დუბაის ეარშოუზე ავიაკომპანია flydubai-მ ბოინგისგან 111 ხომალდის შეკვეთაზე განაცხადი გააკეთა. შეკვეთა 100 ბოინგ 703 MAX-ის და 11 ბოინგ 737-800ს NG-ის (Next-Generation Boeing 737-800s) შეძენას ითვალისწინებს. 4,5 წლის განმავლობაში კომპანიამ შეძლო შეექმნა ერთ-ერთი მსხვილი სამარშრუტო ქსელი, რომელიც 65-ზე მეტ მიმართულებას მოიცავს და რომლის ავიაპარკიც უკვე 33 ბოინგ 737-800-სგან შედგება. 2008 წელს გაკეთებული შეკვეთა 50 ხომალდზე სრულად 2015 წლისთვის დასრულდება. მნიშვნელოვანია, რომ მოღვაწეობის მესამე წელს კომპანია მოგებაზე გავიდა. მგზავრთა მზარდი მოთხოვნებიდან გამომდინარე კი გადამზიდავს ახალი სერვისიც დაემატა, რაც ბიზნეს-კლასის სერვისს გულისხმობს.
პირველ ხომალდ Next-Generation Boeing 737-800s-ს ავიაკომპანია 2016-2017 წლისთვის ელოდება, ხოლო ბოინგ 737 MAX უკვე 2017 წლის მეორე ნახევრიდან 2023-მდე იქნება მიწოდებული. Next-Generation Boeing 737-800s და Boeing 737 MAX ერთ-ერთ ყველაზე საიმედო და ეფექტურ ვიწრო-კორპუსიან მოდელებს წარმოადგენენ, რომლის შესყიდვითაც ავიაკომპანია გაამყარებს flydubai-ს ზრდის პროცესს".
"ეს შეკვეთა მნიშვნელოვანია კომპანია "ბოინგისთვის",- განაცხადა რაი ქონერმა Boeing Commercial Airplanes-ს პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა. "ეს არა მხოლოდ ყველაზე დიდი შეკვეთაა ასეთი ტიპის ხომალდების შეძენაზე ახლო აღმოსავლეთის მასშტაბით, არამედ რაც მთავარია, ეს შეთანხმება ხაზს უსვამს დიდ ნდობას ჩვენი კომპანიისადმი. ჩვენ ბედნიერები ვართ ავიაკომპანიის სურვილით ავია ფლოტი სწორედ "ბოინგის" ხომალდებით შეავსოს. მოუთმენლად ველით უფრო გავაღრმავოთ თანამშრომლობა და დავინახოთ ის დიდი როლი, რასაც Next-Generation 737-800s და 737 MAX შეასრულებს flydubai-ს მომავალი გეგმების განხორციელებაში."
2013 წელს კომპანიამ 16 ახალი მიმართულება დაამატა, ასევე გაზარდა სიხშირეთა რაოდენობა კომპანიის რამდენიმე მიმართულებით.
რა? სად? რა ფასად?
გაიგეთ "რადიო მარკეტში"
ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე
რადიო "პალიტრის" ეთერში - FM 103.9