პოლიტიკა
სამხედრო

13

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 00:43-ზე და გაგრძელდება 14 ივნისს, შაბათს – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
მსოფლიო
კონფლიქტები
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შემზარავი ფაქტი: ზესტაფონელმა ბიჭმა ძაღლს ნაჯახით თავი მოაჭრა და ფოტო ინტერნეტით გაავრცელა
შემზარავი ფაქტი: ზესტაფონელმა ბიჭმა ძაღლს ნაჯახით თავი მოაჭრა და ფოტო ინტერნეტით გაავრცელა

ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე ბოლო 24 სა­ათ­ში შემ­ზა­რავ­მა ფო­ტომ მო­იც­ვა, რო­მელ­შიც ახალ­გაზ­რდა ბიჭს მოკ­ლუ­ლი ძაღ­ლის მოჭ­რი­ლი თავი უჭი­რავს ხელ­ში.

შემ­თხვე­ვა ზეს­ტა­ფო­ნის რ-ნის სოფ. არ­გვე­თა­ში მოხ­და. ცნო­ბი­ლია, რომ თა­მაზ ხუს­კი­ვა­ძემ ორ ლუ­ლი­ა­ნი თო­ფით ორი წლის კავ­კა­სი­უ­რი ნა­გა­ზი-ხვა­დი, ბიბი მოკ­ლა, შემ­დეგ ნა­ჯა­ხით თავი მო­აჭ­რა და სი­ა­მა­ყის გრძნო­ბით სუ­რა­თიც გა­და­ი­ღო. ძაღ­ლის მფლო­ბე­ლი ლე­ი­ლა კიკ­ნა­ვე­ლი­ძე, შო­კი­რე­ბუ­ლია და დამ­ნა­შა­ვის და­სას­ჯე­ლად შუ­ამ­დგომ­ლო­ბას ითხოვს.

ფო­ტომ მო­ქა­ლა­ქე­ებ­თან ერ­თად, ბუ­ნებ­რი­ვია, ცხო­ველ­თა დამ­ცველ­თა ყუ­რა­დღე­ბაც მი­იქ­ცია. Ambebi.ge კო­მენ­ტა­რის­თვის ცხო­ველ­თა გა­დარ­ჩე­ნის სა­ხალ­ხო ფრონტს და­უ­კავ­შირ­და:

- სამ­წუ­ხა­როდ, არ­გვე­თა­ში მომ­ხდა­რი ფაქ­ტის მსგავ­სი შემ­თხვე­ვე­ბი ძა­ლი­ან ხში­რია, თუმ­ცა ხში­რად ამის და­ა­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი ფოტო და ვი­დე­ო­მა­სა­ლა არ არ­სე­ბობს. ეს იყო ის შემ­თხვე­ვა, როცა და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი მა­სა­ლა არ­სე­ბობს და კონ­კრე­ტუ­ლი შემ­ზა­რა­ვი ფაქ­ტის დამ­ტკი­ცე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია; ამი­ტომ ჩვენ, ცხო­ველ­თა დამ­ცვე­ლებს ვუ­ცხა­დებთ მხარ­და­ჭე­რას. და­ვა­ა­ნონ­სეთ აქ­ცია, რომ შე­ვი­ტანთ სა­ჩი­ვარს კონ­კრე­ტუ­ლად არ­გვე­თე­ლი მო­ქა­ლა­ქის წი­ნა­აღ­მდეგ, რო­მელ­მაც სა­დის­ტუ­რი მე­თო­დე­ბით მოკ­ლა 2 წლამ­დე ასა­კის ძაღ­ლი. თუმ­ცა პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში არა მარ­ტო ამის გამო შევა სა­ჩი­ვა­რი, არა­მედ ჩვენ მო­ვი­თხოვთ ზო­გა­დად გამ­კაცრ­დეს კა­ნო­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში. რად­გან 259 მუხ­ლი, რო­მე­ლიც უნდა არე­გუ­ლი­რებ­დეს ცხო­ვე­ლე­ბის პრობ­ლე­მებს რე­ა­ლუ­რად არის მკვდა­რი მუხ­ლი. მას ძა­ლი­ან ბევ­რი რა აკ­ლია, რაც მოგ­ვცემ­და სა­შა­ლე­ბას მეტი რე­ა­გი­რე­ბა მო­ეხ­დი­ნა ცხო­ველ­თა უფ­ლე­ბე­ბის შემ­ლახ­ვე­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ.

ცხო­ველ­თა კო­მი­ტეტ­ში ევ­რო­კავ­შირ­ში მი­ღე­ბუ­ლი კა­ნო­ნე­ბის ას­ლე­ბი დევს, სა­ი­და­ნაც ბევ­რი რა­მის ამო­ღე­ბა და ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის მორ­გე­ბა შეგ­ვიძ­ლია. მთა­ვა­რია სა­ხელ­მწი­ფომ გა­მო­ა­ცხა­დოს მხარ­და­ჭე­რა, არა­სამ­თავ­რო­ბო­ე­ბი მარ­ტო ვე­რა­ფერს მი­აღ­წე­ვენ. ჩვენ უბ­რა­ლოდ შეგ­ვიძ­ლია მი­ვი­დეთ და მოვ­თხო­ვოთ. სამ­წუ­ხა­როა, რომ სა­ხელ­მწი­ფოს­თან გვი­წევს მის­ვლა - გა­ა­კონ­ტრო­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, ვიდ­რე მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა სა­კუ­თა­რი ტვი­ნი. სამ­წუ­ხა­როდ მო­ქა­ლა­ქე­თა ნა­წილ­ში ვერ ხერ­ხდე­ბა რა­ღა­ცე­ე­ბის გა­და­ხარ­შვა, თუნ­დაც ის, რომ მას­ზე უმ­წეო არ­სე­ბის და­ჩაგ­ვრა არ შე­იძ­ლე­ბა, მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ ის ადა­მი­ა­ნი არ არის".

"სო­ლი­და­რო­ბა ყვე­ლა და­უც­ველ ცხო­ველს! ეს უკვე სი­სას­ტი­კის ყო­ველ­გვარ ზღვარს ცდე­ბა!" - ამ სა­ხელ­წო­დე­ბით იმარ­თე­ბა ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი ფაქ­ტის და­საგ­მო­ბად აქ­ცია პრო­კუ­რა­ტუ­რის წინ. ცხო­ველ­თა უფ­ლე­ბე­ბის დამ­ცვე­ლი რამ­დე­ნი­მე არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია, რი­გით მო­ქა­ლა­ქე­ებ­თან ერ­თად პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში სარ­ჩელს შე­ი­ტანს. მათი მო­თხოვ­ნაა ზეს­ტა­ფონ­ში მომ­ხდარ ფაქ­ტზე, 259-ე მუხ­ლით სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე აღიძ­რას და დამ­ნა­შა­ვე და­ი­სა­ჯოს.

ბელა თა­ბუ­აშ­ვი­ლი, Ambebi.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები

შემზარავი ფაქტი: ზესტაფონელმა ბიჭმა ძაღლს ნაჯახით თავი მოაჭრა და ფოტო ინტერნეტით გაავრცელა

შემზარავი ფაქტი: ზესტაფონელმა ბიჭმა ძაღლს ნაჯახით თავი მოაჭრა და ფოტო ინტერნეტით გაავრცელა

ინტერნეტსივრცე ბოლო 24 საათში შემზარავმა ფოტომ მოიცვა, რომელშიც ახალგაზრდა ბიჭს მოკლული ძაღლის მოჭრილი თავი უჭირავს ხელში.

შემთხვევა ზესტაფონის რ-ნის სოფ. არგვეთაში მოხდა. ცნობილია, რომ თამაზ ხუსკივაძემ ორ ლულიანი თოფით ორი წლის კავკასიური ნაგაზი-ხვადი, ბიბი მოკლა, შემდეგ ნაჯახით თავი მოაჭრა და სიამაყის გრძნობით სურათიც გადაიღო. ძაღლის მფლობელი ლეილა კიკნაველიძე, შოკირებულია და დამნაშავის დასასჯელად შუამდგომლობას ითხოვს.

ფოტომ მოქალაქეებთან ერთად, ბუნებრივია, ცხოველთა დამცველთა ყურადღებაც მიიქცია. Ambebi.ge კომენტარისთვის ცხოველთა გადარჩენის სახალხო ფრონტს დაუკავშირდა:

- სამწუხაროდ, არგვეთაში მომხდარი ფაქტის მსგავსი შემთხვევები ძალიან ხშირია, თუმცა ხშირად ამის დაამადასტურებელი ფოტო და ვიდეომასალა არ არსებობს. ეს იყო ის შემთხვევა, როცა დამადასტურებელი მასალა არსებობს და კონკრეტული შემზარავი ფაქტის დამტკიცება შესაძლებელია; ამიტომ ჩვენ, ცხოველთა დამცველებს ვუცხადებთ მხარდაჭერას. დავაანონსეთ აქცია, რომ შევიტანთ საჩივარს კონკრეტულად არგვეთელი მოქალაქის წინააღმდეგ, რომელმაც სადისტური მეთოდებით მოკლა 2 წლამდე ასაკის ძაღლი. თუმცა პროკურატურაში არა მარტო ამის გამო შევა საჩივარი, არამედ ჩვენ მოვითხოვთ ზოგადად გამკაცრდეს კანონი საქართველოში. რადგან 259 მუხლი, რომელიც უნდა არეგულირებდეს ცხოველების პრობლემებს რეალურად არის მკვდარი მუხლი. მას ძალიან ბევრი რა აკლია, რაც მოგვცემდა საშალებას მეტი რეაგირება მოეხდინა ცხოველთა უფლებების შემლახველების წინააღმდეგ.

ცხოველთა კომიტეტში ევროკავშირში მიღებული კანონების ასლები დევს, საიდანაც ბევრი რამის ამოღება და ჩვენი ქვეყნისთვის მორგება შეგვიძლია. მთავარია სახელმწიფომ გამოაცხადოს მხარდაჭერა, არასამთავრობოები მარტო ვერაფერს მიაღწევენ. ჩვენ უბრალოდ შეგვიძლია მივიდეთ და მოვთხოვოთ. სამწუხაროა, რომ სახელმწიფოსთან გვიწევს მისვლა - გააკონტროლოს მოქალაქეები, ვიდრე მოქალაქეებმა საკუთარი ტვინი. სამწუხაროდ მოქალაქეთა ნაწილში ვერ ხერხდება რაღაცეების გადახარშვა, თუნდაც ის, რომ მასზე უმწეო არსების დაჩაგვრა არ შეიძლება, მხოლოდ იმიტომ, რომ ის ადამიანი არ არის".

"სოლიდარობა ყველა დაუცველ ცხოველს! ეს უკვე სისასტიკის ყოველგვარ ზღვარს ცდება!" - ამ სახელწოდებით იმართება ზემოაღნიშნული ფაქტის დასაგმობად აქცია პროკურატურის წინ. ცხოველთა უფლებების დამცველი რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, რიგით მოქალაქეებთან ერთად პროკურატურაში სარჩელს შეიტანს. მათი მოთხოვნაა ზესტაფონში მომხდარ ფაქტზე, 259-ე მუხლით სისხლის სამართლის საქმე აღიძრას და დამნაშავე დაისაჯოს.

ბელა თაბუაშვილი, Ambebi.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია