საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოში რძის პროდუქტები შესაძლოა, გაძვირდეს
საქართველოში რძის პროდუქტები შესაძლოა, გაძვირდეს

სა­ძოვ­რე­ბი­სა და სა­თი­ბე­ბის გას­ხვი­სე­ბის პირ­ვე­ლი შე­დე­გი უკვე გა­მოჩ­ნდა. ქვე­ყა­ნა­ში პი­რუ­ტყვის საკ­ვე­ბის დე­ფი­ცი­ტია. ერთი შეკ­ვრა თი­ვის ფას­მა ზო­გი­ერთ რა­ი­ონ­ში ერ­თბა­შად 3 ლა­რი­თაც კი მო­ი­მა­ტა. საკ­ვე­ბის გაძ­ვი­რე­ბა და­ე­ტყო რძის პრო­დუქ­ტებ­საც - ყვე­ლის ფას­მა წინა წლე­ბის რე­კორ­დი მოხ­სნა.

"სა­ძოვ­რე­ბის­თვის მი­წე­ბი არ უნდა მოც­დეს", - გა­ნა­ცხა­და რამ­დე­ნი­მე წლის წინ ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა და ამ გან­ცხა­დე­ბით მე­სა­ქონ­ლე­ო­ბის გან­ვი­თა­რე­ბის პერ­სპექ­ტი­ვას წერ­ტი­ლი და­უს­ვა. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, სა­ძოვ­რე­ბის­თვის ხდე­ბო­და სტა­ტუ­სის შეც­ვლა და ისი­ნი, რო­გორც სახ­ნავ-სა­თე­სი მი­წე­ბი ისე იყი­დე­ბო­და. შე­სა­ბა­მი­სად, ათე­უ­ლო­ბით ათა­სი ჰექ­ტა­რი სა­ძო­ვა­რი, რო­მე­ლიც, ძი­რი­თა­დად, უცხო­ე­ლებ­მა შე­ი­ძი­ნეს, მო­იხ­ნა. ახლა კი, გლე­ხე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით, სამ­ცხე-ჯა­ვა­ხეთ­სა და ქარ­თლში საკ­ვე­ბის დე­ფი­ციტ­ზე სა­უბ­რო­ბენ.

ხა­შუ­რის რა­ი­ონ­ში მცხოვ­რებ­მა ციცო გე­ლაშ­ვილ­მა, საკ­ვე­ბის სიძ­ვი­რის გამო, სა­ქონ­ლის რა­ო­დე­ნო­ბა შე­ამ­ცი­რა. იგი ამ­ბობს, რომ ხა­შუ­რის რა­ი­ონ­ში მკაც­რი ზამ­თრის გა­მო­ი­სო­ბით სა­ქო­ნელს ნო­ემ­ბრი­დან აპ­რი­ლამ­დე შინ ამ­ყო­ფე­ბენ, ამი­ტომ 1 სული პი­რუ­ტყვის გა­მოკ­ვე­ბის­თვის, სა­შუ­ა­ლოდ, 80 ცალი "პრე­სია" (თი­ვის შეკ­ვრა) სა­ჭი­რო. შარ­შან ერთი "პრე­სის" ღი­რე­ბუ­ლე­ბა 4-5 ლარი იყო, წელს კი უკვე 6-7 ლა­რია. შე­სა­ბა­მი­სად, ერთი სული ძრო­ხის გა­მო­ზამ­თრე­ბა მი­ნი­მუმ 480 ლარი ჯდე­ბა.

"5 ძრო­ხა მყავ­და. ამ ბოლო დროს, პი­რუ­ტყვის წვე­ლა­დო­ბაც შემ­ცირ­და, ერთ-ერთი მი­ზე­ზი ის არის, რომ სა­ძოვ­რე­ბი აღარ არის და პი­რუ­ტყვი სახ­ლში ნა­ხევ­რად მში­ე­რი ბრუნ­დე­ბა. მარ­თა­ლია, რძე და ყვე­ლი გაძ­ვირ­და, მაგ­რამ პი­რუ­ტყვის საკ­ვე­ბი უფრო ძვი­რია და იძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხდი 4 ძრო­ხა გა­მე­ყი­და. თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, 1 პრეს­ში 6 ლარი გა­და­ვი­ხა­დე. ერთ ძრო­ხას, მარ­ტო თივა რომ აჭა­მო, 500 ლა­რამ­დე უნდა, 5 ძრო­ხის შე­ნახ­ვა 2 ათას ლა­რამ­დე ჯდე­ბა.

ზამ­თარ­ში ძრო­ხე­ბი შრე­ბა და განა რამ­დე­ნი მა­წო­ნი უნდა გა­მე­ყი­და (ძი­რი­თა­დად მა­წონს ვყი­დი), რომ ამ­ხე­ლა ფული ამო­მე­ღო. ასე თუ გაგ­რძელ­და, ხალ­ხი ერთ სულ­საც ვე­ღარ შე­ი­ნა­ხავს, არა­და რამ­დე­ნი­მე წლის წი­ნათ ძრო­ხა ოჯა­ხის მარ­ჩე­ნა­ლი იყო", - ამ­ბობს ციცო გე­ლაშ­ვი­ლი.

ახალ­ქა­ლა­ქის რა­ი­ონ­ში მცხოვ­რე­ბი სან­დრო ბე­რი­ძე ამ­ბობს, რომ თა­ვად რა­ი­ონ­ში 1 ცალი "პრე­სი" 6 ლარი ღირს, სოფ­ლებ­ში კი 7-8 ლარი. მისი თქმით, სამ­ცხე-ჯა­ვა­ხეთ­ში მე­სა­ქონ­ლე­ო­ბა ერთ-ერთი წამ­ყვა­ნი დარ­გია, თუმ­ცა საკ­ვე­ბის სიძ­ვი­რის გამო, იგი უკან მი­ე­ქა­ნე­ბა.

"ჩვენ მხა­რე­ში სა­ძოვ­რე­ბი ისე­დაც ჭირ­და და ზამ­თრის საკ­ვე­ბი, ძი­რი­თა­დად, სხვა რე­გი­ო­ნე­ბი­დან შე­მოგვქონ­და. სა­ძოვ­რე­ბი და სა­თი­ბე­ბი იქაც აღარ დარ­ჩა, ამი­ტომ საკ­ვე­ბი ყო­ველ წელს ძვირ­დე­ბა, თუმ­ცა წელს გან­სა­კუთ­რე­ბით გაძ­ვირ­და. ხალ­ხმა პი­რუ­ტყვის მა­სობ­რი­ვი გა­ყიდ­ვა და­ი­წყო. ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ეს პრობ­ლე­მა რო­გორ­მე უნდა გა­დაჭ­რას, თო­რემ მალე, ისე­დაც ამ ღა­რიბ მხა­რე­ში, შიმ­ში­ლო­ბა და­ი­წყე­ბა", - ამ­ბობს ბე­რი­ძე.

სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტრო­ში აცხა­დე­ბენ, რომ სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის გან­ვი­თა­რე­ბა მთლი­ა­ნად ქვეყ­ნის პრი­ო­რი­ტე­ტია, მათ შო­რის, მე­ცხო­ვე­ლე­ო­ბაც. ამ ეტაპ­ზე დარ­გი ძა­ლი­ან მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­შია და იგეგ­მე­ბა სა­ჯი­შე მე­ურ­ნე­ო­ბე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა, ხე­ლოვ­ნუ­რი გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბის სად­გუ­რე­ბის ქსე­ლის გა­ფარ­თო­ე­ბა, საკ­ვე­ბი კულ­ტუ­რე­ბის წარ­მო­ე­ბა და ხა­რის­ხის თვალ­საზ­რი­სით, იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტის მკაც­რი კონ­ტრო­ლი. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მე­სა­ქონ­ლე­ო­ბის დარ­გის გა­და­სარ­ჩე­ნად პირ­ვე­ლი პრობ­ლე­მა სა­ძოვ­რე­ბის დე­ფი­ცი­ტია.

"სა­ქარ­თვე­ლო მცი­რე­მი­წი­ა­ნი ქვე­ყა­ნაა და სა­ძოვ­რე­ბის დე­ფი­ცი­ტი ისე­დაც არ­სე­ბობ­და. ამი­ტომ, რაც გვაქვს, მათი ეფექ­ტუ­რი და რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი გა­მო­ყე­ნე­ბა უნდა მოხ­დეს. არ შე­იძ­ლე­ბა გა­დახ­ნა ისე­თი სა­ძო­ვა­რი, სა­დაც ერთ კვად­რა­ტულ მეტრზე ასე­უ­ლო­ბით სა­ხე­ო­ბის ბა­ლა­ხი ამო­დის", - გა­ნა­ცხა­დეს სა­მი­ნის­ტრო­ში.

სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის დარ­გის ექ­სპერ­ტი პა­ა­ტა კო­ღუ­აშ­ვი­ლი გან­მარ­ტავს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს თა­ვი­სუფ­ლად შე­უძ­ლია 1,7 მი­ლი­ო­ნი რქო­სა­ნი პი­რუ­ტყვის ყოლა. ასე­ვე აქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, იყო­ლი­ოს 35-40 მი­ლი­ო­ნი ფრთა ქა­თა­მი, რაც მოხ­სნის ამ სფე­რო­ში არ­სე­ბულ პრობ­ლე­მებს.

"მდგო­მა­რე­ო­ბა ძა­ლი­ან მძი­მეა", - ას­კვნის ექ­სპერ­ტი, რომ­ლის გან­მარ­ტე­ბი­თაც სა­ქარ­თვე­ლო­ში არის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ზამ­თარ­ში შე­ვი­ნა­ხოთ 1,5 მი­ლი­ო­ნი სული ცხვა­რი, ხოლო ზა­ფხულ­ში შეგ­ვიძ­ლია გვყავ­დეს 2,5 მი­ლი­ო­ნი.

"თუ მი­ვაღ­წევთ და სა­ქარ­თვე­ლო­ში მე­ცხო­ვე­ლე­ო­ბის დარ­გს ამ ციფ­რე­ბამ­დე ავიყ­ვანთ, არ იქ­ნე­ბა საფრ­თხე. ექ­სპორ­ტი უმ­ნიშ­ვნე­ლოა. მის სა­წარ­მო­ებ­ლად, ვთქვათ, მე­ცხვა­რე­ო­ბის დარ­გში, აუ­ცი­ლე­ბე­ლია სე­ლექ­ცი­უ­რი სა­ჯი­შე მე­ცხვა­რე­ო­ბის გან­ვი­თა­რე­ბა. ეს პრობ­ლე­მა რო­გორ­მე უნდა გა­და­წყდეს. ამას­თან, უნდა და­იხ­ვე­წოს და მი­ვი­ღოთ რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ვე­ტე­რი­ნა­რუ­ლი სამ­სა­ხუ­რი, რის გა­რე­შეც არა­ფე­რი გა­მო­ვა. აქ­ტი­უ­რი მუ­შა­ო­ბაა გა­სა­წე­ვი ფერ­მე­რებ­თან, რომ და­ვა­ინ­ტე­რე­სოთ ისი­ნი ამ დარ­გის მიღ­წე­ვე­ბით", - ამ­ბობს პა­ა­ტა კო­ღუ­აშ­ვი­ლი.

ექ­სპერ­ტე­ბი ას­კვნი­ან, რომ დღეს უკვე მე­ცხო­ვე­ლო­ე­ბის სუ­ლა­დო­ბის არა­თუ გაზ­რდა, არა­მედ არ­სე­ბუ­ლის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბაც კი კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ დგას, ამი­ტომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ამ პრობ­ლე­მე­ბის მი­მართ სე­რი­ო­ზუ­ლი და­ფიქ­რე­ბა მარ­თებს.

მაკა ხა­რა­ზიშ­ვი­ლი

გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი"

საქართველოში რძის პროდუქტები შესაძლოა, გაძვირდეს

საქართველოში რძის პროდუქტები შესაძლოა, გაძვირდეს

საძოვრებისა და სათიბების გასხვისების პირველი შედეგი უკვე გამოჩნდა. ქვეყანაში პირუტყვის საკვების დეფიციტია. ერთი შეკვრა თივის ფასმა ზოგიერთ რაიონში ერთბაშად 3 ლარითაც კი მოიმატა. საკვების გაძვირება დაეტყო რძის პროდუქტებსაც - ყველის ფასმა წინა წლების რეკორდი მოხსნა.

"საძოვრებისთვის მიწები არ უნდა მოცდეს", - განაცხადა რამდენიმე წლის წინ ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და ამ განცხადებით მესაქონლეობის განვითარების პერსპექტივას წერტილი დაუსვა. წლების განმავლობაში, საძოვრებისთვის ხდებოდა სტატუსის შეცვლა და ისინი, როგორც სახნავ-სათესი მიწები ისე იყიდებოდა. შესაბამისად, ათეულობით ათასი ჰექტარი საძოვარი, რომელიც, ძირითადად, უცხოელებმა შეიძინეს, მოიხნა. ახლა კი, გლეხები, განსაკუთრებით, სამცხე-ჯავახეთსა და ქართლში საკვების დეფიციტზე საუბრობენ.

ხაშურის რაიონში მცხოვრებმა ციცო გელაშვილმა, საკვების სიძვირის გამო, საქონლის რაოდენობა შეამცირა. იგი ამბობს, რომ ხაშურის რაიონში მკაცრი ზამთრის გამოისობით საქონელს ნოემბრიდან აპრილამდე შინ ამყოფებენ, ამიტომ 1 სული პირუტყვის გამოკვებისთვის, საშუალოდ, 80 ცალი "პრესია" (თივის შეკვრა) საჭირო. შარშან ერთი "პრესის" ღირებულება 4-5 ლარი იყო, წელს კი უკვე 6-7 ლარია. შესაბამისად, ერთი სული ძროხის გამოზამთრება მინიმუმ 480 ლარი ჯდება.

"5 ძროხა მყავდა. ამ ბოლო დროს, პირუტყვის წველადობაც შემცირდა, ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ საძოვრები აღარ არის და პირუტყვი სახლში ნახევრად მშიერი ბრუნდება. მართალია, რძე და ყველი გაძვირდა, მაგრამ პირუტყვის საკვები უფრო ძვირია და იძულებული გავხდი 4 ძროხა გამეყიდა. თქვენ წარმოიდგინეთ, 1 პრესში 6 ლარი გადავიხადე. ერთ ძროხას, მარტო თივა რომ აჭამო, 500 ლარამდე უნდა, 5 ძროხის შენახვა 2 ათას ლარამდე ჯდება.

ზამთარში ძროხები შრება და განა რამდენი მაწონი უნდა გამეყიდა (ძირითადად მაწონს ვყიდი), რომ ამხელა ფული ამომეღო. ასე თუ გაგრძელდა, ხალხი ერთ სულსაც ვეღარ შეინახავს, არადა რამდენიმე წლის წინათ ძროხა ოჯახის მარჩენალი იყო", - ამბობს ციცო გელაშვილი.

ახალქალაქის რაიონში მცხოვრები სანდრო ბერიძე ამბობს, რომ თავად რაიონში 1 ცალი "პრესი" 6 ლარი ღირს, სოფლებში კი 7-8 ლარი. მისი თქმით, სამცხე-ჯავახეთში მესაქონლეობა ერთ-ერთი წამყვანი დარგია, თუმცა საკვების სიძვირის გამო, იგი უკან მიექანება.

"ჩვენ მხარეში საძოვრები ისედაც ჭირდა და ზამთრის საკვები, ძირითადად, სხვა რეგიონებიდან შემოგვქონდა. საძოვრები და სათიბები იქაც აღარ დარჩა, ამიტომ საკვები ყოველ წელს ძვირდება, თუმცა წელს განსაკუთრებით გაძვირდა. ხალხმა პირუტყვის მასობრივი გაყიდვა დაიწყო. ხელისუფლებამ ეს პრობლემა როგორმე უნდა გადაჭრას, თორემ მალე, ისედაც ამ ღარიბ მხარეში, შიმშილობა დაიწყება", - ამბობს ბერიძე.

სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ სოფლის მეურნეობის განვითარება მთლიანად ქვეყნის პრიორიტეტია, მათ შორის, მეცხოველეობაც. ამ ეტაპზე დარგი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და იგეგმება საჯიშე მეურნეობების გაძლიერება, ხელოვნური განაყოფიერების სადგურების ქსელის გაფართოება, საკვები კულტურების წარმოება და ხარისხის თვალსაზრისით, იმპორტირებული პროდუქტის მკაცრი კონტროლი. აღსანიშნავია, რომ მესაქონლეობის დარგის გადასარჩენად პირველი პრობლემა საძოვრების დეფიციტია.

"საქართველო მცირემიწიანი ქვეყანაა და საძოვრების დეფიციტი ისედაც არსებობდა. ამიტომ, რაც გვაქვს, მათი ეფექტური და რაციონალური გამოყენება უნდა მოხდეს. არ შეიძლება გადახნა ისეთი საძოვარი, სადაც ერთ კვადრატულ მეტრზე ასეულობით სახეობის ბალახი ამოდის", - განაცხადეს სამინისტროში.

სოფლის მეურნეობის დარგის ექსპერტი პაატა კოღუაშვილი განმარტავს, რომ საქართველოს თავისუფლად შეუძლია 1,7 მილიონი რქოსანი პირუტყვის ყოლა. ასევე აქვს შესაძლებლობა, იყოლიოს 35-40 მილიონი ფრთა ქათამი, რაც მოხსნის ამ სფეროში არსებულ პრობლემებს.

"მდგომარეობა ძალიან მძიმეა", - ასკვნის ექსპერტი, რომლის განმარტებითაც საქართველოში არის შესაძლებლობა, ზამთარში შევინახოთ 1,5 მილიონი სული ცხვარი, ხოლო ზაფხულში შეგვიძლია გვყავდეს 2,5 მილიონი.

"თუ მივაღწევთ და საქართველოში მეცხოველეობის დარგს ამ ციფრებამდე ავიყვანთ, არ იქნება საფრთხე. ექსპორტი უმნიშვნელოა. მის საწარმოებლად, ვთქვათ, მეცხვარეობის დარგში, აუცილებელია სელექციური საჯიშე მეცხვარეობის განვითარება. ეს პრობლემა როგორმე უნდა გადაწყდეს. ამასთან, უნდა დაიხვეწოს და მივიღოთ რაციონალური ვეტერინარული სამსახური, რის გარეშეც არაფერი გამოვა. აქტიური მუშაობაა გასაწევი ფერმერებთან, რომ დავაინტერესოთ ისინი ამ დარგის მიღწევებით", - ამბობს პაატა კოღუაშვილი.

ექსპერტები ასკვნიან, რომ დღეს უკვე მეცხოველოების სულადობის არათუ გაზრდა, არამედ არსებულის შენარჩუნებაც კი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, ამიტომ ხელისუფლებას ამ პრობლემების მიმართ სერიოზული დაფიქრება მართებს.

მაკა ხარაზიშვილი

გაზეთი ”რეზონანსი”

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"