პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირაკლი ღარიბაშვილი - უახლოეს ხანში მოსახლეობა გაიგებს, როგორ იკარგებოდნენ ადამიანები უგზო-უკვლოდ
ირაკლი ღარიბაშვილი - უახლოეს ხანში მოსახლეობა გაიგებს, როგორ იკარგებოდნენ ადამიანები უგზო-უკვლოდ

უახ­ლო­ეს ხან­ში მო­სახ­ლე­ო­ბა გა­ი­გებს, თუ რო­გორ ხდე­ბო­და ადა­მი­ა­ნე­ბის უგზო-უკვლოდ და­კარ­გვა და შემ­დეგ რა ბედი ეწი­ათ მათ, - ამის შე­სა­ხებ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­დატ­მა, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა უმ­რავ­ლე­სო­ბას­თან შეხ­ვედ­რა­ზე გა­ნა­ცხა­და.

ამით ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი მეს­ტი­ის მა­ჟო­რი­ტარ დე­პუ­ტატს, ვიქ­ტორ ჯა­ფა­რი­ძეს გა­მო­ეხ­მა­უ­რა, რო­მელ­მაც პრე­მი­ე­რო­ბის კან­დი­დატს და­ვით ცინ­დე­ლი­ა­ნის უგზო-უკვლოდ და­კარ­გვას­თან და­კავ­ში­რე­ბით და­უს­ვა კი­თხვა. ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, სამ­წუ­ხა­როდ, ეს იყო რე­ა­ლო­ბა, რო­დე­საც ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი უგზო-უკვლოდ იკარ­გე­ბო­და.

"მე ამ შემ­თხვე­ვა­ში არ მაქვს სა­უ­ბა­რი თქვენს მიერ ნახ­სე­ნებ ცინ­დე­ლი­ან­ზე, მაგ­რამ, ზო­გა­დად, ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნია გამ­ქრა­ლი უგზო-უკვლოდ", - უპა­სუ­ხა ღა­რი­ბაშ­ვილ­მა ვიქ­ტორ ჯა­ფა­რი­ძეს. მი­სი­ვე თქმით, ამ ეტაპ­ზე რამ­დე­ნი­მე უგზო-უკვლოდ გამ­ქრალ ადა­მი­ან­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს.

"სამ­წუ­ხა­როდ და სა­უ­ბე­დუ­როდ სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბის­თვის, იკ­ვე­თე­ბა სე­რი­ო­ზუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ნიშ­ნე­ბი, რომ სწო­რედ მათ მიერ ნახ­სე­ნე­ბი პი­რე­ბი მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ სხვა­დას­ხვა ადა­მი­ა­ნე­ბის გა­ტა­ცე­ბა­ში და მათ ლიკ­ვი­და­ცი­ა­ში.

ეს არის ძა­ლი­ან მძი­მე საქ­მე­ე­ბი. ჩვენ უკვე ვა­წარ­მო­ებთ გა­მო­ძი­ე­ბას რამ­დე­ნი­მე პი­როვ­ნე­ბა­ზე. ეს არის ჩვე­ნი ტკი­ვი­ლი, როცა ჩვე­ნი ქვეყ­ნის შვი­ლე­ბი, თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ასე უგზო-უკვლოდ იკარ­გე­ბოდ­ნენ და დღე­საც მათი ოჯა­ხის წევ­რე­ბი ელო­დე­ბი­ან მათ შვი­ლებს. მათ სჯე­რათ, რომ მათი შვი­ლე­ბი არი­ან ცო­ცხლე­ბი, თუმ­ცა სამ­წუ­ხა­როდ ბევ­რი მათ­გა­ნი, წი­ნას­წა­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, იქნა ლიკ­ვი­დი­რე­ბუ­ლი. რა თქმა უნდა ამ ყვე­ლა­ფერს სჭირ­დე­ბა დამ­ტკი­ცე­ბა და ჩვენ ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ, რომ ეს საქ­მე­ე­ბი იქ­ნას გახ­სნი­ლი და გა­მო­ძი­ე­ბუ­ლი. არ შე­იძ­ლე­ბა ასე­თი მძი­მე საქ­მე­ე­ბის გა­უხ­სნე­ლო­ბა, რო­დე­საც რამ­დე­ნი­მე ასე­ულ ადა­მი­ან­ზე გვაქვს სა­უ­ბა­რი, რამ­დე­ნი­მე ასე­ულ ადა­მი­ან­ზე და არა ერთ და ორ ადა­მი­ან­ზე, თუმ­ცა ერთი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლეც სი­ცო­ცხლეა. თი­თო­ე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქის სი­ცო­ცხლე ძვირ­ფა­სია ჩვენ­თვის",-გა­ნა­ცხა­და ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, მას არ სურს გა­მო­ძი­ე­ბის დას­რუ­ლე­ბამ­დე რა­ი­მე და­მა­ტე­ბი­თი კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თოს, თუმ­ცა ადას­ტუ­რებს, რომ წი­ნას­წა­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ად­გი­ლი ჰქონ­და შემ­თხვე­ვებს, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნის გა­ტა­ცე­ბა და მათი ლიკ­ვი­და­ცია ხდე­ბო­და.

იხი­ლეთ ვი­დეო

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

sponsored by ContentRoom

ირაკლი ღარიბაშვილი - უახლოეს ხანში მოსახლეობა გაიგებს, როგორ იკარგებოდნენ ადამიანები უგზო-უკვლოდ

ირაკლი ღარიბაშვილი - უახლოეს ხანში მოსახლეობა გაიგებს, როგორ იკარგებოდნენ ადამიანები უგზო-უკვლოდ

უახლოეს ხანში მოსახლეობა გაიგებს, თუ როგორ ხდებოდა ადამიანების უგზო-უკვლოდ დაკარგვა და შემდეგ რა ბედი ეწიათ მათ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა უმრავლესობასთან შეხვედრაზე განაცხადა.

ამით ირაკლი ღარიბაშვილი მესტიის მაჟორიტარ დეპუტატს, ვიქტორ ჯაფარიძეს გამოეხმაურა, რომელმაც პრემიერობის კანდიდატს დავით ცინდელიანის უგზო-უკვლოდ დაკარგვასთან დაკავშირებით დაუსვა კითხვა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სამწუხაროდ, ეს იყო რეალობა, როდესაც ძალიან ბევრი ადამიანი უგზო-უკვლოდ იკარგებოდა.

"მე ამ შემთხვევაში არ მაქვს საუბარი თქვენს მიერ ნახსენებ ცინდელიანზე, მაგრამ, ზოგადად, ძალიან ბევრი ადამიანია გამქრალი უგზო-უკვლოდ", - უპასუხა ღარიბაშვილმა ვიქტორ ჯაფარიძეს. მისივე თქმით, ამ ეტაპზე რამდენიმე უგზო-უკვლოდ გამქრალ ადამიანთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

"სამწუხაროდ და საუბედუროდ საპარლამენტო უმცირესობისთვის, იკვეთება სერიოზული დანაშაულის ნიშნები, რომ სწორედ მათ მიერ ნახსენები პირები მონაწილეობდნენ სხვადასხვა ადამიანების გატაცებაში და მათ ლიკვიდაციაში.

ეს არის ძალიან მძიმე საქმეები. ჩვენ უკვე ვაწარმოებთ გამოძიებას რამდენიმე პიროვნებაზე. ეს არის ჩვენი ტკივილი, როცა ჩვენი ქვეყნის შვილები, თანამოქალაქეები ასე უგზო-უკვლოდ იკარგებოდნენ და დღესაც მათი ოჯახის წევრები ელოდებიან მათ შვილებს. მათ სჯერათ, რომ მათი შვილები არიან ცოცხლები, თუმცა სამწუხაროდ ბევრი მათგანი, წინასწარი ინფორმაციით, იქნა ლიკვიდირებული. რა თქმა უნდა ამ ყველაფერს სჭირდება დამტკიცება და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს საქმეები იქნას გახსნილი და გამოძიებული. არ შეიძლება ასეთი მძიმე საქმეების გაუხსნელობა, როდესაც რამდენიმე ასეულ ადამიანზე გვაქვს საუბარი, რამდენიმე ასეულ ადამიანზე და არა ერთ და ორ ადამიანზე, თუმცა ერთი ადამიანის სიცოცხლეც სიცოცხლეა. თითოეული მოქალაქის სიცოცხლე ძვირფასია ჩვენთვის",-განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, მას არ სურს გამოძიების დასრულებამდე რაიმე დამატებითი კომენტარი გააკეთოს, თუმცა ადასტურებს, რომ წინასწარი ინფორმაციით, გამოძიებისთვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა შემთხვევებს, როდესაც ადამიანის გატაცება და მათი ლიკვიდაცია ხდებოდა.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა