მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯანეტ ქერდიყოშვილს ხარკოვის ჰოსპიტალში პრინცესასავით ექცევიან
ჯანეტ ქერდიყოშვილს ხარკოვის ჰოსპიტალში პრინცესასავით ექცევიან

ჯა­ნეტ ქერ­დი­ყოშ­ვი­ლი "მის სამ­ყა­რო­ზე" 24 ოქ­ტომ­ბრამ­დე უნდა ყო­ფი­ლი­ყო, თუმ­ცა "მის სა­ქარ­თვე­ლომ" ამ კონ­კურ­სზე მოხ­ვედ­რა ვერ მო­ა­ხერ­ხა. მი­ზე­ზი სამ­წუ­ხა­როა - ჯა­ნეტს ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა გა­უ­უ­ა­რეს­და. ის ამ­ჟა­მად ხარ­კო­ვის ერთ-ერთ კლი­ნი­კა­ში მკურ­ნა­ლობს. ჯა­ნეტს ინ­ტერ­ნე­ტით და­ვუ­კავ­შირ­დით.

- რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, "მის სამ­ყა­რო­ზე" მი­ვემ­გზავ­რე­ბო­დი, ცხრა ნო­ემ­ბერს ფი­ნა­ლი გა­ი­მარ­თა. ყვე­ლა­ფე­რი მზად გვქონ­და, სა­ფი­ნა­ლო კაბა, გა­მოს­ვლა ნა­ცი­ო­ნა­ლურ კოს­ტი­უმ­ში, საქ­ველ­მოქ­მე­დო ღო­ნის­ძი­ე­ბაც უნდა ყო­ფი­ლი­ყო, რის­თვი­საც ძა­ლი­ან ლა­მა­ზი სა­ყუ­რე შე­ვი­ძი­ნე და აუქ­ცი­ონ­ზე უნდა გა­ყი­დუ­ლი­ყო. 21 ოქ­ტომ­ბერს უნდა ჩავ­სუ­ლი­ყა­ვი მოს­კოვ­ში, მა­ნამ­დე კი რამ­დე­ნი­მე დღით რომ­ში გამ­გზავ­რე­ბა გა­დავ­წყვი­ტე, ჩემი და­ქა­ლის ჯვრის­წე­რა­ზე. ორი-სამი დღით დავ­რჩი რომ­ში. იქი­დან ხარ­კო­ვის გავ­ლით მოს­კოვ­ში უნდა ჩავფრე­ნი­ლი­ყა­ვი, რად­გან სხვა რე­ი­სი არ იყო. ხარ­კოვ­ში ჩა­სულს უცებ ამი­წია სი­ცხემ, ძა­ლი­ან ცუ­დად გავ­ხდი და მე­გო­ნა, რომ მო­წამ­ლუ­ლი ვი­ყა­ვი. პა­ნი­კა­ში ჩავ­ვარ­დი. წა­მიყ­ვა­ნეს ჰოს­პი­ტალ­ში, სა­დაც ყვე­ლა­ნა­ი­რი კვლე­ვა ჩა­მი­ტარ­და. ჯერ ორი დღით დამ­ტო­ვეს. "მის სამ­ყა­რო­ზე" ჩას­ვლის ვადა 24 ოქ­ტომ­ბრამ­დე მქონ­და. ვი­ფიქ­რეთ, რომ რამ­დე­ნი­მე დღე­ში ორ­გა­ნიზ­მი და­წყნარ­დე­ბო­და, რად­გან მა­ნამ­დე არა­ფე­რი მტკი­ო­და და არა­ფე­რი მა­წუ­ხებ­და, მაგ­რამ კვლე­ვის შე­დე­გად გა­მო­ავ­ლი­ნეს, რომ თირკმელ­ში წყა­ლი იყო ჩამ­დგა­რი. და­ი­წყეს გა­მორ­კვე­ვა, სა­ი­დან შე­იძ­ლე­ბო­და იქ წყა­ლი აღ­მო­ჩე­ნი­ლი­ყო. არა­და, მა­ნამ­დე სრუ­ლი­ად ჯან­მრთე­ლი ვი­ყა­ვი და არას­დროს მი­მი­მარ­თავს ექი­მის­თვის. მერე მი­თხრეს, რომ ჩემი სი­სუს­ტე უფრო სე­რი­ო­ზუ­ლი მი­ზე­ზით იყო გა­მოწ­ვე­უ­ლი და ამას ორ­დღი­ა­ნი მკურ­ნა­ლო­ბა და გა­დას­ხმე­ბი არ უშ­ვე­ლი­და. წე­სი­ე­რად სი­ა­რულ­საც ვერ ვა­ხერ­ხებ­დი. დამ­ტო­ვეს ერთი კვი­რით, შე­სა­ბა­მი­სად, "მის სამ­ყა­რო­ზე" ჩემი გამ­გზავ­რე­ბაც ჩა­ი­შა­ლა. ექი­მებ­მაც ამიკ­რძა­ლეს და თა­ვა­დაც არ მქონ­და ად­გო­მის ძალა. ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე მთა­ვა­რი არა­ფე­რია, თა­ნაც, კონ­კურ­სზე დიდი დატ­ვირ­თვა იქ­ნე­ბო­და, რა­საც ვერ გა­ვუძ­ლებ­დი და შე­საძ­ლოა, უა­რე­სა­დაც გავმხდა­რი­ყა­ვი. ქალ­ბა­ტონ­მა იამ და­უ­რე­კა ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს და აუხ­სნა, რო­გო­რი სი­ტუ­ა­ცია იყო.

- სა­ბო­ლოო დი­აგ­ნო­ზი რა არის?

- დად­გინ­და, რომ ეს არის პი­ე­ლო­ნეფ­რი­ტი. ეს არის თირკმლის და­ა­ვა­დე­ბა, რო­დე­საც ეს ორ­გა­ნო ჩირ­ქდე­ბა. სი­ცო­ცხლის საფრ­თხეს შე­ი­ცავს მისი გარ­თუ­ლე­ბა, ამი­ტო­მაც ექი­მებ­მა ვერ გა­რის­კეს, რად­გან შე­იძ­ლე­ბო­და, სა­ო­პე­რა­ციო გავმხდა­რი­ყა­ვი. დრო­უ­ლად მო­ვას­წა­რი ექიმ­თან მის­ვლა. ეს დი­აგ­ნო­ზი ნე­ბის­მი­ე­რი ასა­კის ადა­მი­ანს შე­იძ­ლე­ბა და­ეს­ვას და შე­საძ­ლოა, იყოს გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბის არას­წო­რი რე­ჟი­მით. "დღის შოუ" და­ი­წყო, პა­რა­ლე­ლუ­რად ვსწავ­ლობ­დი, ვემ­ზა­დე­ბო­დი სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სის­თვის. არ მახ­სოვს, რო­დის მივ­დი­ო­დი სახ­ლში და რო­დის ვჭამ­დი. დაღ­ლი­ლო­ბა, არას­წო­რი კვე­ბა და სტრე­სი გა­ნა­პი­რო­ბებს ამ და­ა­ვა­დე­ბას. თუმ­ცა თავს ცუ­დად სუ­ლაც არ ვგრძნობ­დი, კი ვიღ­ლე­ბო­დი, მაგ­რამ მა­ნამ­დე ცუ­დად არ გავმხდარ­ვარ, შე­მარ­თე­ბით ვა­კე­თებ­დი ამ ყვე­ლა­ფერს, ბო­ლოს ორ­გა­ნიზ­მმა მი­თხრა, ცოტა და­ა­მუხ­რუ­ჭეო.

- ექი­მე­ბი რას გე­უბ­ნე­ბი­ან, რო­დის გა­მო­ჯან­მრთელ­დე­ბი?

- კვი­რა­ში ორ­ჯერ ანა­ლი­ზებს მი­ღე­ბენ. უყუ­რე­ბენ, რა პროგ­რე­სია. თა­ვი­დან საკ­მა­ოდ კარ­გად მი­დი­ო­და გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის პრო­ცე­სი. ამ და­ა­ვა­დე­ბის გამო ორ­გა­ნიზმს ძა­ლი­ან და­ბა­ლი იმუ­ნი­ტე­ტი აქვს. ამ დროს ად­ვი­ლად შე­გიძ­ლია სხვა­დას­ხვა ავად­მყო­ფო­ბის "და­ჭე­რა" . ალ­ბათ, ამას მო­ა­წეს­რი­გე­ბენ. სწო­რი კვე­ბა მაქვს, კარგ კლი­ნი­კა­ში ვმკურ­ნა­ლობ და ცოტა გონ­ზე მო­ვე­დი, მაგ­რამ შემ­დეგ უცებ ისევ არ მო­ე­წო­ნათ ანა­ლი­ზე­ბი. გა­და­წყვი­ტეს პრე­პა­რა­ტე­ბის შეც­ვლა, რად­გან, რო­გორც ჩანს, ისი­ნი არ იყო შე­სა­ბა­მი­სი. ახლა ისევ იღე­ბენ ანა­ლი­ზებს და უყუ­რე­ბენ პროგ­რესს. რაც შე­ე­ხე­ბა კურსს, ჯერ არ უთ­ქვამთ, რამ­დენ ხანს გაგ­რძელ­დე­ბა. შე­საძ­ლოა, იყოს ორი თვე ან გარ­თუ­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მეტი. 29 ნო­ემ­ბერს და­ბა­დე­ბის დღე მაქვს და იმე­დია, ამ დრო­ის­თვის შევ­ძლებ სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბას. გული მწყდე­ბა, ყვე­ლა­ფე­რი ასე კარ­გად მი­დი­ო­და და ჩემ­მა ჯან­მრთე­ლო­ბამ აღარ მომ­ცა გაგ­რძე­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა. ექი­მებს ვეხ­ვე­წე­ბი, რომ ნო­ემ­ბრის ბო­ლოს­კენ მა­ინც გა­მიშ­ვან. ყვე­ლა­ნა­ი­რად ვეც­დე­ბი, რომ გა­მოვ­ჯან­მრთელ­დე.

- სა­ქარ­თვე­ლო­ში სამ­კურ­ნა­ლოდ დაბ­რუ­ნე­ბა­ზე არ გი­ფიქ­რია?

- შე­მეძ­ლო სა­ქარ­თვე­ლო­შიც, მაგ­რამ რად­გან აქ და­ვი­წყეთ, აქვე ვაგ­რძე­ლებთ. ამ და­ა­ვა­დე­ბის­თვის არ ვარ­გა ერთი დღის ჩაგ­დე­ბაც კი. გა­დას­ხმე­ბია, ანა­ლი­ზე­ბი და ა.შ. ჩემი ოჯა­ხი აქ არის. მათ ძა­ლი­ან ინერ­ვი­უ­ლეს. კონ­კურ­სზე გა­ვემ­გზავ­რე და იმის მა­გივ­რად, რომ მოს­კოვ­ში დამ­ხვედ­როდ­ნენ, ხარ­კოვ­ში ჩემ­თან ჩა­მოს­ვლამ მო­უ­წი­ათ. ალ­ბათ, ეს ყვე­ლა­ფე­რი ბე­დია. უფალს უნდა, რომ ჩემს ცხოვ­რე­ბას გა­დავ­ხე­დო და რა­ღაც გა­მო­ვას­წო­რო. მაჩ­ვე­ნებს, რომ უნდა დავ­ფიქ­რდე სა­კუ­თარ თავ­ზე.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

ჯანეტ ქერდიყოშვილს ხარკოვის ჰოსპიტალში პრინცესასავით ექცევიან

ჯანეტ ქერდიყოშვილს ხარკოვის ჰოსპიტალში პრინცესასავით ექცევიან

ჯანეტ ქერდიყოშვილი ''მის სამყაროზე'' 24 ოქტომბრამდე უნდა ყოფილიყო, თუმცა ''მის საქართველომ'' ამ კონკურსზე მოხვედრა ვერ მოახერხა. მიზეზი სამწუხაროა - ჯანეტს ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუუარესდა. ის ამჟამად ხარკოვის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობს. ჯანეტს ინტერნეტით დავუკავშირდით.

- როგორც მოგეხსენებათ, ''მის სამყაროზე'' მივემგზავრებოდი, ცხრა ნოემბერს ფინალი გაიმართა. ყველაფერი მზად გვქონდა, საფინალო კაბა, გამოსვლა ნაციონალურ კოსტიუმში, საქველმოქმედო ღონისძიებაც უნდა ყოფილიყო, რისთვისაც ძალიან ლამაზი საყურე შევიძინე და აუქციონზე უნდა გაყიდულიყო. 21 ოქტომბერს უნდა ჩავსულიყავი მოსკოვში, მანამდე კი რამდენიმე დღით რომში გამგზავრება გადავწყვიტე, ჩემი დაქალის ჯვრისწერაზე. ორი-სამი დღით დავრჩი რომში. იქიდან ხარკოვის გავლით მოსკოვში უნდა ჩავფრენილიყავი, რადგან სხვა რეისი არ იყო. ხარკოვში ჩასულს უცებ ამიწია სიცხემ, ძალიან ცუდად გავხდი და მეგონა, რომ მოწამლული ვიყავი. პანიკაში ჩავვარდი. წამიყვანეს ჰოსპიტალში, სადაც ყველანაირი კვლევა ჩამიტარდა. ჯერ ორი დღით დამტოვეს. ''მის სამყაროზე'' ჩასვლის ვადა 24 ოქტომბრამდე მქონდა. ვიფიქრეთ, რომ რამდენიმე დღეში ორგანიზმი დაწყნარდებოდა, რადგან მანამდე არაფერი მტკიოდა და არაფერი მაწუხებდა, მაგრამ კვლევის შედეგად გამოავლინეს, რომ თირკმელში წყალი იყო ჩამდგარი. დაიწყეს გამორკვევა, საიდან შეიძლებოდა იქ წყალი აღმოჩენილიყო. არადა, მანამდე სრულიად ჯანმრთელი ვიყავი და არასდროს მიმიმართავს ექიმისთვის. მერე მითხრეს, რომ ჩემი სისუსტე უფრო სერიოზული მიზეზით იყო გამოწვეული და ამას ორდღიანი მკურნალობა და გადასხმები არ უშველიდა. წესიერად სიარულსაც ვერ ვახერხებდი. დამტოვეს ერთი კვირით, შესაბამისად, ''მის სამყაროზე'' ჩემი გამგზავრებაც ჩაიშალა. ექიმებმაც ამიკრძალეს და თავადაც არ მქონდა ადგომის ძალა. ჯანმრთელობაზე მთავარი არაფერია, თანაც, კონკურსზე დიდი დატვირთვა იქნებოდა, რასაც ვერ გავუძლებდი და შესაძლოა, უარესადაც გავმხდარიყავი. ქალბატონმა იამ დაურეკა ორგანიზატორებს და აუხსნა, როგორი სიტუაცია იყო.

- საბოლოო დიაგნოზი რა არის?

- დადგინდა, რომ ეს არის პიელონეფრიტი. ეს არის თირკმლის დაავადება, როდესაც ეს ორგანო ჩირქდება. სიცოცხლის საფრთხეს შეიცავს მისი გართულება, ამიტომაც ექიმებმა ვერ გარისკეს, რადგან შეიძლებოდა, საოპერაციო გავმხდარიყავი. დროულად მოვასწარი ექიმთან მისვლა. ეს დიაგნოზი ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეიძლება დაესვას და შესაძლოა, იყოს განპირობებული ცხოვრების არასწორი რეჟიმით. ''დღის შოუ'' დაიწყო, პარალელურად ვსწავლობდი, ვემზადებოდი საერთაშორისო კონკურსისთვის. არ მახსოვს, როდის მივდიოდი სახლში და როდის ვჭამდი. დაღლილობა, არასწორი კვება და სტრესი განაპირობებს ამ დაავადებას. თუმცა თავს ცუდად სულაც არ ვგრძნობდი, კი ვიღლებოდი, მაგრამ მანამდე ცუდად არ გავმხდარვარ, შემართებით ვაკეთებდი ამ ყველაფერს, ბოლოს ორგანიზმმა მითხრა, ცოტა დაამუხრუჭეო.

- ექიმები რას გეუბნებიან, როდის გამოჯანმრთელდები?

- კვირაში ორჯერ ანალიზებს მიღებენ. უყურებენ, რა პროგრესია. თავიდან საკმაოდ კარგად მიდიოდა გამოჯანმრთელების პროცესი. ამ დაავადების გამო ორგანიზმს ძალიან დაბალი იმუნიტეტი აქვს. ამ დროს ადვილად შეგიძლია სხვადასხვა ავადმყოფობის ''დაჭერა'' . ალბათ, ამას მოაწესრიგებენ. სწორი კვება მაქვს, კარგ კლინიკაში ვმკურნალობ და ცოტა გონზე მოვედი, მაგრამ შემდეგ უცებ ისევ არ მოეწონათ ანალიზები. გადაწყვიტეს პრეპარატების შეცვლა, რადგან, როგორც ჩანს, ისინი არ იყო შესაბამისი. ახლა ისევ იღებენ ანალიზებს და უყურებენ პროგრესს. რაც შეეხება კურსს, ჯერ არ უთქვამთ, რამდენ ხანს გაგრძელდება. შესაძლოა, იყოს ორი თვე ან გართულების შემთხვევაში, მეტი. 29 ნოემბერს დაბადების დღე მაქვს და იმედია, ამ დროისთვის შევძლებ საქართველოში დაბრუნებას. გული მწყდება, ყველაფერი ასე კარგად მიდიოდა და ჩემმა ჯანმრთელობამ აღარ მომცა გაგრძელების საშუალება. ექიმებს ვეხვეწები, რომ ნოემბრის ბოლოსკენ მაინც გამიშვან. ყველანაირად ვეცდები, რომ გამოვჯანმრთელდე.

- საქართველოში სამკურნალოდ დაბრუნებაზე არ გიფიქრია?

- შემეძლო საქართველოშიც, მაგრამ რადგან აქ დავიწყეთ, აქვე ვაგრძელებთ. ამ დაავადებისთვის არ ვარგა ერთი დღის ჩაგდებაც კი. გადასხმებია, ანალიზები და ა.შ. ჩემი ოჯახი აქ არის. მათ ძალიან ინერვიულეს. კონკურსზე გავემგზავრე და იმის მაგივრად, რომ მოსკოვში დამხვედროდნენ, ხარკოვში ჩემთან ჩამოსვლამ მოუწიათ. ალბათ, ეს ყველაფერი ბედია. უფალს უნდა, რომ ჩემს ცხოვრებას გადავხედო და რაღაც გამოვასწორო. მაჩვენებს, რომ უნდა დავფიქრდე საკუთარ თავზე.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება