მთავრობა ბიზნესს სტაბილურ გარემოს პირდება. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
"დაგეგმილია რამდენიმე საინვესტიციო პროექტი სოფლის მეურნეობაში. რაც შეეხება პროგრამას, ჩემი პრიორიტეტი იქნება, მაქსიმალურად პროგნოზირებადი გარემო შეიქმნას ქვეყანაში, სადაც არ იქნება სიურპრიზები ბიზნესებისთვის, სადაც ბაზარზე ყველა ნიშისთვის იქნება ადგილი, რათა მათ შეძლონ საკუთარი ბიზნესის განხორციელება",- განმარტავს კვირიკაშვილი.
რა? სად? რა ფასად?
გაიგეთ ”რადიო მარკეტში”
ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე
რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9