Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოში შესაძლოა "ვერსაჩეს" ბრენდის სამოსი შეიკეროს
საქართველოში შესაძლოა "ვერსაჩეს" ბრენდის სამოსი შეიკეროს

სამ­კერ­ვა­ლო ფაბ­რი­კა "ლა­უ­რას" 27 ნო­ემ­ბერს ტან­საც­მლის ცნო­ბი­ლი ბრენდ "ვერ­სა­ჩეს" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ეს­ტუმ­რე­ბი­ან.

რო­გორც კომ­პა­ნი­ის დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა, ლა­უ­რა ღა­ჭა­ვამ bpn.ge -ს გა­ნუ­ცხა­და, უცხო­ე­ლი ვი­ზი­ტო­რე­ბი ფაბ­რი­კის მუ­შა­ო­ბას და­აკ­ვირ­დე­ბი­ან, რის შე­დე­გა­დაც მო­მა­ვა­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შე­სა­ხებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღე­ბენ.

ლა­უ­რა ღა­ჭა­ვას თქმით, სა­ყო­ველ­თა­ოდ აღი­ა­რე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ის ინ­ტე­რე­სი მის­მა ფაბ­რი­კამ იტა­ლი­ურ ბრენდ "მონ კლერ­თან" წარ­მა­ტე­ბუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბით გა­მო­იწ­ვია. უცხო­უ­რი კომ­პა­ნი­ის­თვის ძვი­რად ღი­რე­ბულ ქურ­თუ­კებს, რო­მელ­თა ფასი ათას ევ­რომ­დე აღ­წევს, ღა­ჭა­ვას ფაბ­რი­კა უკვე წე­ლი­წად­ზე მე­ტია, კე­რავს.

"მონ კლერ­თან" თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ათწ­ლი­ა­ნი კონ­ტრაქ­ტი გა­ვა­ფორ­მეთ. მას 10 ათას ქურ­თუკს ვუ­კე­რავთ. იტა­ლი­ე­ლე­ბის სურ­ვი­ლია, ეს რა­ო­დე­ნო­ბა 25 ათა­სამ­დე გავ­ზარ­დოთ, ფაბ­რი­კა­ზე მე­სა­მე სარ­თუ­ლი და­ვა­შე­ნე, ახა­ლი სა­კე­რა­ვი მან­ქა­ნე­ბი დავ­დგი, თუმ­ცა, მუ­შა­ხე­ლი მაკ­ლია", - აცხა­დებს ბიზ­ნე­ს­ქალ­ბა­ტო­ნი.

ამ ეტაპ­ზე ფაბ­რი­კა­ში 200 მკე­რა­ვი მუ­შა­ობს, და­მა­ტე­ბით 300 თა­ნამ­შრო­მე­ლი ესა­ჭი­რო­ე­ბა, თუმ­ცა, მათ მო­ბი­ლი­ზე­ბას უშე­დე­გოდ ცდი­ლობს.

"წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, ლი­ლო­ში მკე­რა­ვე­ბი რუს­თა­ვი­დან და სა­გა­რე­ჯო­დან ჩემი ტრან­სპორ­ტით დამ­ყავს. თბი­ლი­სე­ლე­ბი არ კად­რუ­ლო­ბენ მუ­შა­ო­ბას, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ კერ­ვის ორ­კვი­რი­ან უფა­სო ტრე­ნინგს ვუ­ტა­რებ. რთუ­ლად ეჩ­ვე­ნე­ბათ. ურ­ჩევ­ნი­ათ, სახ­ლში ის­ხდნენ და სე­რი­ა­ლებს უყუ­რონ", - აცხა­დებს ფაბ­რი­კის მე­პატ­რო­ნე.

ფაბ­რი­კის მე­პატ­რო­ნის თქმით, ხელ­ფა­სის მი­ნი­მა­ლუ­რი მო­ცუ­ლო­ბა სამ­კერ­ვა­ლო ფაბ­რი­კა­ში 300 ლა­რია, რა­საც გა­მო­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ბო­ნუ­სე­ბი ემა­ტე­ბა. "მყავს მკე­რა­ვე­ბი, რომ­ლებ­საც თვე­ში 700-800 ლარს ვუხ­დი, მეტი რაღა უნ­დათ", - ამ­ბობს ბიზ­ნე­ს­ქალ­ბა­ტო­ნი.

bpn.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება

საქართველოში შესაძლოა "ვერსაჩეს" ბრენდის სამოსი შეიკეროს

საქართველოში შესაძლოა "ვერსაჩეს" ბრენდის სამოსი შეიკეროს

სამკერვალო ფაბრიკა "ლაურას" 27 ნოემბერს ტანსაცმლის ცნობილი ბრენდ "ვერსაჩეს" წარმომადგენლები ესტუმრებიან.

როგორც კომპანიის დამფუძნებელმა, ლაურა ღაჭავამ bpn.ge -ს განუცხადა, უცხოელი ვიზიტორები ფაბრიკის მუშაობას დააკვირდებიან, რის შედეგადაც მომავალი თანამშრომლობის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებენ.

ლაურა ღაჭავას თქმით, საყოველთაოდ აღიარებული კომპანიის ინტერესი მისმა ფაბრიკამ იტალიურ ბრენდ "მონ კლერთან" წარმატებული თანამშრომლობით გამოიწვია. უცხოური კომპანიისთვის ძვირად ღირებულ ქურთუკებს, რომელთა ფასი ათას ევრომდე აღწევს, ღაჭავას ფაბრიკა უკვე წელიწადზე მეტია, კერავს.

"მონ კლერთან" თანამშრომლობის ათწლიანი კონტრაქტი გავაფორმეთ. მას 10 ათას ქურთუკს ვუკერავთ. იტალიელების სურვილია, ეს რაოდენობა 25 ათასამდე გავზარდოთ, ფაბრიკაზე მესამე სართული დავაშენე, ახალი საკერავი მანქანები დავდგი, თუმცა, მუშახელი მაკლია", - აცხადებს ბიზნესქალბატონი.

ამ ეტაპზე ფაბრიკაში 200 მკერავი მუშაობს, დამატებით 300 თანამშრომელი ესაჭიროება, თუმცა, მათ მობილიზებას უშედეგოდ ცდილობს.

"წარმოგიდგენიათ, ლილოში მკერავები რუსთავიდან და საგარეჯოდან ჩემი ტრანსპორტით დამყავს. თბილისელები არ კადრულობენ მუშაობას, მიუხედავად იმისა, რომ კერვის ორკვირიან უფასო ტრენინგს ვუტარებ. რთულად ეჩვენებათ. ურჩევნიათ, სახლში ისხდნენ და სერიალებს უყურონ", - აცხადებს ფაბრიკის მეპატრონე.

ფაბრიკის მეპატრონის თქმით, ხელფასის მინიმალური მოცულობა სამკერვალო ფაბრიკაში 300 ლარია, რასაც გამომუშავებული ბონუსები ემატება. "მყავს მკერავები, რომლებსაც თვეში 700-800 ლარს ვუხდი, მეტი რაღა უნდათ", - ამბობს ბიზნესქალბატონი.

bpn.ge

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"