო­ნეს­თან გა­ფორ­მე­ბუ­ლი ქი­რავ­ნო­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას ჰქვია, რო­მე­ლიც გა­ცი­ლე­ბით იაფი და გრძელ­ვა­დი­ა­ნია).

ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში შვე­დეთ­ში რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი ათა­სი ემიგ­რან­ტი ჩა­მო­ვი­და, მო­სახ­ლე­ო­ბა გა­ი­ზარ­და და ბი­ნებ­ზე დიდი მო­თხოვ­ნაა. მალ­მო­ში, სა­დაც ვცხოვ­რობთ, ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი ტრან­სპორ­ტი ვე­ლო­სი­პე­დია, რად­გა­ნაც სწრა­ფია, მო­ხერ­ხე­ბუ­ლი და ამას­თან, ია­ფიც. ყო­ველ­დღი­უ­რად აუმ­რავ ვე­ლო­სი­პედს იპა­რა­ვენ. ცოტა ხნის წინ, დი­ლით რომ გა­ვიღ­ვი­ძე, ვე­ლო­სი­პე­დი აღარ დამ­ხვდა... რამ­დე­ნი­მე დღის წინ მიკე მა­ღა­ზი­ა­ში შე­ვი­და, სა­ღა­მო იყო და სა­ჭე­ზე და­მაგ­რე­ბუ­ლი ნა­თუ­რის მოხ­სნა და­ა­ვი­წყდა. მა­ღა­ზი­ი­დან გა­მო­სულს კი ნა­თუ­რა აღარ დახ­ვდა და სახ­ლში გამ­წა­რე­ბუ­ლი მო­ვი­და. ასე­თი წვრილ­მა­ნი ხუ­ლიგ­ნო­ბა ხში­რია. ამ­ბო­ბენ, სხვა ქა­ლა­ქებ­ში გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­აა და მალ­მო­ში კრი­მი­ნა­ლუ­რი ვი­თა­რე­ბა ბევ­რი ემიგ­რან­ტის ცხოვ­რე­ბამ გა­ამ­წვა­ვაო. ხან­გრძლი­ვად სხვა არც ერთ ქა­ლაქ­ში არ მი­ცხოვ­რია და ამა­ზე ვე­რა­ფერს ვი­ტყვი...

უც­ნა­უ­რო­ბა­ზე გა­მახ­სნ­და, ჩემი პირ­ვე­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა შვე­დეთ­ზე, ერთ სამ­ხედ­რო პირს უკავ­შირ­დე­ბა. იმა­საც აღ­ვნიშ­ნავ, რომ აქ სამ­ხედ­რო სა­ვალ­დე­ბუ­ლო სამ­სა­ხუ­რი არ არ­სე­ბობს, ის ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თია. მახ­სოვს, სტოკ­ჰოლ­მის მეტ­რო­ში ბა­ქან­ზე მდგო­მი სამ­ხედ­რო და­ვი­ნა­ხე. წელ­ში გა­მარ­თულს ხე­ლე­ბი ზურგს უკან ჰქონ­და და­ლა­გე­ბუ­ლი და შე­მარ­თუ­ლი იდგა. იმ კაცს თვალს ვერ ვა­შო­რებ­დი, ეს იყო ჩემ­თვის წეს­რი­გის, სიმ­შვი­დის, ქვეყ­ნი­სა და გარ­შე­მომ­ყო­ფე­ბის პა­ტი­ვის­ცე­მის ყვე­ლა­ზე თვალ­სა­ჩი­ნო მა­გა­ლი­თი. ის ადა­მი­ა­ნი მეტ­რო­შიც კი არ აძ­ლევ­და სა­კუ­თარ თავს მო­დუ­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას, რად­გა­ნაც სამ­ხედ­რო ფორ­მა ეცვა. იმის მერე როცა შვე­დეთ­ზე რა­მეს მე­კი­თხე­ბი­ან, სულ ის სამ­ხედ­რო მახ­სენ­დე­ბა...

- აქვს თუ არა რა­ი­მე სა­ერ­თო შვე­დეთს ჩვენს ქვე­ყა­ნას­თან?

- აქაც ისე­ვე უყ­ვართ და დარ­დო­ბენ, რო­გორც ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში. დიახ, უყ­ვართ შვი­ლე­ბი, ისე­ვე რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში, მაგ­რამ დათ­ვურ სამ­სა­ხურს არ უწე­ვენ. არა­სო­დეს იტყვი­ან, რაც კარ­გე­ბი ვართ, შვე­დე­ბი ვარ­თო (ღი­მი­ლით ამ­ბობს). მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამის თქმის სა­ფუძ­ვე­ლი აქვთ. აქ შვი­ლებს და­მო­უ­კი­დე­ბელ ადა­მი­ა­ნე­ბად ზრდი­ან და მშობ­ლის კალ­თა­ზე გა­მო­კე­რე­ბულ ბავ­შვს ვერ­სად ნა­ხავთ.

აქ დეკ­რე­ტულ შვე­ბუ­ლე­ბას რო­გორც დე­დე­ბი, ასე­ვე მა­მე­ბი იღე­ბენ და მშობ­ლე­ბი შვი­ლებს მო­რი­გე­ო­ბით უვ­ლი­ან. შვე­დე­ბი საკ­მა­ოდ აქ­ტი­უ­რი მო­ხუ­ცე­ბი არი­ან. ხში­რად შეხ­ვდე­ბით 80 წელს მიღ­წე­ულ ბე­ბოს ან ბა­ბუს, რო­მე­ლიც ვე­ლო­სი­პე­დით გა­და­ად­გილ­დე­ბა. დიდ ყუ­რა­დღე­ბას აქ­ცე­ვენ ჯან­მრთე­ლო­ბას და დღის ნე­ბის­მი­ერ მო­ნაკ­ვეთ­ში ქუ­ჩა­ში, პარკში, ეზო­ში და­ი­ნა­ხავთ ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც დარ­ბის და ვარ­ჯი­შობს. რაც მთა­ვა­რია, სი­გა­რე­ტის მო­წე­ვა აქ არ არის პო­პუ­ლა­რუ­ლი. მომ­წონს შვე­დუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის წესი, ერ­თმა­ნე­თის პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში არა­სო­დეს ერე­ვი­ან. რე­ლი­გი­უ­რი მრწამ­სი და პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა ინ­ტი­მუ­რი თე­მაა და სა­ჯა­როდ არა­ვინ გა­ნი­ხი­ლავს...

- სა­მო­მავ­ლოდ რა გეგ­მე­ბი გაქვს?

- შვე­დურ ენას ვსწავ­ლობ და ვცდი­ლობ, რაც შე­იძ­ლე­ბა, მალე კარ­გად ავით­ვი­სო. შვე­დეთ­ში უცხო­ე­ლე­ბის­თვის სპე­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რა­მაა, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც შვე­დუ­რი ენის სწავ­ლა უფა­სოა. ვცდი­ლობ, მუ­შა­ო­ბაც და­ვი­წყო. რა თქმა უნდა, აქ ჟურ­ნა­ლის­ტის ვა­კან­ტურ ად­გილს არა­ვინ შე­მომ­თა­ვა­ზებს და პრო­ფე­სი­ის შეც­ვლა უნებ­ლი­ედ მო­მი­წევს. იმე­დი მაქვს, უსაქ­მოდ დიდ დროს არ დავ­კარ­გავ.

ზამ­თარ­ში მიკე ახალ ზე­ლან­დი­ა­ში პრაქ­ტი­კულ სა­მუ­შა­ო­ზე აპი­რებს გამ­გზავ­რე­ბას. მე კი მო­ხა­ლი­სე­თა პროგ­რა­მას ვე­ძებ, სწავ­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად, მო­ხა­ლი­სედ დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით ვი­მუ­შა­ვებ­დი, სა­ნამ სხვა საქ­მეს წა­მო­ვი­წყებ­დი.

- ელე­ნე, ვიცი რომ დე­დი­სერ­თა ხარ. დედა რო­გორ შეხ­ვდა შენს უცხო­ეთ­ში გამ­გზავ­რე­ბას?

- საკ­მა­ოდ პა­ტა­რა ვი­ყა­ვი, როცა და­მო­უ­კი­დებ­ლად ცხოვ­რე­ბა და­ვი­წყე და ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა სა­კუ­თარ თავ­ზე ავი­ღე. ამი­ტომ ხან­და­ხან როცა ჩემი მე­გობ­რე­ბი ოჯა­ხის წევ­რე­ბის შე­ხე­დუ­ლე­ბა­სა და მათი მხრი­დან შე­ზღუდ­ვას აპ­რო­ტეს­ტებ­დნენ, ძა­ლი­ან მიკ­ვირ­და. დე­დას, რო­გორც აღ­ნიშ­ნეთ, ერთი შვი­ლი ვყა­ვარ და ხში­რად ცდი­ლობ­და, ჩემი გა­სა­კე­თე­ბე­ლი საქ­მე თა­ვის თავ­ზე აეღო, რაც არ მომ­წონ­და. არა­სო­დეს მეს­მო­და, რო­გორ მიჰ­ყვე­ბოდ­ნენ დე­დე­ბი შვი­ლებს უნი­ვერ­სი­ტეტ­სა თუ ამა თუ იმ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, რა­ი­მე საქ­მის მო­საგ­ვა­რებ­ლად. იყო დრო, როცა დე­და­ჩე­მის მო­წე­რილ მე­სი­ჯებს: "თბი­ლი წინ­დე­ბი გაც­ვია?" "ხომ არ გშია, დედა გე­ნაც­ვა­ლოს?" - ჭკუ­ი­დან გა­დავ­ყავ­დი. დედა ახ­ლაც მწერს ასეთ მე­სი­ჯებს, მაგ­რამ ახლა გული ყელ­ში მებ­ჯი­ნე­ბა, რად­გან ძა­ლი­ან მე­ნატ­რე­ბა. მამა სამ­წუ­ხა­როდ მა­ნამ­დე გარ­და­იც­ვა­ლა, სა­ნამ მი­კეს გა­ვიც­ნობ­დი. დე­დამ კი კარ­გად იცის, რა სჯობს ჩემი მო­მავ­ლის­თვის, მით უმე­ტეს, რომ მიკე ძა­ლი­ან უყ­ვარს. ვიცი, რომ უჩე­მო­ბა ძა­ლი­ან უჭირს, მაგ­რამ არ წუ­წუ­ნებს, რაც მა­ხა­რებს და მინ­და, ვუ­თხრა, რომ მი­სით ძა­ლი­ან ვა­მა­ყობ!

- უცხო ქვე­ყა­ნა­ში შენი მეგ­ზუ­რი პრაქ­ტი­კუ­ლად, შენი მო­გო­ბა­რი ბიჭი - მიკე აღ­მოჩ­ნდა... რას გვე­ტყვი მას­ზე?

- მიკე აქ­ტი­უ­რი შვე­დი ბი­ჭია, უყ­ვარს ფეხ­ბურ­თი და ყვე­ლა­ფე­რი, რაც ფი­ზი­კურ აქ­ტი­ვო­ბას უკავ­შირ­დე­ბა. დღეს მთელ მსოფ­ლი­ო­ში უფრო და უფრო მეტი ადა­მი­ა­ნი ეჯაჭ­ვე­ბა კომ­პი­უ­ტე­რის ეკ­რანს, მი­ხა­რია, რომ ეს ტენ­დენ­ცია ჩვენ არ გვე­ხე­ბა. მიკე ცდი­ლობს, ყო­ველ­თვის რა­ი­მე სა­ინ­ტე­რე­სო საქ­მით და­კავ­დეს. სა­ქარ­თვე­ლო­ში ბიზ­ნე­სის მე­ნე­ჯმენტს სწავ­ლობ­და, მაგ­რამ რამ­დე­ნი­მე თვის შემ­დეგ, სწავ­ლას თავი და­ა­ნე­ბა. მიხ­ვდა, რომ ოფის­ში ჯდო­მა და ბიზ­ნეს­ზე ფიქ­რი არა­სო­დეს ნდო­მე­ბია. ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბი არ აში­ნებს. ახლა სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბულ პრო­ფე­სი­ას ეუფ­ლე­ბა და სა­ზა­ფხუ­ლოდ ვე­ლო­სი­პე­დით მოგ­ზა­უ­რო­ბას გეგ­მავს. საკ­მა­ოდ მოკ­რძა­ლე­ბუ­ლად ვცხოვ­რობთ, რად­გან მი­კეს შე­მო­სა­ვა­ლი ორი ადა­მი­ა­ნის­თვის მცი­რეა, მაგ­რამ ეს ხელს სუ­ლაც არ გვიშ­ლის, რომ დრო სა­ხა­ლი­სოდ გა­ვა­ტა­როთ. მას არა­ნა­ი­რი კომ­პლექ­სი არ აწუ­ხებს და გუ­ლახ­დი­ლი ადა­მი­ა­ნია, რა­საც მას­ში ვა­ფა­სებ. რაც შე­ე­ხე­ბა ჩვენს ოჯა­ხურ ცხოვ­რე­ბას, ყვე­ლა­ნა­ი­რი საქ­მე გა­და­ნა­წი­ლე­ბუ­ლი გვაქვს და ერ­თმა­ნეთს ხელს ვუ­წყობთ.

- ად­ვი­ლია ქარ­თვე­ლის­თვის უცხო ქვე­ყა­ნა­ში ცხოვ­რე­ბა?

- ქარ­თველ­საც გა­აჩ­ნია... ეს ზო­გა­დად ადა­მი­ა­ნის ბუ­ნე­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ზო­გი­ერ­თი ადაპ­ტა­ცი­ას რთუ­ლად ახ­დენს და სი­ახ­ლე­ებს ძნე­ლად ეგუ­ე­ბი­ან. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მომ­ზა­დე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, უცხო ქვე­ყა­ნა­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი პირ­ვე­ლი 2 თვე არ იყო ად­ვი­ლი. თა­ვი­დან თუ აქა­უ­რო­ბას­თან შე­გუ­ე­ბა მი­ჭირ­და, ახლა თბი­ლის­ში ცხოვ­რე­ბა ვე­ღარ წარ­მო­მიდ­გე­ნია. ასე რომ, ყვე­ლა­ფე­რი შე­საძ­ლე­ბე­ლია...

- დროს უმე­ტე­სად რას უთ­მობ და რო­გორ ცხოვ­რობ?

- დი­ლის შვი­დის ნა­ხე­ვარ­ზე ვიღ­ვი­ძებ. შვე­დეთ­ში დილა 5-6 სა­ათ­ზე იწყე­ბა. 8 სა­ათ­ზე შვე­დუ­რი ენის გაკ­ვე­თი­ლებ­ზე მივ­დი­ვარ, სკო­ლა­ში უნდა ვიყო. ძი­რი­თად დროს სწავ­ლას ვუთ­მობ, ვხვდე­ბი მე­გობ­რებს, ვსე­ირ­ნობთ, ხან­და­ხან და­ნი­ა­ში, კო­პე­ნ­ჰა­გენ­ში მივ­დი­ვართ - 30 წუ­თის სა­ვა­ლი გზაა. მალ­მო­ში თბი­ლი, გახ­სნი­ლი ხალ­ხი ცხოვ­რობს. სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ტრი­ალ­საც დიდ დროს ვუთ­მობ, ხან ვხრა­კავ და ხა­ნაც - ვშუ­შავ... შვე­დეთ­ში ტა­ი­ლან­დუ­რი და ვი­ეტ­ნა­მუ­რი სამ­ზა­რე­უ­ლო ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლია და ვცდი­ლობ, მეც ვის­წავ­ლო ამ კერ­ძე­ბის მომ­ზა­დე­ბა.

- რო­გორ ერ­თო­ბი­ან მანდ ახალ­გაზ­რდე­ბი?

- თბი­ლის­ში პო­პუ­ლა­რუ­ლი გარ­თო­ბა თუ ბარ­ში დაჯ­დო­მა და და­ლე­ვაა, აქ - არა. მით უმე­ტეს, რომ ალ­კოჰო­ლუ­რი სას­მე­ლი ძვი­რია. მი­კეს მო­ტო­რი­ა­ნი ნავი აქვს და ზა­ფხულ­ში მე­გობ­რებ­თან ერ­თად ხში­რად ტბა­ზე დავ­დი­ო­დით; კუნ­ძულ­ზე პიკ­ნიკს აწყობ­დნენ, თევ­ზა­ობ­დნენ ან ფეხ­ბურთს თა­მა­შობ­დნენ. ახლა შე­და­რე­ბით ცივა და ერ­თმა­ნეთს და­ხუ­რულ სივ­რცე­ში ხვდე­ბი­ან: კლდე­ზე ცო­ცა­ვენ, კა­ლათ­ბურთს ან ბო­უ­ლინგს თა­მა­შო­ბენ. ახალ­გაზ­რდე­ბი ბევ­რს მოგ­ზა­უ­რო­ბენ, სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში მო­ხა­ლი­სე­ე­ბად მი­დი­ან, სა­დაც ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბას ეხ­მა­რე­ბი­ან და დრო­საც არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად ატა­რე­ბენ. აქ რო­გორც გი­თხა­რით, და­მო­უ­კი­დე­ბელ ცხოვ­რე­ბას ადრე, 16-18 წლის ასაკ­ში იწყე­ბენ და სწავ­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად, მუ­შა­ო­ბენ კი­დეც. მათ­თვის სა­თა­კი­ლო შრო­მა არ არ­სე­ბობს, ზო­გი­ერ­თი მო­ხუცს უვ­ლის ან ფი­ზი­კუ­რად მუ­შა­ობს. იშ­ვი­ა­თად შეხ­ვდე­ბით ოჯახს, რო­მე­ლიც შვი­ლის სწავ­ლას აფი­ნან­სებს. აქ გა­ნათ­ლე­ბა უფა­სოა, თუმ­ცა ცხოვ­რე­ბა ძა­ლი­ან ძვი­რია. მა­გა­ლი­თად, პური სა­შუ­ა­ლოდ, 5-6 ლარი ღირს... ჩვენ სტუ­დენ­ტურ სახ­ლში ვცხოვ­რობთ, სა­დაც 600-ზე მეტი ბი­ნაა... ორი დღის წინ მზემ გა­მო­ა­ნა­თა და ტემ­პე­რა­ტუ­რა 13 გრა­დუ­სამ­დე გათ­ბა. პარ­კებ­ში ტევა არ იყო, მზეს ვე­შუ­რე­ბო­დით. სტუ­დენ­ტურ სახ­ლში წვე­უ­ლე­ბებს ხში­რად აწყო­ბენ, ჰე­ლო­უ­ი­ნის ღა­მით მი­კეს ისე­თი გრი­მი გა­ვუ­კე­თე, შე­ხედ­ვის თვი­თონ­ვე მე­ში­ნო­და. ჰოდა, პირ­ვე­ლი ად­გი­ლი მი­ა­ნი­ჭეს სა­უ­კე­თე­სო გარ­და­სახ­ვის­თვის... გა­მოვ­ცა­დე თუ რას გრძნო­ბენ ხე­ლო­ვა­ნე­ბი, როცა მათ ნა­მუ­შე­ვარს აქე­ბენ. ამა­ყი ვი­ყა­ვი... ასე რომ გა­სარ­თო­ბი არ გვაკ­ლია, მთა­ვა­რია, ამის სურ­ვი­ლი გვქონ­დეს...

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

ქართველი ჟურნალისტი, რომელიც თავის სიყვარულს შვედეთში გაჰყვა

ქართველი ჟურნალისტი, რომელიც თავის სიყვარულს შვედეთში გაჰყვა

პროფესიით ჟურნალისტია. 19 წლის იყო, "პალიტრა მედიაში" რომ დაიწყო მუშაობა, 5 წელი ჟურნალ "გზაში" საქმიანობდა და მიაჩნია, რომ პროფესიულად სწორედ იქ გაიზარდა. თავიდანვე არაერთი ჰობი და აქტიური ცხოვრების წესი ჰქონდა... თბილისში ბევრ ადამიანს იცნობს, მათ შორის, საქართველოში მცხოვრებ არაერთ უცხოელს. "ერთხელაც ჩემს გერმანელ მეგობართან, მის შეყვარებულთან და საქართველოში სამოგზაუროდ ჩამოსულ მის მეგობართან ერთად, დასავლეთ საქართველოში მანქანით სამოგზაუროდ წავედი. მიკე სწორედ იქ გავიცანი, რომელმაც თავისი უშუალობით, გულწრფელობით, სიხალისითა და პოზიტიურობით მომხიბლა. ის დღეს ჩემი უახლოესი მეგობარია", - ამბობს ელენე ბასილიძე, რომელიც ახლა უკვე შვედეთში ცხოვრობს. ის იქ ცოტა ხნის წინ თავის საყვარელ ადამიანთან გაემგზავრა...

- შენი მეგობარი ბიჭის (მიკე) დამსახურებაა ის, რომ ახლა შევედეთში ცხოვრობ?

- კი, ასეა. მიკე შვედია, წელიწად-ნახევრის წინ ის ჩემ გამო საქართველოში ჩამოვიდა. მახსოვს, როცა მის დასახვედრად ვემზადებოდი, ერთ-ერთმა მეგობარმა მითხრა, - იცოდე, ეგ შენი ევროპელი ჩვენი ქვეყნიდან მალე გაიქცევა, მაგრამ ბოლოს თვითონვე აღიარა, - არა, კიდევ კარგა ხანს გასძლოო?!

საბოლოოდ ჩვენი მომავლისთვის შვედეთში ცხოვრება ვარჩიეთ. ასე რომ, მეც მომეცა საშუალება, დამემტკიცებინა მისთვის, რომ საყვარელი ადამიანისთვის იგივე შემეძლო გამეკეთებინა, რაც მან ჩემთვის გააკეთა...

- შვედეთში ემიგრანტის სტატუსი გაქვს?

- ოფიციალურად მიკეს რეგისტრირებული პარტნიორი ვარ და მაქვს ორწლიანი დროებითი მოქალაქეობა, რომლის გახანგრძლივებაც ჩვენივე სურვილის მიხედვითაა შესაძლებელი. მოკლედ, იმავე უფლებებით ვსარგებლობ, როგორც ნებისმიერი უცხოელი, რომელიც შვედეთის მოქალაქეზეა დაქორწინებული. ამ შემთხვევაში არ შემიძლია, არ აღვნიშნო, რომ ინტერნაციონალი წყვილების მიმართ შვედეთს ლოიალური კანონები აქვს. კანონი ყველა მოქალაქეს საშუალებას აძლევს, სასურველ პარტნიორთან იცხოვროს.

- როგორია ქვეყანა, რომელშიც ამჟამად ცხოვრობ? გვიამბე ამის შესახებ...

- აქაურობა იმაზე კარგი ქვეყანა აღმოჩნდა, ვიდრე წარმომედგინა. ამინდი მაშინებდა, თუმცა ამ შიშმა გადამიარა. ასე რომ, ზამთრის მოკლე და ცივი დღეებისთვის უკვე მომზადებული ვარ. რაც შეეხება თავად ქვეყანას, ლამაზი და მოვლილია. შვედები თავიანთ საკუთრებას უფრთხილდებიან და გარემოზე ზრუნვასაც დიდ ყურადღებას უთმობენ - ეს არის კონტროლი გამონაბოლქვსა და ნაგვის დახარისხებაზე. მაგალითაც, აქ ორგანულ ნაგავსა და პლასტმასის ნივთებს ერთმანეთში არ ურევენ. ქუჩაში ნაგვის დაყრაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. სხვათა შორის, ჯერ არ მინახავს შვედი, რომელიც უზარმაზარი ჯიპის საჭესთან იჯდეს. ყველანაირად ცდილობენ, ზომიერება დაიცვან. შეიძლება ითქვას, რომ ზედმეტად არავინ გაწუხებს და შენგანაც იმავეს ელიან. ერთადერთი უარყოფითი რამ, რამაც გამაკვირვა, ის იყო, რომ არანაირი საქმე არ გვარდება სწრაფად, - რიგში დგომა და ლოდინია საჭირო: ეს იქნება აიდი ბარათის აღება, ბინის დაქირავება თუ ექიმთან ვიზიტი. თუმცა აქ ამაზე არავინ წუწუნებს. ამ წესებს ყველა ემორჩილება და პატივს სცემს...

პირველი უცნაურობა, რამაც ამ ქვეყანაში ჩასვლისას გამაკვირვა, ბინის დაქირავებას უკავშირდებოდა: გაირკვა, რომ ამისთვის წლობით ლოდინი იყო საჭირო, რომ პირველი ხელი კონტრაქტი გაგვეფორმებინა (პირველ ხელ კონტრაქტი ბინის მეპატრონესთან გაფორმებული ქირავნობის ხელშეკრულებას ჰქვია, რომელიც გაცილებით იაფი და გრძელვადიანია).

ბოლო წლების განმავლობაში შვედეთში რამდენიმე ათეული ათასი ემიგრანტი ჩამოვიდა, მოსახლეობა გაიზარდა და ბინებზე დიდი მოთხოვნაა. მალმოში, სადაც ვცხოვრობთ, ყველაზე პოპულარული ტრანსპორტი ველოსიპედია, რადგანაც სწრაფია, მოხერხებული და ამასთან, იაფიც. ყოველდღიურად აუმრავ ველოსიპედს იპარავენ. ცოტა ხნის წინ, დილით რომ გავიღვიძე, ველოსიპედი აღარ დამხვდა... რამდენიმე დღის წინ მიკე მაღაზიაში შევიდა, საღამო იყო და საჭეზე დამაგრებული ნათურის მოხსნა დაავიწყდა. მაღაზიიდან გამოსულს კი ნათურა აღარ დახვდა და სახლში გამწარებული მოვიდა. ასეთი წვრილმანი ხულიგნობა ხშირია. ამბობენ, სხვა ქალაქებში განსხვავებული სიტუაციაა და მალმოში კრიმინალური ვითარება ბევრი ემიგრანტის ცხოვრებამ გაამწვავაო. ხანგრძლივად სხვა არც ერთ ქალაქში არ მიცხოვრია და ამაზე ვერაფერს ვიტყვი...

უცნაურობაზე გამახსნდა, ჩემი პირველი შთაბეჭდილება შვედეთზე, ერთ სამხედრო პირს უკავშირდება. იმასაც აღვნიშნავ, რომ აქ სამხედრო სავალდებულო სამსახური არ არსებობს, ის ნებაყოფლობითია. მახსოვს, სტოკჰოლმის მეტროში ბაქანზე მდგომი სამხედრო დავინახე. წელში გამართულს ხელები ზურგს უკან ჰქონდა დალაგებული და შემართული იდგა. იმ კაცს თვალს ვერ ვაშორებდი, ეს იყო ჩემთვის წესრიგის, სიმშვიდის, ქვეყნისა და გარშემომყოფების პატივისცემის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი. ის ადამიანი მეტროშიც კი არ აძლევდა საკუთარ თავს მოდუნების საშუალებას, რადგანაც სამხედრო ფორმა ეცვა. იმის მერე როცა შვედეთზე რამეს მეკითხებიან, სულ ის სამხედრო მახსენდება...

- აქვს თუ არა რაიმე საერთო შვედეთს ჩვენს ქვეყანასთან?

- აქაც ისევე უყვართ და დარდობენ, როგორც ჩვენს ქვეყანაში. დიახ, უყვართ შვილები, ისევე როგორც საქართველოში, მაგრამ დათვურ სამსახურს არ უწევენ. არასოდეს იტყვიან, რაც კარგები ვართ, შვედები ვართო (ღიმილით ამბობს). მიუხედავად იმისა, რომ ამის თქმის საფუძველი აქვთ. აქ შვილებს დამოუკიდებელ ადამიანებად ზრდიან და მშობლის კალთაზე გამოკერებულ ბავშვს ვერსად ნახავთ.

აქ დეკრეტულ შვებულებას როგორც დედები, ასევე მამები იღებენ და მშობლები შვილებს მორიგეობით უვლიან. შვედები საკმაოდ აქტიური მოხუცები არიან. ხშირად შეხვდებით 80 წელს მიღწეულ ბებოს ან ბაბუს, რომელიც ველოსიპედით გადაადგილდება. დიდ ყურადღებას აქცევენ ჯანმრთელობას და დღის ნებისმიერ მონაკვეთში ქუჩაში, პარკში, ეზოში დაინახავთ ადამიანს, რომელიც დარბის და ვარჯიშობს. რაც მთავარია, სიგარეტის მოწევა აქ არ არის პოპულარული. მომწონს შვედური ურთიერთობების წესი, ერთმანეთის პირად ცხოვრებაში არასოდეს ერევიან. რელიგიური მრწამსი და პირადი ცხოვრება ინტიმური თემაა და საჯაროდ არავინ განიხილავს...

- სამომავლოდ რა გეგმები გაქვს?

- შვედურ ენას ვსწავლობ და ვცდილობ, რაც შეიძლება, მალე კარგად ავითვისო. შვედეთში უცხოელებისთვის სპეციალური პროგრამაა, რომლის ფარგლებშიც შვედური ენის სწავლა უფასოა. ვცდილობ, მუშაობაც დავიწყო. რა თქმა უნდა, აქ ჟურნალისტის ვაკანტურ ადგილს არავინ შემომთავაზებს და პროფესიის შეცვლა უნებლიედ მომიწევს. იმედი მაქვს, უსაქმოდ დიდ დროს არ დავკარგავ.

ზამთარში მიკე ახალ ზელანდიაში პრაქტიკულ სამუშაოზე აპირებს გამგზავრებას. მე კი მოხალისეთა პროგრამას ვეძებ, სწავლის პარალელურად, მოხალისედ დიდი სიამოვნებით ვიმუშავებდი, სანამ სხვა საქმეს წამოვიწყებდი.

- ელენე, ვიცი რომ დედისერთა ხარ. დედა როგორ შეხვდა შენს უცხოეთში გამგზავრებას?

- საკმაოდ პატარა ვიყავი, როცა დამოუკიდებლად ცხოვრება დავიწყე და ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება საკუთარ თავზე ავიღე. ამიტომ ხანდახან როცა ჩემი მეგობრები ოჯახის წევრების შეხედულებასა და მათი მხრიდან შეზღუდვას აპროტესტებდნენ, ძალიან მიკვირდა. დედას, როგორც აღნიშნეთ, ერთი შვილი ვყავარ და ხშირად ცდილობდა, ჩემი გასაკეთებელი საქმე თავის თავზე აეღო, რაც არ მომწონდა. არასოდეს მესმოდა, როგორ მიჰყვებოდნენ დედები შვილებს უნივერსიტეტსა თუ ამა თუ იმ დაწესებულებაში, რაიმე საქმის მოსაგვარებლად. იყო დრო, როცა დედაჩემის მოწერილ მესიჯებს: "თბილი წინდები გაცვია?" "ხომ არ გშია, დედა გენაცვალოს?" - ჭკუიდან გადავყავდი. დედა ახლაც მწერს ასეთ მესიჯებს, მაგრამ ახლა გული ყელში მებჯინება, რადგან ძალიან მენატრება. მამა სამწუხაროდ მანამდე გარდაიცვალა, სანამ მიკეს გავიცნობდი. დედამ კი კარგად იცის, რა სჯობს ჩემი მომავლისთვის, მით უმეტეს, რომ მიკე ძალიან უყვარს. ვიცი, რომ უჩემობა ძალიან უჭირს, მაგრამ არ წუწუნებს, რაც მახარებს და მინდა, ვუთხრა, რომ მისით ძალიან ვამაყობ!

- უცხო ქვეყანაში შენი მეგზური პრაქტიკულად, შენი მოგობარი ბიჭი - მიკე აღმოჩნდა... რას გვეტყვი მასზე?

- მიკე აქტიური შვედი ბიჭია, უყვარს ფეხბურთი და ყველაფერი, რაც ფიზიკურ აქტივობას უკავშირდება. დღეს მთელ მსოფლიოში უფრო და უფრო მეტი ადამიანი ეჯაჭვება კომპიუტერის ეკრანს, მიხარია, რომ ეს ტენდენცია ჩვენ არ გვეხება. მიკე ცდილობს, ყოველთვის რაიმე საინტერესო საქმით დაკავდეს. საქართველოში ბიზნესის მენეჯმენტს სწავლობდა, მაგრამ რამდენიმე თვის შემდეგ, სწავლას თავი დაანება. მიხვდა, რომ ოფისში ჯდომა და ბიზნესზე ფიქრი არასოდეს ნდომებია. ექსპერიმენტები არ აშინებს. ახლა სრულიად განსხვავებულ პროფესიას ეუფლება და საზაფხულოდ ველოსიპედით მოგზაურობას გეგმავს. საკმაოდ მოკრძალებულად ვცხოვრობთ, რადგან მიკეს შემოსავალი ორი ადამიანისთვის მცირეა, მაგრამ ეს ხელს სულაც არ გვიშლის, რომ დრო სახალისოდ გავატაროთ. მას არანაირი კომპლექსი არ აწუხებს და გულახდილი ადამიანია, რასაც მასში ვაფასებ. რაც შეეხება ჩვენს ოჯახურ ცხოვრებას, ყველანაირი საქმე გადანაწილებული გვაქვს და ერთმანეთს ხელს ვუწყობთ.

- ადვილია ქართველისთვის უცხო ქვეყანაში ცხოვრება?

- ქართველსაც გააჩნია... ეს ზოგადად ადამიანის ბუნებაზეა დამოკიდებული. ზოგიერთი ადაპტაციას რთულად ახდენს და სიახლეებს ძნელად ეგუებიან. მიუხედავად იმისა, რომ მომზადებული ვიყავი, უცხო ქვეყანაში გატარებული პირველი 2 თვე არ იყო ადვილი. თავიდან თუ აქაურობასთან შეგუება მიჭირდა, ახლა თბილისში ცხოვრება ვეღარ წარმომიდგენია. ასე რომ, ყველაფერი შესაძლებელია...

- დროს უმეტესად რას უთმობ და როგორ ცხოვრობ?

- დილის შვიდის ნახევარზე ვიღვიძებ. შვედეთში დილა 5-6 საათზე იწყება. 8 საათზე შვედური ენის გაკვეთილებზე მივდივარ, სკოლაში უნდა ვიყო. ძირითად დროს სწავლას ვუთმობ, ვხვდები მეგობრებს, ვსეირნობთ, ხანდახან დანიაში, კოპენჰაგენში მივდივართ - 30 წუთის სავალი გზაა. მალმოში თბილი, გახსნილი ხალხი ცხოვრობს. სამზარეულოში ტრიალსაც დიდ დროს ვუთმობ, ხან ვხრაკავ და ხანაც - ვშუშავ... შვედეთში ტაილანდური და ვიეტნამური სამზარეულო ძალიან პოპულარულია და ვცდილობ, მეც ვისწავლო ამ კერძების მომზადება.

- როგორ ერთობიან მანდ ახალგაზრდები?

- თბილისში პოპულარული გართობა თუ ბარში დაჯდომა და დალევაა, აქ - არა. მით უმეტეს, რომ ალკოჰოლური სასმელი ძვირია. მიკეს მოტორიანი ნავი აქვს და ზაფხულში მეგობრებთან ერთად ხშირად ტბაზე დავდიოდით; კუნძულზე პიკნიკს აწყობდნენ, თევზაობდნენ ან ფეხბურთს თამაშობდნენ. ახლა შედარებით ცივა და ერთმანეთს დახურულ სივრცეში ხვდებიან: კლდეზე ცოცავენ, კალათბურთს ან ბოულინგს თამაშობენ. ახალგაზრდები ბევრს მოგზაურობენ, სხვადასხვა ქვეყანაში მოხალისეებად მიდიან, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას ეხმარებიან და დროსაც არაჩვეულებრივად ატარებენ. აქ როგორც გითხარით, დამოუკიდებელ ცხოვრებას ადრე, 16-18 წლის ასაკში იწყებენ და სწავლის პარალელურად, მუშაობენ კიდეც. მათთვის სათაკილო შრომა არ არსებობს, ზოგიერთი მოხუცს უვლის ან ფიზიკურად მუშაობს. იშვიათად შეხვდებით ოჯახს, რომელიც შვილის სწავლას აფინანსებს. აქ განათლება უფასოა, თუმცა ცხოვრება ძალიან ძვირია. მაგალითად, პური საშუალოდ, 5-6 ლარი ღირს... ჩვენ სტუდენტურ სახლში ვცხოვრობთ, სადაც 600-ზე მეტი ბინაა... ორი დღის წინ მზემ გამოანათა და ტემპერატურა 13 გრადუსამდე გათბა. პარკებში ტევა არ იყო, მზეს ვეშურებოდით. სტუდენტურ სახლში წვეულებებს ხშირად აწყობენ, ჰელოუინის ღამით მიკეს ისეთი გრიმი გავუკეთე, შეხედვის თვითონვე მეშინოდა. ჰოდა, პირველი ადგილი მიანიჭეს საუკეთესო გარდასახვისთვის... გამოვცადე თუ რას გრძნობენ ხელოვანები, როცა მათ ნამუშევარს აქებენ. ამაყი ვიყავი... ასე რომ გასართობი არ გვაკლია, მთავარია, ამის სურვილი გვქონდეს...

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები