სოზარ სუბარი - ციხეებში C ჰეპატიტის მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება

სოზარ სუბარი - ციხეებში C ჰეპატიტის მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება

ციხეებში C ჰეპატიტის მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება. როგორც საპარლამენტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სასჯელაღსრულების მინისტრობის კანდიდატმა, სოზარ სუბარმა განაცხადა, ქალთა დაწესებულებაში C ჰეპატიტის მატარებელი 17% აღმოჩნდა, ხოლო პატიმართა კიდევ ერთ ჯგუფში, რომელსაც მინისტრობის კანდიდატი არ ასახელებს, ვირუსის მატარებელი 50%-ზე მეტი პატიმარია დაფიქსირებული.

სასჯელაღსრულების სამინისტრო, სუბარის განცხადებით, ციხეებში C ჰეპატიტის უფასო მკურნალობას იწყებს.

"C ჰეპატიტთან დაკავშირებით, პროგრამა შემუშავებულია, სკრინინგი დაწყებულია რამდენიმე ჯგუფში. ქალთა დაწესებულებაში მაგალითად აღმოჩნდა, რომ C ჰეპატიტს 17% ატარებს. კიდევ ერთ ჯგუფში, ვირუსის მატარებელია 50%-ზე მეტი. ტენდერი ბოლოშია გასული, ტექნიკური დეტალები დარჩა დასასრულებელი. მე დარწმუნებული ვარ, რომ თვის ბოლომდე ტენდერი დასრულდება და C ჰეპატიტის სამკურნალო წამლის ფასი იქნება მინიმუმ სამჯერ ნაკლები იმაზე, რაც იყო. ტენდერში მიბმული იყო ვალდებულება - გარდა იმისა, რომ ათას პატიმარ პაციენტზე ჩვენ ვყიდულობთ შედარებით დაბალ ფასად წამალს, კომპანიამ იმავე ფასად უნდა გაყიდოს სამოქალაქო სექტორისთვისაც წამალი. ეს ნიშნავს, რომ სამოქალაქო სექტორშიც დაახლოებით 70%-ით გაიაფდება C ჰეპატიტის  სამკურნალო წამალი", - განაცხადა სუბარმა.

მისი თქმით, საქართველო შედის იმ ქვეყნების რიცხვში, სადაც ყველაზე ძვირი ღირს აღნიშნული წამალი და მისი ღირებულება 235-260 დოლარამდეა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა