მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ოსტენდელი მეოცნებე" და ქართველი ბლოგერის შთაბეჭდილებები
"ოსტენდელი მეოცნებე"  და ქართველი ბლოგერის შთაბეჭდილებები

გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L"-მა მკი­თხველს ერიკ-ემა­ნუ­ელ შმი­ტის ცნო­ბი­ლი ნა­წარ­მო­ე­ბი, "ოს­ტენ­დე­ლი მე­ოც­ნე­ბე" შეს­თა­ვა­ზა. წიგნ­მა მა­ლე­ვე და­იმ­სა­ხუ­რა ქარ­თვე­ლი მკი­თხვე­ლის ყუ­რა­დღე­ბა. პო­პუ­ლა­რუ­ლი ქარ­თვე­ლი ბლო­გე­რი წიგ­ნის წა­კით­ვის შემ­დეგ სა­კუ­თარ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბებს მკი­თხველს უზი­ა­რებს. გთა­ვა­ზობთ პოსტს "მოლი ბლუ­მის" ბლო­გი­დან.

გუ­შინ­წინ მე­გო­ბარ­მა ერიკ-ემა­ნუ­ელ შმი­ტის "ოს­ტენ­დე­ლი მე­ოც­ნე­ბე" მი­სახ­სოვ­რა. კა­ფე­ში ვის­ხე­დით, პიტ­ნის ჩაის სურ­ნელს ვი­სუნ­თქავ­დით და, რო­გორც ხში­რად ხდე­ბა ხოლ­მე, ახალ­ნა­ყიდ წიგ­ნებს ვათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნებ­დით ერ­თმა­ნეთს. არ წა­მი­კი­თხავს და მა­ინ­ტე­რე­სებს-მეთ­ქი, ვთქვი და ჩემ­კენ გა­მო­ა­ჩო­ჩა მა­შინ­ვე, გქონ­დე­სო. თავ­პა­ტი­ჟი არ გა­მო­მიდ­ვია - ასეთ ამ­ბებ­ში მოკ­რძა­ლე­ბით არ გა­მო­ვირ­ჩე­ვი.

კი­თხვა რომ და­ვი­წყე, ვი­ფიქ­რე, ცოტა არ იყოს, ნაფ­ტა­ლი­ნის სუნი ას­დის-მეთ­ქი. რა­ღაც­ნა­ი­რად ძველ­მო­დუ­რი და ჩრჩილ­შე­პა­რუ­ლი მო­მეჩ­ვე­ნა, თით­ქოს ბე­ბი­ის სკივ­რი­დან ძვე­ლი, მაქ­მა­ნე­ბი­ა­ნი კაბა ამო­ვი­ღე გა­სამ­ზე­უ­რებ­ლად.

კარ­გა ხანს გამ­ყვა ეს შეგ­რძნე­ბა. პირ­ველ ნო­ვე­ლა­ში მა­ინც ყვე­ლა­ფე­რი მე­ტის­მე­ტად ჰგავ­და ზღა­პარს - იდუ­მა­ლი პრინ­ცი, ხე­ი­ბა­რი გო­გო­ნა, სა­მახ­სოვ­როდ დარ­ჩე­ნი­ლი თეთ­რი ხელ­თათ­მა­ნი… ფი­ნა­ლიც თით­ქო ისე­თი უნდა ყო­ფი­ლი­ყო, თხრო­ბის და­სა­წყი­სი­დან თუ არა, შუ­ა­ში მა­ინც აუ­ცი­ლებ­ლად რომ მიხ­ვდე­ბა მკი­თხვე­ლი, მაგ­რამ…

ბევ­რი რომ არ გა­ვაგ­რძე­ლო, ისე­თი თავ­ბრუ­დამ­ხვე­ვი ფინ­ტი ჩა­მი­ტა­რა ავ­ტორ­მა, კარ­გა ხანს ვი­ჯე­ქი პირ­დაფ­ჩე­ნი­ლი, რო­გორც მზის წნულ­ში დარ­ტყმის შემ­დეგ ემარ­თე­ბათ ხოლ­მე, და სუ­ლის მოთ­ქმას ვცდი­ლობ­დი. ავ­დე­ქი კი­დეც, გა­ვი­არ-გა­მო­ვი­ა­რე და მე­ო­რე მო­თხრო­ბა უკვე მეტი სიფრ­თხი­ლით და მო­ლო­დი­ნით გა­დავ­ფურ­ცლე.

არა, ხომ და­და­რა­ჯე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, მაგ­რამ მა­ინც და­მაბ­ნია ამ კაც­მა. აი, ახლა რას იზამს, ამ ბა­ნა­ლუ­რი მკვლე­ლო­ბის ამ­ბავს საით შე­ატ­რი­ა­ლებს და რა­ნა­ი­რად და­მა­მახ­სოვ­რებს, ვნა­ხოთ-მეთ­ქი და… მო­ა­ხერ­ხა. თან ისე, რომ გუ­ლიც ამი­ჩუ­ყა პა­ტა­რა ბავ­შვი­ვით.

მე­სა­მეს შო­რი­დან მი­ვე­პა­რე, ნა­ბულ­ზე შემ­დგა­რი მწე­ვა­რი­ვით. მძი­მედ და­სა­ხიჩ­რე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტი­სა და უფე­რუ­ლი მედ­დის ამ­ბავ­ში უჩ­ვე­უ­ლო ვე­რა­ფე­რი და­ვი­ნა­ხე, მაგ­რამ ჭკუა უკვე ნას­წავ­ლი მქონ­და და ბა­ტონ ერიკ-ემა­ნუ­ელს თავი აღარ გა­ვაბ­რიყ­ვე­ბი­ნე - პროგ­ნო­ზის გა­კე­თე­ბა აღარ მიც­დია, უბ­რა­ლოდ, ვკი­თხუ­ლობ­დი და ვგრძნობ­დი, რომ კარ­გად ვგრძნობ­დი თავს, კარ­გად და ნაღ­ვლი­ა­ნად.

იმ სა­ღა­მოს­ვე ჩა­ვი­კი­თხე და­ნარ­ჩე­ნე­ბიც. სა­მა­გი­დო წიგ­ნად მექ­ცა და ყო­ველ შა­ბათს გა­და­კი­თხვას ვა­პი­რებ-მეთ­ქი - არც ასეა საქ­მე, მაგ­რამ მე­გო­ბარს კი და­ვუ­რე­კე და კი­დევ ერთხელ ვუ­თხა­რი მად­ლო­ბა. გა­ი­ცი­ნა, ვი­ცო­დი, რომ მო­გე­წო­ნე­ბო­დაო. გუ­ლის სიღ­რმე­ში უი­მე­დო რო­მან­ტი­კო­სი ბრძან­დე­ბიო, ისიც და­ა­მა­ტა.

ჰო, ის შეგ­რძნე­ბა, თით­ქოს ძველ­თაძ­ველ სკივრს ავ­ხა­დე თავი, არ გამ­ნე­ლე­ბია. რა­ღაც­ნა­ი­რი წიგ­ნი გა­მოდ­გა, სი­ნათ­ლით გა­ჯე­რე­ბუ­ლი სევ­დით სავ­სე, სუ­ლის ყვე­ლა­ზე შო­რე­ულ, მი­ვი­წყე­ბულ კუნ­ჭულ­ში რომ მო­გი­ფა­თუ­რებს ხელს და ყრუ ტკი­ვილს გაგ­რძნო­ბი­ნებს. არც ჭკუ­ას გა­რი­გებს, არც რჩე­ვებს იძ­ლე­ვა და არც ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი სიბ­რძნე­ე­ბით გა­ნე­ბივ­რებს; უბ­რა­ლოა, მარ­ტი­ვი, ყვე­ლა­სათ­ვის გა­სა­გე­ბი და ამის გამო კი­დევ უფრო ახ­ლო­ბე­ლი, უფრო თბი­ლი და უსაშ­ვე­ლოდ ადა­მი­ა­ნუ­რი.

პირ­ვე­ლად წა­ვა­წყდი წიგნს, სა­დაც ამ­დე­ნი სიკ­ვდი­ლია და, ამა­ვე დროს, ამ­დე­ნი იმე­დი. დარ­დობ, გა­ნიც­დი და მა­ინც არ გტო­ვებს იმის შეგ­რძნე­ბა, რომ "ღრუბ­ლებს მიღ­მა ყო­ველ­თვის ზე­ცაა".

მთა­ვა­რიც ეს მგო­ნია.

წყა­რო: მოლი ბლუ­მის ბლო­გი

mollybloomsday.com

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

"ოსტენდელი მეოცნებე" და ქართველი ბლოგერის შთაბეჭდილებები

"ოსტენდელი მეოცნებე"  და ქართველი ბლოგერის შთაბეჭდილებები

გამომცემლობა "პალიტრა L"-მა მკითხველს ერიკ-ემანუელ შმიტის ცნობილი ნაწარმოები, "ოსტენდელი მეოცნებე" შესთავაზა. წიგნმა მალევე დაიმსახურა ქართველი მკითხველის ყურადღება. პოპულარული ქართველი ბლოგერი წიგნის წაკითვის შემდეგ საკუთარ შთაბეჭდილებებს მკითხველს უზიარებს. გთავაზობთ პოსტს "მოლი ბლუმის" ბლოგიდან.

გუშინწინ მეგობარმა ერიკ-ემანუელ შმიტის "ოსტენდელი მეოცნებე" მისახსოვრა. კაფეში ვისხედით, პიტნის ჩაის სურნელს ვისუნთქავდით და, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, ახალნაყიდ წიგნებს ვათვალიერებინებდით ერთმანეთს. არ წამიკითხავს და მაინტერესებს-მეთქი, ვთქვი და ჩემკენ გამოაჩოჩა მაშინვე, გქონდესო. თავპატიჟი არ გამომიდვია - ასეთ ამბებში მოკრძალებით არ გამოვირჩევი.

კითხვა რომ დავიწყე, ვიფიქრე, ცოტა არ იყოს, ნაფტალინის სუნი ასდის-მეთქი. რაღაცნაირად ძველმოდური და ჩრჩილშეპარული მომეჩვენა, თითქოს ბებიის სკივრიდან ძველი, მაქმანებიანი კაბა ამოვიღე გასამზეურებლად.

კარგა ხანს გამყვა ეს შეგრძნება. პირველ ნოველაში მაინც ყველაფერი მეტისმეტად ჰგავდა ზღაპარს - იდუმალი პრინცი, ხეიბარი გოგონა, სამახსოვროდ დარჩენილი თეთრი ხელთათმანი… ფინალიც თითქო ისეთი უნდა ყოფილიყო, თხრობის დასაწყისიდან თუ არა, შუაში მაინც აუცილებლად რომ მიხვდება მკითხველი, მაგრამ…

ბევრი რომ არ გავაგრძელო, ისეთი თავბრუდამხვევი ფინტი ჩამიტარა ავტორმა, კარგა ხანს ვიჯექი პირდაფჩენილი, როგორც მზის წნულში დარტყმის შემდეგ ემართებათ ხოლმე, და სულის მოთქმას ვცდილობდი. ავდექი კიდეც, გავიარ-გამოვიარე და მეორე მოთხრობა უკვე მეტი სიფრთხილით და მოლოდინით გადავფურცლე.

არა, ხომ დადარაჯებული ვიყავი, მაგრამ მაინც დამაბნია ამ კაცმა. აი, ახლა რას იზამს, ამ ბანალური მკვლელობის ამბავს საით შეატრიალებს და რანაირად დამამახსოვრებს, ვნახოთ-მეთქი და… მოახერხა. თან ისე, რომ გულიც ამიჩუყა პატარა ბავშვივით.

მესამეს შორიდან მივეპარე, ნაბულზე შემდგარი მწევარივით. მძიმედ დასახიჩრებული პაციენტისა და უფერული მედდის ამბავში უჩვეულო ვერაფერი დავინახე, მაგრამ ჭკუა უკვე ნასწავლი მქონდა და ბატონ ერიკ-ემანუელს თავი აღარ გავაბრიყვებინე - პროგნოზის გაკეთება აღარ მიცდია, უბრალოდ, ვკითხულობდი და ვგრძნობდი, რომ კარგად ვგრძნობდი თავს, კარგად და ნაღვლიანად.

იმ საღამოსვე ჩავიკითხე დანარჩენებიც. სამაგიდო წიგნად მექცა და ყოველ შაბათს გადაკითხვას ვაპირებ-მეთქი - არც ასეა საქმე, მაგრამ მეგობარს კი დავურეკე და კიდევ ერთხელ ვუთხარი მადლობა. გაიცინა, ვიცოდი, რომ მოგეწონებოდაო. გულის სიღრმეში უიმედო რომანტიკოსი ბრძანდებიო, ისიც დაამატა.

ჰო, ის შეგრძნება, თითქოს ძველთაძველ სკივრს ავხადე თავი, არ გამნელებია. რაღაცნაირი წიგნი გამოდგა, სინათლით გაჯერებული სევდით სავსე, სულის ყველაზე შორეულ, მივიწყებულ კუნჭულში რომ მოგიფათურებს ხელს და ყრუ ტკივილს გაგრძნობინებს. არც ჭკუას გარიგებს, არც რჩევებს იძლევა და არც ცხოვრებისეული სიბრძნეებით განებივრებს; უბრალოა, მარტივი, ყველასათვის გასაგები და ამის გამო კიდევ უფრო ახლობელი, უფრო თბილი და უსაშველოდ ადამიანური.

პირველად წავაწყდი წიგნს, სადაც ამდენი სიკვდილია და, ამავე დროს, ამდენი იმედი. დარდობ, განიცდი და მაინც არ გტოვებს იმის შეგრძნება, რომ "ღრუბლებს მიღმა ყოველთვის ზეცაა".

მთავარიც ეს მგონია.

წყარო: მოლი ბლუმის ბლოგი

mollybloomsday.com

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს