მსოფლიო
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
სპორტი
სამართალი
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
3D პრინტერზე დამზადებული მეტალის პირველი პისტოლეტი
3D პრინტერზე დამზადებული მეტალის პირველი პისტოლეტი

სამ­გან­ზო­მი­ლე­ბი­ა­ნი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბამ ადა­მი­ანს 3D პრინ­ტე­რებ­ზე ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის დამ­ზა­დე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცა. და­ბა­ლი რე­სურ­სი­სა და სა­ი­მე­დო­ო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, პლასტმა­სის­გან დამ­ზა­დე­ბულ­მა ია­რაღ­მა ზო­გი­ერ­თი ქვეყ­ნის სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის შეშ­ფო­თე­ბა უკვე გა­მო­იწ­ვია. თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის პი­რო­ბებ­ში მე­ტა­ლის­გან "და­ბეჭ­დი­ლი" პის­ტო­ლე­ტის დამ­ზა­დე­ბა მხო­ლოდ დრო­ის სა­კი­თხი იყო. პირ­ვე­ლო­ბა ამ სა­კი­თხში ამე­რი­კულ­მა კომ­პა­ნია Solid Concepts-ს ეკუთ­ვნის.

3D პრინ­ტერ­ზე და­ბეჭ­დი­ლი პის­ტო­ლე­ტი 1911 წლის მო­დე­ლის კოლ­ტის ზუს­ტი ანა­ლო­გია და მისი ყვე­ლა დე­ტა­ლი სამ­გან­ზო­მი­ლე­ბი­ა­ნი ბეჭდ­ვის გზით, პირ­და­პი­რი ლა­ზე­რუ­ლი შე­ცხო­ბის მე­თო­დი­თაა დამ­ზა­დე­ბუ­ლი. რთუ­ლი ფორ­მე­ბის მე­ტა­ლის დე­ტა­ლე­ბის და­სამ­ზა­დებ­ლად ამ ტექ­ნო­ლო­გი­ებს დიდი ხა­ნია იყე­ნე­ბენ. პის­ტო­ლე­ტის კონ­სტრუქ­ცი­ა­ში ერ­თა­დერ­თი "უცხო" ელე­მენ­ტე­ბი ზამ­ბა­რე­ბია, რო­მელ­თა პრინ­ტერ­ზე და­ბეჭდ­ვაც ჯერ­ჯე­რო­ბით შე­უძ­ლე­ბე­ლია.

Solid Concepts-ის ერთ-ერთი ხელ­მძღვა­ნე­ლის ფი­ლიპ კო­ნე­რის თქმით, პის­ტო­ლე­ტის შექ­მნა უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის დე­მონ­სტრი­რე­ბას ისა­ხავ­და მიზ­ნად.

3D პრინ­ტერ­ზე და­ბეჭ­დი­ლი პის­ტო­ლე­ტი საკ­მა­ოდ მტკი­ცე და ზუს­ტი გა­მო­ვი­და, რაც საც­დელ­მა სრო­ლებ­მაც და­ა­დას­ტუ­რა. აშშ-ის არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­მა ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით შეშ­ფო­თე­ბა გა­მოთ­ქვეს. მათი გან­მარ­ტე­ბით, მსგავ­სი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა ბა­ზარ­ზე ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის რა­ო­დე­ნო­ბას უკონ­ტრო­ლოს გახ­დის და კრი­მი­ნო­გე­ნულ ვი­თა­რე­ბა­საც გა­ა­უ­ა­რე­სებს. ფი­ლიპ კო­ნე­რის გან­მარ­ტე­ბით, ასე­თი პის­ტო­ლე­ტის დამ­ზა­დე­ბა დიდ და საკ­მა­ოდ ძვი­რა­დღი­რე­ბულ სამ­რეწ­ვე­ლო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის 3D პრინ­ტერს და მა­ღა­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის სპე­ცი­ა­ლის­ტებს სა­ჭი­რო­ებს.

მო­ამ­ზა­და ნუკ­რი მგე­ლა­ძემ dailytechinfo.org-ის მი­ხედ­ვით.

3D პრინტერზე დამზადებული მეტალის პირველი პისტოლეტი

3D პრინტერზე დამზადებული მეტალის პირველი პისტოლეტი

სამგანზომილებიანი ტექნოლოგიების განვითარებამ ადამიანს 3D პრინტერებზე ცეცხლსასროლი იარაღის დამზადების საშუალება მისცა. დაბალი რესურსისა და საიმედოობის მიუხედავად, პლასტმასისგან დამზადებულმა იარაღმა ზოგიერთი ქვეყნის სამართალდამცველების შეშფოთება უკვე გამოიწვია. თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში მეტალისგან "დაბეჭდილი" პისტოლეტის დამზადება მხოლოდ დროის საკითხი იყო. პირველობა ამ საკითხში ამერიკულმა კომპანია Solid Concepts-ს ეკუთვნის.

3D პრინტერზე დაბეჭდილი პისტოლეტი 1911 წლის მოდელის კოლტის ზუსტი ანალოგია და მისი ყველა დეტალი სამგანზომილებიანი ბეჭდვის გზით, პირდაპირი ლაზერული შეცხობის მეთოდითაა დამზადებული. რთული ფორმების მეტალის დეტალების დასამზადებლად ამ ტექნოლოგიებს დიდი ხანია იყენებენ. პისტოლეტის კონსტრუქციაში ერთადერთი "უცხო" ელემენტები ზამბარებია, რომელთა პრინტერზე დაბეჭდვაც ჯერჯერობით შეუძლებელია.

Solid Concepts-ის ერთ-ერთი ხელმძღვანელის ფილიპ კონერის თქმით, პისტოლეტის შექმნა უპირველეს ყოვლისა თანამედროვე ტექნოლოგიების შესაძლებლობების დემონსტრირებას ისახავდა მიზნად.

3D პრინტერზე დაბეჭდილი პისტოლეტი საკმაოდ მტკიცე და ზუსტი გამოვიდა, რაც საცდელმა სროლებმაც დაადასტურა. აშშ-ის არასამთავრობო ორგანიზაციებმა ამასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვეს. მათი განმარტებით, მსგავსი ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობა ბაზარზე ცეცხლსასროლი იარაღის რაოდენობას უკონტროლოს გახდის და კრიმინოგენულ ვითარებასაც გააუარესებს. ფილიპ კონერის განმარტებით, ასეთი პისტოლეტის დამზადება დიდ და საკმაოდ ძვირადღირებულ სამრეწველო დანიშნულების 3D პრინტერს და მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტებს საჭიროებს.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ dailytechinfo.org-ის მიხედვით.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე