პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები

24

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:53-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 23:10-ზე, მთვარე ლომს ესტუმრება 19:32-ზე – არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. არ არის რეკომენდებული, რომ მოაგვაროთ ფინანსური საქმეები, ხელი მოაწეროთ დოკუმენტებს. არ გირჩევთ ფულის სესხება და გასესხებას, ახალი თანამშრომლების დაქირავებას. მოლაპარაკებების წარმოებას, უარყოფითი ემოციების გამოხატვას. ახალი მთვარის პირველი დღე არ არის ხელსაყრელი ქორწინებისთვის, ქორწილისთვის, თუმცა, დაგეგმვა შეგიძლიათ.
მსოფლიო
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლუქსემბურგის ბიზნესგადამზიდავი Luxaviation-ი ქართულ ბაზარზე პოზიციების გამყარებას გეგმავს
ლუქსემბურგის ბიზნესგადამზიდავი Luxaviation-ი ქართულ ბაზარზე პოზიციების გამყარებას გეგმავს

ლუქ­სემ­ბურ­გის ბიზ­ნეს­გა­დამ­ზი­და­ვი Luxaviation-ი ქარ­თულ ბა­ზარ­ზე პო­ზი­ცი­ე­ბის გამ­ყა­რე­ბას გეგ­მავს და სა­ქარ­თვე­ლო­ში წარ­მო­მად­გენ­ლო­ბას 2014 წლის 15 იან­ვრი­დან გახ­სნის.

თბი­ლის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში კომ­პა­ნი­ის სამი თვითმფრი­ნა­ვი იქ­ნე­ბა მუდ­მი­ვად ბა­ზი­რე­ბუ­ლი. ეს არის პირ­ვე­ლი უცხო­უ­რი ოპე­რა­ტო­რი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს ბა­ზა­ზე ბიზ­ნეს­გა­და­ზიდ­ვას იწყებს, ასე­თი სერ­ვი­სი აქამ­დე არ არ­სე­ბობ­და. კომ­პა­ნი­ა­ში აცხა­დე­ბენ, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­ნა­პი­რო­ბა ქარ­თუ­ლი მხრი­დან ბიზ­ნესფრე­ნებ­ზე მო­თხოვ­ნამ, კერ­ძოდ ევ­რო­პი­სა და ახლო აღ­მო­სავ­ლე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით და ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლო­სა და რუ­სეთს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბამ.

"რო­გორც ჩანს, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია სეგ­მენ­ტის გან­ვი­თა­რე­ბით და ყვე­ლა­ნა­ი­რად უჭერს მხარს ლუქ­სემ­ბურ­გის ოპე­რა­ტო­რის ინი­ცი­ა­ტი­ვას",- ნათ­ქვა­მია Luxaviation-ის ოფი­ცი­ა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

თუმ­ცა კომ­პა­ნია ღიად არ სა­უბ­რობს, რა სა­ხით უჭერს მას მხარს სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა.

Luxaviation-ის ხელ­მძღვა­ნე­ლის პატ­რიკ ჰან­სე­ნის გან­მარ­ტე­ბით, გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი და ეკო­ნო­მი­კუ­რი გა­რე­მო­ე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე სა­ქარ­თვე­ლო მათი ბიზ­ნე­სის­თვის საკ­მა­ოდ მიმ­ზიდ­ვე­ლია. ანა­ლი­ტი­კო­სე­ბი კი აცხა­დე­ბენ, რომ კომ­პა­ნი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას გა­ნა­პი­რო­ბებს მსხვი­ლი ქარ­თვე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნე­ბის მო­თხოვ­ნე­ბი.

რა? სად? რა ფა­სად?

გა­ი­გეთ "რა­დიო მარ­კეტ­ში"

ყო­ველ სა­მუ­შაო დღეს 10:50 და 11:50 სა­ათ­ზე

რა­დიო "პა­ლიტ­რის" ეთერ­ში - FM 103.9

ლუქსემბურგის ბიზნესგადამზიდავი Luxaviation-ი ქართულ ბაზარზე პოზიციების გამყარებას გეგმავს

ლუქსემბურგის ბიზნესგადამზიდავი Luxaviation-ი ქართულ ბაზარზე პოზიციების გამყარებას გეგმავს

ლუქსემბურგის ბიზნესგადამზიდავი Luxaviation-ი ქართულ ბაზარზე პოზიციების გამყარებას გეგმავს და საქართველოში წარმომადგენლობას 2014 წლის 15 იანვრიდან გახსნის.

თბილის საერთაშორისო აეროპორტში კომპანიის სამი თვითმფრინავი იქნება მუდმივად ბაზირებული. ეს არის პირველი უცხოური ოპერატორი, რომელიც საქართველოს ბაზაზე ბიზნესგადაზიდვას იწყებს, ასეთი სერვისი აქამდე არ არსებობდა. კომპანიაში აცხადებენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება განაპირობა ქართული მხრიდან ბიზნესფრენებზე მოთხოვნამ, კერძოდ ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით და ასევე საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებამ.

"როგორც ჩანს, საქართველოს მთავრობა დაინტერესებულია სეგმენტის განვითარებით და ყველანაირად უჭერს მხარს ლუქსემბურგის ოპერატორის ინიციატივას",- ნათქვამია Luxaviation-ის ოფიციალურ ინფორმაციაში.

თუმცა კომპანია ღიად არ საუბრობს, რა სახით უჭერს მას მხარს საქართველოს მთავრობა.

Luxaviation-ის ხელმძღვანელის პატრიკ ჰანსენის განმარტებით, გეოგრაფიული და ეკონომიკური გარემოებებიდან გამომდინარე საქართველო მათი ბიზნესისთვის საკმაოდ მიმზიდველია. ანალიტიკოსები კი აცხადებენ, რომ კომპანიის გადაწყვეტილებას განაპირობებს მსხვილი ქართველი ბიზნესმენების მოთხოვნები.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

საკონდიტრო კომპანია "აზატოს" ქსელი გაფართოვდა

სვანეთში ახალი პრემიუმ კლასის სასტუმრო გაიხსნება

"საქართველოს ბანკმა" ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით ბანკის სერვისცენტრების სამუშაო განრიგი გამოაცხადა