სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნარკოტიკის ქართველი მწარმოებელი, რომელიც "სკაიპით" ვაჭრობს
ნარკოტიკის ქართველი მწარმოებელი, რომელიც "სკაიპით" ვაჭრობს

ნარ­კო­ტი­კე­ბის მომ­ხმა­რე­ბელ­თა ასა­კი რომ შე­მაშ­ფო­თებ­ლად გა­ა­ხალ­გაზ­რდავ­და, არა­ხა­ლი­ა. თვით­მკვლე­ლი ახალ­გაზ­რდო­ბა "კა­ი­ფის­თვის" სხვა­დას­ხვა ტი­პის, უმე­ტე­სად ან­ტი­ე­პი­ლეფ­სი­ურ მე­დი­კა­მენ­ტებს მო­იხ­მარს. აფ­თი­ა­ქებ­ში ე.წ. მე­ო­რე ჯგუ­ფის მე­დი­კა­მენ­ტე­ბის შე­ძე­ნა, სა­უ­ბე­დუ­როდ, თა­ვი­სუფ­ლა­დაა შე­საძ­ლე­ბე­ლი, თუმ­ცა 2014 წლის 1-ლი იან­ვრი­დან, ახა­ლი სა­კა­ნონ­მდებ­ლო რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის თა­ნახ­მად, ასე­თი მე­დი­კა­მენ­ტე­ბის ურე­ცეპ­ტოდ გა­ცე­მა აიკ­რძა­ლე­ბა.

ამას­თან, ნარ­კო­ტი­კე­ბის მოყ­ვა­რუ­ლე­ბი ძი­რი­თა­დად ბაკ­ლო­სან­სა და გა­ბა­გა­მას ეტა­ნე­ბიან.

ჩვენ­თან სა­უ­ბარს და­თან­ხმდა სა­მი ახალ­გაზ­რდა, რომ­ლე­ბიც დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში სწო­რედ ან­ტი­ე­პი­ლეფ­სი­უ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის რე­გუ­ლა­რუ­ლი მომ­ხმა­რებ­ლე­ბი გახ­დნენ და აბებს ნარ­კო­ტი­კუ­ლი თრო­ბის­თვის იღე­ბენ. მათ შო­რის ერ­თი გო­გო­ნა­ა, რო­მე­ლიც, რო­გორც გვიყ­ვე­ბა, ჰი­პერ­დო­ზი­რე­ბის შე­დე­გად სიკ­ვდილს ძლივს გა­და­ურ­ჩა. დღეს მას, სა­ბედ­ნი­ე­როდ, მკაც­რად აქვს გა­დაწყ­ვე­ტი­ლი, ჯან­საღ ცხოვ­რე­ბას და­უბ­რუნ­დეს.

ლა­შა:

- კა­ი­ფის­თვის ნორ­მა­ლუ­რი დო­ზაა 4 ბაკ­ლო­სა­ნი და 2 აბი გა­ბა­გა­მა, თუმ­ცა ძი­რი­თა­დად 4-4 აბს სვა­მენ. მი­ღე­ბის მო­მენ­ტში ადა­მი­ა­ნი არის მო­დუ­ნე­ბუ­ლი, მო­თენ­თი­ლი და წნე­ვა აქვს და­ვარ­დნი­ლი. ეს სი­ა­მოვ­ნე­ბა 5 ლა­რი ჯდე­ბა (რა თქმა უნ­და, წა­მალს რე­ცეპ­ტის გა­რე­შე ვყი­დუ­ლობთ). კა­ი­ფი 5 სა­ათს გრძელ­დე­ბა. ბევ­რმა არ იცის, რომ ამ აბე­ბის მოხ­მა­რე­ბის შე­დე­გად, კა­ი­ფი 1 სა­ათ­ში მო­დის, ერ­თი სა­ა­თის მან­ძილ­ზე იხ­სნე­ბა, ამი­ტომ მომ­ხმა­რებ­ლე­ბი ფიქ­რო­ბენ, რომ არ მი­ი­ღეს საკ­მა­რი­სი დო­ზა და მე­რე ამა­ტე­ბენ, რაც იწ­ვევს სა­ვა­ლა­ლო შე­დეგს. ამ აბებს სას­მელს თუ და­ა­ყო­ლებ, კი­დევ უფ­რო მე­ტი კა­ი­ფი მო­აქვს, ორ­მა­გად დუნ­დე­ბი და ხდე­ბი უმოქ­მე­დო.

ლი­კა:

- ამ ზაფ­ხულს აგა­რაკ­ზე ვი­ყა­ვი მე­გობ­რებ­თან ერ­თად, სა­დაც ერ­თმა მათ­გან­მა მო­ი­ტა­ნა წამ­ლე­ბი - ბაკ­ლო­სა­ნი და გა­ბა­გა­მა, დავ­ლი­ეთ - მე 4-4, ბი­ჭებ­მა - ჩემ­ზე მე­ტი. ნა­ხე­ვარ სა­ათს ვე­ლო­დი, რო­დის მო­ი­ტან­და კა­იფს. რომ არ მო­ი­ტა­ნა, ერ­თი იმ­დე­ნი კი­დევ და­ვა­მა­ტე. რო­ცა გა­იხ­სნა, გა­ვი­თი­შე, მე­რე აღარ მახ­სოვს, რა მოხ­და. ბევ­რი მო­მი­ვი­და და ჩემს მე­გობ­რებს სას­წრა­ფოს გა­მო­ძა­ხე­ბა დას­ჭირ­დათ.

თორ­ნი­კე:

- თბი­ლის­ში ცხოვ­რობს ნარ­კო­ტი­კუ­ლი ფხვნი­ლის ქარ­თვე­ლი მწარ­მო­ე­ბე­ლი, რო­მელ­თან და­კავ­ში­რე­ბაც მხო­ლოდ სკა­ი­პით შე­იძ­ლე­ბა. ეს ადა­მი­ა­ნი მსურ­ვე­ლებს არ­თმევს ტე­ლე­ფო­ნის ნო­მერს, გი­რე­კავს და გე­უბ­ნე­ბა ან­გა­რი­შის ნო­მერს, სა­დაც რიცხ­ავ ფულს. მას მხო­ლოდ 600 ლა­რის ზე­მოთ უნ­და და­უ­რი­ცხო თან­ხა, რომ და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ად­გი­ლი მი­გი­თი­თოს, მა­გა­ლი­თად, ამა და ამ სკვერ­ში, ერ­თ-ერთ ურ­ნას­თან მიხ­ვალ და დაგ­ხვდე­ბა შეკ­ვე­თი­ლი წა­მა­ლი. და­ახ­ლო­ე­ბით 1 წე­ლი­ა, რაც ეს ბიზ­ნე­სი არ­სე­ბობს. ამას აკე­თებს კარ­გად გა­მოც­დი­ლი ქი­მი­კო­სი, რო­მე­ლიც თა­ვად ამ­ზა­დებს ფხვნილს. იგი ბევრ ნა­ერთს იყე­ნებს და ნარ­კო­ლო­გი­უ­რი ტეს­ტი რომც ჩა­ი­ტა­რო, არა­ფე­რი გა­მოჩ­ნდე­ბა, სუფ­თა ხარ. მას, ისე­ვე რო­გორც მა­რი­ხუ­ა­ნას, თუ­თუნ­ში აზა­ვე­ბენ, უფ­რო სწო­რად, მას­ში ას­ვე­ლებ სი­გარტს და მო­წევ. ერ­თი ნა­ფა­ზიც საკ­მა­რი­სი­ა, 2 ნა­ფა­ზის შემ­დეგ უკ­ვე მა­გარ კა­იფ­ში ხარ, 5 კი უკ­ვე "გბრი­დავს". ის ძა­ლი­ან ძლი­ე­რი ნარ­კო­ტი­კი­ა, ისე­თი, რომ მი­სი გა­და­მე­ტე­ბუ­ლი დო­ზით ხში­რად იღუ­პე­ბი­ან ან გიჟ­დე­ბი­ან (სა­მი თვის წინ მე­გო­ბა­რი და­მე­ღუ­პა). ინ­კოგ­ნი­ტო გამ­სა­ღებ­ლის დად­გე­ნა და გა­მო­ჭე­რა ვე­რა­ვინ შეძ­ლო, ისე ფრთხი­ლად მუ­შა­ობს. ვინ­მემ რომც იცო­დეს მი­სი ვი­ნა­ო­ბა, ვინ ჩა­უშ­ვებს? მხო­ლოდ ის ვი­ცი, რომ ეს ადა­მი­ა­ნი ქი­მი­კო­სია და ძალ­ზე მდი­და­რი.

"სა­აფ­თი­ა­ქო ნარ­კო­მა­ნე­ბი" ბაკ­ლო­სან­სა და გა­ბა­გა­მას ეტა­ნე­ბი­ან ბაკ­ლო­სა­ნი (­დო­ზის გა­და­ჭარ­ბე­ბი­სას): კუნ­თე­ბის ჰი­პო­ტო­ნი­ა, სა­სუნ­თქი ცენ­ტრის დათ­რგუნ­ვა, ცნო­ბი­ე­რე­ბის დარ­ღვე­ვა, კო­მა (გო­ნე­ბის დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ კუნ­თე­ბის ჰი­პო­ტო­ნი­ა შე­საძ­ლო­ა, 72 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში გაგ­რძელ­დეს).

გა­ბა­გა­მა(­დო­ზის გა­და­ჭარ­ბე­ბი­სას): "თავ­ბრუ, კო­ორ­დი­ნა­ცი­ის დარ­ღვე­ვა, აგ­რე­სი­უ­ლი ქცე­ვა და პა­თო­ლო­გი­უ­რი მოძ­რა­ო­ბე­ბი.

ნა­ნა ფიცხ­ე­ლა­უ­რი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

ნარკოტიკის ქართველი მწარმოებელი, რომელიც "სკაიპით" ვაჭრობს

ნარკოტიკის ქართველი მწარმოებელი, რომელიც "სკაიპით" ვაჭრობს

ნარ­კო­ტი­კე­ბის მომ­ხმა­რე­ბელ­თა ასა­კი რომ შე­მაშ­ფო­თებ­ლად გა­ა­ხალ­გაზ­რდავ­და, არა­ხა­ლი­ა. თვით­მკვლე­ლი ახალ­გაზ­რდო­ბა "კა­ი­ფის­თვის" სხვა­დას­ხვა ტი­პის, უმე­ტე­სად ან­ტი­ე­პი­ლეფ­სი­ურ მე­დი­კა­მენ­ტებს მო­იხ­მარს. აფ­თი­ა­ქებ­ში ე.წ. მე­ო­რე ჯგუ­ფის მე­დი­კა­მენ­ტე­ბის შე­ძე­ნა, სა­უ­ბე­დუ­როდ, თა­ვი­სუფ­ლა­დაა შე­საძ­ლე­ბე­ლი, თუმ­ცა 2014 წლის 1-ლი იან­ვრი­დან, ახა­ლი სა­კა­ნონ­მდებ­ლო რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის თა­ნახ­მად, ასე­თი მე­დი­კა­მენ­ტე­ბის ურე­ცეპ­ტოდ გა­ცე­მა აიკ­რძა­ლე­ბა.

ამას­თან, ნარ­კო­ტი­კე­ბის მოყ­ვა­რუ­ლე­ბი ძი­რი­თა­დად ბაკ­ლო­სან­სა და გა­ბა­გა­მას ეტა­ნე­ბიან.

ჩვენ­თან სა­უ­ბარს და­თან­ხმდა სა­მი ახალ­გაზ­რდა, რომ­ლე­ბიც დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში სწო­რედ ან­ტი­ე­პი­ლეფ­სი­უ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის რე­გუ­ლა­რუ­ლი მომ­ხმა­რებ­ლე­ბი გახ­დნენ და აბებს ნარ­კო­ტი­კუ­ლი თრო­ბის­თვის იღე­ბენ. მათ შო­რის ერ­თი გო­გო­ნა­ა, რო­მე­ლიც, რო­გორც გვიყ­ვე­ბა, ჰი­პერ­დო­ზი­რე­ბის შე­დე­გად სიკ­ვდილს ძლივს გა­და­ურ­ჩა. დღეს მას, სა­ბედ­ნი­ე­როდ, მკაც­რად აქვს გა­დაწყ­ვე­ტი­ლი, ჯან­საღ ცხოვ­რე­ბას და­უბ­რუნ­დეს.

ლა­შა:

- კა­ი­ფის­თვის ნორ­მა­ლუ­რი დო­ზაა 4 ბაკ­ლო­სა­ნი და 2 აბი გა­ბა­გა­მა, თუმ­ცა ძი­რი­თა­დად 4-4 აბს სვა­მენ. მი­ღე­ბის მო­მენ­ტში ადა­მი­ა­ნი არის მო­დუ­ნე­ბუ­ლი, მო­თენ­თი­ლი და წნე­ვა აქვს და­ვარ­დნი­ლი. ეს სი­ა­მოვ­ნე­ბა 5 ლა­რი ჯდე­ბა (რა თქმა უნ­და, წა­მალს რე­ცეპ­ტის გა­რე­შე ვყი­დუ­ლობთ). კა­ი­ფი 5 სა­ათს გრძელ­დე­ბა. ბევ­რმა არ იცის, რომ ამ აბე­ბის მოხ­მა­რე­ბის შე­დე­გად, კა­ი­ფი 1 სა­ათ­ში მო­დის, ერ­თი სა­ა­თის მან­ძილ­ზე იხ­სნე­ბა, ამი­ტომ მომ­ხმა­რებ­ლე­ბი ფიქ­რო­ბენ, რომ არ მი­ი­ღეს საკ­მა­რი­სი დო­ზა და მე­რე ამა­ტე­ბენ, რაც იწ­ვევს სა­ვა­ლა­ლო შე­დეგს. ამ აბებს სას­მელს თუ და­ა­ყო­ლებ, კი­დევ უფ­რო მე­ტი კა­ი­ფი მო­აქვს, ორ­მა­გად დუნ­დე­ბი და ხდე­ბი უმოქ­მე­დო.

ლი­კა:

- ამ ზაფ­ხულს აგა­რაკ­ზე ვი­ყა­ვი მე­გობ­რებ­თან ერ­თად, სა­დაც ერ­თმა მათ­გან­მა მო­ი­ტა­ნა წამ­ლე­ბი - ბაკ­ლო­სა­ნი და გა­ბა­გა­მა, დავ­ლი­ეთ - მე 4-4, ბი­ჭებ­მა - ჩემ­ზე მე­ტი. ნა­ხე­ვარ სა­ათს ვე­ლო­დი, რო­დის მო­ი­ტან­და კა­იფს. რომ არ მო­ი­ტა­ნა, ერ­თი იმ­დე­ნი კი­დევ და­ვა­მა­ტე. რო­ცა გა­იხ­სნა, გა­ვი­თი­შე, მე­რე აღარ მახ­სოვს, რა მოხ­და. ბევ­რი მო­მი­ვი­და და ჩემს მე­გობ­რებს სას­წრა­ფოს გა­მო­ძა­ხე­ბა დას­ჭირ­დათ.

თორ­ნი­კე:

- თბი­ლის­ში ცხოვ­რობს ნარ­კო­ტი­კუ­ლი ფხვნი­ლის ქარ­თვე­ლი მწარ­მო­ე­ბე­ლი, რო­მელ­თან და­კავ­ში­რე­ბაც მხო­ლოდ სკა­ი­პით შე­იძ­ლე­ბა. ეს ადა­მი­ა­ნი მსურ­ვე­ლებს არ­თმევს ტე­ლე­ფო­ნის ნო­მერს, გი­რე­კავს და გე­უბ­ნე­ბა ან­გა­რი­შის ნო­მერს, სა­დაც რიცხ­ავ ფულს. მას მხო­ლოდ 600 ლა­რის ზე­მოთ უნ­და და­უ­რიცხო თან­ხა, რომ და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ად­გი­ლი მი­გი­თი­თოს, მა­გა­ლი­თად, ამა და ამ სკვერ­ში, ერ­თ-ერთ ურ­ნას­თან მიხ­ვალ და დაგ­ხვდე­ბა შეკ­ვე­თი­ლი წა­მა­ლი. და­ახ­ლო­ე­ბით 1 წე­ლი­ა, რაც ეს ბიზ­ნე­სი არ­სე­ბობს. ამას აკე­თებს კარ­გად გა­მოც­დი­ლი ქი­მი­კო­სი, რო­მე­ლიც თა­ვად ამ­ზა­დებს ფხვნილს. იგი ბევრ ნა­ერთს იყე­ნებს და ნარ­კო­ლო­გი­უ­რი ტეს­ტი რომც ჩა­ი­ტა­რო, არა­ფე­რი გა­მოჩ­ნდე­ბა, სუფ­თა ხარ. მას, ისე­ვე რო­გორც მა­რი­ხუ­ა­ნას, თუ­თუნ­ში აზა­ვე­ბენ, უფ­რო სწო­რად, მას­ში ას­ვე­ლებ სი­გარტს და მო­წევ. ერ­თი ნა­ფა­ზიც საკ­მა­რი­სი­ა, 2 ნა­ფა­ზის შემ­დეგ უკ­ვე მა­გარ კა­იფ­ში ხარ, 5 კი უკ­ვე "გბრი­დავს". ის ძა­ლი­ან ძლი­ე­რი ნარ­კო­ტი­კი­ა, ისე­თი, რომ მი­სი გა­და­მე­ტე­ბუ­ლი დო­ზით ხში­რად იღუ­პე­ბი­ან ან გიჟ­დე­ბი­ან (სა­მი თვის წინ მე­გო­ბა­რი და­მე­ღუ­პა). ინ­კოგ­ნი­ტო გამ­სა­ღებ­ლის დად­გე­ნა და გა­მო­ჭე­რა ვე­რა­ვინ შეძ­ლო, ისე ფრთხი­ლად მუ­შა­ობს. ვინ­მემ რომც იცო­დეს მი­სი ვი­ნა­ო­ბა, ვინ ჩა­უშ­ვებს? მხო­ლოდ ის ვი­ცი, რომ ეს ადა­მი­ა­ნი ქი­მი­კო­სია და ძალ­ზე მდი­და­რი.

"სა­აფ­თი­ა­ქო ნარ­კო­მა­ნე­ბი" ბაკ­ლო­სან­სა და გა­ბა­გა­მას ეტა­ნე­ბი­ან ბაკ­ლო­სა­ნი (­დო­ზის გა­და­ჭარ­ბე­ბი­სას): კუნ­თე­ბის ჰი­პო­ტო­ნი­ა, სა­სუნ­თქი ცენ­ტრის დათ­რგუნ­ვა, ცნო­ბი­ე­რე­ბის დარ­ღვე­ვა, კო­მა (გო­ნე­ბის დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ კუნ­თე­ბის ჰი­პო­ტო­ნი­ა შე­საძ­ლო­ა, 72 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში გაგ­რძელ­დეს).

გა­ბა­გა­მა(­დო­ზის გა­და­ჭარ­ბე­ბი­სას): "თავ­ბრუ, კო­ორ­დი­ნა­ცი­ის დარ­ღვე­ვა, აგ­რე­სი­უ­ლი ქცე­ვა და პა­თო­ლო­გი­უ­რი მოძ­რა­ო­ბე­ბი.

ნა­ნა ფიცხ­ე­ლა­უ­რი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ